პირველი ორსულობა და ,,იმედის კლინიკა"
შენს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი დაიწყო - პირველად ხარ ორსულად და სულ მალე დედა გახდები.
გსურს ეს ცხრა თვე წყნარად და ყოველგვარი გართულებების გარეშე გაიარო, მოუფრთხილდე შენი პატარის ჯანმრთელობას და ყველანაირად ხელი შეუწყო, რომ ჯანსაღი შვილის დედიკო გახდე; სწორედ ამიტომ, დაიწყე ფიქრი რომელ სამშობიარო სახლს ანდო შენთვის ყველაზე ძვირფასის - შვილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ,,იმედის კლინიკა" - სწორედ ეს სამშობიარო სახლია გარანტი შენი ბედნიერებისა და ეს რომ ასეა, მოდი ერთად დავრწმუნდეთ. |
რატომ ,,იმედის კლინიკა"?
ეს კითხვა აუცილებლად დაგებადება, ჩვენ კი პასუხს შემოგთავაზებთ - მოდი მოვუსმინოთ ,,იმედის კლინიკის" პროფესიონალებს;
რატომ ,,იმედის კლინიკა"? - ამ კითხვაზე პასუხს გაგცემენ:
- დავით კობეშავიძე - ,,იმედის კლინიკის" დირექტორი
- მაია მჭედლიძე - დირექტორის მოადგილე
- ლიკა ლუაშვილი - მეან-გინეკოლოგი
- გიორგი გაბრიჩიძე - სამშობიარო ბლოკის ხელმძღვანელი
დაათვალიერე და დარწმუნდი - ვიდეო ტური სახლიდან გაუსვლელად
ახალშობილის მოვლა და პატრონაჟი ,,იმედის კლინიკაში"
ყველაზე ძალიან, ალბათ, ეს საკითხი გაინტერესებს; სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგასმენინოთ ,,იმედის კლინიკის" ნეონატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო ბოცვაძის განმარტებები
აუცილებელია თუ არა ექიმის ,,აყვანა"
,,იმედის კლინიკაში" ექიმის ,,აყვანა" ნამდვილად არ არის აუცილებელი.
თუ არჩევანს არ გააკეთებ ,,ექიმის აყვანაზე", ორსულობის პერიოდში ვიზიტების კურირებას მოახდენს ორსულ ქალთა კონსულტაციის ხელმძღვანელი ნინო ჯაფარიძე.
ასეთ შემთხვევაში გენიჭება თვითდინებით შემოსული მშობიარეს სტატუსი და შენზე გავრცელდება სადირექტორო პატრონაჟის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული შეღავათები გეკუთვნის, ხოლო მშობიარობას კლინიკის წამყვანი სპეციალისტები მიიღებენ (ნახეთ ვრცლად>>>)
თუ მოისურვებ ,,ექიმის აყვანას" - ეს შენი ნებაა, ასეთ შემთხვევაში ორსულობის სრულ ციკლს და შემდეგ, მშობიარობას სწორედ ,,აყვანილი ექიმი" გაუძღვება. ისევ მოუსმინე დავით კობეშავიძეს:
ჩვენ ერთგულებას ვაფასებთ
თუ გვენდე და აღრიცხვაზე ჩვენთან დადექი, ამას ჩვენ ვაფასებთ და გპასუხობთ პროექტით ერთგულება
პროექტი მაღალი ხარისხის მომსახურების პარალელურად საგრძნობი შეღავათებით სამეანო მომსახურებას ითვალისწინებს:
ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
- 2 ადგილიანი პალატა - 170 ლარი (ნაცვლად 250 ლარისა)
- VIP პალატა - 600 (ნაცვლად 780 ლარისა)
ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
- 2 ადგილიანი პალატა - 670 ლარი (ნაცვლად 750 ლარისა)
- VIP პალატა - 1100 ლარი (ნაცვლად 1280 ლარისა)
საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
- 2 ადგილიანი პალატა - 70 ლარი (ნაცვლად 170 ლარისა)
- VIP პალატა - 520 ლარი (ნაცვლად 700 ლარისა)
საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
- 2 ადგილიანი პალატა - 870 ლარი (ნაცვლად 970 ლარისა)
- VIP პალატა - 1320 ლარი (ნაცვლად 1500 ლარისა)
და კიდევ...
გვინდა იცოდე, რომ ,,იმედის კლინიკა" ახორციელებს მშობიარობის შემდგომი გართულებების პრევენციის უფასო პროგრამას, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ,,იმედის კლინიკაში" ნამშობიარები უკლებლივ ყველა მელოგინე.
პროგრამა ითვალისწინებს ლოგინობის 40 დღის განმავლობაში შესაძლო გართულებების აცილებას ან წარმოქმნილი ასეთი გართულებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას (ამბულატორიული, სტაციონარული) მელოგინისათვის სრულიად უფასოდ!
ეს შენ გაინტერესებს -
მოქმედებს თუ არა თქვენთან სახელმწიფო დაზღვევა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა) და თუ მოქმედებს, როგორ მოვიქცე, რომ ამ პროგრამით ვისარგებლო?
ჩვენთან სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს (იხილეთ მომსახურების ტარიფები და გადახდის წესი ამ პროგრამის ფარგლებში), თუ თქვენ სარგებლობთ საყოველთაო დაზღვევით. თქვენ არ მოგეთხოვებათ რაიმე სახის საბუთის წარმოდგენა, თან უნდა იქონიოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა
ორსულობის რომელ კვირაზე უნდა დავდგე აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში?
სასურველია ორსულობის მე-8 კვირიდან
რა საბუთები უნდა ვიქონიო ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომის მომენტში?
საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
როგორ და როდის უნდა ავიღო ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო ვაუჩერი?
ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის ასაღებად დაგჭირდებათ ექოსკოპიური კვლევა (5 დღის ვადაში ჩატარებული) და ექიმის კონსულტაცია. სახელმწიფო ვაუჩერის დარეგისტრირება ხდება კლინიკაში ელექტრონულად და კლინიკაშივე ხდება მისი გაცემა. გახსოვდეთ, რომ სახელმწიფო ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ 13 კვირის ორსულობის ვადამდე
აუცილებელია ორსულობის ვადის დასადასტურებლად ექოსკოპიის დასკვნა თქვენთან ავიღო?
არა, აუცილებელი არ არის. თუ ექოსკოპიურ გამოკვლევას სხვაგან ჩაიტარებთ ჩვენთან აღრიცხვაზე დასადგომად მოტანილი დასკვნა უნდა იყოს არაუმეტეს 5 დღის ვადის
იმედია, დაგეხმარეთ საჭირო ინფორმაციის მიღებაში...
დაათვალიერე ჩვენი საიტი და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებ;
დროებით გემშვიდობებით, იმედია ჩვენი მომავალი შეხვედრა ,,იმედის კლინიკაში" შედგება;
გელოდებით...
დაათვალიერე ჩვენი საიტი და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებ;
დროებით გემშვიდობებით, იმედია ჩვენი მომავალი შეხვედრა ,,იმედის კლინიკაში" შედგება;
გელოდებით...