იმედის კლინიკა
მთავარი გვერდიმშობიარობაგინეკოლოგიასიახლეებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობაპედიატრიანაადრევი ასაკიპერსონალიკონტაქტი
 

28/2/2013

მცირეწყლიანობა

Comments

Read Now
 
Picture
მცირეწყლიანობა პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც სანაყოფე წყლების ნაკლებობას ნიშნავს. ამ პათოლოგიას ოლიგოჰიდრამნიონს უწოდებენ.
ამნიონური წყლების შემცირების კრიტიკულ დონეს 500 მლ შეადგენს. სტატისტიკურად დადგენილია, რომ ეს პრობლემა ექმნება ორსულთა 0,7-5,5 პროცენტს. მცირეწყლიანობა ძირითადად ნაყოფის სხვადასხვა სახის მანკის არსებობის შემთხვევაში ვლინდება.

ოლიგოჰიდრამნიონის ორ ძირითად ფორმას გამოყოფენ: ნაადრევს, რომელიც ორსულობის 20 კვირამდე ვლინდება და გვიან ფორმას, რომელიც ორსულობის 20 კვირის შემდეგ ვლინდება.

მცირეწყლიანობის მიზეზი

ნაადრევი მცირეყლიანობის მიზეზია სანაყოფე გარსების ფუნქციონალური დარღვევები, გვიანი მცირეწყლიანობის მიზეზად დადგენილია სანაყოფე გარსების რღვევა და მათი ფუნქციონალური უძლურება.

მცირე ექსკურსი: ორსულობის ნაადრევ პერიოდში მთავარ სეკრეციულ ფუნქციას ამნიონი ასრულებს, შემდეგ ეტაპზე ძირითადი ცვლა მიმდინარეობს პლაცენტის ამნიონური ზედაპირის საშუალებით. შესაბამისად, თუ ადგილი აქვს პლაცენტის პათოლოგიას, ამან შეიძლება გამოიწვიოს სანაყოფე წყლების ნორმალური რაოდენობის შეცვლა. ყველამ როდი იცის, რომ სანაყოფე წყლების შევსება ხდება ნაყოფის მიერ გამოყოფილი შარდის საშუალებით, ამიტომ ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დიდ როლს თამაშობს სანაყოფე წყლების ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებაში.

თუ დადგინდა მცირეწყლიანობა, აუცილებელი თერაპიის გარდა, აუცილებელია ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა.

მცირეწყლიანობის მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • ნაყოფის თირკმლების პათოლოგია(ორმხრივი დისპლაზია, თირკმლის კისტომა, პოტერის სინდრომი და ა.შ.)
  • ნაყოფის განვითარების შეფერხება
  • საშვილოსნოს შიდა ინფექციები
  • სანაყოფე გარსების ნაადრევი რღვევა
  • ჰესტოზი
  • სხვადასხვა დაავადებები (გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ინფექციური დაავადებები, ზედმეტი წონა და ა.შ.)

კლინიკური სურათი და დიაგნოსტიკა


პათოლოგიის სიმპტომატიკა სუსტად ვლინდება. ნხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ორსულები აღნიშნავენ ჩივილს, რომ ბაყოფი ნაკლებად მოძრაობს, ან ნაყოფის მოძრაობისას აღენიშნებათ ტკივილი მუცლის არეში. ამ ჩივილების შემთხვევაში უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, ხოლო ექოსკოპია გამოავლენს სანაყოფე წყლების არსებულ მდგომარეობას.

მცირეწყლიანობის დადგენის შემთხვევაში მკურნალობა აუცილებელია. უნდა დადგინდეს ამ პათოლოგიის გაჩენის მიზეზი. უმრავლეს შემთხვევაში პათოლოგიის აღმოსაფხვრელად საკმარისია ამბულატორიული მკურნალობა, რომლის პროგნოზი და შედეგი კეთილსაიმედოა

Share

Comments
​დღის შეთავაზება
მიიღეთ ,,იმედის კლინიკის" დღის შეთავაზება - ყველა სახის გინეკოლოგიურ სერვისზე ფასდაკლება 50 პროცენტამდე
​ვრცლად>>>
კონსილიუმი
გაქვთ შეკითხვა? გამოაგზავნეთ და პასუხი მიიღეთ ორშაბათს 12:00 საათზე ჩვენი Facebook გვერდზე მიმდინარე პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით
​ვრცლად>>>
დაათვალიერე და დარწმუნდი
ორსულებს და მათი ოჯახის წევრებს ვეპატიჟებით ,,იმედის კლინიკაში" - მიიღეთ სრული ინფორმაცია, დაათვალიერეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება
​ვრცლად>>>