პედიატრიული საავადმყოფოს თერაპიის დეპარტამენტში მკურნალობა უტარდებათ პაციენტებს 1 თვის ასაკის ზემოთ;

თერაპიის დეპარტამენტში თქვენს პატარებზე იზრუნებენ ,,იმედის კლინიკის" კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი მედიკოსები;

ეფექტური და მრავალკომპონენტური სამკურნალო პროცესების პარალელურად, თერაპიის დეპარტამენტში ზრუნავენ პაციენტისა და მისი მშობლების კომფორტზე და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე;

პოზიტიური განწყობა, რომელიც უდაოდ იქმნება თერაპიის დეპარტამენტში, აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს;

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში (ემერჯენსი) 24 საათზე მეტ ხანს იმყოფება, ვერ ხერხდება მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია, ამასთან ბინაზე მკურნალობის გაგრძელება მიზანშეუწონელია - ასეთ დროს პაციენტი თავსდება თერაპიის დეპარტამენტის სტაციონარში;

თერაპიის დეპარტამენტის ამბულატორიულ განყოფილებში ხდება პაციენტების ამბულატორიული მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებების გატარება;

პრობლემით დაინტერესებულ მშობლებს საშუალება აქვთ კონსულტაცია გაიარონ თერაპიის დეპარტამენტის ექიმ-სპეციალისტებთან.