იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

3/1/2025

პლასტიკური გინეკოლოგია

Read Now
 
“იმედის კლინიკაში” ეფექტური პლასტიკური ოპერაციებით ბევრი ქალისთვის გადაუჭრელი პრობლემები მოგვარდება.

პლასტიკური ოპერაციები ,,იმედის კლინიკაში":​
​
- საშოს წინა კედლის დაწევა (ცისტოცელე, წინა კოლპოპლასტიკა)
- საშოს უკანა კედლის დაწევა (რექტოცელე, უკანა კოლპოპლასტიკა) 
- სასირცხო ბაგეების დეფორმაცია
- საშვილოსნოს ყელის პლასტიკა
- მშობიარობის შემდგომი უხეში ნაწიბური შორისზე და საშოში;

სასქესო ორგანოების ფორმისა და სტრუქტურის კორექცია ინტიმური პლასტიკის მეშვეობით თანამედროვე ქალბატონებში განსაკუთრებით პოპულარულია. 

​„იმედის კლინიკაში" შექმნილია მძლავრი გინეკოლოგიური სექტორი, როგორც სამკურნალო, ასევე ოპერაციული გინეკოლოგიის განხრით; ჩვენთან წარმატებით ფუნქციონირებს ოპერაციული გინეკოლოგიის ახალი მიმართულება - ე.წ. პლასტიკური გინეკოლოგია, რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის პროგრესული მოვლენა გახლავთ. აღნიშნული ოპერაციული ჩარევა ქალს აძლევს საშუალებას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, როგორც შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ, ამავე დროს ესთეტიური დეფექტის გამოსასწორებლადაც.

სამწუხაროდ, ამ თემაზე საუბარი და, მით უმეტეს, ექიმთან ვიზიტი ბევრი ქალისთვის უხერხულობასთან და სირცხვილთან ასოცირდება, თუმცა, გვინდა მოვუწოდო ქართველ მანდილოსნებს მიხედონ საკუთარ დელიკატურ პრობლემებს, რაც გარეგნულ მხარესთან ერთად, საშარდე თუ სასქესო გზების მუდმივ ანთებით პროცესებს იწვევს.

ინტიმური პლასტიკა არის საშუალება გარეთა სასქესო ორგანოების ნაკლის მოსაშორებლად ან დაკარგული ფუნქციების აღსადგენად. როგორც წესი, აღნიშნული პრობლემები აწუხებთ ქალებს, რომელთაც ჰქონდათ გართულებული მშობიარობა (ჩაჭრებით და ჩახევებით), მშობიარობის შემდგომი ტრავმების შედეგად დაზიანებული აქვთ გარეთა სასქესო ორგანოები.

„იმედის კლინიკის" პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტიში მუშაობს უცხოეთში გადამზადებული პროფესიონალ გინეკოლოგთა გუნდი. ჩვენ ქალებს ვაძლევთ საშუალებას, მარტივად და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასებში გალამაზდნენ და თავი დაიცვან იმ სერიოზული პრობლემებისაგან, რაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებულმა სასქესო ორგანოებმა.

ოპერაციები კეთდება უახლესი მეთოდებით და, შესაბამისად, მაქსიმალური შედეგებით. ამავე დროს მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლატვიელებთან და ვაპირებთ, „იმედის კლინიკაში" გავაკეთოთ პლასტიკური ოპერაციები ლაზერის მეშვეობით. ოპერაციები გრძელდება დაახლოებით 15 წუთი. ამჟამად ჩვენთან ხდება დიდი და მცირე სასირცხვო ბაგეების კორექცია, მშობიარობის შემდგომი ნაწიბურის ამოკვეთა საშოს უკანა კედლის პლასტიკით, საშოს კედლების პლასტიკა, საშვილოსნოს ყელის პლასტიკა და სხვა.

გართულებული მშობიარობის დროს ხდება საშოს როგორც უკანა, ისევე წინა კედლების დაწევა. ასეთ დროს ნაწლავის ჩხირი ძალიან მარტივად ხვდება სასქესო გზებში, რაც იწვევს საშვილოსნოში და შარდის ბუშტში ანთებითი პროცესების წარმოშობას, ვინაიდან დაზიანებული გარეთა სასქესო ორგანოები მუდმივი ინფექციის კერაა.

მშობიარობის შემდგომ გაწელილი საშოს კუნთები ვეღარ ასრულებენ თავის ფუნქციას და შეიძლება ვერ შეიკავონ შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი. ამის შედეგი არც თუ სასიამოვნოა - დაწყებული უნებლიე შარდვით და დამთავრებული სერიოზული შიდა ინფექციებით. ამავე დროს სქესობრივი კავშირის დროს ჩნდება დისკომფორტი. პლასტიკური ოპერაციის შედეგად კი შესაძლებელია როგორც შარდის ბუშტის ფიქსაცია, ასევე შარდსაწვეთის კუთხის შეცვლა.

ოპერაციიდან ერთ საათში ქალს შეუძლია სახლში წასვლა. კეთდება პლასტიკური ნაკერები, რომელიც თავისით გაიწოვება. პოსტოპერაციული პერიოდი 2-3 დღე გრძელდება. ასე რომ, ქალბატონებო, ჩვენთან, თქვენი დელიკატური პრობლემები უმოკლეს დროში, ეფექტურად მოგვარდება!
​

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი