ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ზრუნვა არანაკლებ აქტუალურია მშობლებში, ვიდრე მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ყველა მშობელს უნდა, ბავშვი იყოს ჯანმრთელი და იმავდროულად, გონიერი, წარმატებული და შესაბამისად, მომავლის პერსპექტივებისთვის რაც შეიძლება მეტად მომზადებული. ​

უმთავრესი არის ბევრი სითბო და ყურადღება პატარა ასაკიდან, წიგნების კითხვა პატარისთვის, ნაკლები ტექნიკა, ბევრი ჰაერი და მოძრაობა, საჭირო ნივთიერებებისა და ვიტამინების მიწოდება და რასაკვირველია, სწორი და ჯანსაღი კვება.

გთავაზობთ ხუთ რჩევას:
  1. მიეცით ბავშვს ბევრი სიყვარული და ყურადღება.
  2. ყოველდღიურად გქონდეთ ბავშვთან ურთიერთობა, მასთან ერთად ითამაშეთ, იმღერეთ, ხატეთ. შეისწავლეთ მისი ინტერესები და დაეხმარეთ მას განვითარებაში.
  3. წაუკითხეთ წიგნები.
  4. შეზღუდეთ ტელევიზორთან და კომპიუტერთან ყოფნის დრო 1-2 საათამდე დღეში და გაცილებით მეტი დრო გაატარებინეთ სუფთა ჰაერზე, რაც შეიძლება მეტად აქტიურად
  5. უზრუნველყავით კვების ნორმალური რეჟიმი და ჯანსაღი პროდუქტებისგან შედგენილი რაციონი. ბავშვი ყოველდღიურად უნდა იღებდეს ხილს, ბოსტნეულს, რეგულარულად ჩართეთ მენიუში ხორცი, თევზი. მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის A, D, C, B ჯგუფის ვიტამინები, ამიტომ კარგი იქნება, თუ გარკვეული პერიოდულობით, განსაკუთრებით - შემოდგომა-ზამთრის პერიოდში პოლივიტამინს ან ომეგა 3-ს მისცემთ. ასევე იმ პროდუქტებს მისცემთ რეგულარულად, რომლებიც შეიცავს განსაკუთრებით ომეგა3-ს, რომელიც მნიშვნელოვანია გონების განვითარებისთვის - თხილეულს, თევზეულს და ომეგა 3-ით გამდიდრებულ რძის პროდუქტებს.