​,,იმედის კლინიკა" ახორციელებს მშობიარობის შემდგომი გართულებების პრევენციის უფასო პროგრამას, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ,,იმედის კლინიკაში" ნამშობიარები უკლებლივ ყველა მელოგინე.

პროგრამა ითვალისწინებს ლოგინობის 40 დღის განმავლობაში შესაძლო გართულებების აცილებას ან წარმოქმნილი ასეთი გართულებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას (ამბულატორიული, სტაციონარული) მელოგინისათვის სრულიად უფასოდ!

მელოგინის სამშობიაროდან გაწერიდან 40 დღის განმავლობაში

მშობიარობის შემდგომი გართულების შემთხვევაში ,,იმედის კლინიკა“ უზრუნველყოფს:


  • ყველა სახის ლაბორატორიული, ექოსკოპიური თუ სხვა სახის სამედიცინო, სადიაგნოსტიკო და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას
  • საჭიროების მიხედვით მელოგინის ჰოსპიტალიზაციას ან ამბულატორიულ მომსახურებას დროის ნებისმიერ შუალედში
  • მკურნალობისათვის ან პროფილაქტიკისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სხვა საშუალებების უზრუნველყოფას

,,იმედის კლინიკიდან" გაწერის შემდეგ მელოგინის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და ეფექტური მეთვალყურეობის მიზნით კლინიკის საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს მელოგინესთან კონტაქტს, ამისთვის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები უკლებლივ ყველა მელოგინეს დაუკავშირდება კლინიკიდან გაწერის მე-15 და 30-ე დღეს