ბავშვთა ოფთალმოლოგია
პედიატრიული საავადმყოფოს ოფთალმოლოგიის კაბინეტი ემსახურება ბავშვებს 0-დან 18 წლამდე და აერთიანებს შემდეგ სერვისებს
,,იმედის კლინიკის" ბავშვთა ოფთალმოლოგიური კაბინეტი გთავაზობთ:
მხედველობის სკრინინგი ბავშვებში
,,იმედის კლინიკის" კიდევ ერთი ნოვაციური პროექტი ,,მხედველობის სკრინინგი ბავშვებში"
ნორმალური მხედველობა აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ყველა ჯანმრთელ ბავშვს უტარდება მხედველობის ორგანოს სკრინინგი -
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით მხედველობის სრულყოფილი სკრინინგი თავიდან აგვაცილებს ახალშობილთა სიბრმავეს 50%-ში, ხოლო მხედველობის დაქვეითებას და სიელმეს 80% შემთხვევაში; ,,იმედის კლინიკაში" ბავშვის მხედველობის სკრინინგი ტარდება უახლესი კომპიუტერული აპარატის გამოყენებით; პროექტი მოიცავს მონიტორინგისა და პროფილაქტიკური ზედამხედველობის ეფექტურ მექანიზმებს;
პედიატრიული საავადმყოფოს თერაპიის დეპარტამენტში მკურნალობა უტარდებათ პაციენტებს 1 თვის ასაკის ზემოთ;
თერაპიის დეპარტამენტში თქვენს პატარებზე იზრუნებენ ,,იმედის კლინიკის" კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი მედიკოსები; ეფექტური და მრავალკომპონენტური სამკურნალო პროცესების პარალელურად, თერაპიის დეპარტამენტში ზრუნავენ პაციენტისა და მისი მშობლების კომფორტზე და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე; პოზიტიური განწყობა, რომელიც უდაოდ იქმნება თერაპიის დეპარტამენტში, აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს; იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში (ემერჯენსი) 24 საათზე მეტ ხანს იმყოფება, ვერ ხერხდება მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია, ამასთან ბინაზე მკურნალობის გაგრძელება მიზანშეუწონელია - ასეთ დროს პაციენტი თავსდება თერაპიის დეპარტამენტის სტაციონარში; თერაპიის დეპარტამენტის ამბულატორიულ განყოფილებში ხდება პაციენტების ამბულატორიული მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებების გატარება; პრობლემით დაინტერესებულ მშობლებს საშუალება აქვთ კონსულტაცია გაიარონ თერაპიის დეპარტამენტის ექიმ-სპეციალისტებთან.
კონტრაცეფციის იმ არსებულ მეთოდებს შორის, რომელიც აქტიურად გამოიყენება არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, არის ეგრეთ წოდებული ბუნებრივი მეთოდი, რაც გულისხმობს სექსუალური ცხოვრების დაგეგმვას მენსტრუალური ციკლის ფერტილურ – ნაყოფიერ და არანაყოფიერ დღეებში. ამ მეთოდს აქვს ბევრი უპირატესობა: არ აქვს გვერდითი ეფექტები, ეხმარება ქალის რეპროდუქციული ფუნქციის სწორად შესწავლასა და გათავისებაში.
ამ მეთოდის ნაკლოვანება არის ის, რომ ეს არ არის კონტრაცეფციის გარანტირებული მეთოდი და მისი გამოყენების მიუხედავად, ქალი შესაძლოა, მაინც დაორსულდეს. ქალს ნაყოფიერი დღეები აქვს საშუალოდ მენსტრუაციის დაწყების მეათე დღიდან ერთი კვირის განმავლობაში, მენსტრუაციის დაწყებიდან მეთვრამეტე დღის შემდგომ არის არაფერტილური – არანაყოფიერი დღეები. თუმცა, ამ მეთოდის ნაკლოვანება ზუსტად ისაა, რომ პაციენტს მუდმივად ერთი და იმავე დღეს არ აქვს ოვულაციური დღე, ნაყოფიერი პერიოდი და იმ შემთხვევაში, როცა ოვულაცია ხდება გვიან, სექსუალური აქტის შემდეგ შეიძლება, მაინც დადგეს ორსულობა. ბუნებრივ მეთოდებს მიეკუთვნება, შეწყვეტილი სქესობრივი კავშირი, როცა სპერმის ეაკულაცია ხდება არა საშოში, არამედ – გარეთ. თუმცა, ამ მეთოდსაც აქვს ნაკლოვანება – ეს არის არაგარანტირებული მეთოდი და მცირედი სპერმის საშოში მოხვედრის შემთხვევაში, შესაძლოა, ქალი დაორსულდეს. კონტრაცეფციის სახეობებს შორის, არის პრეზერვატივი, ეგრეთ წოდებული კონდომი, რომელიც გამოიყენება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის მიერ. ქალის კონდომით საქართველოში აქტიურად არ სარგებლობენ, რადგან გამოსაყენებლად ცოტა უხერხულია და ქალებს მაინცდამაინც არ უყვართ მისი მოხმარება. მამაკაცის კონდომი უფრო მარტივად გამოსაყენებელია. კონდომის უპირატესობაა, სქესობრივად გადამდები დაავადებებისა და ინფექციებისგან დაცვა. თუმცა, კონდომს აქვს ნაკლოვანებებიც. დაზიანების შემთხვევაში, ორსულობა ასევე, შესაძლოა დადგეს. კონტრაცეფციის აქტიურად გამოყენების საშუალებებად მიიჩნევა სპირალი, როგორც ჩვეულებრივი, ასევე ჰორმონგამომყოფი. სპირალის გამოყენება მაღალეფექტური მეთოდია, მაგრამ თუ პრეზერვატივის გამოყენების შემთხვევაში, არანაირი კვლევა არ არის საჭირო, სპირალის გამოყენებამდე საჭიროა წინასწარი კვლევების ჩატარება. ამის გარეშე სპირალის გამოყენება დაუშვებელია. ჰორმონგამომყოფი სპირალის გამოყენება მოითხოვს ჩვენებებს. უმეტესწილად, გამოიყენება არაჰორმონული სპირალი. სპირალის ჩადგმა შეუძლია ყველა ქალს. თუ პაციენტი ხანმოკლე დროით, 2-6 თვით აპირებს კონტრაცეფციას, მას რა თქმა უნდა, სხვა ტიპის კონტრაცეფციის გამოყენება ურჩევნია. სპირალი, საშვილოსნოს შიდა საშუალება 5-6 წელზეც შეიძლება, იყოს გათვლილი. 35 წლის ასაკის ზემოთ – სპირალს ენიჭება უპირატესობა. ახალგაზრდულ ასაკში კონტრაცეფტული აბების გამოყენებას აქვს უპირატესობა – კონტრაცეფტივები კარგად მოქმედებს ჰორმონებზე, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, აუმჯობესებს კანის, თმის სტრუქტურას. ახალგაზრდული ასაკის პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ მენსტრუალური ციკლი, კონტრაცეფტულ აბებს სამკურნალო დანიშნულებაც კი აქვს. 35 წლის ასაკის ზემოთ კონტრაცფტული აბების გამოყენებაში არსებობს შეზღუდვა – თუ ქალი არის მწეველი, ჭარბწონინანი, აქვს ვენების ვარიკოზული დაავადება, ამ შემთხვევებში, უპირატესობა ენიჭება საშვილოსნოსშიდა საშუალებას – სპირალს. სპირალს კარგი დაცვა აქვს, მაგრამ იშვიათად შეიძლება, მაინც მოხდეს ორსულობა - მისი ექსპულსიის ან მდებარეობის ცვლილების შემთხვევაში. არსებობს მოსაზრება, რომ კონტრაცეფტული აბების ხანგრძლივი, 5-7-წლიანი მოხმარების შემდეგ, ორსულობა რთულად დგება, ან მისი შეწყვეტიდან, რამდენიმე ციკლის განმავლობაში, ქალი არ უნდა დაორსულდეს. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. როგორც კი ქალი შეწყვეტს აბების მიღებას, ის შეიძლება, მეორე თვესვე დაორსულდეს. პირიქით, როდესაც ქალს აქვს ანოვულატორული ციკლი, მას ენიშნება კონტრაცეფტული აბები. კონტრაცეფტული აბები არათუ არ ამცირებს შვილოსნობის უნარს, პირიქით, აწესრიგებს ჰორმონულ ფონს, რაც მნიშვნელოვანია ორსულობისთვის და რასაც ვერ მივაღწევთ, სპირალის გამოყენების დროს. არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე არსებობს იმპლანტები – ეს გახლავთ ჰორმონული საშუალებები, რომელიც წარმოდგენილია კაფსულების სახით და მისი შეყვანა ხდება კანქვეშ. დაცვა აქაც საკმაოდ მაღალია, მაგრამ რადგანაც ესეც ჰორმონია, მეტნაკლებად იწვევს ცვლილებებს, ზოგჯერ - მენსტრუალური ციკლის შემცირებას, ზოგჯერ – მენსტრუალთა შორის სისხლიან გამონადენს და ასე შემდეგ. რაც შეეხება სპერმიციდულ აბებსა და გელებს, რაც ასევე, აქტიურად გამოიყენება, ისინი თავსდება საშოში და უსაფრთხოა, რადგან არ იწოვება. თუმცა, ადგილობრივი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები ამასაც შეიძლება, მოჰყვეს. მაგრამ ყურადსაღებია, რომ დაცვა არაა ისეთივე მაღალი, როგორც ორალური აბების მიღებისას. ზემოთ ჩამოთვლილებთან ერთად, ასევე არსებობს ვაზექტომია – მამაკაცის სტერილიზაცია, ანუ სათესლე სადინარების გადაკეტვა. ადრე ეს ქირურგიული ჩარევის მეშვეობით ხდებოდა, ახლა საინიექციო გზითაც შეიძლება. მაგრამ, ეს გახლავთ შეუქცევადი პროცესი. მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მეტი შვილის ყოლას არ აპირებს. იგივე პროცედურაა ქალის სტერილიზაციაც. ოპერაციის გზით გადაიკეტება მილები, რის შემდეგაც დაორსულება შეუძლებელია ბუნებრივი გზით. თვითნებურად, ექიმის კონსულტაციისა და კვლევის გარეშე, კონტრაცეფტული აბების გამოყენება შესაძლოა რისკთან იყოს დაკავშირებული. თუ პაციენტს აქვს თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლძარღვოვანი დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ეს შემთხვევები ითხოვს ექიმისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთი დაავადებების არსებობის დროს აბების თვითნებური გამოყენება იწვევს მათ გამწვავებას.
რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ვირუსული ჰეპატიტი სერიოზული პრობლემაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალი, რომელსაც თავი ჯანმრთელად მიაჩნდა, ორსულობის დროს იგებს, რომ C ჰეპატიტი აქვს.
ჩვეულებრივ, ორსულობის დროს ძლიერდება ღვიძლის დეტოქსიკაციური აქტივობა. ღვიძლზე სტრესული ფაქტორების ზემოქმედებას აძლიერებს ასევე ესტროგენების დონის მნიშვნელოვანი მატება. ჯანმრთელი ქალის ღვიძლი ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას ამ დატვირთვას უმკლავდება. იშვიათად, ორსულობის მეორე ნახევარში შესაძლოა თავი იჩინოს ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო გადახრამ, ჰორმონულმა დისბალანსმა, კაპილართა გამტარობის დარღვევამ. ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქციისა და ცილის სინთეზის დათრგუნვამ შესაძლოა ორსულთა ტოქსიკოზი გამოიწვიოს. დადგენილია, რომ C ჰეპატიტი არ ახდენს გავლენას ორსულობის მიმდინარეობაზე და არ ზრდის თვითნებითი აბორტისა თუ მკვდრადშობადობის რისკს, ასევე თანდაყოლილი სიმახინჯეების ალბათობას, თუ არ აღინიშნება ღვიძლის ციროზი, ვირუსული ჰეპატიტის აქტიური ფორმა ან ქოლესტაზი. შეძლებს თუ არა ქალი ორსულობის ბოლომდე მიყვანას, დამოკიდებულია ინფექციის ფორმაზე. არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ამტკიცებდეს, რომ C ვირუსული ჰეპატიტის დროს იმატებს სამეანო გართულებების, მათ შორის - აბორტის, მკვდრადშობადობის, ნაადრევი მშობიარობის ან თანდაყოლილი მანკის ალბათობა. თუმცა ღვიძლის დაავადების მძიმე ფორმების დროს მოსალოდნელია პრეეკლამფსია და ნაადრევი მშობიარობა, რაც, თავის მხრივ, ზრდის ნაყოფის დაღუპვის რისკს. ვირუსული ჰეპატიტის აქტიური ფორმის შემთხვევაში ასევე იმატებს ბავშვის დასნებოვნების რისკი, როგორც მუცლადყოფნის და მშობიარობის პროცესში, ასევე ძუძუთი კვების დროს. დედიდან ნაყოფზე ინფექციის გადაცემა ხდება იშვიათად, არაუმეტეს 5%-ში. უმეტეს შემთხვევაში იბადებიან ჯანმრთელი ახალშობილები. ინფიცირება ხდება უმთავრესად დაბადებისას, სამშობიარო გზების გავლისას, შედარებით იშვიათია ინფიცირება მუცლადყოფნის დროს. მშობიარობისას ინფექციის გადაცემის ძირითად მექანიზმად ითვლება დედის სისხლის მოხვედრა ზედაპირულ ნაჭდევებსა და კონიუნქტივაზე, ასევე - ნაყოფის მიერ სანაყოფე სითხის ჩაყლაპვა, რისი თავიდან აცილებაც დღისათვის შეუძლებელია. ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთათვის მშობიარობის ოპტიმალური მეთოდი სადღეისოდ დაუდგენელია. ზოგიერთს მიაჩნია, რომ საკეისრო კვეთა ამცირებს ნაყოფის ინფიცირების რისკს, სხვები კი უარყოფენ ამას და ამტკიცებენ, რომ მშობიარობის ეს მეთოდი ინფექციის გადაცემის რისკს არ ამცირებს. არსებობს მოსაზრებაც, რომ საკეისრო კვეთა არამცთუ არ ამცირებს, არამედ ზრდის კიდეც ინფიცირების რისკს, რადგან ამ დროს ბავშვს უშუალო კონტაქტი აქვს დედის სისხლთან. ამასთანავე, ღვიძლის სინთეზური ფუნქციის დაქვეითების გამო შემდედებელი ფაქტორების სინთეზის დათრგუნვა შესაძლოა ძლიერი სისხლდენის მიზეზად იქცეს. თუმცა არსებობს ცალკეული მონაცემები, რომლის მიხედვითაც საკეისრო კვეთის დროს ინფექციის გადაცემის რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობისას. ეს ეხება ქალებს, რომლებსაც C ჰეპატიტის დროს ვირუსული დატვირთვა 106-107 ასლი/მლ-ზე მეტი აქვთ. მათთვის სწორედ საკეისრო კვეთაა რეკომენდებული. არ არის საკმარისი მონაცემები დედიდან შვილზე С ჰეპატიტის ვირუსის რძით გადაცემის შესახებ. ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია დედის ინფიცირების შემთხვევაში, თუკი დარღვეულია სარძევე ჯირკვლების კანის მთლიანობა, არის ნახეთქები, სისხლდენები. დაავადების ვერტიკალური გადაცემის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს დედის ვირუსულ დატვირთვას. კერძოდ: - ორსულობა უკუნაჩვენები არ არის, თუ დედას აქვს მხოლოდ C ვირუსის ანტისხეულები. ამ დროს ბავშვის დასნებოვნების რისკი დაახლოებით 1,7%-ი - ქრონიკული C ჰეპატიტის არსებობისას შესაძლოა შეფერხდეს ნაყოფის ზრდა ან დაიბადოს დღენაკლული ახალშობილი - თუ დედის სისხლში ცირკულირებს ვირუსის რნმ, ბავშვის ინფიცირების რისკი 5,6-6%-ს უტოლდება - თუ ორსული იმავდროულად აივინფიცირებულიც არის, C ჰეპატიტის გადაცემის ალბათობა იმატებს (15,5%-მდე). აქედან გამომდინარე, ყველა ორსული უნდა იქნეს გამოკვლეულ ანტი-HCV ანტისხეულებზე. ეს უნდა მოხდეს ორჯერ - პირველ და მესამე ტრიმესტრებში, ორსულობის მე-8-10 და 30-32-ე კვირას. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო ზუსტად შევაფასოთ ახალშობილისთვის ინფექციის გადაცემის რისკი. ინფიცირების საშიშროების გამო შეძლებისამებრ უნდა ვერიდოთ პერინატალური სადიაგნოზო მეთოდების გამოყენებას. მათი ჩატარება უნდა დასაბუთდეს. C ჰეპატიტზე გამოკვლევა აუცილებელია: - აივ-პოზიტიური ორსულებისთვის; - ორსულებისთვის, რომლებიც იყვნენ ან არიან ნარკოტიკების მომხმარებლები; - რომელთა მეუღლეები (სქესობრივი პარტნიორები) იყენებდნენ ან იყენებენ ნარკოტიკის ინტრავენურ ფორმას; - რომელთა პარტნიორები ინფიცირებულნი არიან B და C ჰეპატიტის ვირუსებით; - რომლებიც იტარებდნენ ან იტარებენ ჰემოდიალიზს; - რომლებსაც გაკეთებული აქვთ პირსინგი ან ტატუირება; ჩასახვის უკუჩვენებაა ტრანსამინაზების მაღალი აქტივობა სხვა ლაბორატორიულ და კლინიკურ მაჩევნებლებთან ერთად, რომლებიც ღვიძლში მიმდინარე აქტიურ პათოლოგიურ პროცესებზე მეტყველებს. ამ ფონზე დაორსულების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება როგორც დედის, ასევე ბავშვის სიცოცხლეს. ალბათობა უფრო მეტია, როდესაც დედის სისხლში ვირუსის რნმ-ს კონცენტრაცია 106-107 ასლი/მლ-ს აღწევს.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა მხოლოდ სასქესო ორგანოებში (საკვერცხეებში, საშვილოსნოში) მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით, არამედ სრულიად სხვა, არასასქესო ორგანოთა სისტემაში არსებული ამა თუ იმ დაავადებითაც.
მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა მოსალოდნელია როგორც მწვავე თუ ქრონიკული ინფექციის, ასევე ენდოკრინული და ნერვული სისტემის, სისხლისა და სისხლძარღვთა ამა თუ იმ დაავადების ფონზე. ცნობილია, რომ ქალის ორგანიზმის სქესობრივი მომწიფება, მისი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (კერძოდ, საკვერცხეების) ფუნქციობა და, საზოგადოდ, მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება მრავალ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის - კლიმატურ პირობებს, კვებისა და ძილის რეჟიმს, საზოგადოდ, ცხოვრების წესს, გადატანილ და მიმდინარე დაავადებებს. ისიც ცნობილია, რომ ენდოკრინული ჯირკვლების, განსაკუთრებით საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის ფუნქცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ნერვული სისტემის, სახელდობრ, მისი უმაღლესი ნაწილის - თავის ტვინის ჰემისფეროების ქერქის მდგომარეობასთან. დამადასტურებლად საკმარისია `ომის ამენორეა~ - მენსტრუაციის სრული უქონლობა, რომელიც ქალების დიდ ნაწილს ომის პერიოდში ძლიერი ფსიქიკური სტრესის ფონზე განუვითარდა. მენსტრუალური ციკლის დარღვევებიდან აღსანიშნავია: ჰიპომენორეა - მწირი მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუაციის დროს ცოტა სისხლი გამოიყოფა; თუ ამ დროს მენსტრუაციებს შორის ინტერვალიც გაიზარდა, მაშინ ოლიგომენორეაზე საუბრობენ; ამენორეა - მენსტრუაციის უქონლობა; პოლიმენორეა - გახშირებული მენსტრუაცია ანუ მენსტრუაციებს შორის ინტერვალის შემცირება; მენორაგია - მოჭარბებული მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუაციის დროს სისხლი უხვად გამოიყოფა; მენსტრუაციებს შორის ამ დროს ჩვეული ინტერვალია შენარჩუნებული; შესაძლოა გახანგრძლივდეს საკუთრივ მენსტრუაცია; დისმენორეა - მტკივნეული მენსტრუაცია. მენსტრუაცია არის ყოველთვიური ხანმოკლე სისხლდენა საშვილოსნოდან. მენსტრუალური ფუნქცია იწყება 11-14 წლის ასაკში და მთავრდება 45-55 წლის ასაკში. მენსტრუალური ციკლი თავდაპირველად შესაძლოა არარეგულარული იყოს, მაგრამ შემდგომ როგორც ციკლის, ასევე თავად მენსტრუაციის ხანგრძლივობამ და გამონადენის რაოდენობამ უნდა მიიღოს რიტმული, რეგულარული ხასიათი. რიტმული ცვლილებები ქალის ყველა ორგანოსა და სისტემაში ხდება, მაგრამ ყველაზე აშკარად სასქესო ორგანოებშია გამოხატული. ამ ცვლილებებს ეწოდება მენსტრუალური ციკლი. მისი ხანგრძლივობა ნორმაში 21-დან 35 დღემდე მერყეობს, უმეტესად კი 28-დღიანია. მენსტრუალური სისხლდენა, ჩვეულებრივ, 3-7 დღე გრძელდება, ხოლო სისხლის დანაკარგი ამ პერიოდში არ აღემატება 50-150 მლ-ს. მენსტრუალური სისხლი უფრო მუქია, ვიდრე სისხლძარღვებში მოცირკულირე. ის არ დედდება, რაც მასში კრემენტების არსებობით აიხსნება. ასაკთან ერთად მენსტრუალური ციკლი არარეგულარულ ხასიათს იღებს. ციკლის ხანგრძლივობა, გამოყოფილი სისხლის რაოდენობა და სხვა თავისებურებანი შესაძლოა მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც შეიცვალოს. თუ ქალი უჩივის მოჭარბებულ სისხლდენას ან ციკლის გახანგრძლივებას, აუცილებელია ექიმ გინეკოლოგის კონსულტაცია და გინეკოლოგიური გამოკვლევა მიზეზის დასადგენად. მენსტრუალურ ფუნქციასთან დაკავშირებული მოჭარბებული სისხლდენა ხშირად გამოწვეულია ანთებითი პროცესებით, მიომური კვანძების არსებობით, საკვერცხეების ფუნქციის მოშლით. სისხლდენის გაძლიერების მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური ფაქტორიც: ცხელი შხაპი, ორგანიზმის გადახურება, ცხარე საკვების, ალკოჰოლის მიღება, ფიზიკური გადატვირთვა, ემოციური გადაძაბვა, - ყოველივე ეს აძლიერებს სისხლის მოდენას მენჯის ღრუს ორგანოებში. მენსტრუაციის დასაწყისს მიიჩნევენ მენსტრუალური ციკლის პირველ დღედ. ამ დროს იწყება საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირული შრის ჩამოფცქვნა, არტერიოლების დაზიანება, რაც იწვევს კიდეც მენსტრუალურ სისხლდენას. მენსტრუაციის დროს ქალები უმეტესად ჭარბ სისხლდენას უჩივიან. შემცირებულ-შესუსტებული მენსტრუალური სისხლდენით ძალზე იშვიათად მოგვმართავენ. ასეთი რამ მოსალოდნელია იმუნურად დასუსტებულ, დაუძლურებულ პირებში, ასევე - ამა თუ იმ ინფექციური თუ არაინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, თუმცა ორგანიზმის გამოჯანმრთელებისა და მოძლიერებისდა კვალად მენსტრუალური ფუნქციაც რეგულირდება. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმ გინეკოლოგთან მისვლა, თითოეული დეტალისა თუ ფაქტორის მასთან ერთად გაანალიზება, მისგან მიღებული რეკომენდაციების შესრულება. მენსტრუალური ფუნქციის შესუსტება სისხლის ოდენობის შემცირებითა და მენსტრუალური ციკლის ცვლილებით, ჩვეულებრივ, კლიმაქსურ პერიოდშია მოსალოდნელი. საზოგადოდ, ქალის ორგანიზმს დიდი სარეზერვო მექანიზმი აქვს და ასე მარტივად მისი ფიზიოლოგიური ფუნქციების შესუსტება არ ხდება, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ძლიერმა სტრესმა შესაძლოა ამენორეა - მენსტრუაციის სრული უქონლობა გამოიწვიოს. ნორმალური მენსტრუალური ციკლი არის ქალის ორგანიზმის მომზადება ორსულობისთვის. მენსტრუაციის დაწყებას ზოგჯერ წინ უძღვის მცირე დისკომფორტი, რომელიც მთელ ორგანიზმში მიმდინარე რიტმულ ცვლილებებზე მიუთითებს და გამოიხატება შეშუპებით, სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობისა და ზოგადი გაღიზიანებადობის მომატებით. ჩივილები ზოგჯერ ძლიერია და პათოლოგიურ ხასიათსაც კი იღებს. მკვეთრი ტკივილი მენსტრუაციის დროს შესაძლოა ჰორმონული დისბალანსის შედეგი იყოს. ასეთი ტკივილის შემთხვევაში აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია და სათანადო გამოკვლევების ჩატარება. მსუბუქი ტკივილის შემთხვევაში რეკომენდებულია სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება. მენსტრუაცია ფიზიოლოგიური მოვლენაა, მაგრამ ცვლილებები, რომლებიც ამ დროს ქალის ორგანიზმში ხდება, ჰიგიენის განსაზღვრული წესების დაცვას მოითხოვს. საშვილოსნოს ენდომეტრიუმის (ლორწოვანი გარსის) ფუნქციური შრის ჩამოშლის შედეგად წარმოიქმნება `ნაიარევი ზედაპირი~. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში განსაკუთრებით სახიფათოა საშვილოსნოში ინფექციის შეჭრა - მან შესაძლოა ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენას. მენსტრუალური სისხლი თავისუფლად უნდა მოედინებოდეს და მის შესაწოვად სპეციალური ჰიგიენური საფენები გამოვიყენოთ. არ არის რეკომენდებული საშოსშიდა ტამპონების ხანგრძლივი გამოყენება - ეს ზრდის საშოსშიდა ინფიცირების რისკს. გარეთა სასქესო ორგანოები უნდა ჩავიბანოთ გადადუღებული თბილი წყლით დღეში 2-3-ჯერ წინიდან უკან (უკანა ტანიდან საშოში ინფექცია რომ არ შევიტანოთ). არ არის რეკომენდებული საშოს გამორეცხვა და სქესობრივი ცხოვრება, ვინაიდან ამ დროს დიდია საშვილოსნოს ნაიარევი ზედაპირის დაინფიცირების საფრთხე. მენსტრუაციის დღეებში არ არის სასურველი ფიზიკური გადატვირთვა, ალკოჰოლისა და ცხარე საკვების მიღება. ასევე საშიშია აბაზანა, საუნა. ზოგადჰიგიენური პროცედურებიდან ნებადართულია მხოლოდ თბილი შხაპი.
16 სექტემბრიდან ,,იმედის კლინიკაში" ორსულ ქალთა დისტანციური კონსულტაცია ამოქმედდება.
ამ ტიპის სერვისი ნოვაციურია და საქართველოში პირველად სწორედ ,,იმედის კლინიკაში" დაინერგა. ორსულ ქალთა დისტანციური კონსულტაცია ემსახურება იმ ორსულებს, რომლებსაც მოცმულ ეტაპზე ესაჭიროებათ სპეციალისტის კონსულტაცია; ასეთი სახის კონსულტაცია გამოირჩევა რიგი უპირატესობებით, მათ შორის:
შესაბამისად, კონსულტაციის მიმღებს ექმნება სრული კომფორტი, ვინაიდან ის ექიმს ესაუბრება მისთვის მისაღები გარემოდან (სახლი, სამსახური, სხვადასხვა თავშეყრის ადგილი და ა.შ.) პირველი კითხვა, რაც კონსულტაციის მიღების მსურველს უჩნდება, ეს არის თუ რამდენად სრულყოფილი და შესაბამისად, ეფექტური იქნება დისტანციური გზით კონსულტაციის მიღება; განვმარტავთ: დისტანციური კონსულტაცია არის ინდივიდუალური, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ორსული და ექიმი-სპეციალისტი; ჩვენი პროექტის შემთხვევაში აღნიშნული ურთიერთობა მყარდება ვიდეო გამოსახულების თანხლებით; ასევე, ორსულს საშუალება ეძლევა ექიმ-სპეციალისტს ვიზუალურად გააცნოს სხვადასხვა გამოკვლევის შედეგები (ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევა და ა.შ.), რაც საგრძნობლად ზრდის კონსულტაციის ეფექტურობას და პრობლემის გადაჭრის საშუალებას; დისტანციური კონსულტაცია ითვალისწინებს: ანამნეზის შეკრებას, გამოკვლევების შედეგების განხილვას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პრობლემის გადასაჭრელად სამკურნალო-პროფილაქტიკური სტრატეგიის დაგეგმვას და ა.შ. დისტანციური კონსულტაციის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ერთი პირობა: თქვენ მოწყობილობას (მობილური ტელეფონი ან ნებისმიერი სახის კომპიუტერული ტექნიკა) წვდომა უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან ხართ ორსული და გაქვთ შეკითხვები, ან გაინტერესებთ აღრიცხვაზე დადგომა და ა.შ. შეგიძლიათ თუ არა ასეთ დროს დისტანციური კონსულტაციით სარგებლობა? დიახ, შეგიძლიათ და მეტიც, ეს იქნება საუკეთესო საშუალება, რომ თქვენი ორსულობა პირველივე კვირეებიდან სპეციალისტის სრული პატრონაჟით მიმდინარეობდეს; ასეთ შემთხვევაშიც, დისტანციური კონსულტაციის შემდგომი ვიზიტი ,,იმედის კლინიკაში" იქნება თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული; დისტანციური კონსულტაციის მისაღებად აუცილებელი იქნება წინასწარი ჩაწერა.
ორსულობისთვის მომზადება აუცილებელია თავად ქალის ჯანმრთელობისთვის, ორსულობის უსაფრთხოდ მიმდინარეობისთვის და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. უსაფრთხო დედობა და ჯანმრთელი ახალშობილი მოითხოვს ორსულობისწინა მომზადებას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს არა მარტო მომავალი დედა, არამედ მისი პარტნიორი მამაკაციც.
სასურველია, რომ ორსულობისთვის მზადება დაიწყოთ ერთი წლით ადრე მაინც. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აუცილებელია ჯანსაღი წესის დაცვა - უარი უნდა თქვათ თამაქოს მოხმარებაზე, მამაკაცმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან, მნიშვნელოვანია ქალის დაბალანსებული კვება, ცხოვრების აქტიური სტილის არჩევა. ორსულობის დაგეგმვის წინ აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება. პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ არც თქვენ და არც თქვენს პარტნიორს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები არ გაქვთ. ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ აივ-ინფექციაზე, ჰეპატიტზე, ქლამიდიაზე, ტრიქომონაზე ურეაპლაზმაზე და მიკოპლაზმაზე, ჰერპესის ვირუსზე. მნიშვნელოვანია გამოკვლევა პაპილომას ვირუსზე, ციტომეგალოვირუსზე, B ჯგუფის სტრეპტოკოკზე. აღნიშნული ვირუსების არ გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდირებულია იგივე ანალიზების გამეორება დროის გარკვეულ შუალედში. რომელიმე ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დაინიშნება მკურნალობა, რომლის შემდეგ ჩაგიტარდებათ საკონტროლო ლაბორატორიული გამოკვლევები ორსულობისათვის მზადების ეტაპზე ქალმა აუცილებლად უნდა დაადგინოს სისხლის ჯგუფი და რეზუს-ფაქტორი. თუ ქალს უარყოფითი რეზუს-ფაქტორი აქვს, გართულებების თავიდან ასაცილებლად ექიმები აუცილებელ პროფილაქტიკურ მკურნალობას წარმართავენ თუ ქალს აქვს შაქრიანი დიამეტი, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან ღვიძლის დაავადებები, ონკოლოგიური პათოლოგიები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია სპეციალისტის კონსულტაცია და დადგენა რამდენად უსაფრთხო იქნება ესა თუ ის პათოლოგია ორსული ქალისთვის და ნაყოფისთვის. სპეციალისტი დანიშნავს შესაბამის მკურნალობას და დაადგენს ორსულობისთვის მომზადების განსაკუთრებულ წესებს ორსულობისთვის მომზადებისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ინფორმაციას გქონდათ თუ არა გადატანილი წითურა. თუ ქალს ქალი არ ყოფილა ამ ინფექციით ინფიცირებული, აუცილებელია ჩატარდეს ვაქცინაცია. წითურა ძალიან საშიშია ორსული ქალისთვის. ვირუსი მოქმედებს ნაყოფზე და იწვევს სხვადასხვა სახის ანომალიებს ან მუცლის მოშლას. ორსულობისთვის მზადება უნდა მოიცავდეს მედიკო-გენეტიკურ კონსულტაციებს და იმუნოლოგიურ გამოკვლევებს.. ორსულობის დაგეგმვას აუცილებელია სერიოზულად მიუდგეთ და ამით დაიცვათ საკუთარი თავიც და მომავალი შვილიც. სრულფასოვნად გავლილი მოსამზადებელი ეტაპი მინიმუმამდე ამცირებს ორსულობის პერიოდში რაიმე გართულების გამოვლენის რისკს.
ქალის ორგანიზმში რძის გამომუშავებისთვის აუცილებელია შესაბამისი ჰორმონალური მდგომარეობა. პროლაქტინის მაღალი დონე და ოქსიტოცინი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სასურველია დედამ შვილი ძუძუთი გამოკვებოს 6 თვემდე. ქალის ორგანიზმში ორსულობაში იმატებს ლაქტოგენური ჰორმონის პროლაქტინის რაოდენობა, 24 კვირიდან კი ინტენსიურად ემზადება სარძევე ჯირკვალი ლაქტაციისთვის. ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა ჰორმონები : პროგესტერონი - გავლენას ახდენს სარძევე ჯირკვლის წილების ზრდაზე, თუმცა ლაქტაციას თრგუნავს ორსულობაში (მას შემდეგ რაც მშობიარობის შემდგომ პროგესტერონის რაოდენობა დაეცემა იწყება ლაქტაცია). ესტროგენებიც ასტიმულირებენ სარძევე ჯირკვლის ზრდას და დიფერენციაციას. პროგესტერონის მსგავსად ესტროგენების მაღალი დონეც თრგუნავს ლაქტაციას. პროლაქტინი მთავარი ჰორმონია, რომელიც მონაწილეობს სარძევე ჯირკვლის ზრდაში, დიფერენციაციაში, მისი რაოდენობა იზრდება ორსულობის და მის შემდგომ პერიოდში, პროლაქტინი ზრდის ინსულინ რეზისტენტობას და ინსულინის ზრდის მსგავსი ჰორმონის რაოდენობას. ზრდის ჰორმონი ასევე ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის ზრდას. ადენოკორტიკოტროფულ ჰორმონს და გლუკოკორტიკოიდებს ახასიათებთ ლაქტაციის ინდუციის უნარი. თირეო მასტიმულირებელი ჰორმონიც არის მნიშვნელოვანი გალაქტოპოეზური ჰორმონი. ოქსიტოცინი იწვევს გლუვი კუნთების შეკუმშვას, რაც სარძევე ჯირკვლიდან რძის წამოსვლას იწვევს. რძე შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას რაც სჭირდება ახალშობილს საკვებად. რძის გამომუშავებას ქალის ორგანიზმში საშუალოდ 500 კილო კალორია ენერგიას მოითხოვს, ეს თავის მხრივ ეხმარება ქალს ორსულობის შემდგომ წონის კლებაში. ძუძუთი კვების სარგებლობა ბავშვისთვის:
ძუძუთი კვების სარგებლობა დედისთვის:
ხშირ შემთხვევაში, ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე გულძმარვა და პირის ღრუში მჟავე გემო დიდ დისკომფორტს უქმნის ორსულებს.
გულძმარვისა და მჟავე გემოს წარმოქმნის მიზეზია ჰორმონალური ცვლა, რომელიც ორსულობის პერიოდში ხდება. კერძოდ, განსაკუთრებით იზრდება ჰორმონის პროგესტერონის გამოყოფა. ეს ჰორმონი აუცილებელია კუნთების ტონუსის შესამცირებლად, აგრეთვე საშვილოსნოს აგზნებადობის შესამცირებლად, რაც გამოწვეულია ნაყოფის ზრდით. თუმცა, იგივე ჰორმონი ანალოგიურ ზემოქმედებას ახდენს სფინქტერზე, კუჭზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზოგადად ამის გარდა, მზარდი საშვილოსნო ზემოთ აწვება და ავიწროვებს ყველა ორგანოს, ასეთ დროს წარმოიქმნება კუჭის შიგთავსიდან არსებული ნარჩენების გამოძევების პირობები, რის შედეგადაც წარმოიქმნება გულძმარვა, პირის ღრუში კი მომჟავო გემო. ამ შეგრძნებებისაგან გათავისუფლების ყველაზე ეფექტური საშუალებაა კვების რეჟიმის დაცვა; კერძოდ, საკვები უნდა მიიღოთ დღეში 7-8 ჯერ მცირე პორციებით, ხოლო დღის ბოლოს საკვების მიღება რეკომენდირებულია ძილამდე 3-4 საათით ადრე. გულძმარვისა და მჟავე გემოს საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა რძე, რომელიც უნდა სვათ დღის განმავლობაში მცირე ყლუპებით.ასევე კარგ შედეგს იძლევა კისელი და მცირე დოზებით ახლადმომზადებული კარტოფილის წვენი.
ხშირ შემთხვევაში ორსული შეიგრძნობს როგორ შესივდება მისი ხელის თითები ან ქვედა კიდურები, ამის მიზეზია სითხის არასაკმარისი გამოყოფა ორგანიზმიდან, რის გამოც ნერვული დაბოლოებები ბლოკირებულნი არიან ჭარბი სითხის მიერ.
კიდურების შესიება განსაკუთრებით ხშირია დღის მეორე ნახევარში და ღამით. ორსულმა საგრძნობლად უნდა შეამციროს მარილის მიღება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიოს გაზიანი სითხე, უარი უნდა ეთქვას მლაშე და მწარე საკვებს თუ ორსული კვირის განმავლობაში 300 გრამზე მეტს იმატებს - ეს ნიშნავს, რომ მის ორგანიზმში სითხის დიდი და ჭარბი რაოდენობაა. თუმცა, სითხის მიღების სრული შეწყვეტაც არ შეიძლება, დღეში წვნიანი საკვების გათვალისწინებით მისაღები სითხის ნორმა 1,5 ლიტრს შეადგენს. თუ ექიმმა ორსულს რომელიმე ვიტამინის მიღება მოსთხოვა, მან აუცილებლად უნდა სვას ვიტამინი. ვიტამინი აძლიერებს ძარღვებს, მათ შროს ნერვულ დაბოლოებებს, რაც თავის მხრივ ამცირებს კიდურების შესიების ინტენსივობას. კიდურების შესიების შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სხვათა რჩევები და დარიგებები, არ მიმართოთ თვითმკურნალობას - ამან შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი გამოიღოს ნაყოფისთვის. როგორც კი ორსული შეიგრძნობს, რომ კიდურები შეუსივდა, მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც შესაბამის პროფილაქტიკურ ღინისძიებებს ჩაატარებს
ყველა ორსულმა უნდა იცოდეს:
1. თუ თავის ტკივილი დაორსულებამდეც აწუხებდა, დიდი შანსია, გაუძლიერდეს, განსაკუთრებით - პირველ ტრიმესტრში. 2. ორსულობის დროს ხდება ორგანიზმის ჰორმონული გადაწყობა. თავის ტკივილიც მნიშვნელოვანწილად ამით არის განპირობებული. 3. ორსულის ორგანიზმში მნიშვნელოვნად იმატებს მოცირკულირე სისხლის მოცულობა, რაც არტერიული წნევის მერყეობას იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, თავის ტკივილს უწევს პროვოცირებას. 4. თავის ტკივილი ყველაზე ხშირია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. მე-16 კვირის შემდეგ ის მცირდება ან გაივლის. ეს ორგანიზმის ახალ პირობებთან შეგუებით აიხსნება. შაკიკს არაორსული ქალების მესამედი უჩივის. მათ 10%-ს ორსულობის პერიოდში თავის ტკივილი აღარ აწუხებს, რადგან ის მენსტრუალურ ციკლთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თუ შაკიკი ორსულობის პერიოდშიც გაგრძელდა, საშიში არაფერია - ტკივილი უარყოფითად არ იმოქმედებს არც ქალზე, არც ნაყოფზე. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორსულებთან თავის ტკივილი ზრდის ნაყოფის ანომალიათა განვითარების რისკს. ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობის დროს არტერიული წნევა არცთუ შესამჩნევად იცვლება. მოსალოდნელია მისი დაქვეითება, უმთავრესად - პირველ და მეორე ტრიმესტრში, რაც პათოლოგიად არ მიიჩნევა. მეორე მხრივ, არსებობს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებიც, როდესაც არტერიული წნევის მკვეთრ მომატებას თან სდევს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის დაზიანება და ეს უშუალოდ ორსულობით არის გამოწვეული. მათ შორის განსაკუთრებით საშიშია პრეეკლამფსია, რომელიც ორსულობის მეორე ნახევრის ერთ-ერთ მძიმე გართულებას წარმოადგენს. პრეეკლამფსიას ახასიათებს შემდეგი კლინიკური ტრიადა:
გარდა თავის ტკივილისა, პრეეკლამფსიის მძიმე ფორმას ხშირად სდევს თან:
თავის ტკივილით შეიძლება გამოვლინდეს არტერიული წნევის დაქვეითებაც, ამ დროს ეფექტურია სამკურნალო ფიზკულტურა. ძალიან კარგია დილის ვარჯიში. სასარგებლოა წყლის პროცედურები: შხაპი, გრილი წყლის გადავლება, ფეხის კონტრასტული აბაზანები, ასევე - მატონიზებელი მასაჟი. ორსულს დღე-ღამეში 10-12 საათი მაინც უნდა ეძინოს. კარგია დღის 1-2-საათიანი ძილიც. მდგომარეობას ამძიმებს დიდხანს დგომა, ცხელი აბაზანა, ჩახუთულ შენობაში დიდხანს ყოფნა. ორსული სრულყოფილად უნდა იკვებებოდეს: იღებდეს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ მრავალფეროვან საკვებს, ერიდებოდეს მსუყე კერძებს - ეს ვნებს არა მარტო წნევას, არამედ ორსულობის მიმდინარეობასაც. არასასურველია გვიანი ვახშამი. კარგი იქნება, თუ ორსული საკვებს მიიღებს დღეში 4-6-ჯერ მცირე ულუფებით. საუზმესა და სადილზე დაბალწნევიანი ორსულისთვის კარგია მაგარი ჩაი (განსაკუთრებით - მწვანე). მაგარი ჩაის მიღებას არ გირჩევთ ღამით, რომ ძილი არ დაგიფრთხეთ. მატონიზებელი მოქმედება აქვს პანტოკრინს, არალიის ნაყენს. ეფექტურია ასევე ელეუტეროკოკის ექსტრაქტი, ჩინური ლიმონურა, ჟენშენი. აპილაკი სასარგებლოა ლოგინობის პერიოდში. ის, გარდა იმისა, რომ არეგულირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს ლაქტაციასაც. არტერიული ჰიპოტენზია, დეკომპენსირებულიც კი, როდესაც მისი ციფრები არ უახლოვდება ნორმის ქვედა ზღვარს, არ წარმოადგენს ორსულობის შეწყვეტის საფუძველს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ის სათანადო დარიგებას მისცემს ორსულს და ყველა პრობლემა მოგვარდება.
,,იმედის კლინიკა" დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლინიკაა საქართველოში, რომელიც აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:
ცალკეული მიმართულებების მიხედვით ,,იმედის კლინიკაში" არაერთი სერვისი და პროექტია დანერგილი, ,,იმედის კლინიკა" ახორციელებს შეღავათიან მომსახურებებს, ატარებს შესაბამის აქციებს და მუდმივ რეჟიმში ნერგავს ნოვაციებს; გთავაზობთ გარკვეულ გზამკვლევს, რაც დაგეხმარებათ სწრაფად მიიღოთ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხების გარშემო
ორსულობამდე ან თუ ვერ ორსულდები
,,იმედის კლინიკა" ახორციელებს პროექტს ,,მომავალი დედა";
- თუ გათხოვებას აპირებთ - თუ გათხოვილი ხართ, მაგრამ თვეების განმავლობაში ვერ დაორსულდით - პროექტი ,,მომავალი დედა" თქვენთვისაა!
ორსულებისთვის
ალბათ, გაინტერესებთ როდის და როგორ უნდა დადგენთ აღრიცხვაზე ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში, ამისთვის ნახეთ
თუ უკვე გადაწყვიტეთ ჩვენთან აღრიცხვაზე დადგომა, დაგაინტერესებთ პროექტი ,,პირველი ვიზიტი", რომელიც აღრიცხვაზე დადგომასთან ერთად საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სრული ინფორმაცია ორსულობის მართვისა და პატრონაჟის მეთოდების შესახებ; ასევე, გაესაუბრებით სპეციალისტებს და დაათვალიერებთ სამშობიარო ბლოკს, მელოგინეთა და ახალშობილთა განყოფილებას; გაეცანით სრულ ინფორმაციას:
ორსულობის დადგომის პარალელურად უამრავი კითხვა გიჩნდებათ; კითხვები ეხება როგორც უშუალოდ ორსულობის, ასევე საორგანიზაციო საკითხებს; სწორედ ამიტომ, თქვენთვის სასარგებლო იქნება ისარგებლოთ ჩვენი გზამკვლევით; ნახეთ:
თუ თქვენთვის საინტერესო თემაზე პასუხი ვერ მიიღეთ, მოგვწერეთ საინფორმაციო ცენტრში და პასუხი უკვე მოგივათ ელ-ფოსტაზე:
,იმედის კლინიკაში“ მოქმედებს შეღავათიანი მშობიარობის პროექტი ,,ერთგულება"; პროექტი ვრცელდება იმ მომავალ დედებზე, რომლებიც ორსულობის პირველივე ვიზიტს და ყველა დანარჩენ ვიზიტს ახორციელებენ ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში, ნახეთ რა სახის შეღავათები გეკუთვნით თუ ჩვენთან აღრიცხვაზე დადგებით -
ყველა მომავალ დედას აინტერესებს რა პროცესები მიმდინარეობს მის ორგანიზმში და როგორ ხდება ნაყოფის განვითარება თვეების მიხედვით; ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ამ გვერდებიდან:
ჩვენთან პირველად მოსვლისთანავე თქვენ გადმოგეცემათ ბუკლეტი, რომელშიც ასახულია ორსულობის რომელ კვირას უნდა განახორციელოთ ვიზიტი ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში; ამავე ბუკლეტიდან მიიღებთ სრულ ინფორმაციას თუ რა დანიშნულება აქვს ცალკეულ ვიზიტს; ვიზიტების დაგეგმვაში ასევე დაგეხმარებათ ეს გვერდი:
ორსულობის უსაფრთხოდ მიმდინარეობისთვის და ნაყოფის ოპტიმალური განვითარებისთვის აუცილებელია ორსულის მხრიდან სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება და გარკვეული წესების დაცვა; ამ მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწორი კვება;
მხოლოდ ,,იმედის კლინიკაში" მოქმედებს ორსულის სწორი კვების პროექტი, რომლის ფარგლებში თქვენ მიიღებთ სპეციალისტის სრულ მხარდაჭერას; ნახეთ:
ორსულთა უმრავლესობას აღენიშნება გარკვეული ჩივილები: ტკივილი წელის მიდამოში, შეშუპება, წონაში მატება, სიმძიმის შეგრძნება და ა.შ.
,,იმედის კლინიკაში" მოქმედებს ორსულთა პრენატალური ვარჯიშების პროექტი; აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა ჩვენთან აღრიცხვაზე მყოფი ორსულებისთვის სრულიად უფასოა; გაეცანით დამატებით ინფორმაციას:
ხშირ შემთხვევაში ორსულებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და გარკვეული მიზეზებით ფიქრობენ დადგნენ თუ არა აღრიცხვაზე ,,იმედის კლინიკაში"; ნუ იფიქრებთ ბევრს, თუ ასეთი რაიმე მიზეზი გაგაჩნიათ - ისარგებლეთ პროექტით ,,რა გაფერხებთ?" და ,,იმედის კლინიკის" დირექტორი დავით კობეშავიძე გიპასუხებთ შევძლებთ თუ არა თქვენთვის შემაფერხებელი მიზეზის განეიტრალებას; ამის შემდეგ თქვენ სრულიად მშვიდად იქნებით:
მიიღეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, დაათვალიერეთ და დარწმუნდით ,,იმედის კლინიკის” უდავო უპირატესობაში; ,,იმედის კლინიკის" დათვალიერებაში დაგეხმარებათ კლინიკის დირექტორი დავით კობეშავიძე
მელოგინეებისთვის
,,იმედის კლინიკა" ახორციელებს მშობიარობის შემდგომი გართულებების პრევენციის უფასო პროგრამას, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ,,იმედის კლინიკაში" ნამშობიარები უკლებლივ ყველა მელოგინე; პროგრამა ითვალისწინებს ლოგინობის 40 დღის განმავლობაში შესაძლო გართულებების აცილებას ან წარმოქმნილი ასეთი გართულებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას (ამბულატორიული, სტაციონარული) მელოგინისათვის სრულიად უფასოდ!
გაეცანით:
მშობიარობის შემდეგ ბევრს აწუხებს ,,ფორმაში ჩადგომის" პრობლემა; ზოგიერთი კი ფიტნეს კლუბებს მიმართავს; ამიერიდან, თქვენ ფორმებზე ,,იმედის კლინიკა" იზრუნებს; კერძოდ მხოლოდ ჩვენთან დანერგილი პოსტნატალური ვარჯიშების სარეაბილიტაციო პროექტი
გინეკოლოგია
სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ქალების უმრავლესობა ვერ ახერხებს გინეკოლოგიური პრობლემების დროულ მოგვარებას, რის გამოც ხშირია სხვადასხვა სახის გართულების წარმოქმნის რისკი;
,,იმედის კლინიკის" გინეკოლოგიური სერვისები გამოირჩევა:
გაწუხებთ, მაგრამ არ იცით რა პათოლოგიასთან შეიძლება გქონდეთ საქმე; ამ ეტაპზე ექიმთანაც ვერ ახერხებთ მისვლას; ასეთ შემთხვევაში, ისარგებლეთ ჩვენი გზამკვლევით:
ჩვენ გირჩევთ, თუ რაიმე სახის პრობლემა გაქვთ - სასწრაფოდ მოგვმართოთ
როგორც ავღნიშნეთ, ,,იმედის კლინიკაში" გინეკოლოგიურ სერვისებს მიიღებთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებში, მოქმედებს სახელმწიფო დაზღვევაც; მიუხედავად ამისა, ჩვენ შემოვიღეთ პროექტი ,,დღის შეთავაზება"; რომლის ფარგლებში მოგვმართავთ, აგვიხსნით რა გაწუხებთ და ჩვენგან მიირებთ დღის შეთავაზებას - ფასდაკლების მაჩვენებელს, რომელიც ყველა სახის გინეკოლოგიურ სერვისზე გავრცელდება (რაც თქვენ დაგჭირდებათ)
ერთი თვის ასაკისთვის ბავშვმა უნდა შეძლოს:
* თავის მობრუნება ლოყასთან ან პირთან მიტანილი ხელისკენ; * ორივე ხელის მიტანა პირთან; * ნაცნობი ხმების გაგონებაზე თავის მიბრუნება; * ძუძუს წოვა და დედის მკერდზე ხელით შეხება; რჩევები მშობლებს და მომვლელებს: * დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში აუცილებელია ახალშობილს მიეცეს დედის რძე; * აუცილებლად ხელით დაიჭირეთ ბავშვის თავი მისი ხელში აყვანისას (ვინაიდან თვითონ დაჭერა არ შეუძლია); * ხშირად მოეფერეთ, იყავით ალერსიანი, მაშინაც კი, როცა დაღლილი ხართ; * ხშირად კვებეთ ძუძუთი მოთხოვნილებისამებრ დღისით და ღამით; * შეძლებისდაგვარად ხშირად ესაუბრეთ, წაუკითხეთ და უმღერეთ; * მიიყვანეთ ჩვილი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში სამშობიარო სახლიდან გამოწერის შემდეგ პირველივე კვირაში; საშიში ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს: * ძუძუს წოვის გაძნელება ან წოვაზე უარი; * კიდურების მოძრაობის გაიშვიათება; * სუსტი რეაქცია ან რეაქციის არარსებობა ხმამაღალ ხმაზე ან მკვეთრ შუქზე; * ხანგრძლივად და უმიზეზოდ ტირილი: * ღებინება და დიარეა (ფაღარათი), რაც იწვევს გაუწყლოებას (დეჰიდრატაციას). ექვსი თვის ასაკისთვის ბავშვმა უნდა შეძლოს: * თავისა და მკერდის აწევა ზურგზე წოლის დროს; * დაკიდებულ სათამაშოზე ხელით შეხება; * საგნებზე ხელის ტაცება და თამაში; * მოძრავი საგნების ყურება; * ორივე მხარეს გადაბრუნება; * სხვისი დახმარებით დაჯდომა; * ნივთების ხელის შეხებითა და პირში ჩადებით შესწავლა, ბგერისა და სახის გამომეტყველების მიბაძვა; * რეაგირება საკუთარ სახელზე და ნაცნობი სახეების დანახვაზე; რჩევებს დედებს და მომვლელებს: * დააწვინეთ ბავშვი სუფთა, სწორ, უსაფრთხო ზედაპირზე, რათა მან შეძლოს თავისუფლად მოძრაობა და ნივთამდე მიღწევა; * დამატებითი კვების დაწყებიდან გამოყავთ ბავშვისათვის საკუთარი თეფში და ფინჯანი; * წამოსწიეთ ან დაიჭირეთ ბავშვი ისეთ პოზიციაში, რომ შეძლოს იმის დანახვა, რაც ხდება ირგვლივ; * გააგრძელეთ ბავშვის ძუძუტი კვება მოთხოვნიებისამებრ დღისით და ღამიღ და დაიწყეთ სხვა საკვების დამატება (დღეში ორი კვება 6-8 თვის ასაკში, ხოლო 3-4 კვება დღეში 8-12 თვის ასაკში); საშიში ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს: * კიდურების დაჭიმულობა, მოძრაობის შეზღუდვა; * თავის მუდმივი მოძრაობა ( ეს შეიძლება მიანიშნებდეს ყურის ინფექციაზე, რაც თუ დროულად არ უმკურნალებთ, შეიძლება სიყრუის მიზეზი გახდეს); * სუსტი რეაქცია ან მისი არარსებობა ნაცნობ სახეებზე ან ძუძუზე; * უარი ძუძუზე ან სხვა საკვებზე. 12 თვის ასაკისთვის ბავშვმა უნდა შეძლოს: * ჯდომა დამოუკიდებლად; * ცოცვა მუხლებსა და ხელებზე დაყრდნობით და წამოდგომა; * ნაბიჯების გადადგმა საყრდენის დახმარებით; * სიტყვების, ბგერების მიბაძვის მცდელობა და მარტივ თხოვნაზე რეაგირება; * თამაში და ტაშის დაკვრა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს; * ბგერების და ჟესტიკულაციის გამეორება ყურადღების მისაქცევად; * ნივთების ხელში აღება ორი თითით (ცერა და საჩვენებელი თითებებით); * 12 თვის ბავშვი იწყებს ნივთების დაჭერას (მაგ : კოვზი და ფინჯანი) და ცდილობს, დამოუკიდებლად ჭამოს. რჩევები დედებს და მომვლელებს: * აჩვენეთ საგანი და წარმოთქვით მისი სახელი, ხშირად ესაუბრეთ და ეთამაშეთ ბავშვებს; * თუ ბავშვი ნელი ტემპით ვითარდება ან ფიზიკური ნაკლი აქვს, ყურადღება გაამახვილეთ მის უნარ-ჩვევებზე და გააძლიერეთ მასზე ზრუნვა და მასთან ურთიერთობა; * ხანგრძლივად ნუ დატოვებთ ბავშვს ერთ მდგომარეობაში; * შეუქმენით ბავშვს უსაფრთხო გარემო უბედური შემთხვევისა და ტრავმების თავიდან ასაცილებლად; * გააგრძელეთ ძუძუთი კვება, იქონიეთ ბავშვისთვის საკმარისი და მრავალფეროვანი საკვები; * დაეხმარეთ ბავშვს კოვზით ჭამაში; * ჩაუტარეთ ბავშვს აცრების სრული კურსი და მიეცით ვიტამინების დანამატები ექიმის რეკომენდაციით. საშიში ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს * ბავშვი არ გამოთქვამს ბგერებს და არ რეაგირებს სხვების საუბარზე; * გულგრილია გარემოს მიმართ და არ აქვს რეაქცია მომვლელის დანახვისას; * არ აქვს მადა ან უარს ამბობს საჭმელზე.
ორსულები გვენდობიან, გვანდობენ თავიანთ და შვილის ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და მომავალს;
ჩვენთვის პატივია თითოეული ორსულის მხრიდან გამოცხადებული ის ნდობა, რაც გამოიხატება ორსულობის ცხრავე თვეს ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში ვიზიტებით
,,იმედის კლინიკაში“ მოქმედებს შეღავათიანი მშობიარობის პროექტი ,,ერთგულება";
პროექტი ,,ერთგულება" ვრცელდება იმ მომავალ დედებზე, რომლებიც ორსულობის პირველივე ვიზიტს და ყველა დანარჩენ ვიზიტს ახორციელებენ ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; ამავე დროს, პროექტში ჩასართავად აუცილებელია ორსულმა ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა პატრონაჟის შიდა პროგრამის ფარგლებში განახორციელოს მინიმუმ 5 სრულფასოვანი ფასიანი ვიზიტი მაინც; ,,იმედის კლინიკა" ასეთ ორსულებს პასუხობს პროექტით ,,ერთგულება", რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურების პარალელურად საგრძნობი შეღავათებით სამეანო მომსახურებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში: ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
,,იმედის კლინიკა" ახორციელებს მშობიარობის შემდგომი გართულებების პრევენციის უფასო პროგრამას, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ,,იმედის კლინიკაში" ნამშობიარები უკლებლივ ყველა მელოგინე.
პროგრამა ითვალისწინებს ლოგინობის 40 დღის განმავლობაში შესაძლო გართულებების აცილებას ან წარმოქმნილი ასეთი გართულებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას (ამბულატორიული, სტაციონარული) მელოგინისათვის სრულიად უფასოდ! მელოგინის სამშობიაროდან გაწერიდან 40 დღის განმავლობაში მშობიარობის შემდგომი გართულების შემთხვევაში ,,იმედის კლინიკა“ უზრუნველყოფს:
,,იმედის კლინიკიდან" გაწერის შემდეგ მელოგინის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და ეფექტური მეთვალყურეობის მიზნით კლინიკის საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს მელოგინესთან კონტაქტს, ამისთვის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები უკლებლივ ყველა მელოგინეს დაუკავშირდება კლინიკიდან გაწერის მე-15 და 30-ე დღეს
ერთ წლამდე ბავშვის განვითარების დონის შესაფასებლად მოგვყავს საორიენტაციო მაჩვენებლები; შესაძლებელია რომელიმე ასაკში ბავშვს არ გამოუვლინდეს ესა თუ ის უნარ-ჩვევა, თუმცა ეს ჯერ არ იძლევა შეშფოთების საფუძველს, მითუმეტეს თუ სხვა უნარ-ჩვევების განვითარება ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს;
მშობელი მუდმივ რეჟიმში უნდა აკვირდებოდეს ბავშვის განვითარების ტენდენციებს და ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოს სპეციალისტს; აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ბავშვს უნარ-ჩვევები უვითარდება განსხვავებული წესით და თანმიმდევრობით, მაგალითად შეიძლება ბავშვმა არ იხოხოს და პირდაპირ სიარული დაიწყოს. ყურადღების გამახვილება და ექიმთან ვიზიტი საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ ორი ან მეტი, ერთმანეთთან დაკავშირებული უნარ- ჩვევა არ ვლინდება ნორმალური ვადის ამოწურვიდან 2 და მეტი თვის განმავლობაში.
1 თვე
1-2 თვე
1-3 თვე
2-3 თვე
2-4 თვე
3-4 თვე
3-5 თვე
3-6 თვე
4-5 თვე
4-6 თვე
4-7 თვე
5-6 თვე
5-7 თვე
5-8 თვე
5-9 თვე
6-8 თვე
6-9 თვე
6-12 თვე
7-9 თვე
7-11 თვე
7-12 თვე
8-10 თვე
8-11 თვე
8-12 თვე
9-12 თვე
რატომ უნდა აირჩიოთ ,,იმედის კლინიკა"?
ამ კითხვაზე პასუხს გაგცემენ ,,იმედის კლინიკის" პროფესიონალები:
ნინო გოგუაძე
,,იმედის კლინიკის" ექიმი-პედიატრი
,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფოს "ემერჯენსის" განყოფილება 24 საათის განმავლობაში მზად არის გაგიწიოთ დახმარება;
აქ თქვენ დაგხვდებათ პროფესიონალ ექიმთა გუნდი, იდეალურად სუფთა და კომფორტული გარემო; კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით; ჩვენთან მოქმედებს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა; სადღეღამისო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (EMERGENCY):
ალერგია ორსულებს საკმაოდ ურთულებს ცხოვრებას. ორსულობის პერიოდში ალერგიულ ქალებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. არაჯანსაღი კვება, სხვადასხვა წამლების უსისტემო მიღება, მუდმივი სტრესი ასუსტებს იმუნიტეტს და აპროვოცირებს ალერგიის განვითარებას ორსულებში.
რაფინირებული, სხვადასხვა კონსერვანტებითა და საღებავებით გაჯერებული პროდუქტები არასასიკეთოდ მოქმედებენ ორგანიზმზე, ამიტომ აუცილებელია სწორი რაციონის შედგენა. მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს ნატურალური პროდუქტები, მინიმალური თერმული დამუშავებით, უმჯობესია სუფთა წყალზე მომზადებული. ალერგიის განვითარებაში ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უკავია სტრესს. ეცადეთ ნებისმიერი სირთულე მშვიდად მიიღოთ. შინაგანმა გაუწონასწორობამ, უსიამოვნებებმა შესაძლებელია გაამწვავონ ალერგია, ამიტომ შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. სწორად ჩატარებული მკურნალობა ეფექტურად ხსნის ალერგიის სიმპტომებს, ნაყოფისათვის ყოველგვარი რისკის გარეშე. ალერგიის პირველივე ნიშნებისთანავე, განსაკუთრებით თუ ეს განმეორებითია, იმოქმედეთ სწრაფად, არ დაელოდოთ, რომ ყველაფერი თავისით გაივლის.
დავით კობეშავიძე
,,იმედის კლინიკის" დირექტორი
ნახეთ ,,იმედის კლინიკაში" მოქმედი პროექტები და სერვისები:
მტკივნეული სქესობრივი კავშირი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, როგორც სტრუქტურული, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემებით. მრავალ ქალს აქვს მსგავსი ეპიზოდი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც.
ტკივილს სქესობრივი კავშირის დროს სამედიცინო ტერმინით დისპარეუნია ეწოდება. დისპარეუნია განიმარტება, როგორც პერსისტირებადი ან განმეორებითი გენიტალიური ტკივილი, რომელიც სქესობრივი კავშირის დაწყებამდე, დროს, ან დასრულების შემდეგ ვითარდება. სექსუალური აქტის დროს ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:
თუ სქესობრივი კავშირის დროს ან შემდეგ პერიოდში ტკივილი გაწუხებთ - მიმართეთ ,,იმედის კლინიკის" გინეკოლოგიურ დეპარტამენტს ძილის დროს ადამიანის ორგანიზმი სრულფასოვნად ისვენებს. ორსულობის პერიოდში სხვადასხვა ორგანოზე დატვირთვა გაცილებით იზრდება, ამიტომ ორსულისთვის ძილი და შესაბამისად, დასვენება ძალზე მნიშვნელოვანია.
ორსული ქალისთვის ძილის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 8-9 საათზე ნაკლები, სხვა შემთხვევაში ორსული გაცილებით მალე იღლება, რაც თავისთავად იწვევს გაღიზიანებას და ნერვული სისტემის დაძაბვას. ორსულობის პერიოდში ძილი შეიძლება ნებისმიერ პოზაში, ეს იმიტომ, რომ საშვილოსნო ჯერაც მცირეა და მასზე რაიმე სახის ზეწოლა ფაქტიურად არ ხორციელდება. რაც უფრო იზრდება ორსულობის ასაკი, მით უფრო ძნელი ხდება სასურველი პოზის შერჩევა, რის გამოც ძილი არასრულფასოვანი ხდება. მეორე ტრიმესტრიდან შეუძლებელია წოლა მუცელზე. ძილის დროს ყველაზე მისაღები პოზაა წოლა მარცხენა გვერდზე, ასეთ შემთხვევაში მოსვენებულია თავად ორსულიც და რაც მთავარია ნაყოფიც, რომელსაც ამ დროს სისხლის საკმაო დოზა მიეწოდება, ამ პოზაში ორსულის თირკმელიც ნორმალურად მუშაობს, რაც აუცილებელია კიდურების შესიებისაგან თავდასაცავად. ასეთ პოზაში ძილის დროს დაშვებულია ფეხებს შორის ბალიშის ამოდებაც. ბევრ ორსულს მოსწონს ზურგზე წოლა და ასე ძილი, მაგრამ ასეთმა პოზამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ზურგის არეში და წნევის დაწევა კვების სახეები:
ბუნებრივი – ბავშვი 6 თვის ასაკამდე მხოლოდ დედის რძით იკვებება. შერეული – დედის რძესთან ერთად ბავშვს ეძლევა ხელოვნური ნარევი ხელოვნური – ბავშვი მხოლოდ ხელოვნური ფორმულით იკვებება ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან რაც შეიძლება მალე. არაუგვიანეს 1/2 – 1 საათის განმავლობაში და ახალშობილი მუდმივად უნდა იყოს დედასთან. ბუნებრივი კვება დედის რძე ახალშობილისა და ჩვილის საუკეთესო საკვებია. დედის რძე შეიცავს ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას:
ბავშვები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან იშვიათად ხდებიან ავად. ამასთან, უფრო კარგად ვითარდებიან, ვიდრე შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები. პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყველა ბავშვი მხოლოდ ძუძუთი რომ იკვებებოდეს, ყოველ წელიწადს მსოფლიოში დაახლოებით 1,5 მილიონი ჩვილის სიცოცხლე გადარჩებოდა, მილიონობით სხვა ბავშვის ჯანმრთელობა და განვითარება კი ბევრად გაუმჯობესდებოდა. თითქმის ყველა დედას შეუძლია ბავშვის ძუძუთი კვება. თუკი დედა არ არის დარწმუნებული ძუძუთი კვების უპირატესობაში, საჭიროა, რომ ახლობლებმა, მეუღლემ და ოჯახის წევრებმა დაარწმუნონ იგი ამაში. დედის რძე სრულად უზრონველყოფს ბავშვს, როგორც საკვები ნივთიერებებით, აგრეთვე სითხით, ამიტომ ამ პერიოდში მას არ ესაჭიროება სხვა საკვების ან სითხის (მათ შორის წყლის) დამატება დედის რძე არის საუკეთესო საკვები, რომელიც ბავშვმა შეიძლება მიიღოს. ვერც ერთი სხვა საკვები ღირებულებით და მნიშვნელობით ვერ გაუტოლდება დედის რძეს. რამოდენიმე დღის განმავლობაში სარძევე ჯირკვალში გამომუშავდება მოყვითალო ფერის სითხე – ხსენი, რომელიც ახალოშობილისათვის საუკეთესო საკვებია.მისი კვებითი ღირებულება მაღალია. იგი იცავს ბავშვს ინფექციებისაგან. ხსენი, მიუხედავად მცირე მოცულობისა, თავისი კალორიულობით აკმაყოფილებს ახალშობილის კვებით მოთხოვნილებებს როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად. ბავშვისთვის დედის რძე იოლი გადასამუშავებელია. ეს ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. დედის რძე იცავს ბავშვს დაავადებებისაგან. ცხელ კლიმატშიც კი დედის რძე სრულად უკმაყოფილებს პატარას სითხის მიღების მოთხოვნილებას. წყალი ან სხვა სასმელი არ არის საჭირო სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ამ პერიოდში ბავშვისთვის ნებისმიერი სხვა საკვების ან სითხის მიცემა ზრდის ნაწლავური ინფექციების და სხვა დააბადებების რისკს. პატარა მაშინ იღებს რძეს საკმარისი რაოდენობით, თუ:
თუ ზემოთ მოცემული პირობები არ კმაყოფილდება, გაითვალისწინეთ შემდეგი მომენტები:
ახალშობილს, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ჰქონდეს დედასთთან ფიზიკური კონტაქტი (კანით-კანთან). თქვენთვის და ბავშვისთვის ყველაზე უკეთესი იქნება, თუ ერთ ოთახში ან საწოლზე მოთავსდებით. ბავშვს საშუალება უნდა ჰქონდეს, იკვებოს ძუძუთი სურვილის მიხედვით. თუ ბავშვი ძუძუთი კვებას დაბადებისთანავე იწყებს, უფრო მეტი დედის რძე წარმოიქმნება. ეს აგრეთვე ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმსვას, რაც ამცირებს ძლიერი სისხლდენის ან ინფიცირების რისკს. ძუძუთი ხშირი კვება განაპირობებს მეტი რძის გამომუშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია ბავშვის სხეულის პოზიცია ძუძუთი კვების დროს და ძუძუზე მოჭიდება. ბავშვის სხეულის სწორი პოზიცია აადვილებს ძუძუზე მოჭიდების პროცესს. სწორი მოჭიდების დამადასტურებელია შემდეგი ნიჭნები:
ნიშნები, რომლებიც ადასტურებენ სწორ მოჭიდებას:
ძუძუთი კვება ბავშვებს იცავს დაავადებებისაგან, ქმნის განსაკუთრებულ ემოციურ კავშირს დედას და ბავშვს შორის. დედის რძე არის ბავშვისთვის ,,პირველი იმუნიზაცია. თითქმის ყველა დედას შეუძლია საკმარისი რძის გამომუშავება, როდესაც:
ტირილი არ არის იმის ნიშანი, რომ ბავშვს სხვა საკვები ან სითხე სჭირდება. ტირილი ხშირად ნიშნავს, რომ ბავშვს სჭირდება აყვანა და მოფერება. ზოგ ბავშვს ძუძუს წოვა დასამშვიდებლად სჭირდება. რაც უფრო მეტს წოვს ბავშვი, მით უფრო ბევრი რძე წარმოიქმნება. რძის წარმოქმნა “მოთხოვნისა და მიწოდების” ბუნებრივი სისტემაა.. ხშირად დედები, რომლებსაც ეშინიათ, რომ მათი რძე არასაკმარისია, სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვს სხვა საკვებს ან სითხეს აძლევენ. ეს აიშვიათებს ძუძუს წოვას, რადგან ბავშვი ,,ზარმაცდება”. ამის შედეგად კი ძუძუში ნაკლები რძე წარმიქმნება. დედას მეტი რძე ექნება, თუ ის ბავშვს არ მისცემს სხვა საკვებს ან სითხეს და ხშირად კვებავს ძუძუთი. დამამშვიდებლები, სატყუარები ან საწოვარიანი ბოთლები არ უნდა გამოიყენოთ, თუკი ბავშვი ბუნებრივ კვებაზე იმყოფება, იმიტომ რომ მათი წოვის პროცესი უფრო ადვილია ძუძუს წოვასთან შედარებით. რძე იცავს ბავშვებს ნაწლავური და სასუნთქი სისტემის ინფექციებისაგან, აგრეთვე სხვა გამართულებებისაგან. არავითარ სხვა სითხეს ან საკვებს არ შეუძლია ასეთი დაცვის უზრუნველყოფა. ძუძუთი კვების დროს ბავშვები გრძნობენ მათდამი თბილ დამოკიდებულებას და განვითარებისათვის საჭირო სტიმულს ბუნებრივად იღებენ, ხოლო ბოთლით კვებაზე მყოფი ბავშვები უფრო მეტ, საგანგებო ყურადღებას საჭიროებენ მშვიდად ყოფნისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. |