,,იმედის კლინიკამ" შეიმუშავა და დანერგა ორსულის სწორი კვების ინოვაციური პროექტი; შესაბამისად, ჩამოყალიბდა ორსულთა სწორი კვების კაბინეტი;
ორსულმა აღნიშნულ კაბინეტს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს; თუმცა, სასურველია ორსულმა კაბინეტს პირველივე ტრიმესტრში მიმართოს; ორსულებს, მათი სხეულის მასის ინდექსის მიხედვით (ასევე, ენდოკრინული პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში) დაუდგინდებათ სწორი კვების რეჟიმი და პრინციპები; საჭიროების შემთხვევაში მოხდება ენდოკრინული დარღვევების ან პათოლოგიების კონტროლი და მკურნალობა; აღსანიშნავია, რომ ,,იმედის კლინიკის" ორსულთა სწორი კვების პროექტის უმთავრესი მიზანია მიღწეულ იქნას ორსულისა და ნაყოფის სიჯანსაღე, რაც უსაფრთხო დედობის გარანტი იქნება
ორსულობის პერიოდში სწორი კვების მნიშვნელობას და ,,იმედის კლინიკის" ორსულთა სწორი კვების პროექტის აქტუალობას განმარტავენ:
ორსულებს განსაკუთრებული კვება ესაჭირეობათ.
ორსულობის პირველი თვეების განმავლობაში, თუ მომავალ დედებს ტოქსიკოზი აწუხებთ ორსულები საკვების მიმართ ძალიან პრეტენზიულები არიან და ზოგადად ცუდად იკვებებიან, მაგრამ როცა ეს პერიოდი გადის და ქალბატონებს მადა ემატებათ ჩნდება მეორე პრობლემა: რა შეიძლება მიირთვან და როგორ ებრძოლონ ზედმეტ წონას. ზოგად რეკომენდაციების გათვალისწინებით არის პროდუქტები, რომლის მიღებაც ოსრულებისთვის არ შეიძლება, ესენია: ალკოჰოლური სასმელები, ყავა, ცხარე საჭმელი, შებოლილი, ცხიმიანი და ძლიერ შემწვარი საკვები. ალერგიულმა ქალბატონებმა უმჯობესია უარი თქვან შოკოლადზე, ციტრუსებზე, მარწყვზე, ეგზოტიკურ ხილზე, სხვადასხვა ზღვის პროდუქტსა და თხილზე. ვიდრე გადავიდოდეთ სხვადასხვა პროდუქციისა და საკვების განხილვაზე გავეცნოთ რაციონის შედგენის რამდენიმე წესს. უმჯობესი იქნება, თუ თქვენი დღიური რაციონის 2/3 ნაწილს შეადგენს მცენარეული წარმოშობის პროდუქტი. განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილი. ფეხმძიმე ქალბატონებმა ასევე არ უნდა დაივიწყოთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც. ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელია ცხოველური ცილა, რომელსაც შეიცავს ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები. ხილი, ბოსტნეული, პარკოსანი მცენარეები-შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხლად, მოამზადოთ ორთქლზე, გააკეთოთ სხვადასხვა სალათები. ნაყოფისთვის ბევრ სასარგებლო ვიტამინსა თუ მინერალს შეიცავს პარკოსანი მცენარეები, როგორებიცაა: ლობიო, ბარდა, მუხუდო. ეს ბოსტნეული შეიცავს უამრავ ცილასა და საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც დაეხმარებიან თქვენს კუჭ-ნაწლავის სისტემას და ხელს შეუშლიან შეკრულობისა და ბუასილის წარმოქმნას. ასევე პარკოსანი მცენარეები შეიცავენ რკინას, კალციუმსა და თუთიას. ტკბილი კარტოფილი და სხვა სტაფილოსფერი ბოსტნეული შეიცავს A ვიტამინს. ჩვენი ორგანიზმი მცენარეულ A ვიტამინს იღებს იმდენს რამდენიც მას ესაჭიროება. ხოლო ცხოველური წარმოშობის A ვიტამინს, რომელსაც შეიცავს რძე, ღვიძლი, კვერცხი, ორგანიზმი მიღებისთანავე ითვისებს და მისი ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში არც თუ ისე სასურველია. ბატიბუტიც სასარგებლოა ორსულებისთვის. ის მდიდარია E ვიტამინით, სელენითა და ფიტონუტრიეტებით. თუ თქვენ არ გიყვართ თევზი და კვერცხი, რომელიც შეიცავს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს მაშინ მიირთვით კაკალი. ეს პროდუქტი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და თქვენი პატარასთვის. ორსულობისას კარგი იქნება თუ მიირთმევთ კომბოსტოს, სალათის ფოთლებს , ისპანახს და სხვა. ისინი მდიდარია А, С და К ვიტამინებით, ამასთან დამტკიცებულია, რომ ეს მცენრეები დადებითად მოქმედებენ მხედველობაზე. მიირთვით მწვანე, წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი და თეთრი ფერის ხილი და ბოსტნეული. რაც უფრო მეტს მიირთმევთ მათ მით უფრო დიდია შანსი, რომ თქვენს პატარას მომავალში ხილი და ბოსტნეული ეყვარება, რადგან მათ გემოს მუცლადყოფნის პერიოდშივე იქნება მიჩვეული. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ბურღულეულისგან დამზადებული ფაფა, ასვე მიუსლი. ბურღული შეიცავს რკინას, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და ცელულოზას. ფაფა სასარგებლოა და ის ასევე აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. რძე და რძის პროდუქტი უხვად შეიცავს კალციუმს, რაც ბავშვის ძვლების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს თამაშობს. ასევე ორსულობის პერიოდში დედას უსუსტდება კბილები და ძვლები, ამიტომ რძის პროდუქტების მირთმევა არამარტო ბავშვისთის, არამედ თქვენთვისაც სასარგებლოა. ხორცი ეს არის ცხოველური ცილის ძირითადი წყარო. უმჯობესია თუ არ შეიძენთ გაყინულ ხორცს და თავს შეიკავებთ ძეხვეულობისა და სოსისების მირთმევისგან. საუკეთესოა საქონლისა უცხიმო მჭლე ხორცი, რადგან ის ასევე შეიცავს რკინას და ჰემოგლობინის მომატებაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ ჰოთდოგებისგან და სხვა მსგავსი ხორცის ნაწარმისგან. მას თერმული დამუშავება შეიძლება ბოლომდე არ ჰქონდეს გავლილი და შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებსა და პარაზიტების კვერცხებს, რომლებიც ბავშვისთვის ზიანის მომტანი იქნება. თევზი შეიცავს ვიტამინ D -ს და ფოსფორს, რაც ეხმარება ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას და მუშაობას. უმჯობესია თუ საკვებად გამოიყენებთ თევზის არაცხიმიან სახეობებს. ამ შემთხვევაში საუკეთესოა ორაგული, ის მდიდარია ცილითა და ცხიმოვანი მჟავით ომეგა 3-ით. ორაგულში ძალიან ცოტაა ნივთიერება ვერცხლისმეთილი, რომელიც ვნებს ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას. ექიმები გვირჩევენ კვირაში 340 გრ-ზე მეტი თევზის მიღებისგან თავი შევიკაოთ. კვერცხი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, ამასთან ერთი ცალი კვერცხი შეიცავს მხოლოდ 90 კალორიას. კვერცხი შეიცავს 12 ვიტამინსა და მინერალს, ასევე ცილას, რომელიც აუცილებელია ორსულებისთვის. მართალია კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ ეს არის ბუნებრივი წარმოშობის ქოლესტერინი და მისი შემცველობა არც თუ ისე დიდია 1,5 გრ ერთ კვერცხზე. ქალბატონებს რომელთაც ქოლესტერინის რაოდენობა სისხლში ნორმალური აქვთ დღეში შეუძლიათ მიირთვან 1-2 კვერცხი. ორსულობის პირველი ტრიმესტრში ორსულებისთვის კარგია ისეთი საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას. ეს ნივთიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის ნერვიული სისტემის ჩამოყალიბებაში. ასევე ასეთი პროდუქტი შეიცავს В6 ვიტამინს რომელიც ამსუბუქებს გულისრევის შეგრძნებას. პირველ ტრიმესტრში ასევე ჭარბად მიირთვით რკინის შემცველი პროდუქტები. ორსულობის მეორე ტრიმესტრში მეტი რაოდენობით მოიხმარეთ პროდუქტები, რომელიც შეიცავს კალციუმსა და D ვიტამინს. ასევე მიირთვით ცხიმ-მჟავა ომეგა3 -ის შემცველი საკვები. ორსულობის მესამე ტრიმესტრში მიირთვით საკვები, რომელიც ენერგიას მოგანიჭებთ და ამასთან არ დაგამძიმებთ. ასევე მიიღეთ პროდუქტები, რომელიც შეიცავს К ვიტამინს, ეს სისხლის შედედებას უწყობს ხელს. |