მშობიარობის დაწყების ნიშნად ითვლება საშვილოსნოს მუსკულატურის რეგულარული შეკუმშვის გამოვლინება. ამ მომენტიდან უკვე ფეხმძიმეს მშობიარეს უწოდებენ.
რითმული შეკუმშვები იგრძნობა, როგორც დაწოლის შეგრძნება მუცლის ღრუში. საშვილოსნო ხდება მძიმე და დაწოლა შეიძლება იგრძნობოდეს მთელი მუცლის გასწვრივ.
სიმპტომის მნიშვნელობა არა თავად შეკუმშვის ფაქტში, არამედ მის რითმულობაში მდგომარეობს.
ნამდვილი სამშობიარო შეტევები უნდა მეორდებოდეს ყოველ 15-20 წუთში (შეიძლება დროის სხვა პერიოდულობაც), შემდეგ ინტერვალები თანდათან მცირდება და შეტევები მეორდება ყოველ 3-4 წუთში.
ინტერვალებს შორის პერიოდში მუცელი დუნდება და ამ დროს ფეხმძიმე უნდა შეეცადოს დაისვენოს.
მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიშნად ითვლება - საშვილოსნოდან ყელის ლორწოვანას, ეგრეთ წოდებული ლორწოვანი საცობის გამოვარდნა.
ლორწოვანას საცობი (რომელიც იცავს საშვილოსნოს ყელს სხვადასხვა სახის ინფექციებისა და მავნე ბაქტერიების ზემოქმედებისგან), შეიძლება საშვილოსნოდან გამოიდევნოს როგორც მშობიარობამდე 2 კვირით ადრე, ასევე 3-4 დღით ადრე.
საშვილოსნოს შეკუმშვის დაწყების შემდეგ, საშვილოსნოს ყელის არხი ფართოვდება და ხდება ლორწოვანას საცობის გამოდევნა.
ლორწოვანი საცობი, მშობიარობის დროს, უზრუნველყოფს დახურული საშვილოსნოს არხის შენარჩუნებას, ხოლო მისი დაკარგვა (ლორწოვანი საცობის გამოვარდნა) მშობიარობის დაწყების გარკვეულ ნიშანს წარმოადგენს.
ამ დროს შეიძლება მოხდეს უფერო, მოყვითალო ფერის ან ოდნავ სისხლნარევი, მოვარდისფრო ლორწოს გამოყოფა.
მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ მთავარ ნიშნად ითვლება სანაყოფე წყლების დაღვრა (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მშობიარობის დაწყებას იგი შეიძლება არ მოასწავებდეს).
შესაძლოა სანაყოფე ბუშტიდან სითხემ გაჟონოს, რის შემდეგაც იწყება სანაყოფე წყლების ნელ-ნელა დაღვრა. იმ შემთხვევაში თუ ბუშტი მოულოდნელად გაიხა, მაშინ სანაყოფე წყლები წამოვა მძლავრ ნაკადად. დროგამოშვებით, ეს ხდება მანამდეც კი, ვიდრე დაიწყება საშვილოსნოს რითმული შეკუმშვები.
ყველაზე ხშირად, ასეთი რამ შეიძლება დაემართოთ იმ ფეხმძიმეებს, რომლებიც განმეორებით მშობიარობენ.
სანაყოფე ბუშტის გახეთქვის შემდეგ ტკივილი არ იგრძნობა. თუ წყლები მაშინვე დაიღვარა, საშვილოსნოს რითმული შეტევების დაწყებამდე, აუცილებელია ფეხმძიმემ დაუყონებლივ მიმართოს სამშობიარო სახლს.