იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

3/1/2025

ჩასახვის დღეები

Read Now
 
ოვულაციის დღეებში ჩასახვის სავარაუდო მაჩვენებელი 100 პროცენტს უახლოვდება, თუმცა, როგორც ცნობილია წელიწადში 1-2-ჯერ ქალს მენსტრუაციული ციკლის დროს ოვულაცია არ აღენიშნება. ამ მომენტში, შესაბამისად, ჩასახვა არ ხდება.
​
თუ ერთი წლის განმავლობაში, რეგულარული სქესობრივი კონტაქტის ფონზე, არ ხდება დაორსულება, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს. 

ოვულაცია ერთი დღე გრძელდება, ე.ი. კვერცხუჯრედის სიცოცხლისუნარიანობა 24 საათი გრძელდება, განსხვავებით სპერმატოზოიდებისგან, რომელთა სიცოცხლისუნარიანობა 72 საათია

ხშირად ისმის კითხვა რამდენად შესაძლებელია დაორსულება თუ სქესობრივი კონტაქტი შედგა ოვულაციამდე? არის მოსაზრებაც, რომ ჩასახვა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც თუ სქესობრივი აქტი მოხდა ოვულაციამდე 7 დღით ადრე. სინამდვილეში ჩასახვა ხდება ოვულაციის დღეს. ასევე, შესაძლებელია ჩასახვა მოხდეს ოვულაციამდე 1-2 დღით ადრეც

მრავალ წყვილს აინტერესებს დაორსულებაზე მოქმედებს თუ არა სქესობრივი აქტის დროს არჩეული პოზა, პრინციპში, პოზას მნიშვნელობა არ გააჩნია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ყველაზე ეფექტურია ე.წ. კლასიკური პოზა. თუ ქალს აღენიშნება საშვილოსნოს გადახრა - უმჯობესია პოზა ,,უკნიდან”

ზოგიერთი ქალი სქესობრივი აქტის შემდეგ წვება ზურგზე ფეხებაწეული პოზით, ამით თითქოსდა ამცირებს სასქესო ორგანოებიდან სპერმის გამოსვლის შანს. დადგენილია, რომ ასეთი ქმედება უშედეგოა და სრულიად არ არის საჭირო. თუ წყვილი ჯანმრთელია და ზუსტად არის არჩეული ჩასახვის დღე - ორსულობა ყოველგვარი დამატებითი და დამხმარე ქმედებების გარეშეც მიიღწევა.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი