ლაბორატორიული გამოკვლევები ხორციელდება ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციის ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალი კლასის პროფესიონალებით;

ლაბორატორიული გამოკვლევების სქემა მოიცავს როგორც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ კვლევებს, ასევე ,,იმედის კლინიკის" უსაფრთხო დედობის პროგრამით გათვალისწინებულ ვიზიტებს და გამოკვლევებს;

პროგრამის ფარგლებში ორსულს საშუალება აქვს ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციის ლაბორატორიაში ჩაიტაროს კომპლექსური გამოკვლევები;
​
ყოველივე, ქალთა კონსულტაციის მეან-გინეკოლოგს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად წარმართოს ორსულობის პატრონაჟი, მოახდინოს ამა თუ იმ გართულების ნაადრევი პრევენცია, დაადგინოს და განსაზღვროს ორსულობის მართვის ეფექტური სტრატეგია, რაც საბოლოო ჯამში, უსაფრთხო მშობიარობის გარანტია.
​

ორსულის ლაბორატორიული გამოკვლევის არსს და საჭიროებას განმარტავს

თინათინ გვაზავა
​

​,,იმედის კლინიკის" ლაბორატორიის ხელმძღვანელი
​