იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

9/12/2021

რა ძირითადი ნიშნებით უნდა მიხვდე რომ მშობიარობა გეწყება

Comments

Read Now
 
Picture
​მშობიარობის დაწყების ნიშნად ითვლება საშვილოსნოს მუსკულატურის რეგულარული შეკუმშვის გამოვლინება. ამ მომენტიდან უკვე ორსულს მშობიარეს უწოდებენ.

რითმული შეკუმშვები იგრძნობა, როგორც დაწოლის შეგრძნება მუცლის ღრუში. საშვილოსნო ხდება მძიმე და დაწოლა შეიძლება იგრძნობოდეს მთელი მუცლის გასწვრივ.

სიმპტომის მნიშვნელობა არა თავად შეკუმშვის ფაქტში, არამედ მის რითმულობაში მდგომარეობს.

ნამდვილი სამშობიარო შეტევები უნდა მეორდებოდეს ყოველ 15-20 წუთში (შეიძლება დროის სხვა პერიოდულობაც), შემდეგ ინტერვალები თანდათან მცირდება და შეტევები მეორდება ყოველ 3-4 წუთში.

ინტერვალებს შორის პერიოდში მუცელი დუნდება და ამ დროს ფეხმძიმე უნდა შეეცადოს დაისვენოს.

მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიშნად ითვლება - საშვილოსნოდან ყელის ლორწოვანას, ეგრეთ წოდებული ლორწოვანი საცობის გამოვარდნა.

ლორწოვანას საცობი (რომელიც იცავს საშვილოსნოს ყელს სხვადასხვა სახის ინფექციებისა და მავნე ბაქტერიების ზემოქმედებისგან), შეიძლება საშვილოსნოდან გამოიდევნოს როგორც მშობიარობამდე 2 კვირით ადრე, ასევე 3-4 დღით ადრე.

საშვილოსნოს შეკუმშვის დაწყების შემდეგ, საშვილოსნოს ყელის არხი ფართოვდება და ხდება ლორწოვანას საცობის გამოდევნა.

ლორწოვანი საცობი, მშობიარობის დროს, უზრუნველყოფს დახურული საშვილოსნოს არხის შენარჩუნებას, ხოლო მისი დაკარგვა (ლორწოვანი საცობის გამოვარდნა) მშობიარობის დაწყების გარკვეულ ნიშანს წარმოადგენს.

ამ დროს შეიძლება მოხდეს უფერო, მოყვითალო ფერის ან ოდნავ სისხლნარევი, მოვარდისფრო ლორწოს გამოყოფა.

მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ მთავარ ნიშნად ითვლება სანაყოფე წყლების დაღვრა, შესაძლოა სანაყოფე ბუშტიდან სითხემ გაჟონოს, რის შემდეგაც  იწყება სანაყოფე წყლების ნელ-ნელა დაღვრა. იმ შემთხვევაში თუ ბუშტი მოულოდნელად გაიხა, მაშინ სანაყოფე წყლები წამოვა მძლავრ ნაკადად.

დროგამოშვებით, ეს ხდება მანამდეც კი, ვიდრე დაიწყება საშვილოსნოს რითმული შეკუმშვები.

ყველაზე ხშირად, ასეთი რამ შეიძლება დაემართოთ იმ ორსულებს, რომლებიც განმეორებით მშობიარობენ.

​ბავშვის ქვემოთ დაწევის გამო, შესაძლოა ორსულმა წელის არეში დისკომფორტი და უსიამოვნო შეგრძნებები იგრძნოს.
ეს შეგრძნებები, გამოწვეულია არა მარტო ბავშვის უნებლიე, მკვეთრი მოძრაობებით და დაწოლით, არამედ გავა-წელის შემაერთებელი ქსოვილების დაჭიმულობის გაზრდით.

ზოგჯერ, მომავალ დედას, მუცელი და წელი შემაწუხებლად ტკივა, ტკივილი ხან მოდის, ხან კი ქრება. ზოგჯერ კი ტკივილი შესაძლოა დიდ ხნის განმავლობაში არც განმეორდეს.

