მშობიარობის წინა პერიოდად, ანუ ფეხმძიმობის ბოლო პერიოდად ითვლება 34-40 კვირა. ამ დროს თქვენ შეიძლება შენიშნოთ ახალი სიმპტომები, რაც ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია:
ამ პერიოდში მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი და გაიადვილოთ დროული მშობიარობა:
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემჩნევისას, მაგალითად:
- პერიოდული, არც თუ ხშირი, მოჭერის უმტკივნეულო შეგრძნება მუცელში, რაც წააგავს სამშობიარო შეტევებს;
- მუცლის გარკვეული “შემსუბუქება", რაც გამოწვეულია ბავშვის თავის მენჯში ჩადგომით;
- მენჯში ზეწოლის შეგრძნება;
- შარდვის გახშირება;
- მშობიარობამდე 1 კვირით ადრე ერთ კილოგრამამდე წონის დაკლება;
- განავლის ჩვეულთან შედარებით გათხიერება;
- ენერგიის უეცარი მოზღვავება, ქალებს, როგორც წესი, ამ პერიოდში უჩნდებათ სახლის დალაგების, მოწესრიგების, ავეჯის გადაადგილების სურვილი;
- შფოთვა და/ან ემოციების მოძალება.
ამ პერიოდში მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი და გაიადვილოთ დროული მშობიარობა:
- მოერიდეთ დიდ მანძილზე მგზავრობას (მით უმეტეს მანქანით);
- დიდხანს ნუ დაჰყოფთ ისეთ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომად არ არის სამედიცინო სამეანო დაწესებულება;
- მაქსიმალურად მოიწესრიგეთ ნაწლავების მოქმედება;
- იკვებეთ მსუბუქად, მცირე პორციებით და ხშირად; მკვეთრად შეამცირეთ საკვებში სუფრის მარილი;
- ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
- ერიდეთ დიდხანს ჯდომად და დგომას; ხშირად წამოწექით დასასვენებლად;
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემჩნევისას, მაგალითად:
- წელის გახანგრძლივებული ტკივილი;
- სახის, ქუთუთოების, კიდურების შეშუპება;
- ნებისმიერი გამონადენი საშოდან;
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
- არტერიული წნევის აწევა.