ჰიპომენსტრუალური სინდრომი მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა, რომელიც ვლინდება მენსტრუაციის შესუსტებით, ზედმეტად მწირი, ზედმეტად ხანმოკლე 1-3 დღემდე და იშვიათი მენსტრუაციის შენაცვლება 35 დღეზე მეტი ინტერვალით.

გვხვდება ხშირად სქესობრივი მომწიფების პერიოდში და კლიმაქსურ პერიოდში, არცთუ ისე იშვიათად წინ სდევს ამენორეას; განარჩევენ პირველად და მეორად ჰიპომენსტრუალურ სინდრომს.

პირველადი სინდრომის დროს მწირი, მოკლე და იშვიათი მენსტრუაციები აღინიშნება სქესობრივი მომწიფების დაწყებისას, მისი მიზეზია საკვერცხეების ფუნქციების (ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის) დაქვეითება საერთო ინფანტილიზმით.
​
მეორადი სინდრომი ვითარდება ნორმალური მენსტრუაციის გარკვეული პერიოდის შემდეგ ანთებითი დაავადებების ქრონიკული ინფექციების, ინტოქსიკაციების, საშვილოსნოს ზედმეტის ამოფხეკისას, აბორტისას და დიაგნოსტიკური მანიპულაციების შედეგად.

​ჰიპომენსტრუალურ სინდრომთან სხვა ფუნქციონალური დარღვევების დამატებისას საერთო სისუსტე, დეპრესია, ფრიგიდულობა, უშვილობა და სხვა საჭიროა სპეციალური და გამაძლიერებელი მკურნალობა.