ნაყოფის კტგ წარმოადგენს ნაყოფის ულტრაბგერით გამოკვლევას ორსულობის მე-3 ტრიმესტრში და მშობიარობის დროს, რის საფუძველზე მეან-გინეკოლოგი იღებს გარკვეულ მონაცემებს ნაყოფის გულისცემაზე, მის აქტიურობაზე და საშვილოსნოს დაჭიმულობაზე.
კარდიოტოკოგრაფიული გამოკვლევა ორსულებს უტარდებათ დამოუკიდებლად ექოსკოპიური კველევისაგან ან ერთდროულად ხდება ორივე გამოკვლევის ჩატარება. როდესაც კტგ კეთდება ექოსკოპიისაგან დამოუკიდებლად, მაშინ ნაყოფის კვლევის ჩაწერა აღნიშნული მეთოდით ხდება სპეციალურ ფირზე, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი კვლევის შედეგები. კარდიოტოკოგრაფიული კვლევის დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ პარამეტრებზე: - საშვილოსნოს მდგომარეობა (ტონუსი), - ნაყოფის გულისცემის სიხშირე და აქტივობა. ორსულობის და მშობიარობის მართვა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს კარდიოტოკოგრაფიული მონაცემებიდან გამომდინარე. კტგ-ს გაშიფვრა იძლევა პასუხს იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს ნაყოფი თავს მუცლადყოფნის პერიოდში. ზოგიერთი მდგომარეობები, მაგალითად - მცირეწყლიანობა ან პირიქით, მრავალწყლიანობა, ნაყოფის არასაკმარისი სისხლმომარაგება. კტგ-ს ჩატარება ნაყოფთან ნიშნავს იმის გამოკვლევას თუ როგორი შუმგუებლური და კომპენსატორული შესაძლებლობები გააჩნია ნაყოფს, ვინაიდან მშობაირობის დროს ნაყოფი იმყოფება სტრესის ქვეშ, რადგან იკუმშება საშვილოსნო, გამოივლის ვიწრო მენჯის რკალს და ჟანგბადის მიწოდება პერიოდულად უმცირდება. თუ კტგ ნორმაში ფიქსირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი მზად არის თავისი პირველი თავგადასავლისათვის, რასაც მშობიარობა ჰქვია. ხოლო თუ კტგ-ზე გამოჩნდება გარკვეული ტიპის დარღვევები ორსული აუცილებლად საჭიროებს გინეკოლოგის კონსულტაციას და ამ დროს წყდება საკითხი მის დამატებით მკურნალობაზე ან მომზადებაზე საკეისრო კვეთისათვის. ნაყოფის მდგომარეობის შეფასება ხდბა ფიშერისა და კრებსის შკალის 10-ბალიანი სისტემის მიხედვით: - 8-10 ქულა შეესაბამება ნორმას, - 5-7 ქულა - საეჭვოა, - 4 ქულა მიუთითებს ნაყოფის მნიშვნელოვან დარღვევებზე. სამწუხაროდ, დღესდღეობით ორსულთა სტრესული ცხოვრებიდან, არაჯანსაღი კვებიდან და დაძაბული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ძირითადად კტგ-ს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას ვიღებთ. იდეალური შემთხვევაა, როდესაც კტგ გამოიყენება მშობიარობის დროს, რაც საშუალებას გვაძლევს დინამიკაში ვაწარმოოთ კონტროლი ნაყოფის მდგომარეობაზე და საშვილოსნოს კუმშვადობაზე. განსაკუთრებულად საყურადღებოა კტგ ნაადრევი და ვადაგადაცილებული მშობიარობების, სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და სტიმულაციის პროცესში, ფუნქციური უკმარისობისა და ნაყოფის ჰიპოქსიის შემთხვევაში. კტგ-ს გაკეთება, როგორც წესი, ჩვენებას წარმოადგენს იმ ორსულებში, რომელთაც აქვთ დამძიმებული სამეანო ანამნეზი (ნადრევი მშობიარობა ან თვითნებითი აბორტი), ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, სისტემური დაავადებები, ჰესტოზი (ტოქსიკოზი), რეზუს-კონფლიქტები, ორსულობა ტყუპი ნაყოფით, ორსულობის ვადაგადაცილება, ნაყოფის აქტივობის შემცირება, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა, მცირეწყლიანობა ან მრავალწყლიანობა, პლაცენტის ნაადრევი მომწიფება, ნაყოფის განვითარების მანკები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა დედას, პლაცენტასა და ნაყოფს შორის (ნაყოფის ექოსკოპიური და დოპლეროგრაფიული მონაცემებიდან გამომდინარე). ყველა შემდგომი კტგ-ს კვლევა კეთდება წინამორბედი არადამაკმაყოფილებელი კტგ-ს მონაცემებზე დაყრდნობით.
