მშობიარობისთვის მზადებას ორსულის ორგანიზმი რამოდენიმე ხნით ადრე იწყებს. თუმცა, მშობიარობის წინა პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშნები ყოველთვის შესამჩნევი არ არის.
მშობიარობის დაწყების შესაძლო ნიშნებია:
ამ სიმპტომებს თან ახლავს დაძაბული ემოციური ფონი, რაც გარკვეულ წილად თქვენი შინაგანი შფოთვით არის გამოწვეული. ასევე, შესაძლოა გაგიჩნდეთ შინაგანი მოუსვენრობა, სახლის დალაგების აუხსნელი სურვილი.
მოვლითი ტკივილები მშობიარობის დასაწყისის ყველაზე საიმედო ინდიკატორია. როდესაც ისინი რეგულარული ხდება, დაახლოებით 4 წუთიანი ინტერვალებით და 1 წუთს მაინც გრძელდება, ნიშნავს რომ პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე მშობიარობის პირველი ეტაპი აქტიურ ფაზაში გადავა. ამიტომაც დროა შეეხმიანოთ თქვენს ექიმს და აუხსნათ თქვენი მდგომარეობა, მისგან მიიღოთ ზუსტი ინსტრუქციები; ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის აღმოჩენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მშობიარობა სწრაფად დაიწყება, ამიტომ მოერიდეთ პანიკას. დაუკავშირდით თქვენ მეანს და მიიღეთ კონსულტაცია, თუ როდის მოხვიდეთ ,,იმედის კლინიკაში".
მშობიარობის დაწყების შესაძლო ნიშნებია:
- სხეული შეშუპება
- გამონადენი მკერდიდან
- ტკივილი წელის არეში
- საშვილოსნოს გახშირებული შეკუმშვა
- გასქელებული ლორწოვანი მასის გამოყოფა
- სისხლნარევი გამონადენი
- სანაყოფე წყლების დაღვრა
- ჭარბი გამონადენი საშოდან
- მსუბუქი დიარეა
- მუცლის დაწევა