,,იმედის კლინიკის" გინეკოლოგიური დეპარტამენტი მოიცავს ყველა სახის თანამედროვე სერვისს:

- საკონსულტაციო მომსახურება
- სრულფასოვანი გამოკვლევები
- ამბულატორიული მკურნალობა
- სტაციონალური მკურნალობა
- ლაპაროსკოპია
- პლასტიკური გინეკოლოგია

გინეკოლოგიურ დეპარტამენტს უნდა მიმართოთ თუ:
​

- მენსტრუალური ციკლის დარღვევებმა სისტემატური ხასიათი მიიღო
- გაქვთ ძლიერი ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში
- მუცლის ქვედა ნაწილში გაქვთ სხვადასხვა ხასიათის ტკივილი
- შენიშნეთ საშოდან გამონადენი, რომელიც გახდა ჭარბი, შეიცვალა ფერი, კონსისტენცია და სუნი
- შენიშნეთ შარდვის საგრძნობი გახშირება ან უნებლიე შარდვა
- შარდვის დროს გაქვთ წვის შეგრძნება
- სექსის დროს გეუფლებათ უსიამოვნო შეგრძნება ან სულაც ტკივილი
- შენიშნეთ ანთებითი პროცესები: შეშუპება, სიწითლე, მტკივნეულობა
- ხართ მოთენთილი
- მუდმივად გაქვთ დაბალი სიცხეები
- ადვილად და სწრაფად იღლებით
- შეიგრძნობთ საერთო სისუსტეს
- გაქვთ ღებინება და გულისრევა
- რწმუნდებით, რომ დიდია უშვილობის რისკი

10 ქალიდან 4 ქალს, რომელსაც არაფერი არ აწუხებს, გამოკვლევების შედეგად სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემები აღენიშნება, დღეს მცირე გინეკოლოგიური პრობლემის მიმართ თვალის დახუჭვა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების არ ჩატარება შესაძლებელია ხვალ ურთულესი პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი გახდეს​.

თვლით, რომ არანაირი გინეკოლოგიური პრობლემა არ გაწუხებთ? - უფრო დამშვიდებული რომ იყოთ ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გასინჯვა ჩვენთან!
​

თვლით, რომ დახმარება გესაჭიროებათ? ნუ გადადებთ, მოგვმართეთ და ერთად დავძლევთ ყველა პრობლემას!

,,იმედის კლინიკაში" გინეკოლოგიურ სერვისებს მიიღებთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებში, მოქმედებს სახელმწიფო დაზღვევაც; მიუხედავად ამისა, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ პროექტით ,,დღის შეთავაზება"; რომლის ფარგლებში ჩვენგან მიიღებთ დღის შეთავაზებას - ფასდაკლების მაჩვენებელს, რომელიც ყველა სახის გინეკოლოგიურ ოპერაციაზე გავრცელდება.