იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

3/1/2025

როგორ ხდება ჩასახვა

Read Now
 
ახალი სიცოცხლის ჩასახვა უნიკალური პროცესია, რომელიც სპერმატოზოიდის საშუალებით კვერცხუჯრედის განაყოფიერებით იწყება. მილიონობით სპერმატოზოიდებიდან კვერცხუჯრეამდე მხოლოდ ათეული აღწევს და მათგან მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს მას. 

ერთი სპერმატოზოიდი აღწევს კვერცხუჯრედის გარსში, ისე რომ უშუალოდ კვერცხუჯრედში მხოლოდ მისი თავი აღწევს, ხოლო შუა ნაწილი და კუდი რჩება კვერცხუჯრედის გარსში და დროის გარკვეულ პერიოდში იშლება. განაყოფიერება ხდება საშვილოსნოს ყელის ამპულარულ განყოფილებაში. როცა სპერმატოზოიდის თავი აღწევს კვერცხუჯრედში ხდება მათი ქრომოსომების შერწყმა და ახალ უჯრედში მათი რაოდენობა 46 ხდება.. 

ყოველივეს შედეგად ყალიბდება ზიგოტა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მოძრაობს საშვილოსნოს ყელში და ამის შემდეგ ხვდება საშვილოსნოს ღრუში. აქ ზიგოტა ეტაპობრივად მრავლდება და ბლასტულად გარდაიქმნება. 

ამ ახალი უჯრედის ზედაპირს ტროფობლასტი ეწოდება, იგი გამოყოფს სპეციალურ ფერმენტებს, რომლებიც იშლება საშვილოსნოს ფუნქციონალურ შრეებში. ყოველივეს შედეგად, წარმოიქმნება
ჩაღრმავება, რომელშიც იძირება სანაყოფო კვერცხუჯრედი. სანაყოფო კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ყელზე მიმაგრების პროცესს იმპლანტაცია ეწოდება. იმპლანტაცია მე-6-მე-7 დღეს ხდება. 

თუ იმპლანტაციამდე სანაყოფო კვერცხუჯრედზე რაიმე უარყოფითი ფაქტორი იმოქმედებს იგი ან იღუპება ან ზიანდება, თუმცა შემდეგ სრულიად აღდგება. უფრო გვიან ეტაპზე ტროფობლასტისგან ვითარდება სანაყოფო გარსები, რომელთაგან ერთ-ერთს ქორიონი ეწოდება, სწორედ მისგან ყალიბდება პლაცენტა. პლაცენტის ჩამოყალიბება ორსულობის მე-7-მე-8 კვირას იწყება, ხოლო სრულად ჩამოყალიბება ხდება ორსულობის მე-13-მე-14 კვირას.

პლაცენტა არის დროებითი ორგანო, რომელიც ბავშვის დაბადებამდე ფუნქციონირებს. პლაცენტის ზომა შეადგენს 15-დან 25 სანტიმეტრამდე, სისქეში 1,5-2 სანტიმეტრი. პლაცენტიდან ნაყოფს უერთდება სისხლძარღვები, რომლებიც გარშემორტყმულია მყარი ნივთიერებებით, ეს სისხლძარღვები ქმნიან ჭიპლარს. პლაცენტა ნაყოფისთვის ასრულებს ფილტვების, ღვიძლისა და თირკმლების როლს.

პლაცენტის საშუალებით ნაყოფს მიეწოდება საკვები ნივთიერებები, მისი გზით ხდება ნაყოფის მეტაბოლიზმის პროდუქტების გამოყოფა. 

ტროფობლასტისგან წარმოქმნილ ერთ-ერთ გარსს ამნიონი ეწოდება. ამნიონი წარმოქმნილია უჯრედებისგან, რომლებიც გამოიმუშავებენ ამნიონალურ სითხეს. დროთა განმავლობაში ამ სითხის რაოდენობა იზრდება და ყალიბდება სანაყოფე სითხე. სანაყოფე სითხე ნაყოფის მოძრაობისთვის თავისუფალ სივრცეს ქმნის და ამავე დროს, იცავს მას დაზიანებისგან.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი