ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამის ფარგლებში ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე მყოფ ორსულებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ ორი უფასო ექოსკოპიური გამოკვლევა;

გარდა ამისა, ,,იმედის კლინიკაში“ დანერგილია უსაფრთხო დედობის პროგრამა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებულია და ხორციელდება ორსულ ქალთა ეფექტური პატრონაჟი, რომელიც მოიცავს ნაყოფისა და მომავალი დედის მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ეფექტურ  მექანიზმებს; 

მათ შორის, ექოსკოპიურ გამოკვლევებს (სხვა სამედიცინო-პროფილაქტიკური აქტივობების პარალელურად);

აღნიშნული პროგრამა საშუალებას იძლევა ორსულობის ნაადრევ ასაკში გამოვლინდეს არასასურველი ცვლილებები და მოხდეს მათი განეიტრალება, შეიქმნას ნაყოფის ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი კლიმატი;

ექოსკოპიური გამოკვლევევის არსებული სქემა ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციის პროფესიონალების კონსულტაციებთან კორელაციაში საუკეთესო წინაპირობას ქმნის უსაფრთხო მშობიარობისთვის;

,,იმედის კლინიკა“ აღჭურვილია თანამედროვე და უმაღლესი დონის 4D ექოსკოპიური აპარატებით, რაც კიდევ უფრო ეფექტურს და შედეგიანს ხდის აღნიშნულ გამოკვლევას;

ორსულობის პერიოდში ექოსკოპიური გამოკვლევების არსს და საჭიროებას განმარტავს
თამარ ბიწაძე
​ექიმი რადიოლოგი

ვიზიტი 1 (3-12 კვირა)


​ვიზიტი 2 (20-21 კვირა)


ვიზიტი 3 (25-26 კვირა)


ვიზიტი 4 (30-31 კვირა)


ვიზიტი 5 (34-35 კვირა)


ვიზიტი 6 (36-37 კვირა)