ფეხმძიმობის დროს წონაში მატება სავსებით ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია.

სხვადასხვა აღნაგობის ორსულისთვის წონის მატების სხვადასხვა ხარისხია დასაშვები.

ნაყოფი წონაში მატულობს, სისხლის მოცულობა იზრდება, იმატებს პლაცენტის მასა - ეს და სხვა ცვლილებებიც მომავალი დედის წონაში საგრძნობ მატებას იწვევს.

მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად ორსულისთვის წონის მატების მეტ-ნაკლებად ოპტიმალური სქემა იქნა შემუშავებული.

მასში გათვალისწინებულია ორსულობამდელი წონა, ფეხმძიმობის ვადა, მისი კვების რეჟიმი და ცხოვრების წესი.

თუ ორსულობამდელი წონა მცირეა, ბუნება ასეთ ორგანიზმს პირველსავე ტრიმესტრში მოამატებინებს - ეს აუცილებელია, რათა ორგანიზმი ნაყოფის ტარებისთვის მოამზადოს.

სხვადასხვა აღნაგობის ქალისთვის წონის მატების სხვადასხვა ხარისხია დასაშვები.

გამხდრებისთვის 18-19,
სრულებისთვის - მაქსიმუმ 12 კილოგრამი.

თუ ფეხმძიმობამდე სხეულის მასის ინდექსი 19-25 ერთეული იყო, 18 კილომდე მომატება დასაშვებია. (სხეული მასის ინდექსის გამოსათვლელი ფორმულა - m/h2. m არის სხეულის მასა, h - სიმაღლე).

მომატებული წონა სხეულში ასე ნაწილდება:

- ნაყოფი - 3-3,6 კგ

სარძევე ჯირკვ;ები - 1 კგ

საშვილოსნო - 1 კგ

სანაყოფე სითხე - 1 კგ.

პლაცენტა -0,7 კგ

სისხლი - 1,4-1,8 კგ

სხეულის სითხე - 1,4-1,8 კგ

ცხიმის ფენა - 2,7 - 3,6