ზაფხულში ყველა ცდილობს, შვილი ქალაქგარეთ გაიყვანოს. მივემგზავრებით აგარაკისკენ, სოფლისკენ, ზღვისკენ და გვიხარია, რომ ბავშვი დაისვენებს, სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს, იცურავებს და მომავალ სასწავლო წელს ენერგიით აღსავსე შეხვდება. "ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარული" მხოლოდ პოეტური სახე არ არის. პატრიოტულ განწყობას რომ თავი დავანებოთ, ეს გაკაჟების საუკეთესო საშუალებაც გახლავთ.
ბავშვებს ძალიან უყვართ წყლის ნაპირას, ქვიშაში თამაში. მერე წყალშიც შედიან, ეჩვევიან, ბოლოს ბანაობის სურვილიც უჩნდებათ - თავისთავად, ძალდაუტანებლად. არ დაგავიწყდეთ: ცხელ ზაფხულში ბავშვს ბევრი სითხე, ხილი და ბოსტნეული სჭირდება. სიცხეში ზოგიერთი დაავადების რისკი იზრდება, ამიტომაც ჭამის წინ ხელების დაბანა საჭირო კი არა, აუცილებელია. უმეტესად სწორედ ზაფხულობით ხდება საშიში ნაწლავური ინფექციების - დიზენტერიის, A ჰეპატიტის, სალმონელოზის აფეთქება. ექიმებმა ამ პათოლოგიებს ჭუჭყიანი ხელების დაავადებებიც კი უწოდეს. თუ აგარაკზე ცენტრალიზებული წყალმომარაგება არ გაქვთ, გირჩევთ, მხოლოდ ანადუღარი წყალი სვათ. დუღილი 5 წუთს მაინც უნდა გაგრძელდეს. ანსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოსა და სასადილოს სისუფთავეს. მაგიდები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სუსტი სადეზინფექციო საშუალებით წმინდეთ. ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიები და ვირუსები წლის თბილ პერიოდში თავს განსაკუთრებით კარგად გრძნობენ. ადამიანის დასნებოვნება შეუძლია დაბინძურებულ წყალს, აუდუღარ რძესა და მის ნაწარმს. საშიშია ასევე ცუდად გარეცხილი ხილი, კენკრა, ბოსტნეული.
დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ხელების ხშირი ბანა, თეთრეულის ხშირი ცვლა. თეთრეული საწოლს ფრთხილად, დაუფერთხავად უნდა მოვხსნათ. თეთრეული უნდა გაირეცხოს წყალში, რომლის ტემპერატურაც მინიმუმ 60 გრადუსია და ცხელი უთოთი დაუთოვდეს. თუ წყლის გამაცხელებელი არ გაქვთ, ცივ წყალში სადეზინფექციო საშუალება ჩაასხით. იატაკი მოწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც ჰელმინთების კვერცხებს ანადგურებს. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი საწოლი და პირსახოცი. ღამით უნდა ეცვას პიჟამა და ბარძაყებზე შემოჭერილი ტრუსი, რათა თავიდან ავიცილოთ ხელების დაბინძურება ჭიების კვერცხებით. რეგულარულად დააჭერით ფრჩხილები და გამოუმუშავეთ პირადი ჰიგიენის წესები. მახვილა ჭიებისგან განსხვავებით, ასკარიდას კვერცხები ნიადაგში ვითარდება. თუ ბავშვმა გაურეცხავი ბოსტნეული, კენკრა, მიწაზე დაცვენილი ხილი შეჭამა ან მიწით დასვრილი ხელი პირში ჩაიდო, შესაძლოა, ასკარიდოზი დაემართოს. ეს პარაზიტები მთელ ორგანიზმში მიმოდიან და განმეორებით დასნებოვნებას იწვევენ. ჰელმინთოზით დაავადების რისკი განსაკუთრებით დიდია აგარაკზე. გადამტანი შეიძლება იყოს მწერი, ძაღლი, კატა, ამიტომ გირჩევთ, პატარა უცხო ძაღლებსა და კატებს მოარიდოთ, საკუთარ შინაურ ცხოველებს კი ვეტერინართან შეთანხმებით რეგულარულად ჩაუტაროთ დეჰელმინთიზაცია. ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ცხოველები ნაკვეთის იმ ნაწილში გაიყვანეთ, სადაც ბავშვს არ ათამაშებთ. ეცადეთ, ბაღი და ბოსტანი, სადაც სასუქად ორგანულ ნივთიერებებს (ნაკელს) იყენებთ, ბავშვისთვის მიუწვდომელი იყოს. ბავშვი აუცილებლად მიაჩვიეთ პირადი ჰიგიენის დაცვას - ხელების დაბანას სეირნობის, მიწაში თამაშის შემდეგ, ჭამის წინ, ტუალეტის შემდეგ. პერიოდულად ჩაუტარეთ განავლის ანალიზი ჭიის კვერცხების გამოსავლენად.
პირველ ექვს თვეს ჩვილს თავზე შეიძლება ყვითელი ან თეთრი ქერქი გაუჩნდეს. მისი წარმოშობის მთავარი მიზეზი თა-ვის ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეციაა. სებორეული ქერქის - გნეისის წარმოქმნა ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა მოვლამ, არასწორად შერჩეულმა კოსმეტოლოგიურმა საშუალებამ ან ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებამ. ქერქი უპი-რატესად თხემზე ჩნდება, შედარებით იშვიათად - ყიფლიბანდისა და შუბლის არეში.
თუ ბავშვს ყოველდღე აბანავებთ, კარგად ამშრალებთ, თავზე ნატურალური ქსოვილის ქუდს ახურებთ, მაგრამ სებორეული ქერქები მაინც რჩება, მიმართეთ პედიატრს, მანამდე კი კარგად დაფიქრდით:
გნეისის მოცილებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა კანი არ გაიკაწროს - ჭრილობაში ინფექციის შეჭრა გაცილებით მეტ პრობლემას შეგვიქმნის, ვიდრე თვით ქერქი. საჭიროა, შეარჩიოთ სწორი ტაქტიკა და ბავშვს ყოველდღე ჩაუტაროთ ჰიგიენური პროცედურები.
მშობიარობის პირველი - პრელიმინალური ეტაპი იწყება მშობიარობის დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, მაგრამ კონკრეტულად სამშობიარო მოქმედების დადგომის მაუწყებელია პირველი სამშობიარო შეტევები, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
საშვილოსნოს რითმული შეკუმშვა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა არეში და წელის მიდამოში, ხდება გარკვეული მიზნით, რათა დაეხმაროს საშვილოსნოს ყელს მაქსიმალურად გახსნაში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იმ ქალბატონებში, რომლებიც პირველად მშობიარობენ, საშვილოსნოს გახსნის პროცესი გრძელდება 10-12 საათი, ეს ბუნების მიერ დადგენილი საკმაოდ გონივრული ვადაა იმ სერიოზული მეტამორფოზისთვის, რომელსაც ამ დროს ადგილი აქვს ქალის ორგანიზმში. ქალის (რომელიც არ არის ფეხმძიმედ) საშვილოსნოს ყელის სიგრძე ხომ სულ რაღაც 4 სმ-ია, დიამეტრი კი 1 სმ, რომელიც მშობიარობის მომენტში უნდა გარდაიქმნეს ბრტყელ რგოლად, რომლის დიამეტრი 10 სმ -ია. ემზადება რა გახსნის პროცესისთვის, საშვილოსნოს ყელი თანდათანობით რბილდება და სამშობიარო შეტევების რითმში თანდათან მოკლდება და ფართოვდება დიამეტრში. პირველი სამშობიარო შეტევები, რომელიც გრძელდება 10-20 წამი 10-15 წუთიანი ინტერვალებით, რეგულარულად არ ითვლება, რადგან ის შეიძლება დაიწყოს და მშვიდობით დამთავრდეს ისე, რომ არ გახდეს უფრო ხშირი და ინტენსიური. თუ ასეთი შეტევების დროს ადგილი აქვს ტონუსს არა მარტო საშვილოსნოში, არამედ საშვილოსნოს ყელში, მაშინ საშვილოსნოს ყელი თანდათანობით იწყებს გახსნას და პირველი სამშობიარო შეტევების ბოლოს იგი უკვე 3 სმ-ზეა გახსნილი. ამის შემდეგ დგება მეორე ეტაპი - უფრო ინტენსიური და რეგულარული სამშობიარო შეტევები, რომელიც გრძელდება 20-30 წამი 5-7 წუთიანი ინტერვალებით, ამ პროცესის შემდეგ საშვილოსნოს ყელი იხსნება უკვე 6-7 სმ-ზე. და ბოლოს, მესამე ეტაპი - ყველაზე ინტენსიური სამშობიარო შეტევები, რომელიც გრძელდება 50-60 წამი 1-1,5 წუთიანი ინტერვალებით. ამ პროცესის შემდეგ საშვილოსნოს ყელი უკვე მაქსიმალურად იხსნება 10-12 სმ-ზე. აუწყებთ რა ბებიაქალს თქვენი სამშობიარო შეტევების შესახებ, გაითვალისწინეთ, რომ სამშობიარო შეტევის ხანგრძლივობად ითვლება მომენტი საშვილოსნოს ტონუსის წარმოშვებიდან მის საბოლოო მოდუნებამდე. ხოლო ინტერვალად ითვლება ერთი შეტევიდან მეორე შეტევამდე დროის მონაკვეთი. ჩვეულებრივ საშვილოსნოს ყელის გახსნა ხდება 1 სმ-ით 2 საათის განმავლობაში და რაც უფრო დიდი ხდება მისი დიამეტრი, მით უფრო ძლიერია სანაყოფე გარსის დაწოლა საშვილოსნოს ყელზე საშვილოსნოს მხრიდან, ეხმარება რა ამით მას გაფართოებაში. სანაყოფე წყლების დაღვრა ხდება მაშინ, როცა საშვილოსნოს ყელი იხსნება 7-8 სმ-ზე. თუ ეს არ ხდება, მეან-გინეკოლოგი ფაქიზად გახსნის ამნიოტურ ტომარას და გადასწევს გარსს ისე, რომ ბავშვის თავი გამოვიდეს სამშობიარო არხში. ამ ოპერაციას ამნიოტომია ეწოდება.
ვარიკოზი ორსულობისას ვლინდება სწრაფად დაღლით, მუდმივად სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნებით ქვემო კიდურებში. მოგვიანებით კი აღინიშნება შეშუპება, ტკივილი კი კიდევ უფრო ძლიერდება, კიდურებზე და საზარდულის მიდამოში კარგად ჩანს გაფართოებული ვენები.
ორსულობის პერიოდში, ნაყოფის საჭირო ნივთიერებებითა და ჟანგბადით უზრუნველყოფის მიზნით, ქალის ორგანიზმში სისხლის მოცულობა დაახლოებით 30%-ით მატულობს. გაზრდილი საშვილოსნო ზეწოლას ახდენს მენჯის სისხლძარღვებზე, რის გამოც ფერხდება ვენური უკუდინება. მდგომარეობის კომპენსირება ხდება მცირე მენჯის ვენების ზომაში მომატებით. ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები განაპირობებენ ისეთი პათოლოგიის ჩამოყალიბებას, როგორიცაა ორსულთა ვარიკოზი. აღნიშნული სიმპტომები მიუთითებს ვენურ შეგუბებაზე და ხშირ შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ ქრება, როდესაც სხეულის წონა და ჰორმონული ფონი ნორმალიზდება. რიგ შემთხვევებში ქსოვილებში არსებული ცვლილებები შეუქცევადი ხდება მშობიარობის შემდეგაც. ვარიკოზი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ჩნდება გენეტიკურად წინასწარგანწყობილ ქალებში, ჭარბი წონისა და ჰიპოდინამიის დროს. უნდა აღინიშნოს, რომ ვენური შეგუბება განაპირობებს თრომბების წარმოქმნას და ვენებში ანთებით ცვლილებებს. მძიმე შემთხვევაში საფრთხე ექმნება არა მარტო დედის, არამედ ბავშვის ჯანმრთელობასაც. რისკი მცირდება ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ამის გამო აუცილებელია გართულებების პროფილაქტიკა:
სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, პირველ რიგში, საჭიროა სრულფასოვანი კვება. ნუ იჩქარებთ დიეტის დაწყებას, სასურველ ფორმაში ნელ-ნელა ჩადგებით.
ლოგინობის ხანის დამთავრების შემდეგ, 2 თვეში, ქალს შეუძლია დაიწყოს ფიზიკური აქტივობა, ფორმაში ჩადგომა. აუცილებელია, რომ ყურადღება მიაქციოთ სისხლიან გამონადენს საშოდან, რომელიც 8 კვირის განმავლობაში შეიძლება იყოს, შემდეგ კი - აღარ. სასურველია მელოგინე ქალმა თავი შეიკავოს ძლიერი ფიზიკური აქტივობისგან. კატეგორიულად აკრძალულია სიმძიმის აწევა. რეკომენდებულია მსუბუქი, სუნთქვითი ვარჯიშები. ექიმის რეკომენდაციით საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ბანდაჟი. ძირითადი ჩივილები
თუ პაციენტს არ აღენიშნება მოშარდვის სურვილი, არ აქვს კუჭის მოქმედება, აუცილებელია მიმართოს ექიმს. მშობიარობის შემდგომ მესამე დღეს მკერდში რძის რაოდენობა იწყებს მომატებას, ეს გახლავთ მასტიტის განვითარების დიდი რისკი, სწორედ ამიტომ მელოგინე ინფორმირებული უნდა იყოს ძუძუთი სწორი კვების შესახებ. სასურველია წყლის მიღების შემცირება 1,2-2 ლიტრამდე. სწორად წარმართული ლოგინობის ხანა იძლევა საშუალებას თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა საშვილოსნოს ანთება - ენდომეტრიტი. მკერდის პრობლემებიდან უხშირესია - მასტიტი. კვება მშობიარობის შემდეგ, პირველ თვეს სასურველია ქალი იკვებებოდეს შემდეგი პროდუქტებით: არაგაზირებული წყალი, შავი ჩაი, მაწონი, ყველი, პიურე, წყალზე მომზადებული ფაფა, მოხარშული ჭარხლის სალათი, მოთუშული ბოსტნეული, უცხიმო სუფები, მოხარშული თევზის ფილე, შემწვარი ვაშლი, დღეში 1 ცალი ბანანი. მშობიარობის მეორე თვე: კვერცხი, ოლადები, მურაბა, თაფლი, ნიგოზი, რძე 2,5%, კარაქი, დღეში 1 ლიტრი სითხე, ხოლო თუ რძისთვის არ გაქვთ საკმარისი რძე - 2,5 ლიტრი დღეში. პროდუქტები, რომლებიც იკრძალება ლოგინობის ხანაში: ხილის ნატურალური წვენები, შოკოლადი, ყავა, რძე, ნამცხვარი, ცომეული, ხახვი, ნიორი, ბალი, ალუბალი, მარწყვი, მარილიანი პროდუქტები, შემწვარი და მოხრაკული კერძები, შებოლილი პროდუქტები, უმი ბოსტნეული, პომიდორი, კიტრი. რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს მელოგინემ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს, თუ აქვს ძლიერი სუნიანი, სისხლიანი გამონადენი საშოდან, ტემპერატურა 38 და მეტი, გამაგრებული მკერდი. ოჯახის წევრებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მელოგინე დედას. მისთვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება, აბაზანა, ძილი, მსუბუქი ვარჯიშები, დასვენება. მშობიარობიდან 6 კვირაში სასურველია, რომ ესტუმროთ გინეკოლოგს, რათა მიიღოთ ინფორმაცია მშობიარობის შემდეგ, ლოგინობის ხანაში თავის მოვლის, სქესობრივი ცხოვრების დაწყების, არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების და სხვა აქტუალური საკითხების თაობაზე.
ღამის ენურეზი ანუ ღამით შარდის შეუკავებლობა საკმაოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ კეთილთვისებიანი და ასაკდამოკიდებული პრობლემაა.
დამნაშავე ამ ამბავში მცირე ზომის შარდის ბუშტია, რომელიც ვერ იტევს მთელი ღამის განმავლობაში დაგროვილ შარდს, ამასთან ამ პრობლემის მქონე პატარებს ძალიან ღრმად ძინავთ და სავსე შარდის ბუშტი არ აღვიძებთ. როგორც წესი პრობლემა ოჯახურია, აუცილებლად მოიძიებთ ნათესავებს, რომელთაც ბავშვობაში ეს პრობლემა აწუხებდათ. ღამის ენურეზზე ვსაუბრობთ მაშინ, თუ ბავშვი უკვე 6 წლისაა და პრობლემა მაინც გრძელდება. ენურეზის სიხშირე 6 წლის ასაკში შეადგენს დაახლოებით 15-20%-ს, 10 წლისათვის 10%-ს, 15 წლისათვის 1%-ზე ნაკლებს, ხოლო 18 წლისათვის პრაქტიკულად აღარ გვხვდება; დაახლოებით 2-ჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ ბიჭებს, ვიდრე გოგონებს. რჩევები მშობლებს:
სპეციალისტს უნდა მიმართოთ თუ:
გადატანილი აბორტი ნებისმიერ შემთხვევაში აისახება ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ამის გამო ექიმები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ კატეგორიის პაციენტებს. აბორტის დროს საშვილოსნოს ყელის ტრავმირება საფრთხეს უქმნის აბორტის შემდგომ დამდგარ ორსულობას.
საშვილოსნოს ყელი წარმოადგენს კუნთოვან წარმონაქმნს, რომელიც იოლად შეიძლება დაზიანდეს ქირურგიული ინსტრუმენტით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორსულობა პირველია და საშვილოსნოს ყელის არხი საკმაოდ ვიწროა. საშვილოსნოს ყელის დაზიანება მის არასრულფასოვნებას იწვევს და უკვე შემდგომ დამდგარი ორსულობის დროს ვეღარ ახდენს ნაყოფის შეკავებას და 16-18 კვირაზე დგება ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის საშიშროება. მოსალოდნელ სპონტანურ აბორტს წინ უძღვის სისხლიანი გამონადენი და შესაძლოა სუსტი ინტენსივობის ტკივილი მუცლის მიდამოში. თუ ექიმი დროულად მოახდენს საშვილოსნოს ყელის არასრულფასოვნების დადგენას, შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ აღნიშნული საფრთხე ნაკერების დადებით, რაც უზრუნველყოფს საშვილოსნოს ყელის დახურულ მდგომარეობაში შენარჩუნებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უფრო ხშირად საშვილოსნოს ყელის არასრულფასოვნების გამოვლენა ხდება სწორედ სპონტანური აბორტის შემდეგ. მუცლის მოშლის შემდეგ ორსულობისათვის საფრთხეს წარმოადგენს ასევე არასწორი ჰორმონული რეგულაცია. ქალის ორგანიზმი ორსულობისას დადგომისას მთლიანად გადართულია მომავალი ბავშვის განვითარებისათვის პირობების შექმნისაკენ. აბორტის დროს ხდება ამ პროცესის შეწყვეტა, რაც ჰიპოფიზისა და საკვერცხეების ფუნქციონირების დარღვევის მიზეზს წარმოადგენს. შედეგად შემდგომი ორსულობის დროს ნაყოფის განვითარებისათვის საჭირო ჰორმონული ფონი არ არის შესაბამისი. ყველაზე ხშირად აღინიშნება პროგესტერონის დეფიციტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორსულობის შენარჩუნებაში პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, თუმცა მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით. აბორტის დროს ხდება ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს შიგნითა შრის დაზიანება, უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ შრის მდგომარეობა პლაცენტის ფორმირებისათვის. ასეთ დროს სანაყოფე კვერცხის მიმაგრება ხდება საშვილოსნოს ქვედა დაუზიანებელ ნაწილში ან საშვილოსნოს ყელზე. აღნიშნული მდგომარეობა ხშირად ხდება სისხლდენის მიზეზი. ყელის ორსულობისას სიხლდენის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს საშვილოსნოს ამოღება, ხოლო პლაცენტის ქვედა მდებარეობისას ხორციელდება სტაციონარული მკურნალობა ორსულობის შენარჩუნების მიზნით. საშვილოსნოს შიგნითა შრის გათხელება განაპირობებს პლაცენტის დეფექტების წარმოქმნას, რაც იწვევს ფეტოპლაცენტარულ უკმარისობას, არ ხდება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით მიწოდება ნაყოფისათვის, რის გამოც აღინიშნება განვითარების შეფერხება და მცირეწონიანი ახალშობილის დაბადება. გამომდინარე აქედან ორსული მუდმივად უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დროულად გამოვლინდეს ზრდის შეფერხება და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. აბორტისშემდგომი ორსულობის დროს კიდევ ერთ საშიშროებას წარმოადგენს საშვილოსნოს კედლის გათხელების შედეგად საშვილოსნოს გასკდომა. გარდა ამისა აბორტის დროს პერფორაციის არსებობისას ხდება ქირურგიული წესით აღნიშნული მიდამოს ახალი ქსოვილით დაფარვა, რომელიც ნაკლებად წევადია და უკვე შემდგომი ორსულობისა და მშობიარობის დროს შეიძლება გახდეს საშვილოსნოს გახევის მიზეზი. აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს როგორც დედის, ისე ბავშვისათვის. მედიკამენტოზური აბორტი ორსულობის შეწყვეტის შედარებით უსაფრთხო მეთოდს წარმოადგენს. თუმცა აღნიშნული საკითხის დეტალური შესწავლისას აღმოჩნდა, მედიკამენტოზური აბორტი ქალის ორგანიზმში სერიოზული დარღვევების მიზეზი შეიძლება გახდეს. როგორც უკვე ითქვა, ორსულობის პირველივე დღიდანვე ხდება მთელი რიგი ჰორმონების გამომუშავება და ორსულობის შეწყვეტა იწვევს ძლიერ ჰორმონულ ჩავარდნას, შედეგად ზიანდება ჰიპოფიზი, ფარისებრი ჯირკვალი, საკვერცხეები და თირკმელზედა ჯირკვალი. მედიკამენტოზური აბორტი კიდევ უფრო მეტად მოქმედებს ენდოკრინული სისტემაზე და მაღლა წევს სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოსა და საკვერცხეების დაავაადებების განვითარების ალბათობას. უკიდურესად არასასურველ შედეგს წარმოადგენს ენდოკრინული უშვილობა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მედიკამენტოზური აბორტი კლასიკურთან შედარებით ნაკლებად ტრავმულ ზემოქმედებას ახდენს ქალის ფსიქიკაზე, თუმცა უნაყოფობის განვითარების შანსი ნებისმიერი სახის აბორტის დროს არსებობს.
დღიდან ფუნქციონირებისა, ,,იმედის კლინიკის“ ადმინისტრაციის უმთავრეს პრიორიტეტს პაციენტის ინტერესებზე და უფლებებზე ორიენტირებული სამედიცინო კერის ჩამოყალიბება შეადგენს;
ამ მიმართულებით ,,იმედის კლინიკამ“ არაერთი ნაბიჯი გადადგა; ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა ვიზრუნოთ პაციენტებზე, მათ თანმხლებ პირებზე და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების პარალელურად შევუქმნათ მათ სასიამოვნო, კეთილგანწყობილი გარემო; ,,იმედის კლინიკის“ სპეციფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხდება არასასიამოვნო ფაქტები, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულების წარმოქმნასთან, არის გადაცდომებიც, ირღვევა ჩვენი პრიორიტეტი, როცა კონკრეტულ პაციენტზე კლინიკის პერსონალი ვერ ახდენს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენას და ა.შ. საბედნიეროდ, ასეთი ფაქტები იშვიათია, თუმცა კლინიკის ადმინისტრაცია ყოველნაირად ცდილობს გონივრულ მინიმუმადე დაიყვანოს იგი; უნდა დაგვეთანხმოთ, რომ თითოეული ასეთი ფაქტი უპირველესად ჩვენ გვაწუხებს; კლინიკის ადმინისტრაციას კარგად აქვს გაცნობიერებული რომ მხოლოდ პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია ლიდერობაზე; ,,იმედის კლინიკა“ თავისი კონცეფციით, სამედიცინო მომსახურების ხარისხით, არსებული პირობებით ზუსტად რომ ლიდერის პოზიციებს იკავებს; ამიტომაც, სისხლხორციელად დაინტერესებულნი ვართ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა ის ფაქტორი, რომელმაც პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს; ,,იმედის კლინიკა" პაციენტთა უფლებების დაცვის ოთხსაფეხურიან სისტემაზე გადავიდა, რასაც საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში ანალოგი არ გააჩნია. ფიქრიდან - ქმედებამდე - ასე შეიძლება პირობითად დახასიათდეს ის სქემა, რომელიც ,,იმედის კლინიკაში" ინერგება; რას ნიშნავს ეს? პირველი, ჩვენ ვიცავთ მათ ინტერესებს, ვინც ფიქრობს, მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ ,,იმედის კლინიკაში" მოსვლა. მეორე, ყოველი პაციენტის (ამბულატორიაში თუ სტაციონარში) უფლებებს დაიცავს ,,იმედის კლინიკის" ომბუდსმენი; მესამე, ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებების დაცვაში კლინიკის ხელმძღვანელობა უნდა ჩაერთოს? ასეთ შემთხვევაში, დღის ნებისმიერ დროს თქვენ გექნებათ პირდაპირი კონტაქტი ,,იმედის კლინიკის" ხელმძღვანელობასთან და კონკრეტულად კლინიკის დირექტორთან დავით კობეშავიძესთან მეოთხე, თუ თქვენი უფლებები დაირღვა, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არა მარტო უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, არამედ, მოითხოვოთ კონკრეტული რეაგირება თქვენი უფლებების დამრღვევის მისამართით. ,,იმედის კლინიკის“ ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, მოგვმართოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მიზნით; ასევე, ვაცხადებთ, რომ თქვენი მხრიდან გამოთქმული ნებისმიერი შენიშვნა ჩვენი მხრიდან იქნება განხილული და მოხდება შესაბამისი რეაგირება; მიგვაჩნია, რომ ასეთი პოზიცია განსაკუთრებით გააძლიერებს ჩვენს პრიორიტეტებს პაციენტთა უფლებების დაცვისა და სამედიცინო სერვისების უსაფრთხოების კუთხით;
ყოველი დედა ზრუნავს ბავშვის სწორ კვებაზე და განსაკუთრებული გულისყურით არჩევს საჭირო სურსათს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკვების უსაფრთხოება ბევრად არის დამოკიდებული იმაზეც, როგორ ჭურჭელში მზადდება ესა თუ ის კერძი - მომზადებისას ხომ შეიძლება, მავნე ნივთიერებების ნაწილი ჭურჭლიდან საკვებში გადავიდეს.
უჟანგავი ფოლადი ყველაზე უსაფრთხოდ უჟანგავი ფოლადი მიიჩნევა. უჟანგავი ლითონი, რომლისგანაც სამზარეულოს ჭურჭელს ამზადებენ, ქრომსა და ნიკელთან (18% ქრომი და 10% ნიკელი) რკინის შენადნობს წარმოადგენს. ასეთი მასალის მთავარი ღირსება საკვებში არსებული აგრესიული ფაქტორების მიმართ გამძლეობაა. უჟანგავ ჭურჭელში ნებისმიერი საკვების – როგორც წვნიანის, ისე ფაფის - მომზადება შეიძლება. მომზადებისას კერძს არც გემო ეცვლება, არც ფერი. ამასთანავე, უჟანგავი ფოლადი ჰიგიენურიც არის - ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას (შემთხვევითი როდია, რომ ქირურგიულ ინსტრუმენტებს ამ შენადნობისგან ამზადებენ). აღნიშნული თვისებების გამო ფოლადის ჭურჭელში მომზადებული საკვები უფრო დიდხანს ინარჩუნებს ვარგისობას. ყველაფერთან ერთად, უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი იოლად ირეცხება, არ იჟანგება და დიდხანს გემსახურებათ. სითბოს დაბალი გამტარობის გამო მასში მომზადებული კერძი დიდხანს არ ცივდება. შეძენისას
თუჯი მართალია, ამ მასალისგან დამზადებულ ჭურჭელს ჯერ კიდევ ჩვენი დიდი ბებიები იყენებდნენ, მაგრამ ამის გამო მასზე უარის თქმა არ ღირს. თუჯის ჭურჭლის უმთავრესი ღირსება ის გახლავთ, რომ მისი ძირითადი კომპონენტია რკინა, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე ნაკლებად ტოქსიკურ და აგრესიულ მასალად ითვლება. განსაკუთრებით მოხერხებულია თუჯის ჭურჭელი ხანგრძლივი ხარშვისა და შუშვისთვის. მასში შესანიშნავი ფლავი, მოშუშული კარტოფილი, ბოსტნეულისა და ხორცის რაგუ მზადდება – კერძი თანაბრად იშუშება და არც ფსკერი იწვება. გარდა ამისა, თუჯის ჭურჭელი არ დეფორმირდება, არ იკაწრება და დიდხანს გემსახურებათ. შეძენისას
მოვლა
ჭურჭელი, რომლის ფსკერიც არ იწვის ასეთი მასალის ჭურჭელი უკვე მრავალმა დიასახლისმა დააფასა სათანადოდ. მის გლუვ და პრიალა ფსკერს არასოდეს არაფერი ეკვრის და ადვილადაც ირეცხება. ბოლო ხანს პრესაში გაჩნდა შემაშფო-თებელი ინფორმაცია ასეთი ჭურჭლის მავნებლობის შესახებ. წერენ, თითქოს მისი ორთქლი იწვევს თავის ტკივილსა და თავბრუხვევას, ჭურჭლის პოლიმერები საკმაოდ ტოქსიკურია და ასე შემდეგ. კვლევებმა კი აჩვენა, რომ მსგავს განცხადებებს საფუძველი არ გააჩნია - დაუზიანებელი ჭურჭელი არავითარ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მიაქციეთ ყურადღება: ლაპარაკია დაუზიანებელ ჭურჭელზე. თუ მისი ზედაპირის მთლიანობა დაირღვა, ჭურჭელი უვარგისად უნდა მივიჩნიოთ და გადავაგდოთ, რადგან დაშლილი პოლიმერიდან ტოქსიკური მონომერები საკვებში გადადის. შეძენისას
მოვლა
მომინანქრებული ჭურჭელი მომინანქრებულ ჭურჭელს უსაფრთხოების მიხედვით მეორე ადგილი უკავია. მას თუჯის ან ლითონთა შენადნობისგან ამზადებენ და მინანქრის რამდენიმე ფენით ფარავენ. მინანქარი ლითონს დაჟანგვისგან იცავს, ასე რომ, მასში მომზადებული საკვებით მოწამვლის საფრთხე აღარ გვემუქრება. მინანქრის თანამედროვე ჭურჭელი ძალიან გამძლეა. ის შეუვალია არსებული მარილების, Mმჟავებისა და ტუტე რეაქციის ნივთიერებათა ზემოქმედების მიმართ, ამიტომ მასში მხოლოდ საკვების მომზადება კი არა, ნებისმიერი პროდუქტისა თუ მზა კერძის შენახვაც შეიძლება. ასეთი ჭურჭელი ადვილად ირეცხება და თუ სათანადოდ მოუვლით, დიდხანს მოგემსახურებათ. მომინანქრებული ქვაბი რძიანი ფაფის მოსამზადე-ბლად მოუხერხებელია – ფსკერი კერძს ადვილად მიიწვავს. სამაგიეროდ, იდეალურია სუპისა და კომპოტისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ მომინანქრებული ჭურჭელი უნაკლო არ არის. დროთა განმავლობაში მას ნაკაწრები და ნახეთქები უჩნდება. ეს მით უფრო მალე მოხდება, რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ რეცხვისას მაგარ ჯაგრისს და აბრაზიულ სახეხ საშუალებებს. დაზიანებული ჭურჭელი უვნებელი აღარ არის - შესაძლოა, ნახეთქებიდან საკვებში ლითონის ტოქსიკური ელემენტები გადა-ვიდეს. არ არის გამორიცხული საკვებში მინანქრის ნატეხების მოხვედრაც, მახვილწვერა ნატეხმა კი, ადვილი შესაძლებელია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი დააზიანოს. ასე რომ, დაზიანებულ ჭურჭელს დროზე უნდა შეველიოთ. შეძენისას
მოვლა
ალუმინი როდესაც საშიში ჭურჭლის შესახებ ვსაუბრობთ, გვერდს ვერაფრით ავუვლით ალუმინის ნაწარმს - ის ყველაზე მავნე მასალად მიიჩნევა, თუმცა, სპეციალისტების აზრით, მსგავსი შეხედულება საფუძველს მოკლებულია. რა თქმა უნდა, ალუმინი, რომელიც ჭურჭლის კედლებიდან გამოიყოფა და საკვებში ხვდება, სასარგებლო არ არის, მაგრამ თუ ჭურჭელს სწორად გამოვიყენებთ, საფრთხე აღარ დაგვემუქრება. ალუმინის ჭურჭელში თამამად შეიძლება მოვამზადოთ მაკარონი, კარტოფილი, მჭლე ხორცის ბულიონი, ფაფა. წვნიანი კერძებისა და კომპოტებისათვის კი უმჯობესია სხვა ჭურჭელი გამოვიყენოთ, რადგანაც მჟავა ან ტუტე გარემოში ალუმინის ხსნადობა რამდენჯერმე იმატებს.Aარ არის რეკომენდებული ალუმინის ჭურჭელში მზა საკვების შენახვაც. მოვლა
ბავშვის გაკაჟება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან უნდა დავიწყოთ. იგი არა მარტო გაციებისგან დაიცავს პატარას, არამედ ხელს შეუწყობს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების ფუნქციობას, გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მადას, საჭმლის მონელებას, ძილს. გაკაჟების პროცედურები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ პატარა ჯანმრთელია.
გაკაჟების პროცედურების დაწყება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ უმჯობესია, ეს მაინც თბილ ამინდებს დაამთხვიოთ. პროცედურები უნდა ჩატარდეს რეგულარულად. ხანგრძლივი პაუზა არასასურველია. პროცედურებს შორის დიდი შუალედი ორგანიზმის მედეგობას ამცირებს. მომდევნო წესია, ბავშვი თანდათანობით შევაჩვიოთ პროცედურებს, განსაკუთრებით - თუ თქვენი პატარა სუსტი და ჭირვეულია. მაგალითად, თუ წყლის ან ჰაერის აბაზანების დროს ბავშვს აკანკალებს, კანი უჭრელდება და ხორკლებს აყრის, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტემპერატურა მისთვის ჯერ კიდევ მეტისმეტად დაბალია, ამიტომ მომდევნო პროცედურა უფრო თბილი წყლით უნდა ჩაუტაროთ. საზოგადოდ, გაკაჟება ბავშვისთვის გართობა უნდა იყოს და არა წამება. თუ პატარას ინფექციური დაავადება შეხვდა, პროცე-დურები შეწყვიტეთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, მაგალითად, ანემიის, ჰიპოტროფიის დროს, მზე, წყალი და ჰაერი შესანიშნავად დაეხმარებიან ბავშვს ავადმყოფობასთან გამკლავებაში. პროცედურების ერთბაშად შეწყვეტაც არ შეიძლება - უნდა შეუთანხმდეთ პედიატრს და თანდათანობით შეამციროთ პროცედურების ხანგრძლივობა. გაკაჟება დაბადებისთანავე უნდა დაიწყოთ: ნუ ჩაფუთნით ბავშვს თბილ ტანსაცმელში, ნურც ოთახს გაათბობთ ზედმეტად. პირველი 6 თვის განმავლობაში სავსებით საკმარისია, ოთახის ტემპერატურა 21-22 გრადუსი იყოს, ექვსი თვის შემდეგ - 19-20 გრადუსი. ბავშვი პატარაობიდანვე მიაჩვიეთ სუფთა ჰაერს, მაგრამ ოთახის განიავებისას მეორე ოთახში გაიყვანეთ. ზაფხულობით ფანჯარა მუდამ ღია დატოვეთ. შემოდგომაზე და ზამთარში სარკმელი თავდაპირველად დღეში 1-2 წუთით გამოაღეთ, შემდეგ კი თანდათან უფრო და უფრო მეტი ხნით. გასაკაჟებლად კარგია წყლის ჰიგიენური პროცედურები - ხელების დაბანა, ჩაბანა, ტანისა და თავის ბანა, წყალში თამაში. ახალშობილს სახეს თავდაპირველად თბილი წყლით ბანენ, შემდეგ - ონკანის ცივი წყლით. ჩასაბანი წყლის ტემპერატურაც თანდათან ოთახის ტემპერატურამდე უნდა დავიყვანოთ. დასაბანი წყლის ტემპერატურა პირველი 6 თვის განმავლობაში სასურველია 36,5-37 გრადუსი იყოს, ხოლო ექვსი თვის შემდეგ - 36 გრადუსი, ბანაობის შემდეგ კი ბავშვს 1-2 გრადუსით ნაკლები ტემპერატურის წყალი გადაავლეთ. გაკაჟება ტანსაცმლის საშუალებითაც შესაძლებელია. ჩვეულებრივ, ბავშვის სხეულსა და ტანსაცმელს შორის არსებული ჰაერის ტემპერატურა ოთახის ჰაერის ტემპერატურაზე 10 გრადუსით მეტია. თუ ბავშვს მეტისმეტად თბილად აცვია, სითბოს გაცემა ფერხდება - კანი ცუდად სუნთქავს, ჩნდება ნაოფლი, სისველე, ჩირქოვანი გამონაყარი. ზედმეტ სითბოს მიჩვეული პატარები ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან. თუ ჰაერზე სეირნობისას ბავშვი გაფითრდა, გაულურჯდა ტუჩები, ფრჩხილები, ესე იგი სცივა, ხოლო კანის სიწითლე, ოფლიანობა, ქოშინი იმაზე მიგვანიშნებს, რომ პატარას დასცხა და გადახურდა. როცა ბავშვს სწორად აცვია, სახის კანი - ვარდისფერი, ფეხები და ხელის თითები თბილი აქვს. გასაკაჟებლად კარგია სუფთა ჰაერზე ძილი. ჩვეულებრივ, პატარებს ჰაერზე ადვილად ეძინებათ და დიდხანს სძინავთ. უმჯობესია, თუ შუადღის ძილს ეზოში სეირნობას დაამთხვევთ. ზაფხულში ეცადეთ, პატარა მთელი დღე გყავდეთ სუფთა ჰაერზე, 6-8 საათი მაინც, ზამთარში ამდენ ხანს ვერ ასეირნებთ. საუკეთესოა დრო შუადღის 12-დან 14 საათამდე. ოთახის პირობებში ჰაერის აბაზანები უნდა დაიწყოთ 2 თვის ასაკიდან, მარტივი პროცედურით - 20-22 გრადუსზე პაწია თავდაპირველად 2 წუთით დატოვეთ გაშიშვლებული, ყოველი 5 დღის შემდეგ პროცედურის ხანგრძლივობა 2-2 წუთით გაზარდეთ. 6 თვემდე ჰაერის აბაზანის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 15 წუთი, 6 თვიდან - 30 წუთი. პროცედურა შეიძლება გაიმეოროთ დღეში 2-3-ჯერ. ჰაერს სხეულის მთელი ზედაპირი რომ შეეხოს, პატარა ხან მუცელზე გადააბრუნეთ, ხან გვერდზე. ეს პროცედურა კვებიდან 30-40 წუთის შემდეგ ტარდება. მზითა და ჰაერით გაკაჟება შეიძლება 3 თვიდან, როცა ჩრდილში ჰაერის ტემპერატურა იქნება არანაკლებ 22 გრადუსისა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვისთვის მზის აბაზანების მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა მზის სხივები აუცილებელია. ბავშვი რამდე-ნიმე წუთით ისე უნდა დაიკავოთ, რომ სხივები ტანზე ხვდებოდეს, მაგრამ თვალებში არ აჭყეტდეს.
,,იმედის კლინიკა" ათეულობით სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებს;
ცალკეული პროექტი საშუალებას გვაძლევს წინასწარ დავგეგმოთ მიზნები და ამოცანები, ჩამოვაყალიბოთ ცალკეული მიმართულების მართვის ეფექტური სისტემები, მოსახლეობის სრულყოფილი ინფორმირების გზები და საშუალებები; ძირითადი აქცენტი კეთდება ისეთ პროექტების დანერგვაზე, რომელსაც ფართო სოციალური ხასიათი ექნება; იგულისხმევა ქალის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული სტრატეგიები - მისი ასაკისა და სხვადასხვა სახის სოციალური ასპექტების გათვალისწინებით; ჯანმრთელი ქალი - ჯანსაღი ოჯახი - ეს არის ჩვენი პრიორიტეტი; ჩვენ ვზრუნავთ, როგორც წმინდა სამედიცინო კუთხით, ასევე ჩვენი პროექტები ორიენტირებულნი არიან საინფორმაციო-საგანმანათლებლო და პრევენციულ მიმართულებებზე. დანერგილი თუ ახალი პროექტების ეფექტურობა დიდათ არის დამოკიდებული საზოგადოებასთან და ფოკუსირებულ ჯგუფებთან აქტიურ და ეფექტურ კომუნიკაციაზე. ამ მიმართულებით, ჩვენთვის უმთავრესს მიზანს შეადგენს ისეთი კომუნიკაციის სისტემის შემუშავება და დანერგვა, რომელიც ერთიანად ხელმისაწვდომი იქნება ყველა სოციალური ჯგუფისთვის თუ ცალკეული პირისთვის მიუხედავად მისი გეოგრაფიული მდებარეობისა; სწორედ ამიტომ, ,,იმედის კლინიკაში" თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული კომუნიკაციის ფორმები დაინერგა. ახალი პროექტები და კომუნიკაციის განსაკუთრებულად ეფექტური და ხელმისაწვდომი ფორმები შეადგენს ,,იმედის კლინიკის" საინფორმაციო ცენტრის პრიორიტეტს; ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებებით ჩვენ შევქმნათ კომფორტული გარემო ნებისმიერი იმ პირისთვის, რომელიც ისარგებლებს ,,იმედის კლინიკაში" დანერგილი სიახლეებით. ,,იმედის კლინიკაში“ მოქმედებს შეღავათიანი მშობიარობის პროექტი ,,ერთგულება"; პროექტი ,,ერთგულება" ვრცელდება იმ მომავალ დედებზე, რომლებიც ორსულობის პირველივე ვიზიტს და ყველა დანარჩენ ვიზიტს ახორციელებენ ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; ამავე დროს, პროექტში ჩასართავად აუცილებელია ორსულმა ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა პატრონაჟის შიდა პროგრამის ფარგლებში განახორციელოს მინიმუმ 5 სრულფასოვანი ფასიანი ვიზიტი მაინც; ჩვენთვის პატივია თითოეული ორსულის მხრიდან გამოცხადებული ის ნდობა, რაც გამოიხატება ორსულობის ცხრავე თვეს ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში ვიზიტებით; ორსულები გვენდობიან, გვანდობენ თავიანთ და შვილის ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და მომავალს; ,,იმედის კლინიკა" ასეთ ორსულებს პასუხობს პროექტით ,,ერთგულება", რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურების პარალელურად საგრძნობი შეღავათებით სამეანო მომსახურებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში: ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
სადირექტორო პატრონაჟის პროექტი თვითდინებით შემოსული მშობიარეებისთვის ,,იმედის კლინიკის" დირექტორის დავით კობეშავიძის ნოვაციური ინიციატივაა! ვისზე ვრცელდება სადირექტორო პატრონაჟის პროექტი?
რა შეღავათებს მიიღებთ მშობიარობის დროს?
ვინ ამშობიარებს თვითდინებით შემოსულ მშობიარეს?
ლოგინობის ხანა ,,იმედის კლინიკაში" მშობიარობის შემდეგ, ,,იმედის კლინიკაში" მელოგინეთა განყოფილებაში თვითდინებით შემოსულ მშობიარეს ზედამხედველობას გაუწევს შესაბამისი მელოგინეთა განყოფილების ხელმძღვანელი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად დარეკეთ:
,,იმედის კლინიკა" მომავალ დედებს თანამედროვე და მაქსიმალურად უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს; გთავაზობთ რამოდენიმე განმარტებას და ინფორმაციას, რომელიც მშობიარეებს აინტერესებთ: ძალიან ხშირად გვეკითხებიან - თუ ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში არ ვარ აღრიცხვაზე მექნება თუ არა საშუალება, რომ თქვენთან ვიმშობიარო? დიახ, რა თქმა უნდა, მითუმეტეს, რომ სწორედ ასეთი კატეგორიის მშობიარეებისთვის ,,იმედის კლინიკაში" მოქმედებს სადირექტორო პატრონაჟის პროექტი თვითდინებით შემოსული მშობიარეებისთვის (ნახეთ ვრცლად >>>) აღნიშნული პროექტის ფარგლებში იმშობიარებთ საგრძნობი შეღავათებით. ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომას აქვს რიგი უპირატესობა; კერძოდ, მხოლოდ ჩვენთან მოქმედებს ორსულთა მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალმხრივი, ეფექტური პროექტი, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს და აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევებში საერთოდ ანეიტრალებს ყველა სახის გართულებებს, როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის დროს; გარდა ამისა, ,,იმედის კლინიკაში“ მოქმედებს შეღავათიანი მშობიარობის პროექტი ,,ერთგულება" (ნახეთ ვრცლად >>>); პროექტი ,,ერთგულება" ვრცელდება იმ მომავალ დედებზე, რომლებიც ორსულობის პირველივე ვიზიტს და ყველა დანარჩენ ვიზიტს ახორციელებენ ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; მიუხედავად ამისა, ორსულები, რომლებიც ჩვენთან არ დგანან აღრიცხვაზე, მაგრამ სურთ იმშობიარონ ,,იმედის კლინიკაში" მიიღებენ ძალზე ეფექტურ მხარდაჭერას, ვინაიდან ,,იმედის კლინიკაში" მშობიარობის მართვის მაღალეფექტური მეთოდებია დანერგილი, რომლითაც ჩვენი მეან-გინეკოლოგები ხელმძღვანელობენ. აუცილებელია თუ არა მშობიარობისთვის ექიმის აყვანა? - ეს კითხვაც ხშირად ისმევა; არავითარ შემთხვევაში; მეტიც, ყველა მორიგე ბრიგადა დაკომპლექტებულია ,,იმედის კლინიკის" წამყვანი სპეციალისტებით, რომელთა პროფესიონალიზმი და მშობიარობის მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები უმაღლეს ხარისხშია აყვანილი; სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით იმ ორსულების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომლებიც მხოლოდ სამშობიაროდ მომართავს ,,იმედის კლინიკას" - კვირის ნებისმიერ დღეს და დღის ნებისმიერ დროს თქვენ დაგხვდებათ მეან-გინეკოლოგები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით და შედეგებით ლიდერები არიან არა მარტო ,,იმედის კლინიკის" მასშტაბით; შესაბამისად, სანერვიულოც არაფერია; ორსული, რომელიც ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაშია აღრიცხვაზე, გაცილებით ინფორმირებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით; თუმცა მასაც აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება - ,,აიყვანოს" თუ არა ექიმი; ისევ აქტუალური შეკითხვა - როგორ უნდა მივხვდე, რომ მშობიარობა მეწყება? მშობიარობის დაწყების უმთავრესი მახასიათებელია მუცლის არეში რეგულარული, მოვლითი ხასიათის ტკივილების დაწყება. ტკივილს უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, პაუზები ტკივილებს შორის, როგორც წესი 4-5 წუთს შეადგენს; ალბათ, გაინტერესებთ რა უნდა გქონდეთ თან სამშობიაროდ ჩვენთან მოსვლისას? პირადი მოხმარების საგნები, მეძუძური ქალის ლიფი, ჰიგიენური საფენები; ,,იმედის კლინიკის” ნეონატალური განყოფილება უზრუნველყოფილია ახალშობილისათვის საჭირო ყველა ნივთით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნივთების მოტანას მაინც გადაწყვეტთ - დაგჭირდებათ: პლედი, ბოდი, შარვალი, წინდა (ბუნებრივი მასალის), ქუდი, გარედან ჩასაცმელი სამოსი. გაყვანის დღეს დაგჭირდებათ ახალშობილის ტანსაცმელი. სამშობიარო ბლოკი კომფორტი, ულამაზესი გარემო, უახლესი აპარატურა, მშობიარესთვის აუცლილებელი ყველა პირობა - ეს ,,იმედის კლინიკის" სამშობიარო ბლოკების ძირითადი მახასიათებელია. ექნებათ თუ არა საშუალება თქვენ მეუღლეს და ოჯახის წევრებს დაესწრონ მშობიარობას? ფიზიოლოგიურ მშობიარობას შეუძლია დაესწროს მხოლოდ მეუღლე. საკეისრო კვეთის ოპერაციაზე თანმხლები პირის დასწრება არ არის მიღებული. საკეისრო კვეთის ოპერაციის დროს შესაძლებელია ახალშობილის მამის გულზე დაწვენა. მელოგინეთა განყოფილება - ორადგილიანი პალატები ,,იმედის კლინიკის" მელოგინეთა განყოფილებაში ორადგილიანი კეთილმოწყობილი პალატებია, დედისთვის და ახალშობილისთვის ყველა აუცილებელი პირობებით, ჰიგიენური და სველი წერტილებით; ახალშობილი იმყოფება დედასთან, მისივე მოთხოვნით ბავშვი გაჰყავთ ნეონატოლოგებს; ჩვენთან მელოგინე იმყოფება იმდენი დღით, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს; განყოფილებას აქვს სასადილო საუკეთესო და დედისთვის აუცილებელი საკვებით; ჩვენთან მელოგინეობის პერიოდი არანაირ დამატებით გადასახადთან არ არის დაკავშირებული. მელოგინეთა VIP განყოფილება ,,იმედის კლინიკის" VIP განყოფილება - სასტუმროს ტიპის, ულამაზესი ინტერიერით, ოროთახიანი პალატით მელოგინესთვის და მისი თანმხლები პირისთვის მელოგინე VIP განყოფილებაში თავსდება ინდივიდუალურ სამშობიარო ოთახში მშობიარობის შემდეგ.
