იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

3/1/2025

​მსურს დაორსულება

Read Now
 
მსურს დაორსულება - ამის გაფიქრებაც კი უკვე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ქალს. პასუხისმგებლობას საკუთარ თავთან, მომავალ შვილთან და ოჯახთან. ამიტომ, ჯერ კიდევ ჩასახვამდე პერიოდშია აუცილებელი მზრუნველობა იმისთვის, რომ ორსულობამ წყნარად და გართულების გარეშე ჩაიაროს.

სამწუხაროდ, ყველა მომავალი დედა როდი აცნობიერებს მოსამზადებელი ეტაპის სრულყოფილად გავლის აუცილებლობას.

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია და დაგარწმუნოთ, რომ ორსულობა არ არის ჩვეულებრივი, რიგითი მოვლენა. ორსულობა ქალის ცხოვრების განსაკუთრებული ეტაპია, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. შესაბამისად, დამოკიდებულება ორსულად ყოფნის მიმართ უნდა იყოს ადექვატური

ჩვეს საიტზე შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოემზადოთ ორსულობისთვის და როცა თქვენ და თქვენი მეუღლე გადაწყვეტთ, რომ უნდა დაორსულდეთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

დაორსულებისთვის ყველაზე სასურველია ოვულაციის დღეები. თეორიულად ითვლება, რომ ჩასახვა სპერმით ჩასახვა შესაძლებელია პერიოდში ოვულაციამდე 7 დღით ადრე, ოვულაციის დღეს და არაუმეტეს ერთი დღისა (იშვიათად 2 დღე) ოვულაციის შემდეგ. ეს პერიოდი პირობითია, ყველა სპერმატოზოიდს არ შესწევს 7 დღით სიცოცხლის უნარი. საბოლოოდ, რაც უფრო ახლო პერიოდშია სქესობრივი აქტი ოვულაციასთან, მით უფრო მაღალია ჩასახვის შესაძლებლობა.
​

უმრავლეს შემთხვევაში ოვულაცია ხდება მორიგი მენსტრუაციამდე 10-14 დღით ადრე. 

თუ რეგულარული სქესობრივი კავშირის მიუხედავად 1-3 თვის განმავლობაში არ ხდება განაყოფიერება - ეს არ არის საშიში და არ არის საჭირო ფიქრი ჯანმრთელობის პრობლემებზე. უკეთესია, კარგად შეისწავლოთ თქვენი ოვულაცია (როგორ - წაიკითხეთ ზემოთ). 

თუ ექვსი თვე გავიდა და მაინც ვერ დაორსულდით, ეს ჯერ არ ნიშნავს რომ დაისვას უნაყოფობის დიაგნოზი, მაგრამ სპეციალისტები იწყებენ წყვილის დეტალურ გამოკვლევას.

თუ ვერ ორსულდებით ერთი წელი, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს რაიმე სახის პათოლოგიას, ამ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს;

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი