იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კლინიკის პროექტები
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

21/12/2021

გაეცანი საინტერესო ფაქტებს ორსულობის შესახებ

Comments

Read Now
 
Picture
  1. ორსულობის მეორე კვირაზე ემბრიონები დღეში ლიტრამდე შარდს გამოყოფენ.
  2. ორსულობის განმავლობაში საშვილოსნო ატმის ზომიდან საშუალო ზომის საზამთროს ზომამდე იჭიმება, რაც 500-ჯერ აღემატება მის ჩვეულებრივ ზომას.
  3. ორსულობის დასასრულისკენ პლაცენტა დღეში გამოიმუშავებს იმდენივე ესტროგენს, რამდენსაც არაორსული ქალის ორგანიზმი 3 წლის განმავლობაში.
  4. ორსულის ორგანიზმში სითხის შეკავების გამო, ფეხის ზომა შეიძლება ერთ ზომით გაიზარდოს.
  5. ორსულობა შეიძლება 9 თვე არ გაგრძელდეს. დღეისათვის დაფიქსირებული ყველაზე ხანგრძლივი ორსულობა 375 დღეს გრძელდებოდა.
  6. მრავალნაყოფიანი ორსულობის შანსი იზრდება დედის წონის ან სიმაღლის მიხედვითაც.
  7. ორსულებს გაძლიერებული აქვთ ყნოსვა, რაც დამცველობითი მექანიზმია ბავშვისთვის მავნე პროდუქტის მიღებისგან თავის შეკავების კუთხით.
  8. შემთხვევათა 90%-ში ორსულობისას ქალს ეცვლება კანის ელფერი.
  9. ბავშვის თითების ნახაზი ფორმირდება ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში.
  10. უკანასკნელ ხანებში ახალშობილთა წონა გაიზარდა. ახლახან ქალმა 6,8 კგ ბავშვი გააჩინა.
  11. ორსულობისას იზრდება წნევა, ამიტომ შეიძლება აღინიშნოს ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენა.
  12. კვლევამ აჩვენა, რომ ნაყოფი გრძნობს დედის მიერ მიღებული საკვების გემოს. ძლიერი არომატი, მაგალითად ნიორი, განსაკუთრებით ადვილად აღწევს ამნიონურ სითხეში.
  13. უკანასკნელი 2 ათეული წლის განმავლობაში ამერიკაში მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე გოგო. თუმცა ქალები მთელი მოსახლეობის მასშტაბით ჭარბობენ მამაკაცებს.
  14. მოსაზრება, თითქოს ქალებს, რომელთაც ორსულობის დროს ხშირად აწუხებდათ გულძმარვა, უჩნდებათ ბავშვები ფორმირებული თმიანი საფარველით, მართალია.
  15. ორსულ ქალებს და ახალგაზრდა დედებს რძე მაშინაც მოსდით, როდესაც ბავშვის, თუნდაც სხვისი, ტირილი ესმით.
გაზიარება

Share

Comments

13/12/2021

თუ მშობიარობის გეშინია ეს უნდა წაიკითხო

Comments

Read Now
 
Picture
ამ დროისათვის ბევრი ქალბატონი ორსულობის უკანასკნელ თვეებში იმყოფება და ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს მშობიარობის სერიოზულად ეშინია.

მათ აშინებთ მოსალოდნელი ტკივილი, გაურკვევლობა, მშობიარობის დროს განცდილი შესაძლო მარტოობა და სხვა ფაქტორები. თავის მხრივ, ორსულობა ერთ–ერთი ყველაზე ნათელი პერიოდია ნებისმიერი ქალბატონის ცხოვრებაში. მშობიარობის შიში მათაც აქვთ ვინც პირველად მშობიარობს და მათაც ვინც მეორე ან მესამე ბავშვს აჩენს. თუმცა ეს შიში განსაკუთრებით მძაფრი პირველი ორსულობის დროს არის.

აღნიშნულმა შიშებმა შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ეს შეიძლება ჩანასახის განუვითარებლობისა და სხვადასხვა დაავადებების მიზეზი გახდეს. მსგავსი დამოკიდებულება კი გარკვეულწილად აუცილებლად გამოიწვევს გართულებებს მშობიარობის დროს. თუ ქალი შიშს განიცდის, მაშინ მას ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა მარტოს ნამდვილად გაუჭირდება. თავდაპირველად კარგად უნდა დაფიქრდეს და არსებულ ზოგად შიშს კონკრეტული მიზეზი მოუძებნოს. 

ორსულს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ის რასაც თავად განიცდის, ნაყოფიც ანალოგიურად გრძნობს თავს. ასეთი სერიოზული და მუდმივი შიშის დროს კი ნაყოფი მუდმივად აფორიაქებულია. ასეთი სიტუაცია კი უარყოფით გავლენას იქონიებს მის ნერვულ სისტემაზე. ამ შიშების დაყოფა კი რამდენიმე ეტაპად არის შესაძლებელი. 

პირველ რიგში შიში უცნობი სიტუაციისადმი. ამ ტიპს შესაძლოა ყველაზე გავრცელებული ვუწოდოთ. ამ შემთხვევაში მომავალი დედა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაარკვევს შიშის მიზეზს. სწავლულების მიერ სრულიად არ არის შესწავლილი თავად მშობიარობის პროცესი, მაგრამ ფეხმძიმეს შეუძლია იმისგან გაიგოს გარკვეული საკითხები, ვისაც უკვე გამოცდილი აქვს აღნიშნული ვითარება. ორსულს შეუძლია იკითხოს ყველაფერი, რაც მშობიარობასთან დაკავშირებით აინტერესებს. 

მეორე ტიპი ტკივილისადმი შიშია. ზოგიერთი ორსულისთვის ყველაზე სუსტი სახის ტკივილიც კი უბრალოდ აუტანელია. ამ შემთხვევაში ორსულს ფსიქოლოგი აუცილებლად დაეხმარება. თუმცა, არაფერი გამოვა, თუ თავად ფეხმძიმე ქალბატონი არ ეცდება თავად შთააგონოს საკუთარ თავს, რომ ეს უბრალო ფობიაა და არა რეალური პრობლემა. ასეთ სიტუაციებში ორსულს ძალიან ეხმარება ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან და ახლობლებთან ურთიერთობა. 
​

თუ ამ ტიპის შიში ვერ დაძლიეთ, გახსოვდეთ, რომ არსებობს მშობიარობის გაუტკივარების მეთოდები, რაც მშობიარობის პროცესს სრულიად უმტკივნეულოს ხდის; გაეცანით მასალას მშობიარობის გაუტკივარება და დარწმუნდებით, რომ თქვენ შიშს საფუძველი არ გააჩნია;

მესამე ტიპის შიშს მარტოობა განეკუთვნება. ახლობელმა ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი ორსულს, რომ თავი მარტო არ იგრძნოს. ეს ყველაფერი არის დეპრესიის სერიოზული მიზეზი. ყველაფერთან ერთად ქალი უნდა ცდილობდეს გარშემომყოფებთან ურთიერთობას.

თუ მშობიარობის შიში დაუძლეველია:
  • გაანდეთ თქვენი შიში ქალთა კონსულტაციის ექიმს და თქვენ მეანს; მას შეუძლია მყარი და ობიექტური არგუმენტებით დაგაძლევინოთ ეს შიში
  • ესაუბრეთ მეუღლეს, ოჯახის წევრებს, ნუ ,,ჩახარშავთ" შიშის გრძნობას თქვენში, ეს კარგს არ მოგიტანთ
  • ესაუბრეთ მეგობრებს, რომლებმაც იმშობიარეს და დარწმუნდებით, რომ დროა დაძლიოთ შიში
  • გახსოვდეთ, რომ თქვენ ორგანიზმში იმყოფება ცოცხალი არსება - შვილი, რომელსაც უკვე ძალიან უყვარხართ და თქვენ ხართ მისი ერთადერთი იმედი; ნამდვილად გიღირთ, რომ მას მშვიდი გარემო შეუქმნათ
გაზიარება

Share

Comments

10/12/2021

რა შემთხვევაში გეკუთვნის შეღავათი მშობიარობის დროს

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარე, რომელიც აღრიცხვაზე იდგა ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში მშობიარობის დროს შეღავათით ისარგებლებს იმ შემთხვევაში თუ:

  1. ორსულობის პირველივე ვიზიტს და ყველა დანარჩენ ვიზიტს ახორციელებს ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში;
  2. აუცილებელია ორსულმა ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა პატრონაჟის შიდა პროგრამის ფარგლებში განახორციელოს მინიმუმ 5 სრულფასოვანი ფასიანი ვიზიტი მაინც;
  3. მშობიარობას (ფიზიოლოგიურს ან საკეისრო კვეთას) აწარმოებს ,,აყვანილი ექიმი"

განმარტება: ორსულ ქალთა პატრონაჟის შიდა პროგრამა ბუკლეტის სახით გადაეცემა ყველა ორსულს, რომელიც აღრიცხვაზე დგება ,,იმედის კლინიკაში"

პროექტის ფარგლებში:


ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
  • 2 ადგილიანი პალატა - 170 ლარი (ნაცვლად 250 ლარისა)
  • VIP პალატა - 600 (ნაცვლად 780 ლარისა)

ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
  • 2 ადგილიანი პალატა - 670 ლარი (ნაცვლად 750 ლარისა)
  • VIP პალატა - 1100 ლარი (ნაცვლად 1280 ლარისა)

საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
  • 2 ადგილიანი პალატა - 70 ლარი (ნაცვლად 170 ლარისა)
  • VIP პალატა - 520 ლარი (ნაცვლად 700 ლარისა)

საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
  • 2 ადგილიანი პალატა - 870 ლარი (ნაცვლად 970 ლარისა)
  • VIP პალატა - 1320 ლარი (ნაცვლად 1500 ლარისა)
გაზიარება

Share

Comments

9/12/2021

რა ძირითადი ნიშნებით უნდა მიხვდე რომ მშობიარობა გეწყება

Comments

Read Now
 
Picture
​მშობიარობის დაწყების ნიშნად ითვლება საშვილოსნოს მუსკულატურის რეგულარული შეკუმშვის გამოვლინება. ამ მომენტიდან უკვე ორსულს მშობიარეს უწოდებენ.

რითმული შეკუმშვები იგრძნობა, როგორც დაწოლის შეგრძნება მუცლის ღრუში. საშვილოსნო ხდება მძიმე და დაწოლა შეიძლება იგრძნობოდეს მთელი მუცლის გასწვრივ.

სიმპტომის მნიშვნელობა არა თავად შეკუმშვის ფაქტში, არამედ მის რითმულობაში მდგომარეობს.

ნამდვილი სამშობიარო შეტევები უნდა მეორდებოდეს ყოველ 15-20 წუთში (შეიძლება დროის სხვა პერიოდულობაც), შემდეგ ინტერვალები თანდათან მცირდება და შეტევები მეორდება ყოველ 3-4 წუთში.

ინტერვალებს შორის პერიოდში მუცელი დუნდება და ამ დროს ფეხმძიმე უნდა შეეცადოს დაისვენოს.

მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიშნად ითვლება - საშვილოსნოდან ყელის ლორწოვანას, ეგრეთ წოდებული ლორწოვანი საცობის გამოვარდნა.

ლორწოვანას საცობი (რომელიც იცავს საშვილოსნოს ყელს სხვადასხვა სახის ინფექციებისა და მავნე ბაქტერიების ზემოქმედებისგან), შეიძლება საშვილოსნოდან გამოიდევნოს როგორც მშობიარობამდე 2 კვირით ადრე, ასევე 3-4 დღით ადრე.

საშვილოსნოს შეკუმშვის დაწყების შემდეგ, საშვილოსნოს ყელის არხი ფართოვდება და ხდება ლორწოვანას საცობის გამოდევნა.

ლორწოვანი საცობი, მშობიარობის დროს, უზრუნველყოფს დახურული საშვილოსნოს არხის შენარჩუნებას, ხოლო მისი დაკარგვა (ლორწოვანი საცობის გამოვარდნა) მშობიარობის დაწყების გარკვეულ ნიშანს წარმოადგენს.

ამ დროს შეიძლება მოხდეს უფერო, მოყვითალო ფერის ან ოდნავ სისხლნარევი, მოვარდისფრო ლორწოს გამოყოფა.

მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ მთავარ ნიშნად ითვლება სანაყოფე წყლების დაღვრა, შესაძლოა სანაყოფე ბუშტიდან სითხემ გაჟონოს, რის შემდეგაც  იწყება სანაყოფე წყლების ნელ-ნელა დაღვრა. იმ შემთხვევაში თუ ბუშტი მოულოდნელად გაიხა, მაშინ სანაყოფე წყლები წამოვა მძლავრ ნაკადად.

დროგამოშვებით, ეს ხდება მანამდეც კი, ვიდრე დაიწყება საშვილოსნოს რითმული შეკუმშვები.

ყველაზე ხშირად, ასეთი რამ შეიძლება დაემართოთ იმ ორსულებს, რომლებიც განმეორებით მშობიარობენ.

​ბავშვის ქვემოთ დაწევის გამო, შესაძლოა ორსულმა წელის არეში დისკომფორტი და უსიამოვნო შეგრძნებები იგრძნოს.
ეს შეგრძნებები, გამოწვეულია არა მარტო ბავშვის უნებლიე, მკვეთრი მოძრაობებით და დაწოლით, არამედ გავა-წელის შემაერთებელი ქსოვილების დაჭიმულობის გაზრდით.

