ერთ წლამდე ბავშვის განვითარების დონის შესაფასებლად მოგვყავს საორიენტაციო მაჩვენებლები;
შესაძლებელია რომელიმე ასაკში ბავშვს არ გამოუვლინდეს ესა თუ ის უნარ-ჩვევა, თუმცა ეს ჯერ არ იძლევა შეშფოთების საფუძველს, მითუმეტეს თუ სხვა უნარ-ჩვევების განვითარება ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს;
მშობელი მუდმივ რეჟიმში უნდა აკვირდებოდეს ბავშვის განვითარების ტენდენციებს და ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოს სპეციალისტს;
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ბავშვს უნარ-ჩვევები უვითარდება განსხვავებული წესით და თანმიმდევრობით, მაგალითად შეიძლება ბავშვმა არ იხოხოს და პირდაპირ სიარული დაიწყოს.
ყურადღების გამახვილება და ექიმთან ვიზიტი საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ ორი ან მეტი, ერთმანეთთან დაკავშირებული უნარ- ჩვევა არ ვლინდება ნორმალური ვადის ამოწურვიდან 2 და მეტი თვის განმავლობაში.
1 თვე
1-2 თვე
1-3 თვე
2-3 თვე
2-4 თვე
3-4 თვე
3-5 თვე
3-6 თვე
4-5 თვე
4-6 თვე
4-7 თვე
5-6 თვე
5-7 თვე
5-8 თვე
5-9 თვე
6-8 თვე
6-9 თვე
6-12 თვე
7-9 თვე
7-11 თვე
7-12 თვე
8-10 თვე
8-11 თვე
8-12 თვე
9-12 თვე

- რეაქცია მკვეთრ ხმებზე
1-2 თვე
- მუცელზე წოლისას, თავის დაჭერის მცდელობა
- გადაბიჯების რეფლექსი
- სათამაშოზე რეფლექსური ხელის ჩავლება
- არაგულისხმიერი მხედველობა
1-3 თვე
- მუცელზე წოლისას ხანმოკლედ თავის დაჭერა
- თავის აწევის მცდელობა ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში
2-3 თვე
- მუცელზე წოლისას ხანგრძლივად თავის დაჭერა
- სუსტად დაყრდნობა იღლიით დაჭერის დროს
2-4 თვე
- თავის დაჭერა იდაყვებზე დაყრდნობით
- გამოწვდილი ხელების მოძრაობა
- მოძრავ საგნებზე თვალის გაყოლების უნარი
- გამოწვდილი ხელების მოძრაობით სათამაშოზე ხელის ჩავლება
- საგნებზე თვალყურის დევნების უნარი
- ყველა ტიპის ხმაზე ყურადღების გამახვილება
3-4 თვე
- მყარად დაყრდნობა იღლიით დაჭერისას
3-5 თვე
- თავის დაჭერა ხელის მტევნებზე დაყრდნობით
- გვერდზე გადაბრუნების მცდელობა
- გვერდზე გადაბრუნება
- მუცელზე გადაბრუნება
- მუცელზე წოლისას მხრების წელამდე გადაზნექა
- ღუღუნი
- გადაბიჯება – იღლიებში ხელის მოკიდებით
- თავის აწევა და ამ მდგომარებაში დაჭერა, ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში
- საკმაოდ მცირე მანძილზე საგნის დეტალური დათვალიერების უნარი
- მყისიერი რეაქცია ხმებზე
3-6 თვე
- მუცელზე წოლისას ზურგზე გადაბრუნება
4-5 თვე
- წამოჯდომის მცდელობა ხელების დახმარებით
- დგომა იღლიებით დაჭერის დროს
4-6 თვე
- წამღერებითი ღუღუნი
- საპასუხო ხმები
- ცოცვის მცდელობა
- სათამაშოზე მიზანმიმართული ხელის ჩავლება
- საგნის ფორმებისა და ძირითადი ფერების გარჩევის უნარი
4-7 თვე
- ხმების გამომცემი წყაროს ძებნა
5-6 თვე
- წამოჯდომა ხელების დახმარებით
5-7 თვე
- დგომა ორივე ხელით დაჭერის დროს
- გადაბიჯება – ხელებით დაჭერის დროს, მცირე ხნით
5-8 თვე
- მუცელზე ხოხვა
- წამოჯდომა ერთი ხელის დახმარებით
- ხმებზე ყურის დაგდება, რეაქცია ხმოვან გამღიზიანებლებზე
5-9 თვე
- ხმის წყაროს სწრაფი, უშეცდომო გამოცნობა
6-8 თვე
- დგომა ერთი ხელით დაჭერის დროს
- წამოჯდომა საგანზე ხელის მოჭიდებით
- სათამაშოს გადაგდება
6-9 თვე
- კიდურებზე ხოხვა
6-12 თვე
- ტიტინი
7-9 თვე
- ხანგრძლივი გადაბიჯება – ხელებით დაჭერის დროს
- გადაბიჯება – ხელებით უძრავ საყრდენზე დამოუკიდებლად ჩაჭიდებით
- წამოჯდომა მცირე დასაყრდენით
- წამოჯდომა დასაყრდენის გარეშე
- ფერებისა და გარშემომყოფი სხვადასხვა ფორმის საგნების მოხაზულობის კარგად გარჩევის უნარი
7-11 თვე
- რთული, აქტიური მოქმედება სათამაშოსთან მიმართებაში
7-12 თვე
- გვერდულად სიარული საყრდენის დახმარებით
8-10 თვე
- რაიმე საგანზე აცოცება
- დანაწევრებული, მოკლე ბგერების წარმოთქმა
8-11 თვე
- დგომა მცირე საყრდენით
- დგომა საყრდენის გარეშე
- წამოჯდომა ნებისმიერი მდგომარობიდან
8-12 თვე
- დამოუკიდებლად სიარული
- მაღალდიფერენცირებული აქტიურობა ხმოვანი გამაღიზიანებლების მიმართ
9-12 თვე
- ნებისმიერი მდგომარეობიდან ადგომა
- გადაბიჯება – მოძრავი საყრდენის დახმარებით
- გადაბიჯება საყრდენის გარეშე
- ბგერების ხანგრძლივი, ხმამაღალი გამეორება უფროსებთან ერთად
- მარტივი სიტყვების წარმოთქმის მცდელობა