განმარტავს
ნინო ჟუჟნიაშვილი ნაყოფის მონიტორინგის კაბინეტის ხელმძღვანელი
ლაბორატორიული გამოკვლევები ხორციელდება ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციის ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალი კლასის პროფესიონალებით;
ლაბორატორიული გამოკვლევების სქემა მოიცავს როგორც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ კვლევებს, ასევე ,,იმედის კლინიკის" უსაფრთხო დედობის პროგრამით გათვალისწინებულ ვიზიტებს და გამოკვლევებს; პროგრამის ფარგლებში ორსულს საშუალება აქვს ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციის ლაბორატორიაში ჩაიტაროს კომპლექსური გამოკვლევები; ყოველივე, ქალთა კონსულტაციის მეან-გინეკოლოგს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად წარმართოს ორსულობის პატრონაჟი, მოახდინოს ამა თუ იმ გართულების ნაადრევი პრევენცია, დაადგინოს და განსაზღვროს ორსულობის მართვის ეფექტური სტრატეგია, რაც საბოლოო ჯამში, უსაფრთხო მშობიარობის გარანტია;
ორსულის ლაბორატორიული გამოკვლევის არსს და საჭიროებას განმარტავს
თინათინ გვაზავა ,,იმედის კლინიკის" ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ვიზიტი 1 (9 კვირამდე)
ვიზიტი 2 (11-12 კვირა)
ვიზიტი 3 (15-16 კვირა)
ვიზიტი 4 (20-21 კვირა)
ვიზიტი 5 (25-26 კვირა)
ვიზიტი 6 (30-31 კვირა)
ვიზიტი 7 (34-35 კვირა)
ვიზიტი 8 (36 კვირა)
ვიზიტი 9 (38 კვირა)
ვიზიტი 10 (40 კვირა)
ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამის ფარგლებში ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე მყოფ ორსულებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ ორი უფასო ექოსკოპიური გამოკვლევა;
გარდა ამისა, ,,იმედის კლინიკაში“ დანერგილია უსაფრთხო დედობის პროგრამა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებულია და ხორციელდება ორსულ ქალთა ეფექტური პატრონაჟი, რომელიც მოიცავს ნაყოფისა და მომავალი დედის მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ეფექტურ მექანიზმებს; მათ შორის, ექოსკოპიურ გამოკვლევებს (სხვა სამედიცინო-პროფილაქტიკური აქტივობების პარალელურად); აღნიშნული პროგრამა საშუალებას იძლევა ორსულობის ნაადრევ ასაკში გამოვლინდეს არასასურველი ცვლილებები და მოხდეს მათი განეიტრალება, შეიქმნას ნაყოფის ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი კლიმატი; ექოსკოპიური გამოკვლევევის არსებული სქემა ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციის პროფესიონალების კონსულტაციებთან კორელაციაში საუკეთესო წინაპირობას ქმნის უსაფრთხო მშობიარობისთვის; ,,იმედის კლინიკა“ აღჭურვილია თანამედროვე და უმაღლესი დონის 4D ექოსკოპიური აპარატებით, რაც კიდევ უფრო ეფექტურს და შედეგიანს ხდის აღნიშნულ გამოკვლევას;
ორსულობის პერიოდში ექოსკოპიური გამოკვლევების არსს და საჭიროებას განმარტავს
თამარ ბიწაძე ექიმი რადიოლოგი
ვიზიტი 1 (3-12 კვირა)
ვიზიტი 2 (20-21 კვირა)
ვიზიტი 3 (25-26 კვირა)
ვიზიტი 4 (30-31 კვირა)
ვიზიტი 5 (34-35 კვირა)
ვიზიტი 6 (36-37 კვირა)
ორსულის ანტენატალური მეთვალყურეობა ემსახურება დედისა და ნაყოფის მაქსიმალურ დაცვას სხვადასხვა შესაძლო გართულებებისგან, ორსულობის სწორ და ეფექტურ მართვას, მშობიარობის პროცესში შესაძლო რისკების ნაადრებ პროფილაქტიკას;