ზოგჯერ, მომავალ დედას, მუცელი და წელი შემაწუხებლად ტკივა, ტკივილი ხან მოდის, ხან კი ქრება. ზოგჯერ კი ტკივილი შესაძლოა დიდ ხნის განმავლობაში არც განმეორდეს.

შეიძლება პირიქითაც, ანუ ვერც კი განსაზღვროთ რამდენი ხანი გრძელდება ტკივილი - წუთი, ხუთი წუთი თუ ნახევარი საათი, რადგან ეს ტკივილზე მეტად უსიამოვნო შეგრძნებას წააგავს.

ისეც ხდება ხოლმე, რომ ტკივილი ძალიან ძლიერი, ხანგრძლივია და შეიძლება განმეორდეს დღეში რამოდენიმეჯერ. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ მოასწავებს ნამდვილ სამშობიარო შეტევებს.

​​ორსულობის 30-ე კვირის შემდეგ, უფრო ადრეც კი, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცრუ სამშობიარო შეტევებს.

საშვილოსნოს შესამჩნევ, მაგრამ არარეგულარულ შეკუმშვას, ამ პერიდში ხშირად შეცდომით მიიჩნევენ მშობიარობის დაწყების ნიშნად.

ორსულმა, საშვილოსნოს გარკვეული სახის შეკუმშვები, შეიძლება იგრძნოს არა მხოლოდ უშუალოდ მშობიარობის წინ, ან მშობიარობამდე 1-2 დღით ადრე, არამედ მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრეც კი.

მაგრამ თუ დადგენილი არ არის რეგულარული, ხანგრძლივი რითმი და არ მცირდება შეკუმშვებს შორის ინტერვალი, როგორც წესი - ეს არ შეიძლება ნიშნავდეს მშობიარობის დაწყებას, უბრალოდ ამით ქალის საშვილოსნო ემზადება მშობიარობისთვის.

​ხშირია განწყობილების მოულოდნელი ცვალებადობა, რისი მიზეზიც ნაწილობრივ არის მშობიარობის წინ, ქალის ორგანიზმში მიმდინარე ნეიროენდოკრინული პროცესები.

შესაძლოა, მომავალი გაურკვევლობის, ტკივილის ან გართულებების შიშმა და ნერვიულობამ ემოციური დაძაბულობა გამოიწვიოს.

შეიძლება პირიქითაც, ანუ მოსალოდნელია ენერგიის „აფეთქება“. დაღლილობისა და ინერტულობის შეგრძნება შესაძლოა მოულოდნელად აქტიური მოქმედებების სურვილმა შეცვალოს.
​
ძირითადად, ამ დროს, მომავალი დედები, მომავალი ბავშვისთვის საჭირო გარემოს შექმნით და აუცილებელი ნივთების შეძენით არიან დაკავებულნი.

​უშუალოდ მშობიარობის წინ ორსულთა უმრავლესობა იკლებს წონაში 0,5 - დან 2 კგ-მდე.

ამის მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონალური გარდაქმნებია, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმში მშობიარობის წინ. ამ დროს სისხლში ეტაპობრივად იმატებს ესტროგენები (ქალური სასქესო ჰორმონები), რომლებსაც გამოჰყავთ სითხე ორგანიზმიდან.

შესაბამისად კი იკლებს პროგესტერონის დონე, რომლის დანიშნულებაც ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად ორგანიზმში სითხის შეკავებააა.

ამ გზით, ორგანიზმი ბუნებრივი მეთოდებით ემზადება მშობიარობისთვის, რადგან აუცილებელია მშობიარობის წინ სხეული იყოს მოქნილი და პლასტიური.

მშობიარობის წინ წონის მცირედით დაკლება, დადასტურებული ფაქტია და ფეხმძიმეთა უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა არის გამონაკლისებიც, ანუ შესაძლოა ამ დროს ფეხმძიმემ პირიქით, უფრო მოიმატოს წონაში, ან პირიქით, მეტი დაიკლოს ვიდრე 1-2 კგ

​უშუალოდ მშობიარობის წინ, შესაძლოა ორსულს აღენიშნოს მადის ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მომენტამდე იგი უპრობლემოდ მიირთმევდა ყველაფერს, რისი სურვილიც ქონდა.

ხშირ შემთხვევაში აღინიშნება მადის მკვეთრი დაქვეითება. ამის მიზეზია ის, რომ ორგანიზმი გრძნობს მოსალოდნელ დატვირთვას და იღებს პაუზას, რათა განიტვირთოს და დაისვენოს.

კარგია თუ ამ დროს ფეხმძიმე მიენდობა საკუთარ ინტუიციას საკვები პროდუქტების შერჩევასა და საკვების დოზის რაოდენობასთან დაკავშირებით. 

​ამ დროს შესამჩნევად იცვლება ბავშვის მოძრაობის აქტივობა ორსულობის წინა პერიოდთან შედარებით.

ნაყოფი შესაძლოა დროებით სრულიად ჩაყუჩდეს და არ იმოძრაოს, ან პირიქით, აქტიურად დაიწყოს მოძრაობა, რისი მიზეზიცაა ის, რომ იგი უკვე იმდენად დიდია, არ ჰყოფნის სივრცე დედის მუცელში.

არ ღირს ამის გამო შეშინება და ნერვიულობა, ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა, რომლიც შესაძლოა დაიწყოს მშობიარობამდე ერთი-ორი კვირით ადრე.  არის შეგრძნება, თითქოსდა პატარა ირჩევს რითმს და  შესაფერის მომენტს, რათა მოევლინოს ქვეყანას.

​მოშარდვის სურვილი სურვილი სულ უფრო ხშირი ხდება, რადგან ძლიერდება წნევა და დაწოლა შარდის ბუშტზე.

მშობიარობის ჰორმონები ასევე მოქმედებს ფეხმძიმის კუჭ-ნაწლავზე, რაც იწვევს ეგრეთ წოდებულ წინასწარ გაწმენდას.
რაც შეეხება დეფეკაციას, მისი გახშირება გამოწვეულია განავლის გათხელებით, რისი მიზეზიცაა ასევე ჰორმონალური გარდაქმნები, რომელიც მიმდინარეობს მომავალი დედის ორგანიზმში მშობიარობის წინ.

ზოგიერთ ფეხმძიმეს შესაძლოა აღენიშნებდეს მსუბუქი სპაზმები და კუჭის აშლილობა.

​ნაყოფის ქვემოთ დაწევის გამო, შედარებით იხსნება დაწოლა მუცელსა და დიაფრაგმაზე. სუნთქვა იოლდება. შესაძლოა გაქრეს გულძმარვა. 

ამავდროულად წნევა იმატებს მუცლის ქვედა ნაწილში, რის გამოც დაჯდომა და სიარული უფრო რთული ხდება.