შეიძლება პირიქითაც, ანუ ვერც კი განსაზღვროთ რამდენი ხანი გრძელდება ტკივილი - წუთი, ხუთი წუთი თუ ნახევარი საათი, რადგან ეს ტკივილზე მეტად უსიამოვნო შეგრძნებას წააგავს.

ისეც ხდება ხოლმე, რომ ტკივილი ძალიან ძლიერი, ხანგრძლივია და შეიძლება განმეორდეს დღეში რამოდენიმეჯერ. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ მოასწავებს ნამდვილ სამშობიარო შეტევებს.

​​ორსულობის 30-ე კვირის შემდეგ, უფრო ადრეც კი, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცრუ სამშობიარო შეტევებს.

საშვილოსნოს შესამჩნევ, მაგრამ არარეგულარულ შეკუმშვას, ამ პერიდში ხშირად შეცდომით მიიჩნევენ მშობიარობის დაწყების ნიშნად.

ორსულმა, საშვილოსნოს გარკვეული სახის შეკუმშვები, შეიძლება იგრძნოს არა მხოლოდ უშუალოდ მშობიარობის წინ, ან მშობიარობამდე 1-2 დღით ადრე, არამედ მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრეც კი.

მაგრამ თუ დადგენილი არ არის რეგულარული, ხანგრძლივი რითმი და არ მცირდება შეკუმშვებს შორის ინტერვალი, როგორც წესი - ეს არ შეიძლება ნიშნავდეს მშობიარობის დაწყებას, უბრალოდ ამით ქალის საშვილოსნო ემზადება მშობიარობისთვის.

​ხშირია განწყობილების მოულოდნელი ცვალებადობა, რისი მიზეზიც ნაწილობრივ არის მშობიარობის წინ, ქალის ორგანიზმში მიმდინარე ნეიროენდოკრინული პროცესები.

შესაძლოა, მომავალი გაურკვევლობის, ტკივილის ან გართულებების შიშმა და ნერვიულობამ ემოციური დაძაბულობა გამოიწვიოს.

შეიძლება პირიქითაც, ანუ მოსალოდნელია ენერგიის „აფეთქება“. დაღლილობისა და ინერტულობის შეგრძნება შესაძლოა მოულოდნელად აქტიური მოქმედებების სურვილმა შეცვალოს.
​
ძირითადად, ამ დროს, მომავალი დედები, მომავალი ბავშვისთვის საჭირო გარემოს შექმნით და აუცილებელი ნივთების შეძენით არიან დაკავებულნი.

​უშუალოდ მშობიარობის წინ ორსულთა უმრავლესობა იკლებს წონაში 0,5 - დან 2 კგ-მდე.

ამის მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონალური გარდაქმნებია, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმში მშობიარობის წინ. ამ დროს სისხლში ეტაპობრივად იმატებს ესტროგენები (ქალური სასქესო ჰორმონები), რომლებსაც გამოჰყავთ სითხე ორგანიზმიდან.

შესაბამისად კი იკლებს პროგესტერონის დონე, რომლის დანიშნულებაც ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად ორგანიზმში სითხის შეკავებააა.

ამ გზით, ორგანიზმი ბუნებრივი მეთოდებით ემზადება მშობიარობისთვის, რადგან აუცილებელია მშობიარობის წინ სხეული იყოს მოქნილი და პლასტიური.

მშობიარობის წინ წონის მცირედით დაკლება, დადასტურებული ფაქტია და ფეხმძიმეთა უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა არის გამონაკლისებიც, ანუ შესაძლოა ამ დროს ფეხმძიმემ პირიქით, უფრო მოიმატოს წონაში, ან პირიქით, მეტი დაიკლოს ვიდრე 1-2 კგ

​უშუალოდ მშობიარობის წინ, შესაძლოა ორსულს აღენიშნოს მადის ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მომენტამდე იგი უპრობლემოდ მიირთმევდა ყველაფერს, რისი სურვილიც ქონდა.

ხშირ შემთხვევაში აღინიშნება მადის მკვეთრი დაქვეითება. ამის მიზეზია ის, რომ ორგანიზმი გრძნობს მოსალოდნელ დატვირთვას და იღებს პაუზას, რათა განიტვირთოს და დაისვენოს.

კარგია თუ ამ დროს ფეხმძიმე მიენდობა საკუთარ ინტუიციას საკვები პროდუქტების შერჩევასა და საკვების დოზის რაოდენობასთან დაკავშირებით. 

​ამ დროს შესამჩნევად იცვლება ბავშვის მოძრაობის აქტივობა ორსულობის წინა პერიოდთან შედარებით.

ნაყოფი შესაძლოა დროებით სრულიად ჩაყუჩდეს და არ იმოძრაოს, ან პირიქით, აქტიურად დაიწყოს მოძრაობა, რისი მიზეზიცაა ის, რომ იგი უკვე იმდენად დიდია, არ ჰყოფნის სივრცე დედის მუცელში.

არ ღირს ამის გამო შეშინება და ნერვიულობა, ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა, რომლიც შესაძლოა დაიწყოს მშობიარობამდე ერთი-ორი კვირით ადრე.  არის შეგრძნება, თითქოსდა პატარა ირჩევს რითმს და  შესაფერის მომენტს, რათა მოევლინოს ქვეყანას.

​მოშარდვის სურვილი სურვილი სულ უფრო ხშირი ხდება, რადგან ძლიერდება წნევა და დაწოლა შარდის ბუშტზე.

მშობიარობის ჰორმონები ასევე მოქმედებს ფეხმძიმის კუჭ-ნაწლავზე, რაც იწვევს ეგრეთ წოდებულ წინასწარ გაწმენდას.
რაც შეეხება დეფეკაციას, მისი გახშირება გამოწვეულია განავლის გათხელებით, რისი მიზეზიცაა ასევე ჰორმონალური გარდაქმნები, რომელიც მიმდინარეობს მომავალი დედის ორგანიზმში მშობიარობის წინ.

ზოგიერთ ფეხმძიმეს შესაძლოა აღენიშნებდეს მსუბუქი სპაზმები და კუჭის აშლილობა.

​ნაყოფის ქვემოთ დაწევის გამო, შედარებით იხსნება დაწოლა მუცელსა და დიაფრაგმაზე. სუნთქვა იოლდება. შესაძლოა გაქრეს გულძმარვა. 

ამავდროულად წნევა იმატებს მუცლის ქვედა ნაწილში, რის გამოც დაჯდომა და სიარული უფრო რთული ხდება.

აღსანიშნავია, რომ ნაყოფის ქვემოთ გადაადგილების გამო, ფეხმძიმეს შესაძლოა შეექმნეს პრობლემები ძილთან დაკავშირებით, რადგან ამ დროს ჭირს ძილისთვის მოსახერხებელი პოზის შერჩევა.

​ორსულმა შეიძლება შეამჩნიოს, რომ მისმა მუცელმა ქვემოთ დაიწია.

მუცლის დაწევა გამოწვეულია მცირე მენჯის შესასვლელამდე ნაყოფის წინამდებარე ნაწილის დაწევით და საშვილოსნოს ფსკერის წინ გადაწევით, რაც გამოწვეულია მუცლის პრესის ტონუსის გარკვეული შემცირებით.
ნაყოფი ამ დროს იწყებს ღრმად ჩაშვებას მენჯის მიდამოში.

პირველად მშობიარეთათვის ეს პროცესი შეინიშნება მშობიარობამდე - 2-4 კვირით ადრე, ხოლო განმეორებით მშობიარეთათვის უშუალოდ მშობიარობის დაწყების წინ.

Share

Comments
Details
    Picture

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი