ნაყოფის კტგ წარმოადგენს ნაყოფის ულტრაბგერით გამოკვლევას ორსულობის მე-3 ტრიმესტრში და მშობიარობის დროს, რის საფუძველზე მეან-გინეკოლოგი იღებს გარკვეულ მონაცემებს ნაყოფის გულისცემაზე, მის აქტიურობაზე და საშვილოსნოს დაჭიმულობაზე. კარდიოტოკოგრაფიული გამოკვლევა ორსულებს უტარდებათ დამოუკიდებლად ექოსკოპიური კველევისაგან ან ერთდროულად ხდება ორივე გამოკვლევის ჩატარება. როდესაც კტგ კეთდება ექოსკოპიისაგან დამოუკიდებლად, მაშინ ნაყოფის კვლევის ჩაწერა აღნიშნული მეთოდით ხდება სპეციალურ ფირზე, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი კვლევის შედეგები. კარდიოტოკოგრაფიული კვლევის დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ პარამეტრებზე: - საშვილოსნოს მდგომარეობა (ტონუსი), - ნაყოფის გულისცემის სიხშირე და აქტივობა. ორსულობის და მშობიარობის მართვა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს კარდიოტოკოგრაფიული მონაცემებიდან გამომდინარე. კტგ-ს გაშიფვრა იძლევა პასუხს იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს ნაყოფი თავს მუცლადყოფნის პერიოდში. ზოგიერთი მდგომარეობები, მაგალითად - მცირეწყლიანობა ან პირიქით, მრავალწყლიანობა, ნაყოფის არასაკმარისი სისხლმომარაგება. კტგ-ს ჩატარება ნაყოფთან ნიშნავს იმის გამოკვლევას თუ როგორი შუმგუებლური და კომპენსატორული შესაძლებლობები გააჩნია ნაყოფს, ვინაიდან მშობაირობის დროს ნაყოფი იმყოფება სტრესის ქვეშ, რადგან იკუმშება საშვილოსნო, გამოივლის ვიწრო მენჯის რკალს და ჟანგბადის მიწოდება პერიოდულად უმცირდება. თუ კტგ ნორმაში ფიქსირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი მზად არის თავისი პირველი თავგადასავლისათვის, რასაც მშობიარობა ჰქვია. ხოლო თუ კტგ-ზე გამოჩნდება გარკვეული ტიპის დარღვევები ორსული აუცილებლად საჭიროებს გინეკოლოგის კონსულტაციას და ამ დროს წყდება საკითხი მის დამატებით მკურნალობაზე ან მომზადებაზე საკეისრო კვეთისათვის. ნაყოფის მდგომარეობის შეფასება ხდბა ფიშერისა და კრებსის შკალის 10-ბალიანი სისტემის მიხედვით: - 8-10 ქულა შეესაბამება ნორმას, - 5-7 ქულა - საეჭვოა, - 4 ქულა მიუთითებს ნაყოფის მნიშვნელოვან დარღვევებზე. სამწუხაროდ, დღესდღეობით ორსულთა სტრესული ცხოვრებიდან, არაჯანსაღი კვებიდან და დაძაბული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ძირითადად კტგ-ს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას ვიღებთ. იდეალური შემთხვევაა, როდესაც კტგ გამოიყენება მშობიარობის დროს, რაც საშუალებას გვაძლევს დინამიკაში ვაწარმოოთ კონტროლი ნაყოფის მდგომარეობაზე და საშვილოსნოს კუმშვადობაზე. განსაკუთრებულად საყურადღებოა კტგ ნაადრევი და ვადაგადაცილებული მშობიარობების, სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და სტიმულაციის პროცესში, ფუნქციური უკმარისობისა და ნაყოფის ჰიპოქსიის შემთხვევაში. კტგ-ს გაკეთება, როგორც წესი, ჩვენებას წარმოადგენს იმ ორსულებში, რომელთაც აქვთ დამძიმებული სამეანო ანამნეზი (ნადრევი მშობიარობა ან თვითნებითი აბორტი), ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, სისტემური დაავადებები, ჰესტოზი (ტოქსიკოზი), რეზუს-კონფლიქტები, ორსულობა ტყუპი ნაყოფით, ორსულობის ვადაგადაცილება, ნაყოფის აქტივობის შემცირება, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა, მცირეწყლიანობა ან მრავალწყლიანობა, პლაცენტის ნაადრევი მომწიფება, ნაყოფის განვითარების მანკები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა დედას, პლაცენტასა და ნაყოფს შორის (ნაყოფის ექოსკოპიური და დოპლეროგრაფიული მონაცემებიდან გამომდინარე). ყველა შემდგომი კტგ-ს კვლევა კეთდება წინამორბედი არადამაკმაყოფილებელი კტგ-ს მონაცემებზე დაყრდნობით. ლაბორატორიული გამოკვლევები ხორციელდება ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციის ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალი კლასის პროფესიონალებით; ლაბორატორიული გამოკვლევების სქემა მოიცავს როგორც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ კვლევებს, ასევე ,,იმედის კლინიკის" უსაფრთხო დედობის პროგრამით გათვალისწინებულ ვიზიტებს და გამოკვლევებს; პროგრამის ფარგლებში ორსულს საშუალება აქვს ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციის ლაბორატორიაში ჩაიტაროს კომპლექსური გამოკვლევები; ყოველივე, ქალთა კონსულტაციის მეან-გინეკოლოგს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად წარმართოს ორსულობის პატრონაჟი, მოახდინოს ამა თუ იმ გართულების ნაადრევი პრევენცია, დაადგინოს და განსაზღვროს ორსულობის მართვის ეფექტური სტრატეგია, რაც საბოლოო ჯამში, უსაფრთხო მშობიარობის გარანტია. ორსულის ლაბორატორიული გამოკვლევის არსს და საჭიროებას განმარტავს თინათინ გვაზავა ,,იმედის კლინიკის" ლაბორატორიის ხელმძღვანელი ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამის ფარგლებში ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე მყოფ ორსულებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ ორი უფასო ექოსკოპიური გამოკვლევა; გარდა ამისა, ,,იმედის კლინიკაში“ დანერგილია უსაფრთხო დედობის პროგრამა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებულია და ხორციელდება ორსულ ქალთა ეფექტური პატრონაჟი, რომელიც მოიცავს ნაყოფისა და მომავალი დედის მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ეფექტურ მექანიზმებს; მათ შორის, ექოსკოპიურ გამოკვლევებს (სხვა სამედიცინო-პროფილაქტიკური აქტივობების პარალელურად); აღნიშნული პროგრამა საშუალებას იძლევა ორსულობის ნაადრევ ასაკში გამოვლინდეს არასასურველი ცვლილებები და მოხდეს მათი განეიტრალება, შეიქმნას ნაყოფის ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი კლიმატი; ექოსკოპიური გამოკვლევევის არსებული სქემა ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციის პროფესიონალების კონსულტაციებთან კორელაციაში საუკეთესო წინაპირობას ქმნის უსაფრთხო მშობიარობისთვის; ,,იმედის კლინიკა“ აღჭურვილია თანამედროვე და უმაღლესი დონის 4D ექოსკოპიური აპარატებით, რაც კიდევ უფრო ეფექტურს და შედეგიანს ხდის აღნიშნულ გამოკვლევას; ორსულობის პერიოდში ექოსკოპიური გამოკვლევების არსს და საჭიროებას განმარტავს თამარ ბიწაძე ექიმი რადიოლოგი ორსულის ანტენატალური მეთვალყურეობა ემსახურება დედისა და ნაყოფის მაქსიმალურ დაცვას სხვადასხვა შესაძლო გართულებებისგან, ორსულობის სწორ და ეფექტურ მართვას, მშობიარობის პროცესში შესაძლო რისკების ნაადრებ პროფილაქტიკას; სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორსული სარგებლობს რვა უფასო ვიზიტის უფლებით; ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე მყოფ ყველა ორსულზე ვრცელდება ,,იმედის კლინიკის" პროექტი ,,ერთგულება", რომელიც მშობიარობის შეღავათიან პირობებს ითვალისწინებს (ნახეთ ამავე გვერდზე); პროფესიონალთა გუნდი, უახლესი სამედიცინო აპარატურა, ორსულისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ კეთილგანწყობილი გარემო, ორსულთა პატრონაჟის ეფექტური და თანამედროვე მეთოდოლოგია თქვენი უსაფრთხო ორსულობის და მშობიარობის გარანტიაა. ორსულ ქალთა კონსულტაციაში ცალკეული ვიზიტის არსს და საჭიროებას განმარტავს ნინო ჯაფარიძე ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციის გამგე როგორ და როდის უნდა დადგეთ აღრიცხვაზე ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში -
წაიკითხეთ შესაბამისი განმარტებები: ,,იმედის კლინიკის“ ორსულ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომა სასურველია ორსულობის 13 კვირამდე; ამისთვის, აუცილებელია მობრძანდეთ ,,იმედის კლინიკაში“, ჩაიტაროთ ექოსკოპიური გამოკვლევა, გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია; რის შემდეგაც, პირადობის მოწმობის საფუძველზე გადმოგეცემათ ორსულობის სახელმწიფო ვაუჩერი; ვაუჩერის საფუძველზე შეძლებთ უფასო ვიზიტების განხორციელებას ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციაში; სურვილის შემთხვევაში თქვენ ჩაერთვებით ,,იმედის კლინიკის“ ორსულობის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალკომპონენტიან და ეფექტურ პროგრამაში. გადმოსვლა სხვა კონსულტაციიდან სხვა ქალთა კონსულტაციიდან ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში გადმოსვლისა და აღრიცხვაზე დადგომისთვის უნდა მობრძანდეთ და წარმოადგინოთ პირადობის მოწმობა; მოხდება ელექტრონულად თქვენი გადმომისამართება ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; შესაბამისად, დარჩენილ უფასო ვიზიტებს გაივლით ჩვენ ბაზაზე; სხვა ქალთა კონსულტაციიდან ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში გადმოსვლის შემთხვევაშიც, თუ გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ ჩაერთოთ ,,იმედის კლინიკის" ორსულობის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალკომპონენტიან და ეფექტურ პროგრამაში. სადაზღვევო პოლისი თუ ორსულს გააჩნია კერძო სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო პოლისი და სურს აღრიცხვაზე დადგეს ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში - სასურველია მან წარმოადგინონ მომართვა, რომელიც გაცემულია სადაზღვევო კომპანიის მიერ, ასევე პირადობის მოწმობა და ბარათი ამ კატეგორიის ორსულებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ჩაერთონ ,,იმედის კლინიკის" ორსულობის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალკომპონენტიან და ეფექტურ პროგრამაში. მშობიარობის დაწყების ნიშნად ითვლება საშვილოსნოს მუსკულატურის რეგულარული შეკუმშვის გამოვლინება. ამ მომენტიდან უკვე ორსულს მშობიარეს უწოდებენ.
რითმული შეკუმშვები იგრძნობა, როგორც დაწოლის შეგრძნება მუცლის ღრუში. საშვილოსნო ხდება მძიმე და დაწოლა შეიძლება იგრძნობოდეს მთელი მუცლის გასწვრივ. სიმპტომის მნიშვნელობა არა თავად შეკუმშვის ფაქტში, არამედ მის რითმულობაში მდგომარეობს. ნამდვილი სამშობიარო შეტევები უნდა მეორდებოდეს ყოველ 15-20 წუთში (შეიძლება დროის სხვა პერიოდულობაც), შემდეგ ინტერვალები თანდათან მცირდება და შეტევები მეორდება ყოველ 3-4 წუთში. ინტერვალებს შორის პერიოდში მუცელი დუნდება და ამ დროს ფეხმძიმე უნდა შეეცადოს დაისვენოს. მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიშნად ითვლება - საშვილოსნოდან ყელის ლორწოვანას, ეგრეთ წოდებული ლორწოვანი საცობის გამოვარდნა. ლორწოვანას საცობი (რომელიც იცავს საშვილოსნოს ყელს სხვადასხვა სახის ინფექციებისა და მავნე ბაქტერიების ზემოქმედებისგან), შეიძლება საშვილოსნოდან გამოიდევნოს როგორც მშობიარობამდე 2 კვირით ადრე, ასევე 3-4 დღით ადრე. საშვილოსნოს შეკუმშვის დაწყების შემდეგ, საშვილოსნოს ყელის არხი ფართოვდება და ხდება ლორწოვანას საცობის გამოდევნა. ლორწოვანი საცობი, მშობიარობის დროს, უზრუნველყოფს დახურული საშვილოსნოს არხის შენარჩუნებას, ხოლო მისი დაკარგვა (ლორწოვანი საცობის გამოვარდნა) მშობიარობის დაწყების გარკვეულ ნიშანს წარმოადგენს. ამ დროს შეიძლება მოხდეს უფერო, მოყვითალო ფერის ან ოდნავ სისხლნარევი, მოვარდისფრო ლორწოს გამოყოფა. მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ მთავარ ნიშნად ითვლება სანაყოფე წყლების დაღვრა, შესაძლოა სანაყოფე ბუშტიდან სითხემ გაჟონოს, რის შემდეგაც იწყება სანაყოფე წყლების ნელ-ნელა დაღვრა. იმ შემთხვევაში თუ ბუშტი მოულოდნელად გაიხა, მაშინ სანაყოფე წყლები წამოვა მძლავრ ნაკადად. დროგამოშვებით, ეს ხდება მანამდეც კი, ვიდრე დაიწყება საშვილოსნოს რითმული შეკუმშვები. ყველაზე ხშირად, ასეთი რამ შეიძლება დაემართოთ იმ ორსულებს, რომლებიც განმეორებით მშობიარობენ. ბავშვის ქვემოთ დაწევის გამო, შესაძლოა ორსულმა წელის არეში დისკომფორტი და უსიამოვნო შეგრძნებები იგრძნოს. ეს შეგრძნებები, გამოწვეულია არა მარტო ბავშვის უნებლიე, მკვეთრი მოძრაობებით და დაწოლით, არამედ გავა-წელის შემაერთებელი ქსოვილების დაჭიმულობის გაზრდით. ზოგჯერ, მომავალ დედას, მუცელი და წელი შემაწუხებლად ტკივა, ტკივილი ხან მოდის, ხან კი ქრება. ზოგჯერ კი ტკივილი შესაძლოა დიდ ხნის განმავლობაში არც განმეორდეს. შეიძლება პირიქითაც, ანუ ვერც კი განსაზღვროთ რამდენი ხანი გრძელდება ტკივილი - წუთი, ხუთი წუთი თუ ნახევარი საათი, რადგან ეს ტკივილზე მეტად უსიამოვნო შეგრძნებას წააგავს. ისეც ხდება ხოლმე, რომ ტკივილი ძალიან ძლიერი, ხანგრძლივია და შეიძლება განმეორდეს დღეში რამოდენიმეჯერ. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ მოასწავებს ნამდვილ სამშობიარო შეტევებს. ორსულობის 30-ე კვირის შემდეგ, უფრო ადრეც კი, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცრუ სამშობიარო შეტევებს. საშვილოსნოს შესამჩნევ, მაგრამ არარეგულარულ შეკუმშვას, ამ პერიდში ხშირად შეცდომით მიიჩნევენ მშობიარობის დაწყების ნიშნად. ორსულმა, საშვილოსნოს გარკვეული სახის შეკუმშვები, შეიძლება იგრძნოს არა მხოლოდ უშუალოდ მშობიარობის წინ, ან მშობიარობამდე 1-2 დღით ადრე, არამედ მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრეც კი. მაგრამ თუ დადგენილი არ არის რეგულარული, ხანგრძლივი რითმი და არ მცირდება შეკუმშვებს შორის ინტერვალი, როგორც წესი - ეს არ შეიძლება ნიშნავდეს მშობიარობის დაწყებას, უბრალოდ ამით ქალის საშვილოსნო ემზადება მშობიარობისთვის. ხშირია განწყობილების მოულოდნელი ცვალებადობა, რისი მიზეზიც ნაწილობრივ არის მშობიარობის წინ, ქალის ორგანიზმში მიმდინარე ნეიროენდოკრინული პროცესები. შესაძლოა, მომავალი გაურკვევლობის, ტკივილის ან გართულებების შიშმა და ნერვიულობამ ემოციური დაძაბულობა გამოიწვიოს. შეიძლება პირიქითაც, ანუ მოსალოდნელია ენერგიის „აფეთქება“. დაღლილობისა და ინერტულობის შეგრძნება შესაძლოა მოულოდნელად აქტიური მოქმედებების სურვილმა შეცვალოს. ძირითადად, ამ დროს, მომავალი დედები, მომავალი ბავშვისთვის საჭირო გარემოს შექმნით და აუცილებელი ნივთების შეძენით არიან დაკავებულნი. უშუალოდ მშობიარობის წინ ორსულთა უმრავლესობა იკლებს წონაში 0,5 - დან 2 კგ-მდე. ამის მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონალური გარდაქმნებია, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმში მშობიარობის წინ. ამ დროს სისხლში ეტაპობრივად იმატებს ესტროგენები (ქალური სასქესო ჰორმონები), რომლებსაც გამოჰყავთ სითხე ორგანიზმიდან. შესაბამისად კი იკლებს პროგესტერონის დონე, რომლის დანიშნულებაც ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად ორგანიზმში სითხის შეკავებააა. ამ გზით, ორგანიზმი ბუნებრივი მეთოდებით ემზადება მშობიარობისთვის, რადგან აუცილებელია მშობიარობის წინ სხეული იყოს მოქნილი და პლასტიური. მშობიარობის წინ წონის მცირედით დაკლება, დადასტურებული ფაქტია და ფეხმძიმეთა უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა არის გამონაკლისებიც, ანუ შესაძლოა ამ დროს ფეხმძიმემ პირიქით, უფრო მოიმატოს წონაში, ან პირიქით, მეტი დაიკლოს ვიდრე 1-2 კგ უშუალოდ მშობიარობის წინ, შესაძლოა ორსულს აღენიშნოს მადის ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მომენტამდე იგი უპრობლემოდ მიირთმევდა ყველაფერს, რისი სურვილიც ქონდა. ხშირ შემთხვევაში აღინიშნება მადის მკვეთრი დაქვეითება. ამის მიზეზია ის, რომ ორგანიზმი გრძნობს მოსალოდნელ დატვირთვას და იღებს პაუზას, რათა განიტვირთოს და დაისვენოს. კარგია თუ ამ დროს ფეხმძიმე მიენდობა საკუთარ ინტუიციას საკვები პროდუქტების შერჩევასა და საკვების დოზის რაოდენობასთან დაკავშირებით. ამ დროს შესამჩნევად იცვლება ბავშვის მოძრაობის აქტივობა ორსულობის წინა პერიოდთან შედარებით. ნაყოფი შესაძლოა დროებით სრულიად ჩაყუჩდეს და არ იმოძრაოს, ან პირიქით, აქტიურად დაიწყოს მოძრაობა, რისი მიზეზიცაა ის, რომ იგი უკვე იმდენად დიდია, არ ჰყოფნის სივრცე დედის მუცელში. არ ღირს ამის გამო შეშინება და ნერვიულობა, ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა, რომლიც შესაძლოა დაიწყოს მშობიარობამდე ერთი-ორი კვირით ადრე. არის შეგრძნება, თითქოსდა პატარა ირჩევს რითმს და შესაფერის მომენტს, რათა მოევლინოს ქვეყანას. მოშარდვის სურვილი სურვილი სულ უფრო ხშირი ხდება, რადგან ძლიერდება წნევა და დაწოლა შარდის ბუშტზე. მშობიარობის ჰორმონები ასევე მოქმედებს ფეხმძიმის კუჭ-ნაწლავზე, რაც იწვევს ეგრეთ წოდებულ წინასწარ გაწმენდას. რაც შეეხება დეფეკაციას, მისი გახშირება გამოწვეულია განავლის გათხელებით, რისი მიზეზიცაა ასევე ჰორმონალური გარდაქმნები, რომელიც მიმდინარეობს მომავალი დედის ორგანიზმში მშობიარობის წინ. ზოგიერთ ფეხმძიმეს შესაძლოა აღენიშნებდეს მსუბუქი სპაზმები და კუჭის აშლილობა. ნაყოფის ქვემოთ დაწევის გამო, შედარებით იხსნება დაწოლა მუცელსა და დიაფრაგმაზე. სუნთქვა იოლდება. შესაძლოა გაქრეს გულძმარვა. ამავდროულად წნევა იმატებს მუცლის ქვედა ნაწილში, რის გამოც დაჯდომა და სიარული უფრო რთული ხდება. აღსანიშნავია, რომ ნაყოფის ქვემოთ გადაადგილების გამო, ფეხმძიმეს შესაძლოა შეექმნეს პრობლემები ძილთან დაკავშირებით, რადგან ამ დროს ჭირს ძილისთვის მოსახერხებელი პოზის შერჩევა. ორსულმა შეიძლება შეამჩნიოს, რომ მისმა მუცელმა ქვემოთ დაიწია. მუცლის დაწევა გამოწვეულია მცირე მენჯის შესასვლელამდე ნაყოფის წინამდებარე ნაწილის დაწევით და საშვილოსნოს ფსკერის წინ გადაწევით, რაც გამოწვეულია მუცლის პრესის ტონუსის გარკვეული შემცირებით. ნაყოფი ამ დროს იწყებს ღრმად ჩაშვებას მენჯის მიდამოში. პირველად მშობიარეთათვის ეს პროცესი შეინიშნება მშობიარობამდე - 2-4 კვირით ადრე, ხოლო განმეორებით მშობიარეთათვის უშუალოდ მშობიარობის დაწყების წინ. ორსულობა ქალის ნორმალური, ფიზიოლოგიური და ამავე დროს, მეტად საპასუხისმგებლო მდგომარეობაა. ორსულობის ცხრა თვის მანძილზე ბავშვის და მისი მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად ქალის ორგანიზმიც დიდ ცვლილებებს განიცდის. ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ყველა ქალმა თავიდან უნდა შეაფასოს თავისი ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი. ცხოვრების ჯანსაღი წესი ზრდის მომავალი ბავშვის სიჯანსაღის ხარისხს. იცით თუ არა, რომ - ქალების უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხვდება, რომ ორსულადაა, როცა მომდევნო მენსტრუაცია აღარ მოსდის. ამ დროისათვის კი, დაახლოებით, ორი კვირაა გასული ჩასახვიდან; - ბავშვის ორგანოების ფორმირება ორსულობის ადრეულ ეტაპზე, მე-2-8 კვირის განმავლობაში ხდება, თანდაყოლილი დეფექტების ჩამოყალიბების მეტი ალბათობაც ამავე პერიოდშია; - ორსულობის და მშობიარობის გართულებების და ბავშვის თანდაყოლილი დეფექტების თავიდან აცილება ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ცხოვრების წესის მაქსიმალური მოწესრიგებით შეიძლება. მომზადება ორსულობისთვის შეინარჩუნეთ სხეულის ნორმალური წონა: ნორმალური წონის ქალებს ბავშვის ჩასახვის, ჯანმრთელი ფეხმძიმობის და ნორმალური მშობიარობის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ჭარბი ან ნორმაზე ნაკლები წონა აქვს; ჯანმრთელი კვება ქმნის ორგანიზმში ძირითადი საკვები ნივთიერებების, ვიტამინების და მინერალების საჭირო მარაგს; შეწყვიტეთ თამბაქოს წევა: არამწეველებთან შედარებით მწეველებში ჩასახვის ალბათობა მცირეა, ხოლო აბორტების და ნაადრევი მშობიარობისა - მეტი; მოერიდეთ ალკოჰოლს: მისი რეგულარული და ჭარბი მოხმარება ხელს უშლის ჩასახვას და ზრდის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შანსს. მოერიდეთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას, რადგან ისინი მკვეთრად ამცირებს როგორც ბავშვის ჩასახვის შანსს, ისე ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობას; შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს: ცნობილია, რომ სტრესები უარყოფითად მოქმედებს როგორც ჩასახვაზე, ასევე ნაყოფზე. ეცადეთ, არ უყუროთ მძიმე სატელევიზიო გადაცემებს და საინფორმაციო პროგრამებს, არ წახვიდეთ იქ, სადაც წინასწარ ელოდებით მძიმე განცდებს, თავი აარიდეთ კონფლიქტებს; შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იფიქრეთ იმაზე, რომ წინ გაქვთ მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პერიოდი, რაც თქვენგან მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს; ფეხმძიმობის დადგომამდე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესამოწმებლად და მოსაწესრიგებლად: - დაადგინეთ, ხომ არ გაქვთ სქესობრივად გადამდები დაავადებები. თუ აღმოგაჩნდათ, აუცილებლად იმკურნალეთ დაფეხმძიმე-ბამდე თქვენც და თქვენმა მეუღლემაც; - მოიწესრიგეთ პირის ღრუ, კბილები, ღრძილები; - თუ გაქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (მაგალითად: ასთმა, დიაბეტი, ეპილეფსია და სხვა), მაქსიმალურად უნდა მოიწესრიგოთ და აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმთან ერთად; - გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა მოხდილი წითურა, და თუ არა _ აუცილებლად გაიკეთეთ აცრა დაფეხმძიმებამდე 8 თვით ადრე. გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობის დროს (განსაკუთრებით პირველ ნახევარში) განვითარებული წითურა საშიშროებას უქმნის ნაყოფის სიცოცხლეს; ორსულობის პირველი ნიშნები - გამოტოვებული მენსტრუაცია; - სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ზომაში მომატება, დვრილების გამუქება; - გულისრევა, განსაკუთრებით დილას, ამას “ორსულთა დილის გულისრევასაც" უწოდებენ; - ადვილად დაღლა; - გახშირებული შარდვა; - ყაბზობა; - პირში ლითონის სუსტი გემო; - ყნოსვის გამძაფრება; - ზოგიერთი საკვების და სასმელის შეძულება; - საშოდან გამონადენის რაოდენობის მატება. ორსულობის დადასტურება როგორც კი ეჭვს მიიტანთ ორსულობაზე, მიმართეთ ექიმს: მეან-გინეკოლოგს, ოჯახის, ან ზოგადი პრაქტიკის ექიმს; ადრეულ ეტაპზე ორსულობის დადასტურება ხდება სპეციალური ტესტებით, რომლების საშუალებითაც შესაძლებელია შარდში ან სისხლში ორსულობისათვის სპეციფიური ჰორმონის - ქორიოგონინის აღმოჩენა. ეს ტესტები დადებით პასუხს იძლევა ჩასახვიდან უკვე 10 დღის შემდეგ, 2-3 კვირის განმავლობაში. მეტი სარწმუნოებისათვის, საჭიროა ტესტის რამდენიმე დღეში გადამოწმება. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ტესტების შედეგი, ხანდახან, შეიძლება მცდარიც იყოს. ფეხმძიმობის დადასტურება ულტრაბგერითი გამოკვლევით (ექოსკოპიით) ხდება უფრო მოგვიანებით - გამოტოვებული მენსტრუაციის პერიოდიდან 2-3 კვირის შემდეგ. ორსულობის ხანგრძლივობა - ორსულობა გრძელდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 280 დღის (40 კვირის) განმავლობაში; - მშობიარობის სავარაუდო ვადა უნდა დაადგინოს თქვენმა ექიმმა; - ნორმალური მშობიარობის ვადებია: ორსულობის 38-42 კვირა; - თუ მშობიარობა 37 კვირაზე ადრე იწყება, ამას ნაადრევ მშობიარობას უწოდებენ; - თუ მშობიარობა 42 კვირაზე მეტად გვიანდება, მას ვადაგადაცილებული მშობიარობა ეწოდება; ორსულის კვება გახსოვდეთ, რომ იკვებებით ორი ადამიანის მაგივრად. ესე იგი მუცლადმყოფი ბავშვის კვება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაოდენობრივად ორჯერ მეტი საკვები უნდა მიიღოთ. ეს პრინციპი უფრო საკვების ხარისხს და მრავალფეროვნებას ეხება: დედაც და ბავშვიც საკმაო რაოდენობით უნდა იღებდნენ ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას და ვიტამინს. კვების რეჟიმი ისე უნდა შეირჩეს, რომ: - არ გადაიტვირთოთ ზედმეტი საკვებით, რაც შეგიქმნით დისკომფორტს; - უზრუნველყოთ ნაწლავების ნორმალური მოქმედება. ამისათვის აუცილებელია: კვება მცირე ულუფებით, 4-5-ჯერ დღეში, რეგულარულად. გახსოვდეთ, რომ კვებებს შორის აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ მინიმალური ინტერვალი 4-5 საათი; მოერიდეთ დიდი რაოდენობით საკვების ერთბაშად მიღებას და გვინ საღამოს ან/და ღამე კვებას ორსულისთვის სასარგებლო საკვები პროდუქტებია:
მოერიდეთ:
ორსულის წონა ორსულობისას წონის მატება ინდივიდუალურია და უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ქალის წონაზე დაფეხმძიმებამდე. ითვლება, რომ საწყისი საშუალო წონის და სიმაღლის ორსულს მთელი ორსულობის განმავლობაში შეუძლია მოიმატოს 11-დან 16 კილოგრამამდე. ნორმაზე ნაკლები წონის ქალებს მეტის მომატებაც შეუძლიათ, ხოლო მათ, ვისაც ჭარბი წონა აქვს, მატება გარკვეულწილად ეზღუდება; წონის მატების დინამიკა თვეების მიხედვით, დაახლოებით, ასე უნდა ნაწილდებოდეს: პირველი სამი კალენდარული თვის განმავლობაში სულ - 2-3 კილოგრამამდე და ყოველ შემდეგ თვეს - საშუალოდ 1-2 კილოგრამი; ორსულთათვის საზიანოა მკაცრი, ძირითად საკვებ ნივთიერებებს მოკლებული დიეტა, მით უმეტეს, თუ მას წონის დაკლების მიზნით იცავთ. წონის დაკლებაზე შეგიძლიათ ბავშვის გაჩენის და ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ იზრუნოთ. სქესობრივი ურთიერთობა ორსულობის პერიოდში სქესობრივი ურთიერთობის მიზანშეწონილება, ვადები და სიხშირე აუცილებლად ექიმის რჩევით უნდა განისაზღვროს. ზოგადად ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას სექსი შეიძლება, თუმცა გარკვეულ პერიოდებში ის მაინც შეიცავს რისკს: სქესობრივი ურთიერთობა არაა მიზანშეწონილი ორსულობის პირველი სამი, ბოლო ორი თვის განმავლობაში და მენსტრუაციის მოსალოდნელ დღეებში; ურთიერთობისას აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ქალისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო პოზა (დაუშვებელია მუცელზე ზეწოლა); თავი შეიკავეთ სქესობრივი ურთიერთობისაგან და აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ეს იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას, ტკივილს და, მით უმეტეს, სისხლიან გამონადენს საშოდან. ნორმალური ბავშვი ბავშვების დიდი უმრავლესობა ნორმალური იბადება. თუმცა ზოგ წყვილს მემკვიდრული და თანდაყოლილი დაავადებების აშკარა რისკი აქვს. ამის შესაფასებლად დროულად მიმართეთ სპეციალისტს (გენეტიკოსს, გინეკოლოგს, მეანს) თუ:
გახსოვდეთ, რომ გარკვეული გამოკვლევების საშუალებით შესაძლებელია თანდაყოლილი ანომალიის გამოვლენა ორსულობის ადრეულ ეტაპზე და ზოგიერთის თავიდან აცილებაც კი. ძუძუსთავების მოვლა ორსულობისას სარძევე ჯირკვლები იმატებს ზომაში, მკვრივდება, შეხებით მგრძნობიარეა და ხანდახან მტკივნეულიც კი. ძუძუს მოვლა და მისი ლაქტაციისათვის (რძის წარმოქმნისათვის) მომზადება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ამცირებს ძუძუთი კვების პერიოდში სარძევე ჯირკვლის ანთების (მასტიტის) ალბათობას და უადვილებს ბავშვს კვების პროცესს. მესამე თვიდან მიზანშეწონილია ოდნავ მეტი ზომის, კომფორტული ბიუსტჰალტერის ხმარება, რათა თავიდან აიცილოთ სარძევე ჯირკვალზე ზეწოლა და ტრავმირება. როგორც ფეხმძიმობის, ისე ლაქტაციის პერიოდში სასურველია ატაროთ სპეციალური ბიუსტჰალტერები. ბავშვის კვებისათვის ჯეროვნად უნდა მოვამზადოთ ძუძუსთავებიც: დაბანისას მოერიდეთ ძუძუსთავების საპნით უხეშად დამუშავებას, რადგან ეს აშრობს მათ ზედაპირს. იხმარეთ რბილი, ფიზიოლოგიური მჟავიანობის თხევადი საპნები. დაბანის და ნაზად გამშრალების შემდეგ დაიმუშავეთ სპეციალური ზეთით ან საცხით. ამ მიზნისათვის ზეითუნის ზეთიც გამოიყენება. თუ გაქვთ ბრტყელი ან ჩაბრუნებული ძუძუსთავები, მათ დამუშავებამდე საკონსულტაციოდ მიმართეთ ექიმს. მშობიარობისთვის მომზადება მშობიარობის წინა პერიოდად, ანუ ორსულობის ბოლო პერიოდად ითვლება 34-40 კვირა. ამ დროს თქვენ შეიძლება შენიშნოთ ახალი სიმპტომები, რაც ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია:
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემჩნევისას, მაგალითად:
მშობიარობის დაწყება დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს და/ან წამოხვიდეთ ,,იმედის კლინიკაში", თუ:
- სამშობიარო ტკივილის, სიძლიერემ და სიხშირემ იმატა და გახდა რეგულარული: 10-15 წუთში ერთხელ; - თუ მოხდა სამშობიარო წყლების დაღვრა: ანუ დაგეწყოთ საშოდან უფერო, წყლისმაგვარი სითხის დენა; - შენიშნეთ მოვარდისფრო ან სისხლიანი გამონადენი საშოდან; - დაგეწყოთ წელის ან მუცლის ძლიერი, გახანგრძლივებული ტკივილი.
,,იმედის კლინიკაში" დანერგილია ორსულთა მეთვალყურეობისა და პატრონაჟის ეფექტური პროექტი, რომლის მიხედვით ორსულისთვის ქალთა კონსულტაციაში 10 ვიზიტია დაგეგმილი:
დაადგინეთ როდის გიწევთ ვიზიტი ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში
როგორ და როდის უნდა დადგეთ აღრიცხვაზე ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში - წაიკითხეთ შესაბამისი განმარტებები:
,,იმედის კლინიკის“ ორსულ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომა სასურველია ორსულობის 13 კვირამდე; ამისთვის, აუცილებელია მობრძანდეთ ,,იმედის კლინიკაში“, ჩაიტაროთ ექოსკოპიური გამოკვლევა, გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია; რის შემდეგაც, პირადობის მოწმობის საფუძველზე გადმოგეცემათ ორსულობის სახელმწიფო ვაუჩერი; ვაუჩერის საფუძველზე შეძლებთ უფასო ვიზიტების განხორციელებას ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციაში; სურვილის შემთხვევაში თქვენ ჩაერთვებით ,,იმედის კლინიკის“ ორსულობის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალკომპონენტიან და ეფექტურ პროგრამაში. გადმოსვლა სხვა კონსულტაციიდან სხვა ქალთა კონსულტაციიდან ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში გადმოსვლისა და აღრიცხვაზე დადგომისთვის უნდა მობრძანდეთ და წარმოადგინოთ პირადობის მოწმობა; მოხდება ელექტრონულად თქვენი გადმომისამართება ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; შესაბამისად, დარჩენილ უფასო ვიზიტებს გაივლით ჩვენ ბაზაზე; სხვა ქალთა კონსულტაციიდან ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში გადმოსვლის შემთხვევაშიც, თუ გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ ჩაერთოთ ,,იმედის კლინიკის" ორსულობის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალკომპონენტიან და ეფექტურ პროგრამაში. სადაზღვევო პოლისი თუ ორსულს გააჩნია კერძო სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო პოლისი და სურს აღრიცხვაზე დადგეს ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში - სასურველია მან წარმოადგინონ მომართვა, რომელიც გაცემულია სადაზღვევო კომპანიის მიერ, ასევე პირადობის მოწმობა და ბარათი ამ კატეგორიის ორსულებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ჩაერთონ ,,იმედის კლინიკის" ორსულობის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალკომპონენტიან და ეფექტურ პროგრამაში. საინფორმაციო ფილმი ,,ორსული და იმედის კლინიკის ორსულ ქალთა კონსულტაცია" განკუთვნილია იმ ორსულებისთვის, რომლებიც ფიქრობენ აღრიცხვაზე დადგნენ ,,იმედის კლინიკაში". ფილმში მონაწილეობენ ,,იმედის კლინიკის" პროფესიონალები. პირველი თვე განაყოფიერებიდან 5-7 დღის შემდეგ კვერცხუჯრედი ემაგრება საშვილოსნოს კედელს. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იწყებს ზრდას საშვილოსნოს ღრუში და ყოველდღიურად ორჯერ იმატებს ზომაში. ჩამოყალიბებას იწყებს პლაცენტა და ჭიპლარი, რომელიც ჩანასახს აწვდის საკვებს და ჟანგბადს. ნაყოფი მოთავსებულია სითხით სავსე ამნიონის გარსში, რომელსაც დამცველობითი ფუნქცია აქვს, ჩამოყალიბებას იწყებს ზურგის ტვინი და ნერვები. დაახლოებით 4-5 კვირაზე ჩანასახი სამი შრისგან შედგება, გარე შრიდან წარმოიქმნება ტვინი, ნერვები და კანი. შუა შრე დასაბამს აძლევს ძვლებს, კუნთებს, სისხლძარღვებს, გულს და სასქესო ორგანოებს. შიგნითა შრიდან კი ყალიბდება კუჭი, ღვიძლი, ნაწლავები, ფილტვები და საშარდე სისტემა. ჩასახვიდან 25-ე დღეზე იწყება გულისცემა სასქესო ჰორმონის პროგესტერონის მომატებული გამომუშავების შედეგად წყდება მენსტრუაცია. პროგესტერონის ზემოქმედებით საშვილოსნო იწყებს გადიდებას და დარბილებას. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი სქელდება, ეს ხელს უწყობს განაყოფიერებული ვერცხუჯრედის მიმაგრებას (იმპლანტაცია) საშვილოსნოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ორსულმა შეიძლება იგრძნოს მენსტრუაციის წინა პერიოდის მსგავსი მუცლის ტკივილი. საშვილოსნოს გადიდება იწვევს შარდვის გახშირებას, ორსულობის ჰორმონების ზემოქმედებით ორსული გრძნობს სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობას და ტკივილს. ორსულს შეიძლება ახასიათებდეს:
ორსულობის ეს სიმპტომები სხვადასხვა ქალში სხვადასხვაგვარია. ასევე, ამ პერიოდში შესაძლებელია გამძაფრებული ემოციები: ცუდი წინათგრძნობის შეგრძნება, შიში ან სიხარული და აღფრთოვანება მეორე თვე მეორე თვე განსაკუთრებით კრიტიკულია ნაყოფის განვითარების პროცესში. წამლებით, ვირუსებით ან გარემო პირობებით განპირობებულმა ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს. მეორე თვის დასასრულისთვის ბავშვის სხეულის ძირითად ორგანოებს და სისტემებს, ტვინის, ფილტვების, ღვიძლისა და კუჭის ჩათვლით დაწყებული აქვს განვითარება. ჩნდება ძვლის პირველი უჯრედები ყალიბდება ქუთუთოები, შიდა ყური, ვითარდება ნერვული ბოჭკოები, თითები და სასქესო ორგანოები ორსულობის მეორე თვეს ჩანასახი უკვე ჰგავს პატარა ბავშვს 2 თვის ასაკში ორსულების დაახლოებით ნახევარს დილის გულისრევა ახასიათებს ორსულს შეიძლება ახასიათებდეს:
ორსულობის ეს სიმპტომები სხვადასხვა ქალში სხვადასხვაგვარია. ასევე, ამ პერიოდში შესაძლებელია გამძაფრებული ემოციები: ცუდი წინათგრძნობის შეგრძნება, შიში ან სიხარული და აღფრთოვანება ნივთიერებათა ცვლის დონე იმატებს, ამიტომ ორსულის ენერგიის საჭიროებაც (კალორიებში) მატულობს, მნიშვნელოვანია ქალის სრულფასოვანი კვება. მოსალოდნელია დაღლილობის შეგრძნება. საკვების მიღება და სათანადო დასვენება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ორსულის ორგანიზმს ჰქონდეს აუცილებელი ენერგია მესამე თვე მესამე თვის ბოლოს სრულდება ნაყოფის ორგანოების ჩამოყალიბება. ნაყოფმა შეიძლება დაიწყოს ხელების, ფეხების და თავის მოძრაობა, პირის გაღება და დახურვა – ამ მოძრაობებს ორსული ვერ გრძნობს; ხელის და ფეხის თითები გამოკვეთილია, მათ ნაზი ფრჩხილებიც აქვთ, ნაყოფის თავი საკმაოდ დიდია ტანთან შედარებით, შეიძლება გაჩნდეს თმაც, ჩამოყალიბებულია კბილების ჩანასახები. ნაყოფის გული 4 საკნისგან შედგება და ცემს წუთში 120-160-ჯერ, თირკმლები განვითარებულია და იწყებს შარდის გამოყოფას, ჭიპლარი სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული ორსული იმატებს წონაში, ხდება მუცლის გარშემოწერილობის ზრდა (მიზეზი – საშვილოსნოს ზრდა), ორსულის ორგანიზმი ეჩვევა მასში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებს, მოსალოდნელია ემოციური ცვლილებები: ბედნიერების, შიშის, სიხარულის, ცუდი გრძნობის და არასტაბილურობის შეგრძნებები. ორსულობის შეწყვეტის რისკი საგრძნობლად მცირდება; მესამე თვის ბოლოსთვის დაღლილობის შეგრძნება ნაკლებია. მეოთხე თვე ამ თვის განმავლობაში ვითარდება ბავშვის ყური, ამიტომ მუცლადმყოფმა ნაყოფმა შეიძლება გაიგოს ხმაც, თუმცა სმენა მეშვიდე თვემდე არ იქნება სრულყოფილი. განვითარებას აგრძელებს ფილტვებიც და ბავშვმა შეიძლება ,,ჩაისუნთქოს” სანაყოფე წყლები. თანდათან ვითარდება ნაყოფის მიმიკური კუნთები. მას შეუძლია მოღუშვა, თვალების და-ელმება და სახის მიმიკის შეცვლა. მისი თვალის ბადურა სინათლისადმი მგრძნობიარე ხდება, თუმცა ის ჯერ ვერ ხედავს. წარბებსა და თავზე იწყებს ამოსვლას თმა. ნაყოფის გულისცემის მოსმენა შეიძლება ჩვეულებრივი ფონენდოსკოპით. თქვენ შეიძლება გქონდეთ თრთოლვის მსგავსი მსუბუქი შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში (რასაც ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება ჰქვია). პირველმა ორსულებმა ნაყოფის მოძრაობა შეიძლება შედარებით გვიან შეიგრძნონ, განმეორებითი ორსულებისათვის ეს საკმაოდ ნაცნობი შეგრძნებაა და უფრო ადრე აფიქსირებენ მას. ნაყოფის პირველი მოძრაობის ჩანიშვნა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სამედიცინო პერსონალისათვის. ეს ის თვეა, როცა ქალი იწყებს ,,ორსულობის შეგრძნებას”. ამ დროიდან შეიძლება უფრო გაგიჭირდეთ სუნთქვა, ვიდრე ორსულობამდე. ორსულობის პირველ პერიოდში არსებულ ზოგიერთ სიმპტომს ახალი შეგრძნებები ჩაენაცვლება. მცირდება გულისრევის შეგრძნება, ქრება ღებინება, მკერდის დაჭიმულობა, თავს იჩენს მადის მატება და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ემოციები კვლავ მერყეობს სიხარულს, ცუდ განწყობასა და აგზნებადობას შორის. ზოგიერთი დედა ნაყოფის მოძრაობას გრძნობს მეოთხე თვეზე, თუმცა სავსებით ნორმალურია, რომ მან ეს მოძრაობა მეხუთე თვემდე ვერ იგრძნობს. ეს არის მუცელში თრთოლვის მსგავსი შეგრძნება. ყველა ქალის ორსულობა სხვადასხვაგვარად მიმდინაორებს და თქვენ შეიძლება გქონდეთ ამ სიმპტომთაგან ყველა, ზოგიერთი ან არც ერთი. მეხუთე თვე ყველაზე ინტენსიურად ბავშვი ამ პერიოდში იზრდება. ხდება მისი შინაგანი ორგანოების სრულყოფა, გროვდება კანქვეშა ცხიმი, იზრდება და ყოველდღიურად უფრო ძლიერი ხდება კუნთები. სხეულზე ზრდას იწყებს თმა, მათ შორის წარბები და წამწამები. ბავშვის თითებზე ფრჩხილები ჩამოზრდილია თითების ბოლომდე. უკვე არსებობს წოვის რეფლექსი და ნაყოფმა შეიძლება ცერა თითიც კი ჩაიდოს პირში მოსაწოვად. ნაყოფი იძინებს და იღვიძებს რეგულარული შუალედებით. ის ახლა ბევრად უფრო აქტიურია და იწყებს ბრუნვას ერთიდან მეორე გვერდზე. მეხუთე თვეში ორსულ ქალს შეიძლება ახასიათებდეს შემდეგი ფიზიკური სიმპტომები: - მოთეთრო ფერის ვაგინალური ჩამონაშალის (თეთრად შლა) მომატება, - ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (საშვილოსნოს საყრდენი იოგების გაჭიმვის გამო), - ყაბზობა, - გულძმარვა, - საჭმლის მონელების მოშლა, - მეტეორიზმი ან შებერილობა, - იშვიათად თავის ტკივილი, - სისუსტე, - ფეხის გაკავება, - შეშუპება, - ბუასილი, - გახშირებული გულისცემა, - ტკივილი ზურგის არეში - მუცლისა და სახის კანის პიგმენტაციის ცვლილებები. დაჭიმულობის ნიშნები შეიძლება გაჩნდეს ორსულობის მეხუთე თვეში. ქალმა უნდა იგრძნოს ნაყოფის მოძრაობები ამ თვის ბოლოსათვის; თუმცა ჯერ ადრეა, მაგრამ ზოგიერთ ქალში სარძევე ჯირკვლებიდან შეიძლება გამოჟონოს სითხემ. ისიც ნორმალურია, რომ სარძევე ჯირკვლიდან იყოს ან არი იყოს გამონადენი. ამას არავითარი გავლენა არ ექნევბა ქალუს ძუძუთი კვების უნარზე. მეექვსე თვე ეს თვეც ნაყოფის ინტენსიური ზრდის პერიოდია. მისი კანი დანაოჭებული და წითელია და დაფარულია ღინღლით (წვრილი, რბილი თმით). ფეხის თითებზე ზრდას იწყებს ფრჩილები. სწრაფად ვითარდება ნაყოფის ტვინი. წარმოიქმნება ცხიმის სპეციალური სახეობა (ყავისფერი ცხიმი), რომელიც დაბადებისას ნაყოფს უნარჩუნებს სითბოს. თუ ნაყოფი გოგონაა, ამ თვეში მის საკვერცხეებში განვითარდება კვერცხუჯრედები. თანდათან მყარდება ძვლები და წარმოიქმნება პირველი განავალი – მეკონიუმი. ნაყოფი თითქმის მთლიანად ჩამოყალიბებულია. და ჰგავს მინიატურულ ადამიანს. თუმცა იგი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და ამის გამო, რომ ფილტვები არ არის კარგად განვითარებული, საშვილოსნოს გარეთ ცხოვრება ამ ეტაპზე არ შეუძლია. მეორე ტრიმესტრის პერიოდში თქვენ იგრძნობთ ნაყოფის უფრო მეტ მოძრაობას, რადგანაც ბავშვი უფრო იზრდება, ძლიერდება, ძვლები მყარდება და ნაყოფი უფრო აქტიური ხდება. მისი წონაში მატება საკმაოდ ინტენსიურია, რაც გულისხმობს იმას, რომ დედა აგრძელებს წონაში მატებას. მოსალოდნელია აგრეთვე: მოთეთრო ფერის გამონადენი საშოდან, გულძმარვა, ზოგჯერ ფეხის გაკავება, მკერდის კიდევ უფრო ზრდა, კანზე ლაქების გაჩენა. ისევ რჩება შეკრულობა, შებერილობა ჭარბი აირების დაგროვების გამო. მუცლის სიდიდის ზრდა უფრო ინტენსიურია, გადიდებული საშვილოსნო აწვება დიაფრაგმას და იწვევს დისკომფორტს: სუნთქვის გაძნელებას, უსიამოვნო შეგრძნებას გულის არეში. ემოციური თვალსაზრისით გულმავიწყობა, მოწყენილობა და მოუსვენრობა ზოგადად დამახასიათებელია ორსულობის ამ პერიოდისათვის. მეშვიდე თვე ნაყოფი აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. მას ახლა შეუძლია გაახილოს და დახუჭოს თვალები და რეაგირების სინათლის ცვლილებაზე. განათების განსხვავება კი ეხმარება მას დღისა და ღამის ციკლის გარჩევაში. მას ესმის კიდეც, თუმცა ბგერების უმეტესობა მისთვის დახშულია. ის უკვე ეჩვევა დედისა და მამის ხმასა და დედის საცხოვრებელი გარემოს ბგერებს. მას აგრეთვე აქვს გემოს შეგრძნება, თუმცა სანაყოფე წყლების გემო შეუმჩნეველია. იმ საკვებს, რითაც დედა იკვებება, შეუძლია სანაყოფე წყლების გემოს შეცვლა. ამრიგად, ნაყოფი ეჩვევა იმ სახის საკვებს, რასაც იღებს დედა. ნაყოფის ფილტვები ემზადება სუნთქვისათვის და მოზრაობა ავითარებს მის კუნთებს. ამ თვეში ძალიან ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინი და ნერვული სისტემა. მას აგრეთვე ეძლევა იმის უნარი, რომ არეგულიროს თავისი სხეულის ტემპერატურა. ნაყოფის სახიდან ქრება ღინღლი. კანქვეშა ცხიმის განვითარება კი ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას. ეს ცხიმი აძლევს მას ენერგიის მარაგს და თავისი სიცოცხლის პირველი დღეებისათვის. თუ ახლა ნაყოფი დაიბადება მას გადარჩენის უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება წინა თვესთან შედარებით. ორსულობის ამ პერიოდში ემოციური და ფიზიკური ცვლილებები თითქმის ისეთივეა, როგორც წინა თვეში. თქვენ შეიძლება გრძნობდეთ საშვილოსნოს შეკუმშვებს. საშვილოსნო მაგრდება ერთი წუთით და შემდეგ კვლავ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, რაც, ჩველებრივ, უმტკივნეულოა. გადიდებული მკერდიდან შეიძლება წვეთავდეს ხსენი. ამ დროისათვის ორსულობა თითქოს მოსაბეზრებელი და დამღლელი ხდება. სავსებით ნორმალურია თქვენი სურვილი, რომ ახლავე დასრულდეს ყველაფერი და გახდეთ დედა. ამასთან, გასაგებია თქვენი შფოთვა მომავალი მშობიარობის გამო. მერვე თვე მერვე თვე ნაყოფის ინტენსიური ზრდის პერიოდია, განსაკუთრებით კი ტვინის ზრდის, ამიტომ ამ პერიოდში ქალისათვის ძალზე მნიშვნელოვანია კარგი კვება. ბავშვის ძვლები იწყებს გამაგრებას, კიდურებს აქვს უფრო სრულყოფილი ფორმა და კანს – ჯანსაღი ფერი. ტვინში ყალიბდება სხვადასხვა უბანი. ნაყოფმა შეიძლება დაასლოკინოს. იტიროს, გაარჩიოს ტკბილი და მჟავე, რეაგირება მოახდინოს ტკივილზე, სინათლესა და ხმაზე. ამ პერიოდისათვის ნაყოფის მოძრაობა იმდენად ინტენსიური და საგრძნობია, რომ ზოგჯერ მუცელზე რელიეფურად შეიმჩნევა წამოწეული კიდურის ნაწილი. ყაბზობითა და ჰაერის უკმარისობით გამოწვეული დისკომფორტი, რასაც განიცდიდით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უფრო პრობლემური ხდება. მუცელი კვლავ იზრდება და ჭიპი ამოიბურცება. მეცხრე თვე მეცხრე თვეში ნაყოფი აგრძელებს წონაში მატებას. სრულყოფილი ხდება მისი ფილტვები.
ნაყოფს ცვივა ღინღლი და შეიძლება ჰქონდეს გრძელი ფრჩხილები, რომელიც დაბაედებისთანავე უნდა მოჭრათ. ნაყოფს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფერის თვალები და ეს ფერი საძლოა შეიცვალოს დაბადებიდან ექვსი თვის განმავლობაში. იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არასრულყოფილია და ის პლაცენტის გავლით დედის ორგანიზმიდან იღებს ანტისხეულებს, ხოლო დაბადების შემდეგ ის ამ ანტისხეულებს მიიღებს ხსენით და რძით. თქვენი სხეული შეიძლება ცოტა მოუქნელი გახდეს, რადგანაც იგი ემზადება მშობიარობისათვის. შეიძლება გაგიჭირდეთ ღამით დაძინება. მკერდი კვლავ განაგრძობს ზრდას, რადგან ის იწყებს რძით ავსებას. ნაყოფის მენჯის ღრუში ჩამოსვლამ შეიძლება ერთის მხრივ შემსუბუქების შეგრძნება გამოიწვიოს და სუნთქვა გაადვილოს, თუმცა მეორეს მხრივ ზეწოლა და დისკომპორტის შეგრძნება მოიმატებს მენჯის არეში. ორსულებს განსაკუთრებული კვება ესაჭირეობათ.
ორსულობის პირველი თვეების განმავლობაში, თუ მომავალ დედებს ტოქსიკოზი აწუხებთ ორსულები საკვების მიმართ ძალიან პრეტენზიულები არიან და ზოგადად ცუდად იკვებებიან, მაგრამ როცა ეს პერიოდი გადის და ქალბატონებს მადა ემატებათ ჩნდება მეორე პრობლემა: რა შეიძლება მიირთვან და როგორ ებრძოლონ ზედმეტ წონას. ზოგად რეკომენდაციების გათვალისწინებით არის პროდუქტები, რომლის მიღებაც ოსრულებისთვის არ შეიძლება, ესენია: ალკოჰოლური სასმელები, ყავა, ცხარე საჭმელი, შებოლილი, ცხიმიანი და ძლიერ შემწვარი საკვები. ალერგიულმა ქალბატონებმა უმჯობესია უარი თქვან შოკოლადზე, ციტრუსებზე, მარწყვზე, ეგზოტიკურ ხილზე, სხვადასხვა ზღვის პროდუქტსა და თხილზე. ვიდრე გადავიდოდეთ სხვადასხვა პროდუქციისა და საკვების განხილვაზე გავეცნოთ რაციონის შედგენის რამდენიმე წესს. უმჯობესი იქნება, თუ თქვენი დღიური რაციონის 2/3 ნაწილს შეადგენს მცენარეული წარმოშობის პროდუქტი. განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილი. ფეხმძიმე ქალბატონებმა ასევე არ უნდა დაივიწყოთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც. ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელია ცხოველური ცილა, რომელსაც შეიცავს ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები. ხილი, ბოსტნეული, პარკოსანი მცენარეები-შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხლად, მოამზადოთ ორთქლზე, გააკეთოთ სხვადასხვა სალათები. ნაყოფისთვის ბევრ სასარგებლო ვიტამინსა თუ მინერალს შეიცავს პარკოსანი მცენარეები, როგორებიცაა: ლობიო, ბარდა, მუხუდო. ეს ბოსტნეული შეიცავს უამრავ ცილასა და საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც დაეხმარებიან თქვენს კუჭ-ნაწლავის სისტემას და ხელს შეუშლიან შეკრულობისა და ბუასილის წარმოქმნას. ასევე პარკოსანი მცენარეები შეიცავენ რკინას, კალციუმსა და თუთიას. ტკბილი კარტოფილი და სხვა სტაფილოსფერი ბოსტნეული შეიცავს A ვიტამინს. ჩვენი ორგანიზმი მცენარეულ A ვიტამინს იღებს იმდენს რამდენიც მას ესაჭიროება. ხოლო ცხოველური წარმოშობის A ვიტამინს, რომელსაც შეიცავს რძე, ღვიძლი, კვერცხი, ორგანიზმი მიღებისთანავე ითვისებს და მისი ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში არც თუ ისე სასურველია. ბატიბუტიც სასარგებლოა ორსულებისთვის. ის მდიდარია E ვიტამინით, სელენითა და ფიტონუტრიეტებით. თუ თქვენ არ გიყვართ თევზი და კვერცხი, რომელიც შეიცავს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს მაშინ მიირთვით კაკალი. ეს პროდუქტი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და თქვენი პატარასთვის. ორსულობისას კარგი იქნება თუ მიირთმევთ კომბოსტოს, სალათის ფოთლებს , ისპანახს და სხვა. ისინი მდიდარია А, С და К ვიტამინებით, ამასთან დამტკიცებულია, რომ ეს მცენრეები დადებითად მოქმედებენ მხედველობაზე. მიირთვით მწვანე, წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი და თეთრი ფერის ხილი და ბოსტნეული. რაც უფრო მეტს მიირთმევთ მათ მით უფრო დიდია შანსი, რომ თქვენს პატარას მომავალში ხილი და ბოსტნეული ეყვარება, რადგან მათ გემოს მუცლადყოფნის პერიოდშივე იქნება მიჩვეული. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ბურღულეულისგან დამზადებული ფაფა, ასვე მიუსლი. ბურღული შეიცავს რკინას, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და ცელულოზას. ფაფა სასარგებლოა და ის ასევე აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. რძე და რძის პროდუქტი უხვად შეიცავს კალციუმს, რაც ბავშვის ძვლების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს თამაშობს. ასევე ორსულობის პერიოდში დედას უსუსტდება კბილები და ძვლები, ამიტომ რძის პროდუქტების მირთმევა არამარტო ბავშვისთის, არამედ თქვენთვისაც სასარგებლოა. ხორცი ეს არის ცხოველური ცილის ძირითადი წყარო. უმჯობესია თუ არ შეიძენთ გაყინულ ხორცს და თავს შეიკავებთ ძეხვეულობისა და სოსისების მირთმევისგან. საუკეთესოა საქონლისა უცხიმო მჭლე ხორცი, რადგან ის ასევე შეიცავს რკინას და ჰემოგლობინის მომატებაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ ჰოთდოგებისგან და სხვა მსგავსი ხორცის ნაწარმისგან. მას თერმული დამუშავება შეიძლება ბოლომდე არ ჰქონდეს გავლილი და შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებსა და პარაზიტების კვერცხებს, რომლებიც ბავშვისთვის ზიანის მომტანი იქნება. თევზი შეიცავს ვიტამინ D -ს და ფოსფორს, რაც ეხმარება ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას და მუშაობას. უმჯობესია თუ საკვებად გამოიყენებთ თევზის არაცხიმიან სახეობებს. ამ შემთხვევაში საუკეთესოა ორაგული, ის მდიდარია ცილითა და ცხიმოვანი მჟავით ომეგა 3-ით. ორაგულში ძალიან ცოტაა ნივთიერება ვერცხლისმეთილი, რომელიც ვნებს ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას. ექიმები გვირჩევენ კვირაში 340 გრ-ზე მეტი თევზის მიღებისგან თავი შევიკაოთ. კვერცხი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, ამასთან ერთი ცალი კვერცხი შეიცავს მხოლოდ 90 კალორიას. კვერცხი შეიცავს 12 ვიტამინსა და მინერალს, ასევე ცილას, რომელიც აუცილებელია ორსულებისთვის. მართალია კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ ეს არის ბუნებრივი წარმოშობის ქოლესტერინი და მისი შემცველობა არც თუ ისე დიდია 1,5 გრ ერთ კვერცხზე. ქალბატონებს რომელთაც ქოლესტერინის რაოდენობა სისხლში ნორმალური აქვთ დღეში შეუძლიათ მიირთვან 1-2 კვერცხი. ორსულობის პირველი ტრიმესტრში ორსულებისთვის კარგია ისეთი საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას. ეს ნივთიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის ნერვიული სისტემის ჩამოყალიბებაში. ასევე ასეთი პროდუქტი შეიცავს В6 ვიტამინს რომელიც ამსუბუქებს გულისრევის შეგრძნებას. პირველ ტრიმესტრში ასევე ჭარბად მიირთვით რკინის შემცველი პროდუქტები. ორსულობის მეორე ტრიმესტრში მეტი რაოდენობით მოიხმარეთ პროდუქტები, რომელიც შეიცავს კალციუმსა და D ვიტამინს. ასევე მიირთვით ცხიმ-მჟავა ომეგა3 -ის შემცველი საკვები. ორსულობის მესამე ტრიმესტრში მიირთვით საკვები, რომელიც ენერგიას მოგანიჭებთ და ამასთან არ დაგამძიმებთ. ასევე მიიღეთ პროდუქტები, რომელიც შეიცავს К ვიტამინს, ეს სისხლის შედედებას უწყობს ხელს.
წამახალისებელი გათამაშება ტარდება ყოველი თვის პირველ ორშაბათს, 14:00 საათზე; გათამაშების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება ხდება ,,იმედის კლინიკის" Facebook გვერდზე >>> გათამაშება ტარდება LIVE-ს სახით და მასში მონაწილეობას ღებულობს წინა თვეში ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დამდგარი უკლებლივ ყველა ორსული;
რას ნიშნავს უფასო მშობიარობა
წამახალისებელ გათამაშებაში გამარჯვების შემთხვევაში სრულად გათავისუფლდებით მშობიარობის ღირებულების იმ ნაწილისგან, რომელსაც თავად თქვენ იხდით (საყოველთაო ან სხვა სახის დაზღვევის პარალელურად); ნახეთ ფასები >>>
აღნიშნული არ ეხება ე.წ. ,,აყვანილი ექიმის" და მშობიარობის გაუტკივარების ღირებულებას, რომელსაც გადაიხდით დადგენილი ტარიფის მიხედვით.
როგორ ხდება გათამაშება და გამარჯვებულის გამოვლენა
წამახალისებელი გათამაშება ტარდება სპეციალური პროგრამის გამოყენებით, რომელშიც წინასწარ იტვირთება გათამაშებაში მონაწილე ყველა ორსულის სახელი და გვარი. პროგრამა შემთხვევითი წესით ამოარჩევს გათამაშების გამარჯვებულს.
გათამაშებაში მონაწილეებისთვის მოცემული პროგრამის საშუალებით გამარჯვების ალბათობა თანაბარია.
უახლესი გათამაშებების გრაფიკი
გათამაშებაში მონაწილეთა სია
გათამაშებაში მონაწილე ორსულების სია გამოქვეყნდება გათამაშებამდე ორი- სამი დღით ადრე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სახელსა და გვარს სიაში ვერ აღმოაჩენთ შეავსეთ ველები და გამოგვიგზავნეთ შეტყობინება
განმარტავს გიგა გურასპაშვილი - ,,იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი, მელოგინეთა განყოფილების გამგე
პირველი ტრიმესტრი
მეორე ტრიმესტრი
მესამე ტრიმესტრი
- მოძებნეთ თქვენთვის სასურველი შეკითხვა და მიიღეთ პასუხი - თუ შეკითხვების ჩამონათვალში ვერ იპოვეთ თქვენთვის საინტერესო საკითხი, მიმართეთ ,,იმედის კლინიკის" საინფორმაციო ცენტრს. მოქმედებს თუ არა თქვენთან სახელმწიფო დაზღვევა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა) და თუ მოქმედებს, როგორ მოვიქცე, რომ ამ პროგრამით ვისარგებლო?
ჩვენთან სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს (იხილეთ მომსახურების ტარიფები და გადახდის წესი ამ პროგრამის ფარგლებში), თუ თქვენ სარგებლობთ საყოველთაო დაზღვევით. თქვენ არ მოგეთხოვებათ რაიმე სახის საბუთის წარმოდგენა, თან უნდა იქონიოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა ორსულობის რომელ კვირაზე უნდა დავდგე აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში? სასურველია მე-8 კვირიდან რა საბუთები უნდა ვიქონიო ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომის მომენტში? საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა როგორ და როდის უნდა ავიღო ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმიფო ვაუჩერი? ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის ასაღებად დაგჭირდებათ ექოსკოპიური კვლევა (5 დღის ვადაში ჩატარებული) და ექიმის კონსულტაცია. სახელმწიფო ვაუჩერის დარეგისტრირება ხდება კლინიკაში ელექტრონულად და კლინიკაშივე ხდება მისი გაცემა. გახსოვდეთ, რომ სახელმწიფო ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ 13 კვირის ორსულობის ვადამდე აუცილებელია ორსულობის ვადის დასადასტურებლად ექოსკოპიის დასკვნა თქვენთან ავიღო? არა, აუცილებელი არ არის. თუ ექოსკოპიურ გამოკვლევას სხვაგან ჩაიტარებთ ჩვენთან აღრიცხვაზე დასადგომათ მოტანილი დასკვნა უნდა იყოს არაუმეტეს 5 დღის ვადის როდესაც სხვა კლინიკაში ვარ აღრიცხვაზე და ერთი ან/და რამდენი უფასო ვიზიტი ჩაიტარე იმ კლინიკაში, და მსურს თქვენს კლინიკაში გადმოსვლა და დარჩენილი უფასო ვიზიტი/ები მსურს რომ თქვენთან ჩავიტარო, ასეთ შემთხვევაში როგორ ვიქცევი? საჭიროა იქონიოთ გაცვლა-გამოცვლის ბარათი და პირადობის მოწმობა, თქვენი გადმომისამართება მოხდება ელექტრონულად პირადობის მოწმობის მეშვეობით. შესაძლებელია თუ არა ორსულობის პერიოდში დამჭირდეს 4 ვიზიტზე მეტი და ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება მომსახურების ანაზღაურება? სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ ქალთა კონსულტაციაში 4-ზე მეტი ვიზიტი დაგჭირდეთ. ეს აიხსნება იმით, რომ განხორციელდეს თქვენი და ნაყოფის მრავალმხრივი მონიტორინგი და ორსულობის პერიოდი წარიმართოს სრული პატრონაჟის ფონზე. როდესაც ორსული ჩვენთან დგება აღრიცხვაზე, მას ეძლევა ორსულის სამახსოვრო ბარათი, სადაც კვირეების მიხედვით ჩამოწერილია, თუ რომელი კვლევებია სასურველი, რომ ორსულმა ჩაიტაროს და იქვე მითითებული აღნიშნული კვლევების ტარიფებიც. ორსულობის პერიოდში მარტო გინეკოლოგები მომემსახურებიან? არა, ორსულობის სრულფასოვანი პატრონაჟისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით თქვენ მოგემსახურებიან ექიმი-თერაპევტი, ექიმი-ენდოკრინოლოგი და სხვა სპეციალისტები (საჭიროების მიხედვით) თუ ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში არ ვარ აღრიცხვაზე მექნება თუ არა საშუალება, რომ თქვენთან ვიმშობიარო? დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა მშობიარობის მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით უკეთესია თუ თავიდანვე ჩვენთან გექნებათ კონტაქტი, მაგრამ ასევე შესაძლებელია სხვაგან ჩაიტაროთ კონსულტაციები და უკვე 34-35 კვირის ვადაზე მომართოთ ჩვენს კლინიკას. თან უნდა იქონიოთ გაცვლა-გამოცვლის ბარათი და პირქადობის მოწმობა. მსურს თქვენთან მშობიარობა, აუცილებელია, რომ ექიმი ავიყვანო? არა, არ არის აუცილებელი მსურს თქვენთან ვიმშობიარო და ავიყვანო ექიმი, როგორ მოვიქცე? ექიმმა უნდა იცოდეს თქვენი სურვილის შესახებ წინასწარ. ამავე დროს, ექიმმა უნდა იცოდეს როგორ მიმდინარეობს ორსულობა, არის თუ არა რაიმე სახის რისკი და ა.შ. სწორედ ამიტომ, თუ ექიმის აყვანა გსურთ უკეთესია ორსულობის პირველივე ტრიმესტრში მიმართოთ მას და შესაბამისად, აღრიცხვაზე დადგეთ ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში, სადაც აღნიშნული ექიმი მოგემსახურებათ. რა უნდა მქონდეს თან სამშობიაროდ თქვენთან მოსვლისას? პირადი მოხმარების საგნები, მეძუძური ქალის ლიფი, ჰიგიენური საფენები რა არის საჭირო ახალშობილისთვის? ,,იმედის კლინიკის” ნეონატალური განყოფილება უზრუნველყოფილია ახალშობილისათვის საჭირო ყველა ნივთით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნივთების მოტანას მაინც გადაწყვეტთ - დაგჭირდებათ: - პლედი - ბოდი - შარვალი - წინდა (ბუნებრივი მასალის) - ქუდი - გარედან ჩასაცმელი სამოსი გაყვანის დღეს დაგჭირდებათ ახალშობილის ტანსაცმელი ექნებათ თუ არა საშუალება ჩემს მეუღლეს და ოჯახის წევრებს დაესწრონ მშობიარობას? ფიზიოლოგიურ მშობიარობას შეუძლია დაესწროს მხოლოდ მეუღლე. საკეისრო კვეთის ოპერაციაზე თანმხლები პირის დასწრება არ არის მიღებული. საკეისრო კვეთის ოპერაციის დროს შესაძლებელია ახალშობილის მამის გულზე დაწვენა. მშობიარობის შემდგომ დაახლოებით რამდენი დღე მომიწევს თქვენთან ყოფნა? ყველაფერი დამოკიდებულია როგორ ჩაივლის მშობიარობის შემდგომი პერიოდი აქვთ თუ არა ახლობლებს მელოგინეობის პერიოდში ჩემი და ახალშობილის ნახვის უფლება? ახლობლებს თქვენი ნახვა შეუძლიათ მელოგინეობის პერიოდში ყოველდღე 18.00 საათიდან 21.00 საათამდე
გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ ნაყოფის ოპტიმალური სიმაღლე და წონა ორსულობის ასაკის მიხედვით
მიიღეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, დაათვალიერეთ და დარწმუნდით ,,იმედის კლინიკის” უდავო უპირატესობაში
,,იმედის კლინიკის" სამშობიარო სახლის დათვალიერებაში დაგეხმარებათ კლინიკის დირექტორი დავით კობეშავიძე
მივდივართ ,,იმედის კლინიკაში"
შესავალი
ორსულ ქალთა კონსულტაცია
სამშობიარო და საოპერაციო (საკეისრო) ბლოკი
მელოგინეთა VIP განყოფილება
მელოგინეთა განყოფილება
ახალშობილთა განყოფილება
ექსკლუზიურად მხოლოდ ,,იმედის კლინიკაში“ არის შესაძლებელი ვარჯიშებზე სიარული, რაც ჩვენთან აღრიცხვაზე მყოფი ორსულებისთვის უფასოა; ორსულთა უმრავლესობას აღენიშნება გარკვეული ჩივილები: ტკივილი წელის მიდამოში, წონაში მატება, სიმძიმის შეგრძნება.
ვარჯიშები არა მხოლოდ ეხმარება ორსულებს რომ მოეხსნათ აღნიშნული ჩივილები, არამედ ვარჯიშების საშუალებით ხდება იმ კუნთების გავარჯიშებას, რომლებიც ჯანსაღ მშობიარობაზეა პასუხისმგებელი; შესაბამისად, პრენატალური ვარჯიშები ხელს უწყობს როგორც ორსულობის უკეთესად მიმდინარეობას, ასევე თავად მშობიარობის პროცესს და მელოგინობის ხანაში დროულ რეაბილიტაციას; სეანსები ტარდება კვირაში მაქსიმუმ ორჯერ; სეანსის ხანგრძლივობა და დატვირთვის ხარისხი ისაზღვრება ინდივიდუალურად - ორსულის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე; ვარჯიშების დაწყება შეუძლიათ ორსულებს 14-15 კვირიდან ორსულობის ბოლომდე; სეანსი დაყოფილია რამდენიმე ეტაპად, რის გამოც არ ხდება ორსულთა ფიზიკური გადატვირთვა; თავად სეანსი მოიცავს მსუბუქი გახურების, რელაქსაციის, სუნთქვითი ვარჯიშების, იოგისა და პილატესის ეპიზოდებს; ეს ყველაფერი მიმდინარეობს სასიამოვნო მუსიკის თანხლებით; სავარჯიშო კაბინეტი აღჭურვილია ევროპული სტანდარტის ინვენტარით; იმ ორსულებმა, ვისაც აქვთ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი, პირველ რიგში, ამის შესახებ უნდა აცნობონ ქალთა კონსულტაციის ექიმს; ამის შემდეგ, ხდება ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამის შედგენა.
ორსულთა პრენატალური ვარჯიშების შესახებ საუბრობს
ქეთი სახვაძე პრენატალური ვარჯიშების ინსტრუქტორი
ენდოკრინული პათოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალის რეპროდუქციული სისტემის დარღვევებში;
ენდოკრინული დაავადებები შესაძლოა გახდეს როგორც უშვილობის, ასევე პათოლოგიური ორსულობის და მშობიარობის მიზეზი; ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოსაყოფია შემდეგი ენდოკრინული დაავადებები:
ორსულის ჭარბმა წონამ შეიძლება ასევე გაოიწვიოს OPH გესტოზები; ყოველივედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში წონის კონტროლს და კორექციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება; ,,იმედის კლინიკამ" შეიმუშავა და დანერგა ორსულის სწორი კვების ინოვაციური პროექტი; შესაბამისად, ჩამოყალიბდა ორსულთა სწორი კვების კაბინეტი; ორსულმა აღნიშნულ კაბინეტს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს; თუმცა, სასურველია ორსულმა კაბინეტს პირველივე ტრიმესტრში მიმართოს; ორსულებს, მათი სხეულის მასის ინდექსის მიხედვით (ასევე, ენდოკრინული პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში) დაუდგინდებათ სწორი კვების რეჟიმი და პრინციპები; საჭიროების შემთხვევაში მოხდება ენდოკრინული დარღვევების ან პათოლოგიების კონტროლი და მკურნალობა; აღსანიშნავია, რომ ,,იმედის კლინიკის" ორსულთა სწორი კვების პროექტის უმთავრესი მიზანია მიღწეულ იქნას ორსულისა და ნაყოფის სიჯანსაღე, რაც უსაფრთხო დედობის გარანტი იქნება
ორსულობის პერიოდში სწორი კვების მნიშვნელობაზე საუბრობს
სოფიკო სახვაძე ,,იმედის კლინიკის" ექიმი-ენდოკრინოლოგი
დავით კობეშავიძე
,,იმედის კლინიკის" დირექტორი
,,იმედის კლინიკაში“ მოქმედებს შეღავათიანი მშობიარობის პროექტი ,,ერთგულება";
პროექტი ,,ერთგულება" ვრცელდება იმ მომავალ დედებზე, რომლებიც ორსულობის პირველივე ვიზიტს და ყველა დანარჩენ ვიზიტს ახორციელებენ ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; ამავე დროს, პროექტში ჩასართავად აუცილებელია ორსულმა ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა პატრონაჟის შიდა პროგრამის ფარგლებში განახორციელოს მინიმუმ 5 სრულფასოვანი ფასიანი ვიზიტი მაინც; ჩვენთვის პატივია თითოეული ორსულის მხრიდან გამოცხადებული ის ნდობა, რაც გამოიხატება ორსულობის ცხრავე თვეს ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში ვიზიტებით; ორსულები გვენდობიან, გვანდობენ თავიანთ და შვილის ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და მომავალს; ,,იმედის კლინიკა" ასეთ ორსულებს პასუხობს პროექტით ,,ერთგულება", რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურების პარალელურად საგრძნობი შეღავათებით სამეანო მომსახურებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში: ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
ნაყოფის კტგ წარმოადგენს ნაყოფის ულტრაბგერით გამოკვლევას ორსულობის მე-3 ტრიმესტრში და მშობიარობის დროს, რის საფუძველზე მეან-გინეკოლოგი იღებს გარკვეულ მონაცემებს ნაყოფის გულისცემაზე, მის აქტიურობაზე და საშვილოსნოს დაჭიმულობაზე. კარდიოტოკოგრაფიული გამოკვლევა ორსულებს უტარდებათ დამოუკიდებლად ექოსკოპიური კველევისაგან ან ერთდროულად ხდება ორივე გამოკვლევის ჩატარება. როდესაც კტგ კეთდება ექოსკოპიისაგან დამოუკიდებლად, მაშინ ნაყოფის კვლევის ჩაწერა აღნიშნული მეთოდით ხდება სპეციალურ ფირზე, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი კვლევის შედეგები. კარდიოტოკოგრაფიული კვლევის დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ პარამეტრებზე: - საშვილოსნოს მდგომარეობა (ტონუსი), - ნაყოფის გულისცემის სიხშირე და აქტივობა. ორსულობის და მშობიარობის მართვა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს კარდიოტოკოგრაფიული მონაცემებიდან გამომდინარე. კტგ-ს გაშიფვრა იძლევა პასუხს იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს ნაყოფი თავს მუცლადყოფნის პერიოდში. ზოგიერთი მდგომარეობები, მაგალითად - მცირეწყლიანობა ან პირიქით, მრავალწყლიანობა, ნაყოფის არასაკმარისი სისხლმომარაგება. კტგ-ს ჩატარება ნაყოფთან ნიშნავს იმის გამოკვლევას თუ როგორი შუმგუებლური და კომპენსატორული შესაძლებლობები გააჩნია ნაყოფს, ვინაიდან მშობაირობის დროს ნაყოფი იმყოფება სტრესის ქვეშ, რადგან იკუმშება საშვილოსნო, გამოივლის ვიწრო მენჯის რკალს და ჟანგბადის მიწოდება პერიოდულად უმცირდება. თუ კტგ ნორმაში ფიქსირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი მზად არის თავისი პირველი თავგადასავლისათვის, რასაც მშობიარობა ჰქვია. ხოლო თუ კტგ-ზე გამოჩნდება გარკვეული ტიპის დარღვევები ორსული აუცილებლად საჭიროებს გინეკოლოგის კონსულტაციას და ამ დროს წყდება საკითხი მის დამატებით მკურნალობაზე ან მომზადებაზე საკეისრო კვეთისათვის. ნაყოფის მდგომარეობის შეფასება ხდბა ფიშერისა და კრებსის შკალის 10-ბალიანი სისტემის მიხედვით: - 8-10 ქულა შეესაბამება ნორმას, - 5-7 ქულა - საეჭვოა, - 4 ქულა მიუთითებს ნაყოფის მნიშვნელოვან დარღვევებზე. სამწუხაროდ, დღესდღეობით ორსულთა სტრესული ცხოვრებიდან, არაჯანსაღი კვებიდან და დაძაბული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ძირითადად კტგ-ს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას ვიღებთ. იდეალური შემთხვევაა, როდესაც კტგ გამოიყენება მშობიარობის დროს, რაც საშუალებას გვაძლევს დინამიკაში ვაწარმოოთ კონტროლი ნაყოფის მდგომარეობაზე და საშვილოსნოს კუმშვადობაზე. განსაკუთრებულად საყურადღებოა კტგ ნაადრევი და ვადაგადაცილებული მშობიარობების, სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და სტიმულაციის პროცესში, ფუნქციური უკმარისობისა და ნაყოფის ჰიპოქსიის შემთხვევაში. კტგ-ს გაკეთება, როგორც წესი, ჩვენებას წარმოადგენს იმ ორსულებში, რომელთაც აქვთ დამძიმებული სამეანო ანამნეზი (ნადრევი მშობიარობა ან თვითნებითი აბორტი), ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, სისტემური დაავადებები, ჰესტოზი (ტოქსიკოზი), რეზუს-კონფლიქტები, ორსულობა ტყუპი ნაყოფით, ორსულობის ვადაგადაცილება, ნაყოფის აქტივობის შემცირება, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა, მცირეწყლიანობა ან მრავალწყლიანობა, პლაცენტის ნაადრევი მომწიფება, ნაყოფის განვითარების მანკები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა დედას, პლაცენტასა და ნაყოფს შორის (ნაყოფის ექოსკოპიური და დოპლეროგრაფიული მონაცემებიდან გამომდინარე). ყველა შემდგომი კტგ-ს კვლევა კეთდება წინამორბედი არადამაკმაყოფილებელი კტგ-ს მონაცემებზე დაყრდნობით. განმარტავს ნინო ჟუჟნიაშვილი ნაყოფის მონიტორინგის კაბინეტის ხელმძღვანელი |