იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი
იმედის კონსულტანტი

19/2/2021

სანამ აღრიცხვაზე დადგებით (განმარტებები)

Comments

Read Now
 
Picture
  • მოქმედებს თუ არა თქვენთან სახელმწიფო დაზღვევა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა) და თუ მოქმედებს, როგორ მოვიქცე, რომ ამ პროგრამით ვისარგებლო?
     

    ჩვენთან სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს (იხილეთ მომსახურების ტარიფები და გადახდის წესი ამ პროგრამის ფარგლებში), თუ თქვენ სარგებლობთ საყოველთაო დაზღვევით. თქვენ არ მოგეთხოვებათ რაიმე სახის საბუთის წარმოდგენა, თან უნდა იქონიოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა
​
  • ორსულობის რომელ კვირაზე უნდა დავდგე აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში?
 
სასურველია მე-8 კვირიდან
​
  • რა საბუთები უნდა ვიქონიო ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომის მომენტში?
     

    საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
  • როგორ და როდის უნდა ავიღო ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმიფო ვაუჩერი?
     

    ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის ასაღებად დაგჭირდებათ ექოსკოპიური კვლევა (5 დღის ვადაში ჩატარებული) და ექიმის კონსულტაცია. სახელმწიფო ვაუჩერის დარეგისტრირება ხდება კლინიკაში ელექტრონულად და კლინიკაშივე ხდება მისი გაცემა.  გახსოვდეთ, რომ სახელმწიფო ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ 13 კვირის ორსულობის ვადამდე
​
  • აუცილებელია ორსულობის ვადის დასადასტურებლად ექოსკოპიის დასკვნა თქვენთან ავიღო?
     

    არა, აუცილებელი არ არის. თუ ექოსკოპიურ გამოკვლევას სხვაგან ჩაიტარებთ ჩვენთან აღრიცხვაზე დასადგომათ მოტანილი დასკვნა უნდა იყოს არაუმეტეს 5 დღის ვადის
​​
  • როდესაც სხვა კლინიკაში ვარ აღრიცხვაზე და ერთი ან/და რამდენი უფასო ვიზიტი ჩაიტარე იმ კლინიკაში, და მსურს თქვენს კლინიკაში გადმოსვლა და დარჩენილი უფასო ვიზიტი/ები მსურს რომ თქვენთან ჩავიტარო, ასეთ შემთხვევაში როგორ ვიქცევი?
     

    საჭიროა იქონიოთ გაცვლა-გამოცვლის ბარათი და პირადობის მოწმობა, თქვენი გადმომისამართება მოხდება ელექტრონულად პირადობის მოწმობის მეშვეობით.
​
  • შესაძლებელია თუ არა ორსულობის პერიოდში დამჭირდეს 4 ვიზიტზე მეტი და ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება მომსახურების ანაზღაურება?
     

    სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ ქალთა კონსულტაციაში 4-ზე მეტი ვიზიტი დაგჭირდეთ. ეს აიხსნება იმით, რომ განხორციელდეს თქვენი და ნაყოფის მრავალმხრივი მონიტორინგი და ორსულობის პერიოდი წარიმართოს სრული პატრონაჟის ფონზე. როდესაც ორსული  ჩვენთან დგება აღრიცხვაზე, მას ეძლევა ორსულის სამახსოვრო ბარათი, სადაც კვირეების მიხედვით ჩამოწერილია, თუ რომელი კვლევებია სასურველი, რომ ორსულმა ჩაიტაროს და იქვე მითითებული აღნიშნული კვლევების ტარიფებიც. 
​
  • ორსულობის პერიოდში მარტო გინეკოლოგები მომემსახურებიან?
     

    არა, ორსულობის სრულფასოვანი პატრონაჟისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით თქვენ მოგემსახურებიან ექიმი-თერაპევტი, ექიმი-ენდოკრინოლოგი და სხვა სპეციალისტები (საჭიროების მიხედვით)
​
  • თუ ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში არ ვარ აღრიცხვაზე მექნება თუ არა საშუალება, რომ თქვენთან ვიმშობიარო?
     

    დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა მშობიარობის მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით უკეთესია თუ თავიდანვე ჩვენთან გექნებათ კონტაქტი, მაგრამ ასევე შესაძლებელია სხვაგან ჩაიტაროთ კონსულტაციები და უკვე 34-35 კვირის ვადაზე მომართოთ ჩვენს კლინიკას. თან უნდა იქონიოთ გაცვლა-გამოცვლის ბარათი და პირქადობის მოწმობა.
  • მსურს თქვენთან მშობიარობა, აუცილებელია, რომ ექიმი ავიყვანო?
     

    არა, არ არის აუცილებელი

  • მსურს თქვენთან ვიმშობიარო და ავიყვანო ექიმი, როგორ მოვიქცე?
     

    ექიმმა უნდა იცოდეს თქვენი სურვილის შესახებ წინასწარ. ამავე დროს, ექიმმა უნდა იცოდეს როგორ მიმდინარეობს ორსულობა, არის თუ არა რაიმე სახის რისკი და ა.შ. სწორედ ამიტომ, თუ ექიმის აყვანა გსურთ უკეთესია ორსულობის პირველივე ტრიმესტრში მიმართოთ მას და შესაბამისად, აღრიცხვაზე დადგეთ ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში, სადაც აღნიშნული ექიმი მოგემსახურებათ.
  • რა უნდა მქონდეს თან სამშობიაროდ თქვენთან მოსვლისას?
     

    პირადი მოხმარების საგნები, მეძუძური ქალის ლიფი, ჰიგიენური საფენები
​
  • რა არის საჭირო ახალშობილისთვის?
     

    ,,იმედის კლინიკის” ნეონატალური განყოფილება უზრუნველყოფილია ახალშობილისათვის საჭირო ყველა ნივთით.
    იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნივთების მოტანას მაინც გადაწყვეტთ - დაგჭირდებათ:
    - პლედი
    - ბოდი
    - შარვალი
    - წინდა (ბუნებრივი მასალის)
    - ქუდი
    - გარედან ჩასაცმელი სამოსი
    გაყვანის დღეს დაგჭირდებათ ახალშობილის ტანსაცმელი
​
  • ექნებათ თუ არა საშუალება ჩემს მეუღლეს და ოჯახის წევრებს დაესწრონ მშობიარობას?
     

    ფიზიოლოგიურ მშობიარობას შეუძლია დაესწროს მხოლოდ მეუღლე. საკეისრო კვეთის ოპერაციაზე თანმხლები პირის დასწრება არ არის მიღებული. საკეისრო კვეთის ოპერაციის დროს შესაძლებელია ახალშობილის მამის გულზე დაწვენა.
  • მშობიარობის შემდგომ დაახლოებით რამდენი დღე მომიწევს თქვენთან ყოფნა?
     

    ყველაფერი დამოკიდებულია როგორ ჩაივლის მშობიარობის შემდგომი პერიოდი
​
  • აქვთ თუ არა ახლობლებს მელოგინეობის პერიოდში ჩემი და ახალშობილის ნახვის უფლება?
     

    ახლობლებს თქვენი ნახვა შეუძლიათ მელოგინეობის პერიოდში ყოველდღე 18.00 საათიდან 21.00 საათამდე
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი