​ორსული ქალის ორგანიზმისთვის რიგი ცვლილებებია დამახასიათებელი, მათ შორს გამოვყოფთ ხშირ შარდვას.

​ხშირი შარდვის მიზეზს შეადგენს ორგანიზმში ცირკულირებადი სითხის რაოდენობის საგრძნობი ზრდა, რის გამოც, განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ორსულის თირკმელები

ასევე, საკმაოდ იზრდება საშვილოსნოს ზეწოლა შარდის ბუშტზე, რაც თავისთავად უფრო ხშირს ხდის შარდის გამოყოფას..

დადგენილია, რომ შარდვის სიხშირის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია ორსულობის პირველი ტრიმესტრის დასაწყისში და მესამე ტრიმესტრის ბოლოს.

მდგომარეობის შესამსუბუქებლად აუცილებელია შარდვის დროს ორსული მცირედ გადაიხაროს წინ, ეს ხელს შეუწყობს შარდის ბუშტის მაქსიმალურ დაცლას.

თუ ამჩნევთ, რომ ღამით განსაკუთრებით ხშირად გადიხართ ტუალეტში, აუცილებელია შეზღუდოთ სითხის მიღება, ასევე, ძილის წინ, რამოდენიმე საათით ადრე, უარი უნდა თქვათ წვნიანი კერძების მიღებაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ხშირი შარდვა არასასიამოვნოა, ითვლება, რომ ეს არის სრულიად ნორმალური მოვლენა ორსულობის პერიოდში.