აღსანიშნავია, რომ ნაყოფის ქვემოთ გადაადგილების გამო, ფეხმძიმეს შესაძლოა შეექმნეს პრობლემები ძილთან დაკავშირებით, რადგან ამ დროს ჭირს ძილისთვის მოსახერხებელი პოზის შერჩევა.

​ორსულმა შეიძლება შეამჩნიოს, რომ მისმა მუცელმა ქვემოთ დაიწია.

მუცლის დაწევა გამოწვეულია მცირე მენჯის შესასვლელამდე ნაყოფის წინამდებარე ნაწილის დაწევით და საშვილოსნოს ფსკერის წინ გადაწევით, რაც გამოწვეულია მუცლის პრესის ტონუსის გარკვეული შემცირებით.
ნაყოფი ამ დროს იწყებს ღრმად ჩაშვებას მენჯის მიდამოში.

პირველად მშობიარეთათვის ეს პროცესი შეინიშნება მშობიარობამდე - 2-4 კვირით ადრე, ხოლო განმეორებით მშობიარეთათვის უშუალოდ მშობიარობის დაწყების წინ.

Share

Comments

7/12/2021

როგორ უნდა იკვებო ორსულობის პერიოდში - ეს უნდა იცოდე

Comments

Read Now
 
Picture
ორსულებს განსაკუთრებული კვება ესაჭირეობათ.

ორსულობის პირველი თვეების განმავლობაში, თუ მომავალ დედებს ტოქსიკოზი აწუხებთ ორსულები საკვების მიმართ ძალიან პრეტენზიულები არიან და ზოგადად ცუდად იკვებებიან, მაგრამ როცა ეს პერიოდი გადის და ქალბატონებს მადა ემატებათ ჩნდება მეორე პრობლემა: რა შეიძლება მიირთვან და როგორ ებრძოლონ ზედმეტ წონას. 


ზოგად რეკომენდაციების გათვალისწინებით არის პროდუქტები, რომლის მიღებაც ოსრულებისთვის არ შეიძლება, ესენია: ალკოჰოლური სასმელები, ყავა, ცხარე საჭმელი, შებოლილი, ცხიმიანი და ძლიერ შემწვარი საკვები.

ალერგიულმა ქალბატონებმა უმჯობესია უარი თქვან შოკოლადზე, ციტრუსებზე, მარწყვზე, ეგზოტიკურ ხილზე, სხვადასხვა ზღვის პროდუქტსა და თხილზე. 


ვიდრე გადავიდოდეთ სხვადასხვა პროდუქციისა და საკვების განხილვაზე გავეცნოთ რაციონის შედგენის რამდენიმე წესს.
უმჯობესი იქნება, თუ თქვენი დღიური რაციონის 2/3 ნაწილს შეადგენს მცენარეული წარმოშობის პროდუქტი. განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილი. ფეხმძიმე ქალბატონებმა ასევე არ უნდა დაივიწყოთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც. ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელია ცხოველური ცილა, რომელსაც შეიცავს ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები. 


ხილი, ბოსტნეული, პარკოსანი მცენარეები-შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხლად, მოამზადოთ ორთქლზე, გააკეთოთ სხვადასხვა სალათები.  
​

ნაყოფისთვის ბევრ სასარგებლო ვიტამინსა თუ მინერალს შეიცავს პარკოსანი მცენარეები, როგორებიცაა: ლობიო, ბარდა, მუხუდო. ეს ბოსტნეული შეიცავს უამრავ ცილასა და საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც დაეხმარებიან თქვენს კუჭ-ნაწლავის სისტემას და ხელს შეუშლიან შეკრულობისა და ბუასილის წარმოქმნას. ასევე პარკოსანი მცენარეები შეიცავენ რკინას, კალციუმსა და თუთიას.

ტკბილი კარტოფილი და სხვა სტაფილოსფერი ბოსტნეული შეიცავს A ვიტამინს. ჩვენი ორგანიზმი მცენარეულ A ვიტამინს იღებს იმდენს რამდენიც მას ესაჭიროება. ხოლო ცხოველური წარმოშობის A ვიტამინს, რომელსაც შეიცავს რძე, ღვიძლი, კვერცხი, ორგანიზმი მიღებისთანავე ითვისებს და მისი ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში არც თუ ისე სასურველია. 

ბატიბუტიც სასარგებლოა ორსულებისთვის. ის მდიდარია E ვიტამინით, სელენითა და ფიტონუტრიეტებით. 

თუ თქვენ არ გიყვართ თევზი და კვერცხი, რომელიც შეიცავს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს მაშინ მიირთვით კაკალი. ეს პროდუქტი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და თქვენი პატარასთვის. 

ორსულობისას კარგი იქნება თუ მიირთმევთ კომბოსტოს, სალათის ფოთლებს , ისპანახს და სხვა. ისინი მდიდარია А, С და  К ვიტამინებით, ამასთან დამტკიცებულია, რომ ეს მცენრეები დადებითად მოქმედებენ  მხედველობაზე. 

მიირთვით მწვანე, წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი და თეთრი ფერის ხილი და ბოსტნეული. რაც უფრო მეტს მიირთმევთ მათ მით უფრო დიდია შანსი, რომ თქვენს პატარას მომავალში ხილი და ბოსტნეული ეყვარება, რადგან მათ გემოს მუცლადყოფნის პერიოდშივე იქნება მიჩვეული. 

შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ბურღულეულისგან დამზადებული ფაფა, ასვე მიუსლი. ბურღული შეიცავს რკინას, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და ცელულოზას. ფაფა სასარგებლოა და ის ასევე აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

რძე და რძის პროდუქტი უხვად შეიცავს კალციუმს, რაც ბავშვის ძვლების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს თამაშობს. ასევე ორსულობის პერიოდში დედას უსუსტდება კბილები და ძვლები, ამიტომ რძის პროდუქტების მირთმევა არამარტო ბავშვისთის, არამედ თქვენთვისაც სასარგებლოა. 

ხორცი ეს არის ცხოველური ცილის ძირითადი წყარო. უმჯობესია თუ არ შეიძენთ გაყინულ ხორცს და თავს შეიკავებთ ძეხვეულობისა და სოსისების მირთმევისგან. საუკეთესოა საქონლისა უცხიმო მჭლე ხორცი, რადგან ის ასევე შეიცავს რკინას და ჰემოგლობინის მომატებაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ ჰოთდოგებისგან და სხვა მსგავსი ხორცის ნაწარმისგან. მას თერმული დამუშავება შეიძლება ბოლომდე არ ჰქონდეს გავლილი და შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებსა და პარაზიტების კვერცხებს, რომლებიც ბავშვისთვის ზიანის მომტანი იქნება. 

