Picture
ენდოკრინული პათოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალის რეპროდუქციული სისტემის დარღვევებში;
ენდოკრინული დაავადებები შესაძლოა გახდეს როგორც უშვილობის, ასევე პათოლოგიური ორსულობის და მშობიარობის მიზეზი;
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოსაყოფია შემდეგი ენდოკრინული დაავადებები:
  • ჰიპოთირეოზი
  • თირეოტოქსიკოზი
  • აუტოიმუნური თირეოდიტი
  • გრეივისის დაავადება და ა.შ.
  • არაკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი ტ1 და ტ2
  • გესტაციური დიაბეტი
  • ჭარბი წონა
ორსულის ჭარბი წონა შესაძლოა გესტაციური დიაბეტის გამომწვევი გახდეს;
ორსულის ჭარბმა წონამ შეიძლება ასევე გაოიწვიოს OPH გესტოზები;
ყოველივედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში წონის კონტროლს და კორექციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება;

,,იმედის კლინიკამ" შეიმუშავა და დანერგა ორსულის სწორი კვების ინოვაციური პროექტი; შესაბამისად, ჩამოყალიბდა ორსულთა სწორი კვების კაბინეტი;

ორსულმა აღნიშნულ კაბინეტს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს; თუმცა, სასურველია ორსულმა კაბინეტს პირველივე ტრიმესტრში მიმართოს;
ორსულებს, მათი სხეულის მასის ინდექსის მიხედვით (ასევე, ენდოკრინული პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში) დაუდგინდებათ სწორი კვების რეჟიმი და პრინციპები; საჭიროების შემთხვევაში მოხდება ენდოკრინული დარღვევების ან პათოლოგიების კონტროლი და მკურნალობა;
აღსანიშნავია, რომ ,,იმედის კლინიკის" ორსულთა სწორი კვების პროექტის უმთავრესი მიზანია მიღწეულ იქნას ორსულისა და ნაყოფის სიჯანსაღე, რაც უსაფრთხო დედობის გარანტი იქნება
ორსულობის პერიოდში სწორი კვების მნიშვნელობაზე საუბრობს
სოფიკო სახვაძე
​,,იმედის კლინიკის" ექიმი-ენდოკრინოლოგი