,,იმედის კლინიკის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, VIP განყოფილებას უნდა ახასიათებდეს ორი ძირითადი ნიშანი: პირველი - სრული და უმაღლესი ხარისხის სერვისი მეორე - მაქსიმალურრი ხელმისაწვდომობა განურჩევლად მშობიარის სოცისლური მდგომარეობისა. ახალშობილის მოვლა ,,იმედის კლინიკაში” მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ახალშობილის პირველადი მოვლის პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი გარენო და პირობები. ჩვენ, ნეონატოლოგები და ახალშობილთა ექთნები, ახალშობილის დაბადებისთანავე ოპერატიულად ვუზრუნველყოფთ სასუნთქი გზების გამავლობას, ხდება სითბოს დაკარგვის პრევენცია, ყველა ახალშობილთან ვიცავთ ე.წ. ,,სითბური ჯაჭვის” 10 საფეხურს, ვახორციელებთ კანი-კანთან კონტაქტს. შიშველ ჯანმრთელ ახალშობილს ვაწვენთ დედის სხეულზე, რაც სითბოს დაკარგვის პრევენციის იდეალური მეთოდია. ამ დროს, ახალშობილს ახურავს ქუდი და აცვია წინდები, ბავშვს და დედას აუცილებლად აფარია საბანი. მშობიარობიდან 1 საათში ვახორციელებთ კონიუნქტივიტის პროფილაქტიკას ერითრომიცინის 0,5% მალამოს საშუალებით ახალშობილს ვუტარებთ ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკას K ვიტამინის ორალური ფორმის საშუალებით დაბადებიდან 1-2 საათის განმავლობაში. ახალშობილის მარკირებას ვატარებთ მოვლის პროცედურების მსვლელობისას, დაბადებისას სამაჯურზე იწერება დედისა და მამის გვარი, ისტორიის ნომერი, დაბადების დრო, სქესი და ანტროპომეტრიული მონაცემები. შემდეგ, ახალშობილს აცმევენ ტანსაცმელს, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს. ახალშობილის სრულ გასინჯვას ვახდენთ დაბადებიდან 2 საათში. თითოეული ახალშობილს ყოველდღიურად უტარდება სასიცოცხლო ფუნქციების მარტივი მონიტორინგი, რასაც დედაც ესწრება, ვატარებთ აგრეთვე ყოველდღიურ ტუალეტს. სიცოცხლის მე-4-5 დღეს ვახორციელებთ სკრინინგს ფენილკეტონურიაზე, ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ჰიპერფენილალანიმენიაზზე. სამშობიარო სახლში დედა და ახალშობილი იმყოფება ერთ პალატაში დედის სურვილისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ჰიგიენური თუ სამედიცინო პროცედურების ჩატარებისთვის. მშობიარობის დაწყების ნიშნად ითვლება საშვილოსნოს მუსკულატურის რეგულარული შეკუმშვის გამოვლინება. ამ მომენტიდან უკვე ფეხმძიმეს მშობიარეს უწოდებენ. რითმული შეკუმშვები იგრძნობა, როგორც დაწოლის შეგრძნება მუცლის ღრუში. საშვილოსნო ხდება მძიმე და დაწოლა შეიძლება იგრძნობოდეს მთელი მუცლის გასწვრივ. სიმპტომის მნიშვნელობა არა თავად შეკუმშვის ფაქტში, არამედ მის რითმულობაში მდგომარეობს. ნამდვილი სამშობიარო შეტევები უნდა მეორდებოდეს ყოველ 15-20 წუთში (შეიძლება დროის სხვა პერიოდულობაც), შემდეგ ინტერვალები თანდათან მცირდება და შეტევები მეორდება ყოველ 3-4 წუთში. ინტერვალებს შორის პერიოდში მუცელი დუნდება და ამ დროს ფეხმძიმე უნდა შეეცადოს დაისვენოს. მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიშნად ითვლება - საშვილოსნოდან ყელის ლორწოვანას, ეგრეთ წოდებული ლორწოვანი საცობის გამოვარდნა. ლორწოვანას საცობი (რომელიც იცავს საშვილოსნოს ყელს სხვადასხვა სახის ინფექციებისა და მავნე ბაქტერიების ზემოქმედებისგან), შეიძლება საშვილოსნოდან გამოიდევნოს როგორც მშობიარობამდე 2 კვირით ადრე, ასევე 3-4 დღით ადრე. საშვილოსნოს შეკუმშვის დაწყების შემდეგ, საშვილოსნოს ყელის არხი ფართოვდება და ხდება ლორწოვანას საცობის გამოდევნა. ლორწოვანი საცობი, მშობიარობის დროს, უზრუნველყოფს დახურული საშვილოსნოს არხის შენარჩუნებას, ხოლო მისი დაკარგვა (ლორწოვანი საცობის გამოვარდნა) მშობიარობის დაწყების გარკვეულ ნიშანს წარმოადგენს. ამ დროს შეიძლება მოხდეს უფერო, მოყვითალო ფერის ან ოდნავ სისხლნარევი, მოვარდისფრო ლორწოს გამოყოფა. მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ მთავარ ნიშნად ითვლება სანაყოფე წყლების დაღვრა (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მშობიარობის დაწყებას იგი შეიძლება არ მოასწავებდეს). შესაძლოა სანაყოფე ბუშტიდან სითხემ გაჟონოს, რის შემდეგაც იწყება სანაყოფე წყლების ნელ-ნელა დაღვრა. იმ შემთხვევაში თუ ბუშტი მოულოდნელად გაიხა, მაშინ სანაყოფე წყლები წამოვა მძლავრ ნაკადად. დროგამოშვებით, ეს ხდება მანამდეც კი, ვიდრე დაიწყება საშვილოსნოს რითმული შეკუმშვები. ყველაზე ხშირად, ასეთი რამ შეიძლება დაემართოთ იმ ფეხმძიმეებს, რომლებიც განმეორებით მშობიარობენ. სანაყოფე ბუშტის გახეთქვის შემდეგ ტკივილი არ იგრძნობა. თუ წყლები მაშინვე დაიღვარა, საშვილოსნოს რითმული შეტევების დაწყებამდე, აუცილებელია ფეხმძიმემ დაუყონებლივ მიმართოს სამშობიარო სახლს. პირველი ეტაპი: რეაქცია ეს ეტაპი გრძელდება რამოდენიმე წუთის ან რამოდენიმე საათის განმავლობაში. რასაკვირველია, როდესაც ორსულობა დაგეგმილია და სასურველი, ქალის გრძნობები უფრო მოსალოდნელ ხასიათს ატარებს. როგორც წესი, ეს სიხარულია მისი გამოხატვის წყნარი ფორმებიდან ეიფორიამდე. როდესაც ორსულობა მოულოდნელია, გრძნობათა სპექტრი უფრო ფართოა – სასოწარკვეთიდან სიხარულამდე. სიხარულის გრძნობა შეიძლება განიცადოს ქალმა, რომელსაც დედობრივი ინსტინქტი ძლიერი აქვს; ამ შემთხვევაში მან შეიძლება იგრძნოს, რომ უკვე უყვარს ეს ბავშვი და ის მისთვის სასურველია, მოულოდნელობის მიუხედავად. მეორე ეტაპი: გაცნობიერება და დაჯერება მეორე ეტაპი შეიძლება რამოდენიმე დღე გაგრძელდეს და სამ კვირას მიაღწიოს. ეს პერიოდი იმისთვისაა საჭირო, რომ ქალის ემოციები (როგორიც არ უნდა იყოს) დალაგდეს, მან ხელახლა მოიპოვოს განსჯის უნარი და დაგეგმოს თავისი მომავალი ცხოვრება. გრძნობათა სიძლიერე ჯერ ისევ ისეთია, თუმცა უკვე დაკლებას იწყებს. ის ქალებიც კი, რომელთა ორსულობაც დაგეგმილი იყო, აღნიშნავენ, რომ მაშინვე ვერ გააცნობიერეს დაორსულების ფაქტი. თუ ორსულობა მოულოდნელია და ჯერჯერობით აღიქმება როგორც არასასურველი, შეეცადეთ იპოვოთ ამ სიტუაციაში დადებითი მომენტი. ამ ეტაპზე შეეცადეთ მხარდაჭერა იპოვოთ ახლობელ ადამიანებში, მეგობრებში და პირველ რიგში – ბავშვის მამაში. მესამე ეტაპი: ახალი გრძნობების გაჩენა ქალი, რომელმაც გააცნობიერა, რომ მის შიგნით ჩაისახა ახალი სიცოცხლე და გადაიტანა გრძნობების პირველი მოზღვავება, იწყებს იმის დაჯერებას, რომ ყველაფერი ეს რეალურია და იმსჭვალება ახალი გრძნობებით. თვით დაგეგმილი ორსულობის დროსაც კი შეიძლება წარმოიშვას დაბნეულობა, შიში, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. როდესაც ორსულობა მოულოდნელია, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რადგან ამ დროს ქალს უწევს მრავალი ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რაც დაგეგმილი ორსულობის დროს წინასწარი განხილვის საგანს წარმოადგენს. მშფოთვარე მდგომარეობა – ეს ორსულობის ბუნებრივი თანამგზავრია და სულაც არ წარმოადგენს უსარგებლო გრძნობას. ის ქალს ეხმარება დაფიქრდეს ბევრ საკითხზე: შეიძლება თუ არა ახლა ისეთი რამ, რაც ადრე შეიძლებოდა? ღირს თუ არა ამა თუ იმ საკვების მიღება თუ უჯობესი იქნებოდა თავის შეკავება? მიზანშეწონილია თუ არა რაიმე დატვირთვა ორგანიზმზე თუ უმჯობესია თავს გავუფრთხილდეთ? ორსულობის პერიოდში ბევრ ქალს სწორედ ეს მდგომარეობა ეხმარება მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ამ მდგომარეობის: ეს ბუნებრივი რეაქციაა. მთავარია – დარჩეთ იმ სიტუაციაში, რომელშიც ამ გრძნობას მართავთ თქვენ და არა პირიქით. მეოთხე ეტაპი: ემოციების სტაბილიზაცია ამ ეტაპის დადგომა დამოკიდებულია იმაზე, რაოდენ სწრაფად ჩაიარეს წინა ეტაპებმა და იმის მაჩვენებელია, რომ მომავალმა დედამ დაიწყო ახალ სიტუაციასთან შეგუება და მზად არის თავისი ცხოვრება ახალი გარემოებების შესაბამისად გარდაქმნას. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება კვებასთან, დღის განრიგთან დაკავშირებული ახალი ჩვევები, ფორმირდება ახლებური დამოკიდებულება საკუთარი თავის და გარშემომყოფთა მიმართ. როგორც წესი, ეს ეტაპი გასხივოსნებულია ისეთი გრძნობით, როგორიცაა ჩუმი სიხარული. აქედან გამომდინარე, ყველა ქალი გადის გარკვეულ ეტაპებს მას შემდეგ, რაც იგებს, რომ ის ორსულადაა. ეტაპების ცვალებადობა შეიძლება იყოს სწრაფი და პირველსა და მეოთხე ეტაპს შორის შეიძლება გაიაროს სულ რამოდენიმე დღემ, მაგრამ ხანდახან ის შეიძლება გაგრძელდეს მთელი პირველი ტრიმესტრის მანძილზე. ძალიან ბევრია ამ დროს დამოკიდებული ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით ბავშვის მამაზე. ნაკლების ნახვა