თევზი შეიცავს ვიტამინ D -ს და ფოსფორს, რაც ეხმარება ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას და მუშაობას. უმჯობესია თუ საკვებად გამოიყენებთ თევზის არაცხიმიან სახეობებს. ამ შემთხვევაში საუკეთესოა ორაგული, ის მდიდარია ცილითა და ცხიმოვანი მჟავით ომეგა 3-ით. ორაგულში ძალიან ცოტაა ნივთიერება ვერცხლისმეთილი, რომელიც ვნებს ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას. ექიმები გვირჩევენ კვირაში 340 გრ-ზე მეტი თევზის მიღებისგან თავი შევიკაოთ. 

კვერცხი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, ამასთან ერთი ცალი კვერცხი შეიცავს მხოლოდ 90 კალორიას. კვერცხი შეიცავს 12 ვიტამინსა და მინერალს, ასევე ცილას, რომელიც აუცილებელია ორსულებისთვის. მართალია კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ ეს არის ბუნებრივი წარმოშობის ქოლესტერინი და მისი შემცველობა არც თუ ისე დიდია 1,5 გრ ერთ კვერცხზე. ქალბატონებს რომელთაც ქოლესტერინის რაოდენობა სისხლში ნორმალური აქვთ დღეში შეუძლიათ მიირთვან 1-2 კვერცხი. 

ორსულობის  პირველი ტრიმესტრში ორსულებისთვის კარგია ისეთი საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას. ეს ნივთიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის ნერვიული სისტემის ჩამოყალიბებაში. ასევე ასეთი პროდუქტი შეიცავს В6 ვიტამინს რომელიც ამსუბუქებს გულისრევის შეგრძნებას. პირველ ტრიმესტრში ასევე ჭარბად მიირთვით რკინის შემცველი პროდუქტები. 

ორსულობის მეორე ტრიმესტრში მეტი რაოდენობით მოიხმარეთ პროდუქტები, რომელიც შეიცავს კალციუმსა და D ვიტამინს. ასევე მიირთვით ცხიმ-მჟავა ომეგა3 -ის შემცველი საკვები. 

ორსულობის მესამე ტრიმესტრში მიირთვით საკვები, რომელიც ენერგიას მოგანიჭებთ და ამასთან არ დაგამძიმებთ. ასევე მიიღეთ პროდუქტები, რომელიც შეიცავს К ვიტამინს, ეს სისხლის შედედებას უწყობს ხელს. 
გაზიარება

Share

Comments

6/12/2021

რა შემთხვევაში იმშობიარებ საკეისრო კვეთის გამოყენებით

Comments

Read Now
 
Picture
საკეისრო კვეთის ოპერაცია ტარდება მაშინ, როცა პაციენტსა და ექიმს მიაჩნიათ, რომ საკეისრო კვეთის შემთხვევაში მოსალოდნელია დედისა და ნაყოფის გამოსავლები გაუმჯობესება საშოსმხრივ 
მშობიარობასთან (ფიზიოლოგიური მშობიარობა) შედარებით.
 
საკეისრო კვეთის ჩვენებები

1. პარტოგრამით დადასტურებული მშობიარობის პროგრესის შეფერხება: 
- სამშობიარო მოქმედების სისუსტე, 
- კლინიკურად ვიწრო მენჯი.
 
2. ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა

3. ნაყოფის არასწორი მდებარეობა და წინმდებარე ნაწილის არასწორი ჩადგმა: 
- ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა, როდესაც ნაყოფის წონა < 2500 - 3600 >გრ , 
- ნაყოფის ჯდომით წინმდებარეობა, როდესაც ნაყოფის წონა არის <2500- 3600> გრ და თავის 
გაშლითი მდგომარეობა დადასტურებულია ექოსკოპიურად, 
- ტერფით ან მუხლით წინმდებარეობა, 
- ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა. 

4. პათოლოგიური პლაცენტაცია: 
- პლაცენტის წინმდებარეობა (მე-3 ან მე-4 ხარისხი), 
- პლაცენტის მიხორცება, 
- vasa previa. 

5. დედის ინფექცია (პირველადი გენიტალური ჰერპესი, აივ ინფექცია): 
- მწვავე გენიტალური ჰერპესი (HSV) ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რომლის პირველი 
ეპიზოდი გამოვლინდა მშობიარობის დროს ან მოსალოდნელ მშობიარობის ვადამდე 6 
კვირის მანძილზე; 
- აივ ინფექცია: 
თუ ორსული ქალი არ იტარდებდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობას ან 
ვირუსული დატვირთვა შეადგენს ≥ 400 ასლ/მლ; 
- კოინფექცია C ჰეპატიტითა და აივ-ით, ვინაიდან გეგმიური სკ-ის დროს მცირდება C 
ჰეპატიტისა და აივ-ის დედიდან ბავშვზე გადაცემის რისკი. 

6. მრავალნაყოფიანი ორსულობა: 
- როცა არ აღინიშნება პირველი ნაყოფის თავით წინმდებარეობა, 
- მონოქორიონული მონოამნიონური ტყუპი ფეტო-ფეტალური ტრანსფუზიის სინდრომის 
არსებობისას; 

7. ჭიპლარის წინმდებარეობა ან მარყუჟის გამოვარდნა; 

8. სამშობიარო გზების მექანიკური დაბრკოლება: 
- საშვილოსნოს დიდი ზომის მიომა, 
- დიდი ზომის წვეტიანი კონდილომა, 
- მენჯის მოტეხილობა ცდომით,  
- ნაყოფის ანომალია, როგორიცაა, მწვავე ჰიდროცეფალია; 

9. დიდი ზომის ნაყოფი (ნაყოფის სავარაუდო წონა ≥ 4 500გრ); 

10. ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა, როცა დედისა და ნაყოფის 
მდგომარეობის გამო მშობიარობის ბუნებრივი გზით დამთავრება შეუძლებელია; 

11. არასრულფასოვანი საშვილოსნოს კედელი, რომელიც გამოწვეულია: 
- მიომექტომიის დროს საშვილოსნოს კედლის დაზიანებით, 
- საშვილოსნოს პერფორაციით, 
- საშვილოსნოს პლასტიკური ოპერაციით, 
- ექტოპიური ორსულობის დროს საშვილოსნოს კუთხის ამოკვეთით, 
- გადატანილი საკეისრო კვეთით; 

12. ანამნეზში ერთზე მეტი გადატანილი საკეისრო კვეთა; 

13. მძიმე პრეეკლამფსია და ეკლამფსია რომელიც არ იძლევა ვაგინალური მშობიარობის ჩატარების 
საშუალებას; 

14. ქსოვილების დაზიანების გაზრდილი რისკი, რომელიც გამოწვეულია შემდეგი გართულებებით: 
- საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბო, 
- რექტოვაგინალური ფისტულის ან სასქესო ორგანოების პროლაფსის გამო გადატანილი 
ოპერაცია; 

15. ხელოვნური განაყოფიერება ხანგრძლივი უნაყოფობითა და დამძიმებული სამენო-
გინეკოლოგიური ანამნეზით; 


16. დედის ექსტრაგენიტალური დაავადებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დედის 
ჯანმრთელობას და დადასტურებულია შესაბამისი სპეციალისტის დასკვნით (მაგალითად: 
ექსტრაგენიტალური სიმსივნე, ცერებრული ჰემორაგიული ინსულტი ან ანევრიზმა, გულის 
ხელოვნური სარქველი, გადანერგილი თირკმელი). 

17. დედის უეცარი სიკვდილი ცოცხალი ნაყოფის არსებობის დროს; 

18. რამდენიმე რისკ-ფაქტორის არსებობა, რომელიც ცალკე არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას, მაგრამ რამდენიმე მათგანის კომბინაცია რეალურ საფრთხეს უქმნის ნაყოფს 
ბუნებრივი გზით მშობიარობის შემთხვევაში. 
 
 საკეისრო კვეთა დედის მოთხოვნით
 
- დედის მოთხოვნა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჩვენებას საკეისრო კვეთისათვის. ასეთ 
შემთხვევაში ექიმი ვალდებულია დაწვრილებით განიხილოს ორსულთან და მის 
ახლობლებთან ერთად ბუნებრივი გზით მშობიარობის უპირატესობები და საკეისრო კვეთის 
მოსალოდნელი გართულებები. 
- ორსულს უნდა აეხსნას, რომ ყოველი მომდევნო საკეისრო კვეთის შემდეგ იზრდება პლაცენტის წინმდებარეობის, პლაცენტის ჩაზრდის (ჭეშმარიტი მიხორცების) და საკეისრო კვეთის დროს 
ჰისტერექტომიის საჭიროების რისკი. 

- ექიმს უფლება აქვს უარი განაცხადოს ქალის მოთხოვნით საკეისრო კვეთის ოპერაციის 
ჩატარებაზე. თუმცა, მშობიარობის გზის არჩევა კვლავ რჩება დედის უფლებად. 
​
• თუ პაციენტს აქვს მშობიარობის შიში, მისთვის ხდება ეფექტური გაუტკივარების შეთავაზება. 
გაზიარება

Share

Comments

2/12/2021

როგორ მიმდინარეობს ორსულობა ტრიმესტრების მიხედვით - ვიდეო განმარტებები

Comments

Read Now
 
Picture
Picture
​განმარტავს გიგა გურასპაშვილი - ,,იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი, მელოგინეთა განყოფილების გამგე
პირველი ტრიმესტრი
მეორე ტრიმესტრი
მესამე ტრიმესტრი
გაზიარება

Share

Comments

1/12/2021

წყალში მშობიარობა - ახალი სერვისი ,,იმედის კლინიკაში"

Comments

Read Now
 
Picture
​,,იმედის კლინიკა" გთავაზობთ წყალში მშობიარობის ნოვაციურ მეთოდს.

​წყალში მშობიარობა მშობიარობის ერთ-ერთი ალტერნატიული მეთოდია, რომელიც დიდ პოპულარობას იძენს.​
​
  • წყალი ხელს უწყობს სამშობიარო ტკივილის უფრო ადვილად გადატანას, ხელს უწყობს მთელი სხეულის კუნთების მოდუნებას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
  • ითვლება, რომ ახალშობილი წყალთან დაბადებისას ნაკლებ სტრესს განიცდის.
  • წყალში მშობიარობა მიზანეწონილი არ არის ორსულობის პერიოდში ისეთი გართულების შემთხვევაში, როგორიცაა პრეეკლამფსია, ნაყოფის ჰიპოქსია, ნაყოფის სხვა პათოლოგიები, მსხვილი ნაყოფი, კლინიკურად ვიწრო მენჯი, ორსულის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სხვა გართულებები, რაზეც ექიმი კონსულტაციის დროს მოგახსენებთ
  • ღირებულება 1930 ლარი (აქედან სახელმწიფო პროგრამა აანაზღაურებს 500 ლარს), მშობიარობის შემდეგ მელოგინე თავსდება VIP პალატაში

​დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ:
599 84-55-13

გაზიარება

Share

Comments

28/11/2021

შეიძლება თუ არა ორსულისთვის მედიკამენტის მიღება - სპეციალისტის 6 რჩევა

Comments

Read Now
 
Picture
თუ ორსულად ხარ - განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვა მედიკამენტების მიღების დროს. სპეციალისტის დანიშნულების გარეშე მიღებულმა მედიკამენტმა შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი გამოიღოს როგორც შენთვის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის;

ყოველივედან გამომდინარე, მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით ყოველთვის გაითვალისწინე სპეციალისტის ეს ექვსი რჩევა:

1.

მხოლოდ მეან-გინეკოლოგი, რომელიც კარგად იცნობს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მედიკამენტის მიღების შესახებ.

2.

დაუშვებელია თვითმკურნალობა. არ მოიტყუო თავი თითქოსდა უვნებელი ბალახეული პრეპარატებით, რადგან "ნატურალური" "უსაფრთხოს" სინონიმი არ არის.

3.

არ აჰყვე სხვების რჩევებს; ,,მე ორსულად რომ ვიყავი ამ წამალმა მიშველა" - ასეთ რჩევას ხშირად მოისმენ, მაგრამ არასდროს არ ისარგებლო აღნიშნული რჩევით.

4.

ჰკითხე შენ ექიმს, რომელი პრეპარატის მიღება შეიძლება თავის ტკივილის, მაღალი ტემპერატურის, სეზონური ალერგიის, არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში, ტოქსიკური ჩიყვის ან შაქრიანი დიაბეტის დროს. ექიმთან ერთად შეარჩიე ყველა პრეპარატის ეფექტური დოზა და მკურნალობის მაქსიმალურად მოკლე კურსი.

5.

დაუყოვნებლივ შეატყობინე ექიმს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის ან უსიამოვნო შეგრძნების შესახებ, თუ გაგიჩნდა ეჭვი, რომ ის მიღებულმა პრეპარატმა გამოიწვია.


6.

ნებისმიერ შემთხვევაში დანიშნულება ექიმმა უნდა მოგცეს. ის შეგირჩევს მკურნალობის ფორმას, რომელიც არ ავნებს განვითარებად ნაყოფს ან არ წაგართმევს ძუძუთი კვების უფლებას.
გაზიარება

Share

Comments

27/11/2021

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - ..დედის სკოლა" სახლიდან გაუსვლელად

Comments

Read Now
 
Picture
დედის სკოლა დისტანციური სერვისია, რომლის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად მიიღეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციებს და გაიგებთ მეტს. 

დედის სკოლის კურსზე დასწრება შეგიძლიათ ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. 
​

კურსები მიმდინარეობს ვიდეო გამოსახულების ფორმით.
დედის სკოლის გვერდზე გადასვლა
გაზიარება

Share

Comments

26/11/2021

ეს უნდა იცოდე: რა უპირატესობა გააჩნია ფიზიოლოგიურ მშობიარობას

Comments

Read Now
 
Picture
ფიზიოლოგიური მშობიარობის არსი
ბუნებრივი მშობიარობის პროცესი შეგვიძლია სამ ძირითად ეტაპად დავყოთ. ესენია:

  • პირველი ფაზა, რომლის დროსაც იხსნება საშვილოსნოს ყელი; 
  • მეორე ფაზა, იგივე ჭინთვების ფაზა, რომლის დროსაც იბადება ბავშვი;
  • მესამე ფაზა, რომლის დროსაც საშვილოსნოდან გამოიდევნება პლაცენტა;

მშობიარობის პირველი ეტაპი: საშვილოსნოს ყელის გახსნა

მშობიარობის პირველი ეტაპი, თავის მხრივ იყოფა ორ ფაზად. პირველი, ადრეული ფაზა შედარებით მსუბუქი მოვლითი ტკივილებით ხასიათდება, რომლებიც ჯერ იმდენად ძლიერი და მტკივნეული არ არის, რომ ლაპარაკში და მოქმედებებში ხელი შეგიშალოთ. 

თუ ამის უკუჩვენება არ არსებობს, ექიმები ამ ფაზის სახლში გატარებას გირჩევენ და როდესაც მოვლითი ტკივილების ხანგრძლივობა 1 წუთს გასტანს და ყოველ 5 წუთში რეგულარულად გაგიმეორდებათ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, უკვე დროა რომ ექიმს მიაშუროთ. ძალიან მალე მშობიარობის პირველი ეტაპი მის მეორე, აქტიურ ფაზაში გადავა. 

ყელის გახსნის აქტიური ეტაპის დროს საშვილოსნოს ყელი უფრო ინტენსიურად და ძლიერად იწყებს გახსნას. მოვლითი ტკივილები უფრო ხშირი და ძლიერია. ისე, რომ უკვე მათ დროს ლაპარაკი არ შეგიძლიათ. ეს ეტაპი საშვილოსნოს ყელის სრულ (10 სმ დიამეტრზე) გახსნამდე გაგრძელდება. 

მოვლითი ტკივილები ახლა დაახლოებით 2-3 წუთში ერთხელ გაქვთ. ტკივილებს შორის დასვენება და სიარულიც შეგიძლიათ. ეს ფაზა დაახლოებით 4-8 საათი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. აქტიური ფაზის ბოლო ნაწილში ხდება საშვილოსნოს ყელის 8-დან 10 სანტიმეტრამდე გახსნა, ეს მშობიარობის ყველაზე ინტენსიური ფაზაა, მის დასასრულში თქვენ უკვე იგრძნობთ, რომ პატარა მენჯებისკენ წამოვიდა. შესაძლოა აგაკანკალოთ ან ჟრჟოლა დაგეწყოთ. ყელი ბოლომდე გახსნილია და ამით მშობიარობის პირველი ეტაპი დასრულებულია.

მშობიარობის მეორე ეტაპი: ჭინთვები და ბავშვის დაბადება

მშობიარობის მეორე ეტაპის დროს ხდება ნაყოფის დაშვება თქვენს მენჯის ღრუში და დაბადება. მოვლითი ტკივილები ახლა წინა ეტაპთან შედარებით გაიშვიათებულია, ეს ჭინთვებს შორის მომზადების და დასვენების საშუალებას მოგცემთ. 

საშვილოსნოს შეკუმშვა ნაყოფს გამოსასვლელისკენ უბიძგებს, და როდესაც ის საკმარისად დაეშვება, თქვენ გაჭინთვის სურვილი მოგეძალებათ. თუ მშობიარობა ბუნებრივად მიდის, მიყევით თქვენი სხეულის  მოთხოვნებს და მაშინ გაიჭინთეთ, როდესაც ამის აუცილებლობას იგრძნობთ. უმეტეს სამშობიაროებში კი მიღებული პრაქტიკაა, რომ ბებიაქალმა გიკარნახოთ გაჭინთვის დრო და ეს ყოველი მოვლითი ტკივილის, ანუ საშვილოსნოს შეკუმშვის დროს მოხდეს. ამით მშობიარობის პროცესი უფრო სწრაფად მიდის.
პატარას გამოსვლა თანდათან მოხდება. 

საშვილოსნოს ყოველი შეკუმშვისა და თქვენი ჭინთვის ზემოქმედებით ის წინ მოიწევს, მაგრამ საშვილოსნოს კუნთების მოდუნებისას ნაწილობრივ ისევ უკან იხევს.
იპოვნეთ თქვენთვის მოსახერხებელი პოზიცია ამ ეტაპისთვის, ზურგზე წოლა უნივერსალური და ყველასათვის მოსახერხებელი პოზა სულაც არ არის. 

გარკვეულ ეტაპზე იგრძნობთ რომ შორისი ძლიერ დაგეჭიმებათ. ამ მომენტში გამოჩნდება თქვენი პატარას თავი, რაც საკმაოდ ამაღელვებელი მომენტია. ჭინთვების საჭიროება სულ უფრო ხშირია და ყოველი გაჭინთვით თქვენი პატარას თავის სულ ეფრო მეტი ნაწილი მოჩანს. შორისის დაჭიმულობა სულ უფრო ძლიერი ხდება, შესაძლოა წვის შეგრძნება გაგიჩნდეთ ამ ადგილას. 

გარკვეულ ეტაპზე თქვენი ბებიაქალი გირჩევთ რომ ცოტა ხნით არ გაიჭინთოთ ან ნაკლები ძალით მიაწვეთ ნაყოფს. კარგი იქნება თუ შორისის კუნთების მოდუნებას შეძლებთ ამ მომენტში, რომ პატარას თავმა რბილად და ძლიერი ხახუნის გარეშე გამოიკვლის გზა და გაგიფართოვოთ საშო. საკმაოდ ძნელია გაჭინთვისგან თავი შეიკავოთ, იმიტომ რომ ამას თავად ორგანიზმი გთხოვთ. 

პატარას თავი თანდათან გამოვა, და როდესაც მისი ყველაზე განიერი მხარე გამოჩნდება, ძალიან მალე მას სრულად თავი, სახე და კისერი. მას პირსა და ცხვირს გაუსუფთავებენ, მოსინჯავენ მის კისერს, რომ ჭიპლარი არ ჰქონდეს შემოხვეული და თუ ასეა, მაშინ განასკვავენ და გადაჭრიან მას. 

ამასობაში თქვენი პატარას სხეული თქვენს მენჯენში მობრუნდები, რომ ამჯერად სათითაოდ მისი მხრები გამოვიდეს. და აი თქვენი პატარა უკვე გარეთაა. მას ისევ გაუთავისუფლებენ სასუნთქ გზებს თუ ამის საჭიროებაა, გაასუფთავებენ და შეახვევენ რომ არ გადაცივდეს. თუ გართულებები არ გაქვთ შესაძლოა მუცელზე დაგიწვინონ, რადგან თქვენს სხეულთან კონტაქტი ახლა მისთვის მეტად მნიშვნელოვანია. 

მის ჭიპლარს ორ ადგილას მომჭერებს გაუკეთებენ და როდესაც ჭიპლარში პულსაცია შეწყდება გადაჭრიან, ეს მის სხეულს დამატებით მოამარაგებს ჟანგბადით, სანამ მისი სუნთქვა დარეგულირდება. 
მაშასადამე, ეს მეტად ემოციური მომენტია, თქვენი პატარა სამყაროს მოევლინა და ახლა თქვენთანაა. 

მშობიარობის მეორე ეტაპიც ინდივიდუალურია და შესაძლოა რამდენიმე წუთიდან, რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს. საშუალოდ პირველად მშობიარეები ერთ საათს ანდომებენ ამ ეტაპს, მეორე და შემდეგ ჯერზე კი 20 წუთში პატარა გარეთაა. 

მშობიარობის მესამე ეტაპი: პლაცენტის გამოდევნა

ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წუთში თქვენი საშვილოსნო ისევ იწყებს შეკუმშვას. ამ შეკუმშვების დროს პლაცენტა შორდება საშვილოსნოს კედელს. ბებიაქალი გირჩევთ, როდის გაიჭინთოთ მის გამოსადევნად. ჩვეულებრივ ერთი მსუბუქი გაჭინთვით პლაცენტა გამოდის და მშობიარობის მესამე, ფინალური ეტაპიც 5-10 წუთი გრძელდება. 

ამის შემდეგ

პლაცენტის გამოდევნის შემდეგ თქვენი საშვილოსნო ძლიერად შეიკუმშება და გამაგრდება. ამით შეწყდება სისხლდენა თქვენს საშვილოსნოში, პლაცენტის მიმაგრების ადგილას. დაახლოებით ჭიპის არეში იგრძნობთ საშვილოსნოს შეკუმშულ ბოლოს. თუ საშვილოსნო არ მაგრდება, შესაძლოა მასაჟი გაგიკეთონ ან სპეციალური მედიკამენტით დააჩქარონ მისი შეკუმშვა. 

საშვილოსნოს შეკუმშვას ასევე ეხმარება ძუძუთი კვება, ასე რომ მოაწოვეთ თქვენს პატარას, ეს მისთვისაც მეტად სასარგებლოა. მშობიარობის შემდეგ რამდენიმე შეკუმშვას იგრძნობთ, რაც ძლიერ გავს მენსტრუაციის წინა ტკივილს, მხოლოდ უფრო ძლიერია. ბებიაქლი შეამოწმებს პლაცენტას, რომ დარწმუნდეს, რომ ის სრულად აშრევდა და გამოიდევნა გარეთ. შეამოწმებს თქვენს შორისსაც, და თუ საჭიროა ნაკერებს დაგადებთ.

მშობიარობა დასრულებულია, თქვენი პატარა თქვენს გვერდითაა და თუ მისი მდგომარეობა არ მოითხოვს საპირისპიროს, დრო მასთან გაატარეთ. 
ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობა
გაზიარება

Share

Comments

25/11/2021

აუცილებელია თუ არა ორსულობამდე პერიოდის გამოკვლევების ჩატარება

Comments

Read Now
 
Picture
  • აუცილებელია თუ არა ორსულობამდე პერიოდის გამოკვლევების ჩატარება
  • განმარტავს დავით კობეშავიძე - იმედის კლინიკის" დირექტორი
ორსულობამდე პერიოდი - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments

25/11/2021

პროექტი ,,დღის შეთავაზება" - ფასდაკლება ყველა სახის გინეკოლოგიურ ოპერაციაზე

Comments

Read Now
 
Picture
გაწუხებთ გინეკოლოგიური პრობლემა?
​
ისარგებლეთ ,,იმედის კლინიკის" გინეკოლოგიური დეპარტამენტის დღის შეთავაზებით და მიიღეთ ფასდაკლება ყველა სახის გინეკოლოგიურ ოპერაციაზე (მათ შორის, ლაპაროსკოპია)


როგორ?

  • ყოველდღიურად ,,იმედის კლინიკა" აქვეყნებს დღის შეთავაზებას იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ გინეკოლოგიური პრობლემები და სურთ ამ პრობლემების ეფექტურად გადაჭრა.
  • დღის შეთავაზება - არის ყველა სახის გინეკოლოგიურ ოპერაციაზე ფასდაკლების მაჩვენებელი; 
  • თუ თქვენ მიიღებთ ,,იმედის კლინიკის" დღის შეთავაზებას - ეს ნიშნავს რომ შესაბამის ოპერაცია ჩაგიტარდებათ იმ ფასდაკლების მაჩვენებლით, რომელიც გამოსახულია ამ გვერდზე (იხილეთ ქვემოთ)
  • ფასდაკლება ეხება ღირებულების იმ ნაწილს, რომელსაც თავად თქვენ იხდით (საყოველთაო ან სხვა სახის დაზღვევის პარალელურად)

პროექტს ხელმძღვანელობს დავით (ბუკა) კობეშავიძე - ​გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი მეან-გინეკოლოგი, ,,იმედის კლინიკის" დირექტორის მოადგილე, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ფასდაკლების მიღება
გაზიარება

Share

Comments

24/11/2021

დავით კობეშავიძე - ახალი სერვისები ,,იმედის კლინიკაში"

Comments

Read Now
 
Picture
  • ახალი სერვისები ,,იმედის კლინიკაში"
  • საუბრობს დავით კობეშავიძე - ,,იმედის კლინიკის" დირექტორი
გაზიარება

Share

Comments

20/10/2021

დღე-ღამის ცვლის ექთნის ვაკანსია ,,იმედის კლინიკაში"

Comments

Read Now
 
Picture
ვაკანსია: ​დღე-ღამის ცვლის ექთანი
​,,იმედის კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგი მიმართულებით:
​
  • დღე-ღამის ცვლის ექთანი
 
  • განათლება: საშუალო სპეციალობის (მედდის დიპლომი)
  • ასაკი: 41 წლამდე
  • სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო 
  • სტაჟირება: შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი/სტაჟირება ცოდნის შეფასების შესწავლის მიზნით.
  • ანაზღაურება: საათში 4.8 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესებულმა პირებმა CV და ფოტო-სურათი უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტით მისამართზე:

salomekaxa1989@yahoo.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 514 11 55 22 (სალომე სიხარულიძე)
გაზიარება

Share

Comments
Details
    Picture

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​

Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კლინიკის პროექტები
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი