ბავშვთა ოფთალმოლოგია

პედიატრიული საავადმყოფოს ოფთალმოლოგიის კაბინეტი ემსახურება ბავშვებს 0-დან 18 წლამდე და აერთიანებს შემდეგ სერვისებს
,,იმედის კლინიკის" ბავშვთა ოფთალმოლოგიური კაბინეტი გთავაზობთ:
​

- მხედველობის კორექცია (სათვალის დანიშვნა)
- ამბლიოპიის მკურნალობა (ზარმაცი თვალი)
- სიელმის მკურნალობა (პლეოპტიკა, ორთოპტიკა, ოპერაციული მკურნალობა)
- ახალშობილთა დაკრიოცისტიტი (მედიკამენტოზური მკურნალობა და საჭიროების შემთხვევაში არხის ზონდირება, გამორეცხვა)

​მხედველობის სკრინინგი ბავშვებში

,,იმედის კლინიკის" კიდევ ერთი ნოვაციური პროექტი ,,მხედველობის სკრინინგი ბავშვებში"

ნორმალური მხედველობა აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ყველა ჯანმრთელ ბავშვს უტარდება მხედველობის ორგანოს სკრინინგი -
​
- ახალშობილობისა და ჩვილობის ასაკში -  შუქგამტარი არეების შემოწმება
- 1 წლამდე, 3 წლის და 5 წლის ასაკში ღრმა ოფთალმოლოგიური კვლევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით მხედველობის სრულყოფილი სკრინინგი თავიდან აგვაცილებს ახალშობილთა სიბრმავეს 50%-ში, ხოლო მხედველობის დაქვეითებას და სიელმეს 80% შემთხვევაში;

,,იმედის კლინიკაში" ბავშვის მხედველობის სკრინინგი ტარდება უახლესი კომპიუტერული აპარატის გამოყენებით; პროექტი მოიცავს მონიტორინგისა და პროფილაქტიკური ზედამხედველობის ეფექტურ მექანიზმებს.