​მუცლის ზრდა და ზომა ყველა ორსულისთვის ინდივიდუალურია.

თუმცა, გარკვეული კანონზომიერება მაინც არსებობს. მუცელი იზრდება ნაყოფის გამო, რომელიც საშუალოდ დაბადებამდე 48-54 სმ-მდეა, ხოლო წონით - 4 კილომდე იზრდება
.
გარდა ამისა, მუცელი სავსეა წყლით, რომელიც მშობიარობამდე 1500-მლმდე ივსება.

გამხდარ და დაბალ გოგონებს მუცელი უფრი სწრაფად დაეტყობთ, ვიდრე მსხვილსა და მაღლებს. თუმცა, გამონაკლისები ორივე შემთხვევაში არსებობს.
​
თუ მოძრაობა არ გიყვართ, მუცელი უფრო სწრაფად დაგაჩნდებათ.
​
არასწორი კვება და დიეტის მკვეთრი ცვლილება მუცლის სწრაფი ზრდისა და ზედმეტი კილოგრამების დაგროვების პირველი მიზეზია. მოსაზრება, რომ ორსულმას ქალმა ორი ადამიანის სამყოფი უნდა მიირთვას - მითია. ეცადეთ, არ გადატვირთოთ კუჭი - ზედმეტი წონა უშლის ორსულობას და მშობიარობას.
​
მნიშვნელოვანია გენეტიკის როლი. დედას და ბებიას ჰკითხეთ მათი ორსულობისას როგორ მიმდინარეობდა მუცლის ზრდა. მემკვიდრეობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
​​
თუ ნაყოფი დიდია მუცელი სწრაფად დაგემჩნევათ. მუცლის ზრდაზე აგრეთვე მოქმედებს ნაყოფის განლაგებაც. თუ ის ხერხემლისკენაა მიმართული მომავალ დედას მუცელი გვიან დაეტყობა, ხოლო თუ ნაყოფი მუცლის წინა მხარეს განლაგდება, უფრო სწრაფად მომრგვალდება.