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორსული სარგებლობს რვა უფასო ვიზიტის უფლებით; ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე მყოფ ყველა ორსულზე ვრცელდება ,,იმედის კლინიკის" პროექტი ,,ერთგულება", რომელიც მშობიარობის შეღავათიან პირობებს ითვალისწინებს (ნახეთ ამავე გვერდზე); პროფესიონალთა გუნდი, უახლესი სამედიცინო აპარატურა, ორსულისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ კეთილგანწყობილი გარემო, ორსულთა პატრონაჟის ეფექტური და თანამედროვე მეთოდოლოგია თქვენი უსაფრთხო ორსულობის და მშობიარობის გარანტიაა.
ორსულ ქალთა კონსულტაციაში ცალკეული ვიზიტის არსს და საჭიროებას განმარტავს
ნინო ჯაფარიძე ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციის გამგე
ვიზიტი 1 (3-12 კვირა)
ვიზიტი 2 (20-21 კვირა)
ვიზიტი 3 (25-26 კვირა)
ვიზიტი 4 (30-31 კვირა)
ვიზიტი 5 (34-35 კვირა)
ვიზიტი 6 (36-37 კვირა)
ვიზიტი 7 (38 კვირა)
ვიზიტი 8 (40-41 კვირა)
როგორ და როდის უნდა დადგეთ აღრიცხვაზე ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში - წაიკითხეთ შესაბამისი განმარტებები:
,,იმედის კლინიკის“ ორსულ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომა სასურველია ორსულობის 13 კვირამდე; ამისთვის, აუცილებელია მობრძანდეთ ,,იმედის კლინიკაში“, ჩაიტაროთ ექოსკოპიური გამოკვლევა, გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია; რის შემდეგაც, პირადობის მოწმობის საფუძველზე გადმოგეცემათ ორსულობის სახელმწიფო ვაუჩერი; ვაუჩერის საფუძველზე შეძლებთ უფასო ვიზიტების განხორციელებას ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციაში; სურვილის შემთხვევაში თქვენ ჩაერთვებით ,,იმედის კლინიკის“ ორსულობის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალკომპონენტიან და ეფექტურ პროგრამაში. გადმოსვლა სხვა კონსულტაციიდან სხვა ქალთა კონსულტაციიდან ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში გადმოსვლისა და აღრიცხვაზე დადგომისთვის უნდა მობრძანდეთ და წარმოადგინოთ პირადობის მოწმობა; მოხდება ელექტრონულად თქვენი გადმომისამართება ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; შესაბამისად, დარჩენილ უფასო ვიზიტებს გაივლით ჩვენ ბაზაზე; სხვა ქალთა კონსულტაციიდან ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში გადმოსვლის შემთხვევაშიც, თუ გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ ჩაერთოთ ,,იმედის კლინიკის" ორსულობის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალკომპონენტიან და ეფექტურ პროგრამაში. სადაზღვევო პოლისი თუ ორსულს გააჩნია კერძო სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო პოლისი და სურს აღრიცხვაზე დადგეს ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში - სასურველია მან წარმოადგინონ მომართვა, რომელიც გაცემულია სადაზღვევო კომპანიის მიერ, ასევე პირადობის მოწმობა და ბარათი ამ კატეგორიის ორსულებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ჩაერთონ ,,იმედის კლინიკის" ორსულობის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალკომპონენტიან და ეფექტურ პროგრამაში. |
Details
AuthorWrite something about yourself. No need to be fancy, just an overview. Archives
January 2021
Categories |