ბავშვთა ოფთალმოლოგია
პედიატრიული საავადმყოფოს ოფთალმოლოგიის კაბინეტი ემსახურება ბავშვებს 0-დან 18 წლამდე და აერთიანებს შემდეგ სერვისებს
,,იმედის კლინიკის" ბავშვთა ოფთალმოლოგიური კაბინეტი გთავაზობთ:
მხედველობის სკრინინგი ბავშვებში
,,იმედის კლინიკის" კიდევ ერთი ნოვაციური პროექტი ,,მხედველობის სკრინინგი ბავშვებში"
ნორმალური მხედველობა აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ყველა ჯანმრთელ ბავშვს უტარდება მხედველობის ორგანოს სკრინინგი -
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით მხედველობის სრულყოფილი სკრინინგი თავიდან აგვაცილებს ახალშობილთა სიბრმავეს 50%-ში, ხოლო მხედველობის დაქვეითებას და სიელმეს 80% შემთხვევაში; ,,იმედის კლინიკაში" ბავშვის მხედველობის სკრინინგი ტარდება უახლესი კომპიუტერული აპარატის გამოყენებით; პროექტი მოიცავს მონიტორინგისა და პროფილაქტიკური ზედამხედველობის ეფექტურ მექანიზმებს;
პედიატრიული საავადმყოფოს თერაპიის დეპარტამენტში მკურნალობა უტარდებათ პაციენტებს 1 თვის ასაკის ზემოთ;
თერაპიის დეპარტამენტში თქვენს პატარებზე იზრუნებენ ,,იმედის კლინიკის" კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი მედიკოსები; ეფექტური და მრავალკომპონენტური სამკურნალო პროცესების პარალელურად, თერაპიის დეპარტამენტში ზრუნავენ პაციენტისა და მისი მშობლების კომფორტზე და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე; პოზიტიური განწყობა, რომელიც უდაოდ იქმნება თერაპიის დეპარტამენტში, აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს; იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში (ემერჯენსი) 24 საათზე მეტ ხანს იმყოფება, ვერ ხერხდება მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია, ამასთან ბინაზე მკურნალობის გაგრძელება მიზანშეუწონელია - ასეთ დროს პაციენტი თავსდება თერაპიის დეპარტამენტის სტაციონარში; თერაპიის დეპარტამენტის ამბულატორიულ განყოფილებში ხდება პაციენტების ამბულატორიული მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებების გატარება; პრობლემით დაინტერესებულ მშობლებს საშუალება აქვთ კონსულტაცია გაიარონ თერაპიის დეპარტამენტის ექიმ-სპეციალისტებთან.
კონტრაცეფციის იმ არსებულ მეთოდებს შორის, რომელიც აქტიურად გამოიყენება არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, არის ეგრეთ წოდებული ბუნებრივი მეთოდი, რაც გულისხმობს სექსუალური ცხოვრების დაგეგმვას მენსტრუალური ციკლის ფერტილურ – ნაყოფიერ და არანაყოფიერ დღეებში. ამ მეთოდს აქვს ბევრი უპირატესობა: არ აქვს გვერდითი ეფექტები, ეხმარება ქალის რეპროდუქციული ფუნქციის სწორად შესწავლასა და გათავისებაში.
ამ მეთოდის ნაკლოვანება არის ის, რომ ეს არ არის კონტრაცეფციის გარანტირებული მეთოდი და მისი გამოყენების მიუხედავად, ქალი შესაძლოა, მაინც დაორსულდეს. ქალს ნაყოფიერი დღეები აქვს საშუალოდ მენსტრუაციის დაწყების მეათე დღიდან ერთი კვირის განმავლობაში, მენსტრუაციის დაწყებიდან მეთვრამეტე დღის შემდგომ არის არაფერტილური – არანაყოფიერი დღეები. თუმცა, ამ მეთოდის ნაკლოვანება ზუსტად ისაა, რომ პაციენტს მუდმივად ერთი და იმავე დღეს არ აქვს ოვულაციური დღე, ნაყოფიერი პერიოდი და იმ შემთხვევაში, როცა ოვულაცია ხდება გვიან, სექსუალური აქტის შემდეგ შეიძლება, მაინც დადგეს ორსულობა. ბუნებრივ მეთოდებს მიეკუთვნება, შეწყვეტილი სქესობრივი კავშირი, როცა სპერმის ეაკულაცია ხდება არა საშოში, არამედ – გარეთ. თუმცა, ამ მეთოდსაც აქვს ნაკლოვანება – ეს არის არაგარანტირებული მეთოდი და მცირედი სპერმის საშოში მოხვედრის შემთხვევაში, შესაძლოა, ქალი დაორსულდეს. კონტრაცეფციის სახეობებს შორის, არის პრეზერვატივი, ეგრეთ წოდებული კონდომი, რომელიც გამოიყენება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის მიერ. ქალის კონდომით საქართველოში აქტიურად არ სარგებლობენ, რადგან გამოსაყენებლად ცოტა უხერხულია და ქალებს მაინცდამაინც არ უყვართ მისი მოხმარება. მამაკაცის კონდომი უფრო მარტივად გამოსაყენებელია. კონდომის უპირატესობაა, სქესობრივად გადამდები დაავადებებისა და ინფექციებისგან დაცვა. თუმცა, კონდომს აქვს ნაკლოვანებებიც. დაზიანების შემთხვევაში, ორსულობა ასევე, შესაძლოა დადგეს. კონტრაცეფციის აქტიურად გამოყენების საშუალებებად მიიჩნევა სპირალი, როგორც ჩვეულებრივი, ასევე ჰორმონგამომყოფი. სპირალის გამოყენება მაღალეფექტური მეთოდია, მაგრამ თუ პრეზერვატივის გამოყენების შემთხვევაში, არანაირი კვლევა არ არის საჭირო, სპირალის გამოყენებამდე საჭიროა წინასწარი კვლევების ჩატარება. ამის გარეშე სპირალის გამოყენება დაუშვებელია. ჰორმონგამომყოფი სპირალის გამოყენება მოითხოვს ჩვენებებს. უმეტესწილად, გამოიყენება არაჰორმონული სპირალი. სპირალის ჩადგმა შეუძლია ყველა ქალს. თუ პაციენტი ხანმოკლე დროით, 2-6 თვით აპირებს კონტრაცეფციას, მას რა თქმა უნდა, სხვა ტიპის კონტრაცეფციის გამოყენება ურჩევნია. სპირალი, საშვილოსნოს შიდა საშუალება 5-6 წელზეც შეიძლება, იყოს გათვლილი. 35 წლის ასაკის ზემოთ – სპირალს ენიჭება უპირატესობა. ახალგაზრდულ ასაკში კონტრაცეფტული აბების გამოყენებას აქვს უპირატესობა – კონტრაცეფტივები კარგად მოქმედებს ჰორმონებზე, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, აუმჯობესებს კანის, თმის სტრუქტურას. ახალგაზრდული ასაკის პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ მენსტრუალური ციკლი, კონტრაცეფტულ აბებს სამკურნალო დანიშნულებაც კი აქვს. 35 წლის ასაკის ზემოთ კონტრაცფტული აბების გამოყენებაში არსებობს შეზღუდვა – თუ ქალი არის მწეველი, ჭარბწონინანი, აქვს ვენების ვარიკოზული დაავადება, ამ შემთხვევებში, უპირატესობა ენიჭება საშვილოსნოსშიდა საშუალებას – სპირალს. სპირალს კარგი დაცვა აქვს, მაგრამ იშვიათად შეიძლება, მაინც მოხდეს ორსულობა - მისი ექსპულსიის ან მდებარეობის ცვლილების შემთხვევაში. არსებობს მოსაზრება, რომ კონტრაცეფტული აბების ხანგრძლივი, 5-7-წლიანი მოხმარების შემდეგ, ორსულობა რთულად დგება, ან მისი შეწყვეტიდან, რამდენიმე ციკლის განმავლობაში, ქალი არ უნდა დაორსულდეს. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. როგორც კი ქალი შეწყვეტს აბების მიღებას, ის შეიძლება, მეორე თვესვე დაორსულდეს. პირიქით, როდესაც ქალს აქვს ანოვულატორული ციკლი, მას ენიშნება კონტრაცეფტული აბები. კონტრაცეფტული აბები არათუ არ ამცირებს შვილოსნობის უნარს, პირიქით, აწესრიგებს ჰორმონულ ფონს, რაც მნიშვნელოვანია ორსულობისთვის და რასაც ვერ მივაღწევთ, სპირალის გამოყენების დროს. არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე არსებობს იმპლანტები – ეს გახლავთ ჰორმონული საშუალებები, რომელიც წარმოდგენილია კაფსულების სახით და მისი შეყვანა ხდება კანქვეშ. დაცვა აქაც საკმაოდ მაღალია, მაგრამ რადგანაც ესეც ჰორმონია, მეტნაკლებად იწვევს ცვლილებებს, ზოგჯერ - მენსტრუალური ციკლის შემცირებას, ზოგჯერ – მენსტრუალთა შორის სისხლიან გამონადენს და ასე შემდეგ. რაც შეეხება სპერმიციდულ აბებსა და გელებს, რაც ასევე, აქტიურად გამოიყენება, ისინი თავსდება საშოში და უსაფრთხოა, რადგან არ იწოვება. თუმცა, ადგილობრივი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები ამასაც შეიძლება, მოჰყვეს. მაგრამ ყურადსაღებია, რომ დაცვა არაა ისეთივე მაღალი, როგორც ორალური აბების მიღებისას. ზემოთ ჩამოთვლილებთან ერთად, ასევე არსებობს ვაზექტომია – მამაკაცის სტერილიზაცია, ანუ სათესლე სადინარების გადაკეტვა. ადრე ეს ქირურგიული ჩარევის მეშვეობით ხდებოდა, ახლა საინიექციო გზითაც შეიძლება. მაგრამ, ეს გახლავთ შეუქცევადი პროცესი. მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მეტი შვილის ყოლას არ აპირებს. იგივე პროცედურაა ქალის სტერილიზაციაც. ოპერაციის გზით გადაიკეტება მილები, რის შემდეგაც დაორსულება შეუძლებელია ბუნებრივი გზით. თვითნებურად, ექიმის კონსულტაციისა და კვლევის გარეშე, კონტრაცეფტული აბების გამოყენება შესაძლოა რისკთან იყოს დაკავშირებული. თუ პაციენტს აქვს თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლძარღვოვანი დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ეს შემთხვევები ითხოვს ექიმისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთი დაავადებების არსებობის დროს აბების თვითნებური გამოყენება იწვევს მათ გამწვავებას.
რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ვირუსული ჰეპატიტი სერიოზული პრობლემაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალი, რომელსაც თავი ჯანმრთელად მიაჩნდა, ორსულობის დროს იგებს, რომ C ჰეპატიტი აქვს.
ჩვეულებრივ, ორსულობის დროს ძლიერდება ღვიძლის დეტოქსიკაციური აქტივობა. ღვიძლზე სტრესული ფაქტორების ზემოქმედებას აძლიერებს ასევე ესტროგენების დონის მნიშვნელოვანი მატება. ჯანმრთელი ქალის ღვიძლი ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას ამ დატვირთვას უმკლავდება. იშვიათად, ორსულობის მეორე ნახევარში შესაძლოა თავი იჩინოს ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო გადახრამ, ჰორმონულმა დისბალანსმა, კაპილართა გამტარობის დარღვევამ. ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქციისა და ცილის სინთეზის დათრგუნვამ შესაძლოა ორსულთა ტოქსიკოზი გამოიწვიოს. დადგენილია, რომ C ჰეპატიტი არ ახდენს გავლენას ორსულობის მიმდინარეობაზე და არ ზრდის თვითნებითი აბორტისა თუ მკვდრადშობადობის რისკს, ასევე თანდაყოლილი სიმახინჯეების ალბათობას, თუ არ აღინიშნება ღვიძლის ციროზი, ვირუსული ჰეპატიტის აქტიური ფორმა ან ქოლესტაზი. შეძლებს თუ არა ქალი ორსულობის ბოლომდე მიყვანას, დამოკიდებულია ინფექციის ფორმაზე. არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ამტკიცებდეს, რომ C ვირუსული ჰეპატიტის დროს იმატებს სამეანო გართულებების, მათ შორის - აბორტის, მკვდრადშობადობის, ნაადრევი მშობიარობის ან თანდაყოლილი მანკის ალბათობა. თუმცა ღვიძლის დაავადების მძიმე ფორმების დროს მოსალოდნელია პრეეკლამფსია და ნაადრევი მშობიარობა, რაც, თავის მხრივ, ზრდის ნაყოფის დაღუპვის რისკს. ვირუსული ჰეპატიტის აქტიური ფორმის შემთხვევაში ასევე იმატებს ბავშვის დასნებოვნების რისკი, როგორც მუცლადყოფნის და მშობიარობის პროცესში, ასევე ძუძუთი კვების დროს. დედიდან ნაყოფზე ინფექციის გადაცემა ხდება იშვიათად, არაუმეტეს 5%-ში. უმეტეს შემთხვევაში იბადებიან ჯანმრთელი ახალშობილები. ინფიცირება ხდება უმთავრესად დაბადებისას, სამშობიარო გზების გავლისას, შედარებით იშვიათია ინფიცირება მუცლადყოფნის დროს. მშობიარობისას ინფექციის გადაცემის ძირითად მექანიზმად ითვლება დედის სისხლის მოხვედრა ზედაპირულ ნაჭდევებსა და კონიუნქტივაზე, ასევე - ნაყოფის მიერ სანაყოფე სითხის ჩაყლაპვა, რისი თავიდან აცილებაც დღისათვის შეუძლებელია. ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთათვის მშობიარობის ოპტიმალური მეთოდი სადღეისოდ დაუდგენელია. ზოგიერთს მიაჩნია, რომ საკეისრო კვეთა ამცირებს ნაყოფის ინფიცირების რისკს, სხვები კი უარყოფენ ამას და ამტკიცებენ, რომ მშობიარობის ეს მეთოდი ინფექციის გადაცემის რისკს არ ამცირებს. არსებობს მოსაზრებაც, რომ საკეისრო კვეთა არამცთუ არ ამცირებს, არამედ ზრდის კიდეც ინფიცირების რისკს, რადგან ამ დროს ბავშვს უშუალო კონტაქტი აქვს დედის სისხლთან. ამასთანავე, ღვიძლის სინთეზური ფუნქციის დაქვეითების გამო შემდედებელი ფაქტორების სინთეზის დათრგუნვა შესაძლოა ძლიერი სისხლდენის მიზეზად იქცეს. თუმცა არსებობს ცალკეული მონაცემები, რომლის მიხედვითაც საკეისრო კვეთის დროს ინფექციის გადაცემის რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობისას. ეს ეხება ქალებს, რომლებსაც C ჰეპატიტის დროს ვირუსული დატვირთვა 106-107 ასლი/მლ-ზე მეტი აქვთ. მათთვის სწორედ საკეისრო კვეთაა რეკომენდებული. არ არის საკმარისი მონაცემები დედიდან შვილზე С ჰეპატიტის ვირუსის რძით გადაცემის შესახებ. ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია დედის ინფიცირების შემთხვევაში, თუკი დარღვეულია სარძევე ჯირკვლების კანის მთლიანობა, არის ნახეთქები, სისხლდენები. დაავადების ვერტიკალური გადაცემის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს დედის ვირუსულ დატვირთვას. კერძოდ: - ორსულობა უკუნაჩვენები არ არის, თუ დედას აქვს მხოლოდ C ვირუსის ანტისხეულები. ამ დროს ბავშვის დასნებოვნების რისკი დაახლოებით 1,7%-ი - ქრონიკული C ჰეპატიტის არსებობისას შესაძლოა შეფერხდეს ნაყოფის ზრდა ან დაიბადოს დღენაკლული ახალშობილი - თუ დედის სისხლში ცირკულირებს ვირუსის რნმ, ბავშვის ინფიცირების რისკი 5,6-6%-ს უტოლდება - თუ ორსული იმავდროულად აივინფიცირებულიც არის, C ჰეპატიტის გადაცემის ალბათობა იმატებს (15,5%-მდე). აქედან გამომდინარე, ყველა ორსული უნდა იქნეს გამოკვლეულ ანტი-HCV ანტისხეულებზე. ეს უნდა მოხდეს ორჯერ - პირველ და მესამე ტრიმესტრებში, ორსულობის მე-8-10 და 30-32-ე კვირას. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო ზუსტად შევაფასოთ ახალშობილისთვის ინფექციის გადაცემის რისკი. ინფიცირების საშიშროების გამო შეძლებისამებრ უნდა ვერიდოთ პერინატალური სადიაგნოზო მეთოდების გამოყენებას. მათი ჩატარება უნდა დასაბუთდეს. C ჰეპატიტზე გამოკვლევა აუცილებელია: - აივ-პოზიტიური ორსულებისთვის; - ორსულებისთვის, რომლებიც იყვნენ ან არიან ნარკოტიკების მომხმარებლები; - რომელთა მეუღლეები (სქესობრივი პარტნიორები) იყენებდნენ ან იყენებენ ნარკოტიკის ინტრავენურ ფორმას; - რომელთა პარტნიორები ინფიცირებულნი არიან B და C ჰეპატიტის ვირუსებით; - რომლებიც იტარებდნენ ან იტარებენ ჰემოდიალიზს; - რომლებსაც გაკეთებული აქვთ პირსინგი ან ტატუირება; ჩასახვის უკუჩვენებაა ტრანსამინაზების მაღალი აქტივობა სხვა ლაბორატორიულ და კლინიკურ მაჩევნებლებთან ერთად, რომლებიც ღვიძლში მიმდინარე აქტიურ პათოლოგიურ პროცესებზე მეტყველებს. ამ ფონზე დაორსულების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება როგორც დედის, ასევე ბავშვის სიცოცხლეს. ალბათობა უფრო მეტია, როდესაც დედის სისხლში ვირუსის რნმ-ს კონცენტრაცია 106-107 ასლი/მლ-ს აღწევს.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა მხოლოდ სასქესო ორგანოებში (საკვერცხეებში, საშვილოსნოში) მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით, არამედ სრულიად სხვა, არასასქესო ორგანოთა სისტემაში არსებული ამა თუ იმ დაავადებითაც.
მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა მოსალოდნელია როგორც მწვავე თუ ქრონიკული ინფექციის, ასევე ენდოკრინული და ნერვული სისტემის, სისხლისა და სისხლძარღვთა ამა თუ იმ დაავადების ფონზე. ცნობილია, რომ ქალის ორგანიზმის სქესობრივი მომწიფება, მისი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (კერძოდ, საკვერცხეების) ფუნქციობა და, საზოგადოდ, მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება მრავალ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის - კლიმატურ პირობებს, კვებისა და ძილის რეჟიმს, საზოგადოდ, ცხოვრების წესს, გადატანილ და მიმდინარე დაავადებებს. ისიც ცნობილია, რომ ენდოკრინული ჯირკვლების, განსაკუთრებით საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის ფუნქცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ნერვული სისტემის, სახელდობრ, მისი უმაღლესი ნაწილის - თავის ტვინის ჰემისფეროების ქერქის მდგომარეობასთან. დამადასტურებლად საკმარისია `ომის ამენორეა~ - მენსტრუაციის სრული უქონლობა, რომელიც ქალების დიდ ნაწილს ომის პერიოდში ძლიერი ფსიქიკური სტრესის ფონზე განუვითარდა. მენსტრუალური ციკლის დარღვევებიდან აღსანიშნავია: ჰიპომენორეა - მწირი მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუაციის დროს ცოტა სისხლი გამოიყოფა; თუ ამ დროს მენსტრუაციებს შორის ინტერვალიც გაიზარდა, მაშინ ოლიგომენორეაზე საუბრობენ; ამენორეა - მენსტრუაციის უქონლობა; პოლიმენორეა - გახშირებული მენსტრუაცია ანუ მენსტრუაციებს შორის ინტერვალის შემცირება; მენორაგია - მოჭარბებული მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუაციის დროს სისხლი უხვად გამოიყოფა; მენსტრუაციებს შორის ამ დროს ჩვეული ინტერვალია შენარჩუნებული; შესაძლოა გახანგრძლივდეს საკუთრივ მენსტრუაცია; დისმენორეა - მტკივნეული მენსტრუაცია. მენსტრუაცია არის ყოველთვიური ხანმოკლე სისხლდენა საშვილოსნოდან. მენსტრუალური ფუნქცია იწყება 11-14 წლის ასაკში და მთავრდება 45-55 წლის ასაკში. მენსტრუალური ციკლი თავდაპირველად შესაძლოა არარეგულარული იყოს, მაგრამ შემდგომ როგორც ციკლის, ასევე თავად მენსტრუაციის ხანგრძლივობამ და გამონადენის რაოდენობამ უნდა მიიღოს რიტმული, რეგულარული ხასიათი. რიტმული ცვლილებები ქალის ყველა ორგანოსა და სისტემაში ხდება, მაგრამ ყველაზე აშკარად სასქესო ორგანოებშია გამოხატული. ამ ცვლილებებს ეწოდება მენსტრუალური ციკლი. მისი ხანგრძლივობა ნორმაში 21-დან 35 დღემდე მერყეობს, უმეტესად კი 28-დღიანია. მენსტრუალური სისხლდენა, ჩვეულებრივ, 3-7 დღე გრძელდება, ხოლო სისხლის დანაკარგი ამ პერიოდში არ აღემატება 50-150 მლ-ს. მენსტრუალური სისხლი უფრო მუქია, ვიდრე სისხლძარღვებში მოცირკულირე. ის არ დედდება, რაც მასში კრემენტების არსებობით აიხსნება. ასაკთან ერთად მენსტრუალური ციკლი არარეგულარულ ხასიათს იღებს. ციკლის ხანგრძლივობა, გამოყოფილი სისხლის რაოდენობა და სხვა თავისებურებანი შესაძლოა მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც შეიცვალოს. თუ ქალი უჩივის მოჭარბებულ სისხლდენას ან ციკლის გახანგრძლივებას, აუცილებელია ექიმ გინეკოლოგის კონსულტაცია და გინეკოლოგიური გამოკვლევა მიზეზის დასადგენად. მენსტრუალურ ფუნქციასთან დაკავშირებული მოჭარბებული სისხლდენა ხშირად გამოწვეულია ანთებითი პროცესებით, მიომური კვანძების არსებობით, საკვერცხეების ფუნქციის მოშლით. სისხლდენის გაძლიერების მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური ფაქტორიც: ცხელი შხაპი, ორგანიზმის გადახურება, ცხარე საკვების, ალკოჰოლის მიღება, ფიზიკური გადატვირთვა, ემოციური გადაძაბვა, - ყოველივე ეს აძლიერებს სისხლის მოდენას მენჯის ღრუს ორგანოებში. მენსტრუაციის დასაწყისს მიიჩნევენ მენსტრუალური ციკლის პირველ დღედ. ამ დროს იწყება საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირული შრის ჩამოფცქვნა, არტერიოლების დაზიანება, რაც იწვევს კიდეც მენსტრუალურ სისხლდენას. მენსტრუაციის დროს ქალები უმეტესად ჭარბ სისხლდენას უჩივიან. შემცირებულ-შესუსტებული მენსტრუალური სისხლდენით ძალზე იშვიათად მოგვმართავენ. ასეთი რამ მოსალოდნელია იმუნურად დასუსტებულ, დაუძლურებულ პირებში, ასევე - ამა თუ იმ ინფექციური თუ არაინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, თუმცა ორგანიზმის გამოჯანმრთელებისა და მოძლიერებისდა კვალად მენსტრუალური ფუნქციაც რეგულირდება. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმ გინეკოლოგთან მისვლა, თითოეული დეტალისა თუ ფაქტორის მასთან ერთად გაანალიზება, მისგან მიღებული რეკომენდაციების შესრულება. მენსტრუალური ფუნქციის შესუსტება სისხლის ოდენობის შემცირებითა და მენსტრუალური ციკლის ცვლილებით, ჩვეულებრივ, კლიმაქსურ პერიოდშია მოსალოდნელი. საზოგადოდ, ქალის ორგანიზმს დიდი სარეზერვო მექანიზმი აქვს და ასე მარტივად მისი ფიზიოლოგიური ფუნქციების შესუსტება არ ხდება, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ძლიერმა სტრესმა შესაძლოა ამენორეა - მენსტრუაციის სრული უქონლობა გამოიწვიოს. ნორმალური მენსტრუალური ციკლი არის ქალის ორგანიზმის მომზადება ორსულობისთვის. მენსტრუაციის დაწყებას ზოგჯერ წინ უძღვის მცირე დისკომფორტი, რომელიც მთელ ორგანიზმში მიმდინარე რიტმულ ცვლილებებზე მიუთითებს და გამოიხატება შეშუპებით, სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობისა და ზოგადი გაღიზიანებადობის მომატებით. ჩივილები ზოგჯერ ძლიერია და პათოლოგიურ ხასიათსაც კი იღებს. მკვეთრი ტკივილი მენსტრუაციის დროს შესაძლოა ჰორმონული დისბალანსის შედეგი იყოს. ასეთი ტკივილის შემთხვევაში აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია და სათანადო გამოკვლევების ჩატარება. მსუბუქი ტკივილის შემთხვევაში რეკომენდებულია სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება. მენსტრუაცია ფიზიოლოგიური მოვლენაა, მაგრამ ცვლილებები, რომლებიც ამ დროს ქალის ორგანიზმში ხდება, ჰიგიენის განსაზღვრული წესების დაცვას მოითხოვს. საშვილოსნოს ენდომეტრიუმის (ლორწოვანი გარსის) ფუნქციური შრის ჩამოშლის შედეგად წარმოიქმნება `ნაიარევი ზედაპირი~. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში განსაკუთრებით სახიფათოა საშვილოსნოში ინფექციის შეჭრა - მან შესაძლოა ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენას. მენსტრუალური სისხლი თავისუფლად უნდა მოედინებოდეს და მის შესაწოვად სპეციალური ჰიგიენური საფენები გამოვიყენოთ. არ არის რეკომენდებული საშოსშიდა ტამპონების ხანგრძლივი გამოყენება - ეს ზრდის საშოსშიდა ინფიცირების რისკს. გარეთა სასქესო ორგანოები უნდა ჩავიბანოთ გადადუღებული თბილი წყლით დღეში 2-3-ჯერ წინიდან უკან (უკანა ტანიდან საშოში ინფექცია რომ არ შევიტანოთ). არ არის რეკომენდებული საშოს გამორეცხვა და სქესობრივი ცხოვრება, ვინაიდან ამ დროს დიდია საშვილოსნოს ნაიარევი ზედაპირის დაინფიცირების საფრთხე. მენსტრუაციის დღეებში არ არის სასურველი ფიზიკური გადატვირთვა, ალკოჰოლისა და ცხარე საკვების მიღება. ასევე საშიშია აბაზანა, საუნა. ზოგადჰიგიენური პროცედურებიდან ნებადართულია მხოლოდ თბილი შხაპი.
16 სექტემბრიდან ,,იმედის კლინიკაში" ორსულ ქალთა დისტანციური კონსულტაცია ამოქმედდება.
ამ ტიპის სერვისი ნოვაციურია და საქართველოში პირველად სწორედ ,,იმედის კლინიკაში" დაინერგა. ორსულ ქალთა დისტანციური კონსულტაცია ემსახურება იმ ორსულებს, რომლებსაც მოცმულ ეტაპზე ესაჭიროებათ სპეციალისტის კონსულტაცია; ასეთი სახის კონსულტაცია გამოირჩევა რიგი უპირატესობებით, მათ შორის:
შესაბამისად, კონსულტაციის მიმღებს ექმნება სრული კომფორტი, ვინაიდან ის ექიმს ესაუბრება მისთვის მისაღები გარემოდან (სახლი, სამსახური, სხვადასხვა თავშეყრის ადგილი და ა.შ.) პირველი კითხვა, რაც კონსულტაციის მიღების მსურველს უჩნდება, ეს არის თუ რამდენად სრულყოფილი და შესაბამისად, ეფექტური იქნება დისტანციური გზით კონსულტაციის მიღება; განვმარტავთ: დისტანციური კონსულტაცია არის ინდივიდუალური, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ორსული და ექიმი-სპეციალისტი; ჩვენი პროექტის შემთხვევაში აღნიშნული ურთიერთობა მყარდება ვიდეო გამოსახულების თანხლებით; ასევე, ორსულს საშუალება ეძლევა ექიმ-სპეციალისტს ვიზუალურად გააცნოს სხვადასხვა გამოკვლევის შედეგები (ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევა და ა.შ.), რაც საგრძნობლად ზრდის კონსულტაციის ეფექტურობას და პრობლემის გადაჭრის საშუალებას; დისტანციური კონსულტაცია ითვალისწინებს: ანამნეზის შეკრებას, გამოკვლევების შედეგების განხილვას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პრობლემის გადასაჭრელად სამკურნალო-პროფილაქტიკური სტრატეგიის დაგეგმვას და ა.შ. დისტანციური კონსულტაციის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ერთი პირობა: თქვენ მოწყობილობას (მობილური ტელეფონი ან ნებისმიერი სახის კომპიუტერული ტექნიკა) წვდომა უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან ხართ ორსული და გაქვთ შეკითხვები, ან გაინტერესებთ აღრიცხვაზე დადგომა და ა.შ. შეგიძლიათ თუ არა ასეთ დროს დისტანციური კონსულტაციით სარგებლობა? დიახ, შეგიძლიათ და მეტიც, ეს იქნება საუკეთესო საშუალება, რომ თქვენი ორსულობა პირველივე კვირეებიდან სპეციალისტის სრული პატრონაჟით მიმდინარეობდეს; ასეთ შემთხვევაშიც, დისტანციური კონსულტაციის შემდგომი ვიზიტი ,,იმედის კლინიკაში" იქნება თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული; დისტანციური კონსულტაციის მისაღებად აუცილებელი იქნება წინასწარი ჩაწერა.
ორსულობისთვის მომზადება აუცილებელია თავად ქალის ჯანმრთელობისთვის, ორსულობის უსაფრთხოდ მიმდინარეობისთვის და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. უსაფრთხო დედობა და ჯანმრთელი ახალშობილი მოითხოვს ორსულობისწინა მომზადებას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს არა მარტო მომავალი დედა, არამედ მისი პარტნიორი მამაკაციც.
სასურველია, რომ ორსულობისთვის მზადება დაიწყოთ ერთი წლით ადრე მაინც. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აუცილებელია ჯანსაღი წესის დაცვა - უარი უნდა თქვათ თამაქოს მოხმარებაზე, მამაკაცმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან, მნიშვნელოვანია ქალის დაბალანსებული კვება, ცხოვრების აქტიური სტილის არჩევა. ორსულობის დაგეგმვის წინ აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება. პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ არც თქვენ და არც თქვენს პარტნიორს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები არ გაქვთ. ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ აივ-ინფექციაზე, ჰეპატიტზე, ქლამიდიაზე, ტრიქომონაზე ურეაპლაზმაზე და მიკოპლაზმაზე, ჰერპესის ვირუსზე. მნიშვნელოვანია გამოკვლევა პაპილომას ვირუსზე, ციტომეგალოვირუსზე, B ჯგუფის სტრეპტოკოკზე. აღნიშნული ვირუსების არ გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდირებულია იგივე ანალიზების გამეორება დროის გარკვეულ შუალედში. რომელიმე ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დაინიშნება მკურნალობა, რომლის შემდეგ ჩაგიტარდებათ საკონტროლო ლაბორატორიული გამოკვლევები ორსულობისათვის მზადების ეტაპზე ქალმა აუცილებლად უნდა დაადგინოს სისხლის ჯგუფი და რეზუს-ფაქტორი. თუ ქალს უარყოფითი რეზუს-ფაქტორი აქვს, გართულებების თავიდან ასაცილებლად ექიმები აუცილებელ პროფილაქტიკურ მკურნალობას წარმართავენ თუ ქალს აქვს შაქრიანი დიამეტი, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან ღვიძლის დაავადებები, ონკოლოგიური პათოლოგიები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია სპეციალისტის კონსულტაცია და დადგენა რამდენად უსაფრთხო იქნება ესა თუ ის პათოლოგია ორსული ქალისთვის და ნაყოფისთვის. სპეციალისტი დანიშნავს შესაბამის მკურნალობას და დაადგენს ორსულობისთვის მომზადების განსაკუთრებულ წესებს ორსულობისთვის მომზადებისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ინფორმაციას გქონდათ თუ არა გადატანილი წითურა. თუ ქალს ქალი არ ყოფილა ამ ინფექციით ინფიცირებული, აუცილებელია ჩატარდეს ვაქცინაცია. წითურა ძალიან საშიშია ორსული ქალისთვის. ვირუსი მოქმედებს ნაყოფზე და იწვევს სხვადასხვა სახის ანომალიებს ან მუცლის მოშლას. ორსულობისთვის მზადება უნდა მოიცავდეს მედიკო-გენეტიკურ კონსულტაციებს და იმუნოლოგიურ გამოკვლევებს.. ორსულობის დაგეგმვას აუცილებელია სერიოზულად მიუდგეთ და ამით დაიცვათ საკუთარი თავიც და მომავალი შვილიც. სრულფასოვნად გავლილი მოსამზადებელი ეტაპი მინიმუმამდე ამცირებს ორსულობის პერიოდში რაიმე გართულების გამოვლენის რისკს. |