Picture
ექსკლუზიურად მხოლოდ ,,იმედის კლინიკაში“ არის შესაძლებელი ვარჯიშებზე სიარული, რაც ჩვენთან აღრიცხვაზე მყოფი ორსულებისთვის უფასოა; ორსულთა უმრავლესობას აღენიშნება გარკვეული ჩივილები: ტკივილი წელის მიდამოში, წონაში მატება, სიმძიმის შეგრძნება.

ვარჯიშები არა მხოლოდ ეხმარება ორსულებს რომ მოეხსნათ აღნიშნული ჩივილები, არამედ ვარჯიშების საშუალებით ხდება იმ კუნთების გავარჯიშებას, რომლებიც ჯანსაღ მშობიარობაზეა პასუხისმგებელი;

შესაბამისად, პრენატალური ვარჯიშები ხელს უწყობს როგორც ორსულობის უკეთესად მიმდინარეობას, ასევე თავად მშობიარობის პროცესს და მელოგინობის ხანაში დროულ რეაბილიტაციას;

სეანსები ტარდება კვირაში მაქსიმუმ ორჯერ; სეანსის ხანგრძლივობა და დატვირთვის ხარისხი ისაზღვრება ინდივიდუალურად - ორსულის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე;

ვარჯიშების დაწყება შეუძლიათ ორსულებს 14-15 კვირიდან ორსულობის ბოლომდე;

სეანსი დაყოფილია რამდენიმე ეტაპად, რის გამოც არ ხდება ორსულთა ფიზიკური გადატვირთვა;

თავად სეანსი მოიცავს მსუბუქი გახურების, რელაქსაციის, სუნთქვითი ვარჯიშების, იოგისა და პილატესის ეპიზოდებს;
ეს ყველაფერი მიმდინარეობს სასიამოვნო მუსიკის თანხლებით;

სავარჯიშო კაბინეტი აღჭურვილია ევროპული სტანდარტის ინვენტარით;

იმ ორსულებმა, ვისაც აქვთ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი, პირველ რიგში, ამის შესახებ უნდა აცნობონ ქალთა კონსულტაციის ექიმს; ამის შემდეგ, ხდება ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამის შედგენა. 
ორსულთა პრენატალური ვარჯიშების შესახებ საუბრობს
ქეთი სახვაძე
​პრენატალური ვარჯიშების ინსტრუქტორი