იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • სადირექტორო პატრონაჟის პროექტი >
      • თვითდინებით შემოსული მშობიარეებისთვის
      • უფასო გინეკოლოგიური კონსულტაცია
      • რა გაფეხებს?
      • სტუმრად დავით კობეშავიძესთან
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • კომპასი
    • გაიგე მეტი
  • კონტაქტი

2/6/2019

სანამ აღრიცხვაზე დადგებით - პასუხები თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - სრულად
  • ​​მოძებნეთ თქვენთვის სასურველი შეკითხვა და მიიღეთ პასუხი
  • თუ შეკითხვების ჩამონათვალში ვერ იპოვეთ თქვენთვის საინტერესო საკითხი, მიმართეთ ,,იმედის კლინიკის" საინფორმაციო ცენტრს
  • მოქმედებს თუ არა თქვენთან სახელმწიფო დაზღვევა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა) და თუ მოქმედებს, როგორ მოვიქცე, რომ ამ პროგრამით ვისარგებლო?
     

    ჩვენთან სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს (იხილეთ მომსახურების ტარიფები და გადახდის წესი ამ პროგრამის ფარგლებში), თუ თქვენ სარგებლობთ საყოველთაო დაზღვევით. თქვენ არ მოგეთხოვებათ რაიმე სახის საბუთის წარმოდგენა, თან უნდა იქონიოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა
​
  • ორსულობის რომელ კვირაზე უნდა დავდგე აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში?
 
სასურველია მე-8 კვირიდან
​
  • რა საბუთები უნდა ვიქონიო ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომის მომენტში?
     

    საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
  • როგორ და როდის უნდა ავიღო ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმიფო ვაუჩერი?
     
    ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის ასაღებად დაგჭირდებათ ექოსკოპიური კვლევა (5 დღის ვადაში ჩატარებული) და ექიმის კონსულტაცია. სახელმწიფო ვაუჩერის დარეგისტრირება ხდება კლინიკაში ელექტრონულად და კლინიკაშივე ხდება მისი გაცემა.  გახსოვდეთ, რომ სახელმწიფო ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ 13 კვირის ორსულობის ვადამდე
​
  • აუცილებელია ორსულობის ვადის დასადასტურებლად ექოსკოპიის დასკვნა თქვენთან ავიღო?
     
    არა, აუცილებელი არ არის. თუ ექოსკოპიურ გამოკვლევას სხვაგან ჩაიტარებთ ჩვენთან აღრიცხვაზე დასადგომათ მოტანილი დასკვნა უნდა იყოს არაუმეტეს 5 დღის ვადის
​​
  • როდესაც სხვა კლინიკაში ვარ აღრიცხვაზე და ერთი ან/და რამდენი უფასო ვიზიტი ჩაიტარე იმ კლინიკაში, და მსურს თქვენს კლინიკაში გადმოსვლა და დარჩენილი უფასო ვიზიტი/ები მსურს რომ თქვენთან ჩავიტარო, ასეთ შემთხვევაში როგორ ვიქცევი?
     
    საჭიროა იქონიოთ გაცვლა-გამოცვლის ბარათი და პირადობის მოწმობა, თქვენი გადმომისამართება მოხდება ელექტრონულად პირადობის მოწმობის მეშვეობით.
  • შესაძლებელია თუ არა ორსულობის პერიოდში დამჭირდეს 4 ვიზიტზე მეტი და ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება მომსახურების ანაზღაურება?
     
    სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ ქალთა კონსულტაციაში 4-ზე მეტი ვიზიტი დაგჭირდეთ. ეს აიხსნება იმით, რომ განხორციელდეს თქვენი და ნაყოფის მრავალმხრივი მონიტორინგი და ორსულობის პერიოდი წარიმართოს სრული პატრონაჟის ფონზე. როდესაც ორსული  ჩვენთან დგება აღრიცხვაზე, მას ეძლევა ორსულის სამახსოვრო ბარათი, სადაც კვირეების მიხედვით ჩამოწერილია, თუ რომელი კვლევებია სასურველი, რომ ორსულმა ჩაიტაროს და იქვე მითითებული აღნიშნული კვლევების ტარიფებიც. 
​
  • ორსულობის პერიოდში მარტო გინეკოლოგები მომემსახურებიან?
     
    არა, ორსულობის სრულფასოვანი პატრონაჟისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით თქვენ მოგემსახურებიან ექიმი-თერაპევტი, ექიმი-ენდოკრინოლოგი და სხვა სპეციალისტები (საჭიროების მიხედვით)
​
  • თუ ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში არ ვარ აღრიცხვაზე მექნება თუ არა საშუალება, რომ თქვენთან ვიმშობიარო?
     
    დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა მშობიარობის მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით უკეთესია თუ თავიდანვე ჩვენთან გექნებათ კონტაქტი, მაგრამ ასევე შესაძლებელია სხვაგან ჩაიტაროთ კონსულტაციები და უკვე 34-35 კვირის ვადაზე მომართოთ ჩვენს კლინიკას. თან უნდა იქონიოთ გაცვლა-გამოცვლის ბარათი და პირქადობის მოწმობა.
  • მსურს თქვენთან მშობიარობა, აუცილებელია, რომ ექიმი ავიყვანო?
     

    არა, არ არის აუცილებელი

  • მსურს თქვენთან ვიმშობიარო და ავიყვანო ექიმი, როგორ მოვიქცე?
     

    ექიმმა უნდა იცოდეს თქვენი სურვილის შესახებ წინასწარ. ამავე დროს, ექიმმა უნდა იცოდეს როგორ მიმდინარეობს ორსულობა, არის თუ არა რაიმე სახის რისკი და ა.შ. სწორედ ამიტომ, თუ ექიმის აყვანა გსურთ უკეთესია ორსულობის პირველივე ტრიმესტრში მიმართოთ მას და შესაბამისად, აღრიცხვაზე დადგეთ ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში, სადაც აღნიშნული ექიმი მოგემსახურებათ.
  • რა უნდა მქონდეს თან სამშობიაროდ თქვენთან მოსვლისას?
     

    პირადი მოხმარების საგნები, მეძუძური ქალის ლიფი, ჰიგიენური საფენები
​
  • რა არის საჭირო ახალშობილისთვის?
     

    ,,იმედის კლინიკის” ნეონატალური განყოფილება უზრუნველყოფილია ახალშობილისათვის საჭირო ყველა ნივთით.
    იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნივთების მოტანას მაინც გადაწყვეტთ - დაგჭირდებათ:
    - პლედი
    - ბოდი
    - შარვალი
    - წინდა (ბუნებრივი მასალის)
    - ქუდი
    - გარედან ჩასაცმელი სამოსი
    გაყვანის დღეს დაგჭირდებათ ახალშობილის ტანსაცმელი
​
  • ექნებათ თუ არა საშუალება ჩემს მეუღლეს და ოჯახის წევრებს დაესწრონ მშობიარობას?
     
    ფიზიოლოგიურ მშობიარობას შეუძლია დაესწროს მხოლოდ მეუღლე. საკეისრო კვეთის ოპერაციაზე თანმხლები პირის დასწრება არ არის მიღებული. საკეისრო კვეთის ოპერაციის დროს შესაძლებელია ახალშობილის მამის გულზე დაწვენა.
  • მშობიარობის შემდგომ დაახლოებით რამდენი დღე მომიწევს თქვენთან ყოფნა?
     
    ყველაფერი დამოკიდებულია როგორ ჩაივლის მშობიარობის შემდგომი პერიოდი
​
  • აქვთ თუ არა ახლობლებს მელოგინეობის პერიოდში ჩემი და ახალშობილის ნახვის უფლება?
     
    ახლობლებს თქვენი ნახვა შეუძლიათ მელოგინეობის პერიოდში ყოველდღე 18.00 საათიდან 21.00 საათამდე
ორსულობა - სრულად
გაზიარება

Share

Comments

2/6/2019

,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში ვიზიტების გრაფიკი

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - სრულად
,,იმედის კლინიკაში" დანერგილია ორსულთა მეთვალყურეობისა და პატრონაჟის ეფექტური პროექტი, რომლის მიხედვით ორსულისთვის ქალთა კონსულტაციაში 10 ვიზიტია დაგეგმილი:
Picture
​გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ როდის გიწევთ ვიზიტი ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში
 

ბოლო მენსტრუაციის პირველი დღე:          

ჩაწერეთ ციკლის ხანგრძლივობა დღეებში:     (უმეტესად 28-29 დღე, იშვიათ შემთხვევაში 21-22 ან 34-35 დღე)


ჩასახვის თარიღი


ორსულობის 2 კვირა
 

ორსულობის 3 კვირა
 

ორსულობის 4 კვირა
 

ორსულობის 5 კვირა
 

ორსულობის 6 კვირა
 

ორსულობის 7 კვირა
 


ორსულობის 8 კვირა
 
ვიზიტის არსი:
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • ექოსკოპია
  • ლაბორატორიული გამოკვლევა (TSH, პროჟესტერონი, ციტომეგაოვირუსი, ჰერპეს ვირუსი, სისხლის საერთო, შარდის ანალიზი)


ორსულობის 9 კვირა
  

ორსულობის 10 კვირა
  


ორსულობის 11 კვირა

ვიზიტის არსი: 
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • ექოსკოპია
  • ლაბორატორიული გამოკვლევა (სისხლის საერთო ანალიზი, სიფილისის, B და C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა, აივ ანტისხეულების განსაზღვრა, სისხლის ჯგუფი და რეზუსი, რეზუს ანტისხეულების განსაზღვრა, შარდის კულტურალური გამოკვლევა, ურეაპლაზმა, ქლამიდია, მიკოპლაზმა, ქმრის სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა, BxG papa, TSH (თუ I ვიზიტზე არ გაგიკეთებიათ), შარდის საერთო ანალიზი) 
  • საშოს ნაცხის მიკროსკოპია
  • თერაპევტის კონსულტაცია


პირველი ტრიმესტრის დასასრული (12 თვე)
 
 

ორსულობის 13 კვირა


ორსულობის 14 კვირა



ორსულობის 15 კვირა

ვიზიტის არსი: 
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • ექოსკოპია
  • ლაბორატორიული გამოკვლევა (სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი)


ორსულობის 16 კვირა


ორსულობის 17 კვირა


ორსულობის 18 კვირა


ორსულობის 19 კვირა



ორსულობის 20 კვირა

ვიზიტის არსი: 
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • ექოსკოპია
  • ლაბორატორიული გამოკვლევა (სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი, რეზუს ანტისხეულის განსაზღვრა რეზუს უარყოფითის მქონე ორსულის შემთხვევაში)


ორსულობის 21 კვირა


ორსულობის 22 კვირა


ორსულობის 23 კვირა


ორსულობის 24 კვირა



ორსულობის 25 კვირა

ვიზიტის არსი: 
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • ექოსკოპია
  • ლაბორატორიული გამოკვლევა (შარდში ცილის განსაზღვრა, HB-ის განსაზღვრა, რეზუს ანტისხეულების განსაზღვრა, სკრინინგი გესტაციურ დიაბეტზე, კოაგულოგრამა)


ორსულობის 26 კვირა


მეორე ტრიმესტრის დასასრული (27 კვირა)


ორსულობის 28 კვირა


ორსულობის 29 კვირა



ორსულობის 30 კვირა

ვიზიტის არსი: 
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • კარდიოტომოგრაფია
  • ექოსკოპია
  • ლაბორატორიული გამოკვლევა (ცილა შარდში, სისხლის საერთო ანალიზი)


ორსულობის 31 კვირა


ორსულობის 32 კვირა


ორსულობის 33 კვირა



ორსულობის 34 კვირა

ვიზიტის არსი: 
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • ექოსკოპია
  • ლაბორატორიული გამოკვლევა (ცილა შარდში, სისხლის საერთო ანალიზი)


ორსულობის 35 კვირა



ორსულობის 36 კვირა

ვიზიტის არსი: 
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • ნაყოფის კარდიოტომოგრაფია
  • ექოსკოპია
  • ლაბორატორიული გამოკვლევა (შარდში ცილის განსაზღვრა, HB-ის განსაზღვრა, ნაცხის ბაქტერიოლოგია + GBS)


ორსულობის 37 კვირა



ორსულობის 38 კვირა

ვიზიტის არსი: 
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • ექოსკოპია
  • ლაბორატორიული გამოკვლევა (შარდში ცილის განსაზღვრა, სისხლის საერთო ანალიზი, რეზუს ანტისხეულის განსაზღვრა რეზუს უარყოფითის მქონე ორსულის შემთხვევაში)


ორსულობის 39 კვირა



ორსულობის 40 კვირა

ვიზიტის არსი: 
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • ექოსკოპია
  • ლაბორატორიული გამოკვლევა (შარდში ცილების განსაზღვრა, HB-ის განსაზღვრა)


ბავშვის ასაკი მოცემულ მომენტში


ორსულობის ასაკი მოცემულ მომენტში
ორსულობა - სრულად
გაზიარება

Share

Comments

2/6/2019

ნაყოფის ოპტიმალური სიმაღლე და წონა

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - სრულად
​გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ ნაყოფის ოპტიმალური სიმაღლე და წონა ორსულობის ასაკის მიხედვით
ორსულობის ასაკი
წონა (გრამებში)
სიმაღლე (სანტიმეტრებში)
​1 კვირა
-
-
2 კვირა
-
-
​3 კვირა
0 – 0.2
​0,1 – 0,2
4 კვირა
0,1 – 0,2
​0,2 – 0,3
​5 კვირა
​0,2 – 0,3
​0,3 – 0,4
​6 კვირა
​ 0,3 – 0,4
​0,4 – 0,5
​7 კვირა
0,5 – 0,8
​ 0,5 – 1,3
​8 კვირა
1 – 1,5
​1,5 – 2
​9 კვირა
2 – 3
​2 – 2,5
​10 კვირა
4 – 6
​ 3 – 4
​11 კვირა
​6- 7
​4 – 5
​12 კვირა
14 – 15
5 – 6
​13 კვირა
25 – 30
​6 – 7
​14 კვირა
​40 – 50
​7 – 8
​15 კვირა
70
​9 – 10
​16 კვირა
​80 – 100
​13 – 14
​17 კვირა
​120 – 140
​15 – 17
​18 კვირა
​150 – 200
19 – 20
​19 კვირა
​200 – 300
​20 – 22
​20 კვირა
​240 – 350
​ 24 – 25
​21 კვირა
​300 – 400
​25 – 26
​22 კვირა
​400 – 500
​27 – 28
​23 კვირა
​500 – 600
​28 – 29
​24 კვირა
​600 – 700
​29 – 30
​25 კვირა
​700 – 800
​31 – 32
​26 კვირა
​800
​32 – 33
​27 კვირა
​900
​34
​28 კვირა
​1000
​35 – 36
​29 კვირა
​1100 – 1200
​36 – 37
30 კვირა
​1300 – 1400
​37 – 38
​31 კვირა
1500 – 1600
​39 – 40
​32 კვირა
​1600 – 1700
​ 40 – 41
​33 კვირა
​1800 – 1900
​41 – 42
​34 კვირა
2000 – 2100
​42 – 43
​35 კვირა
​2200 – 2300
​43 – 45
​36 კვირა
​2400 – 2600
​45 – 46
​37 კვირა
​ 2700 – 2800
​47 – 48
​38 კვირა
​2900
49
​39 კვირა
​3000 – 3100
50
​40 კვირა
​3100 – 3500
50 - 53
ორსულობა - სრულად
გაზიარება

Share

Comments

2/6/2019

დაათვალიერე და დარწმუნდი - ვიდეო ტური ,,იმედის კლინიკაში"

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - სრულად
მიიღეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, ​დაათვალიერეთ და დარწმუნდით ,,იმედის კლინიკის” უდავო უპირატესობაში
,,იმედის კლინიკის" სამშობიარო სახლის დათვალიერებაში დაგეხმარებათ კლინიკის დირექტორი დავით კობეშავიძე​
მივდივართ ,,იმედის კლინიკაში"
შესავალი
ორსულ ქალთა კონსულტაცია
სამშობიარო და საოპერაციო (საკეისრო) ბლოკი
მელოგინეთა VIP განყოფილება
მელოგინეთა განყოფილება
ახალშობილთა განყოფილება
ორსულობა - სრულად
გაზიარება

Share

Comments

2/6/2019

ორსულთა პრენატალური ვარჯიშების პროექტი

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - სრულად
ექსკლუზიურად მხოლოდ ,,იმედის კლინიკაში“ არის შესაძლებელი ვარჯიშებზე სიარული, რაც ჩვენთან აღრიცხვაზე მყოფი ორსულებისთვის უფასოა; ორსულთა უმრავლესობას აღენიშნება გარკვეული ჩივილები: ტკივილი წელის მიდამოში, წონაში მატება, სიმძიმის შეგრძნება.

ვარჯიშები არა მხოლოდ ეხმარება ორსულებს რომ მოეხსნათ აღნიშნული ჩივილები, არამედ ვარჯიშების საშუალებით ხდება იმ კუნთების გავარჯიშებას, რომლებიც ჯანსაღ მშობიარობაზეა პასუხისმგებელი;

შესაბამისად, პრენატალური ვარჯიშები ხელს უწყობს როგორც ორსულობის უკეთესად მიმდინარეობას, ასევე თავად მშობიარობის პროცესს და მელოგინობის ხანაში დროულ რეაბილიტაციას;

სეანსები ტარდება კვირაში მაქსიმუმ ორჯერ; სეანსის ხანგრძლივობა და დატვირთვის ხარისხი ისაზღვრება ინდივიდუალურად - ორსულის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე;

ვარჯიშების დაწყება შეუძლიათ ორსულებს 14-15 კვირიდან ორსულობის ბოლომდე;

სეანსი დაყოფილია რამდენიმე ეტაპად, რის გამოც არ ხდება ორსულთა ფიზიკური გადატვირთვა;

თავად სეანსი მოიცავს მსუბუქი გახურების, რელაქსაციის, სუნთქვითი ვარჯიშების, იოგისა და პილატესის ეპიზოდებს;
ეს ყველაფერი მიმდინარეობს სასიამოვნო მუსიკის თანხლებით;

სავარჯიშო კაბინეტი აღჭურვილია ევროპული სტანდარტის ინვენტარით;

იმ ორსულებმა, ვისაც აქვთ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი, პირველ რიგში, ამის შესახებ უნდა აცნობონ ქალთა კონსულტაციის ექიმს; ამის შემდეგ, ხდება ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამის შედგენა. 
ორსულთა პრენატალური ვარჯიშების შესახებ საუბრობს
ქეთი სახვაძე
​პრენატალური ვარჯიშების ინსტრუქტორი
ორსულობა - სრულად
გაზიარება

Share

Comments

2/6/2019

ორსულის სწორი კვების პროექტი

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - სრულად
ენდოკრინული პათოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალის რეპროდუქციული სისტემის დარღვევებში;
ენდოკრინული დაავადებები შესაძლოა გახდეს როგორც უშვილობის, ასევე პათოლოგიური ორსულობის და მშობიარობის მიზეზი;
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოსაყოფია შემდეგი ენდოკრინული დაავადებები:
  • ჰიპოთირეოზი
  • თირეოტოქსიკოზი
  • აუტოიმუნური თირეოდიტი
  • გრეივისის დაავადება და ა.შ.
  • არაკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი ტ1 და ტ2
  • გესტაციური დიაბეტი
  • ჭარბი წონა
ორსულის ჭარბი წონა შესაძლოა გესტაციური დიაბეტის გამომწვევი გახდეს;
ორსულის ჭარბმა წონამ შეიძლება ასევე გაოიწვიოს OPH გესტოზები;
ყოველივედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში წონის კონტროლს და კორექციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება;

,,იმედის კლინიკამ" შეიმუშავა და დანერგა ორსულის სწორი კვების ინოვაციური პროექტი; შესაბამისად, ჩამოყალიბდა ორსულთა სწორი კვების კაბინეტი;

ორსულმა აღნიშნულ კაბინეტს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს; თუმცა, სასურველია ორსულმა კაბინეტს პირველივე ტრიმესტრში მიმართოს;
ორსულებს, მათი სხეულის მასის ინდექსის მიხედვით (ასევე, ენდოკრინული პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში) დაუდგინდებათ სწორი კვების რეჟიმი და პრინციპები; საჭიროების შემთხვევაში მოხდება ენდოკრინული დარღვევების ან პათოლოგიების კონტროლი და მკურნალობა;
აღსანიშნავია, რომ ,,იმედის კლინიკის" ორსულთა სწორი კვების პროექტის უმთავრესი მიზანია მიღწეულ იქნას ორსულისა და ნაყოფის სიჯანსაღე, რაც უსაფრთხო დედობის გარანტი იქნება
ორსულობის პერიოდში სწორი კვების მნიშვნელობაზე საუბრობს
სოფიკო სახვაძე
​,,იმედის კლინიკის" ექიმი-ენდოკრინოლოგი
ორსულობა - სრულად
გაზიარება

Share

Comments

2/6/2019

შეღავათიანი სამეანო მომსახურების პროექტი ,,ერთგულება"

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - სრულად
დავით კობეშავიძე
,,იმედის კლინიკის" დირექტორი
,,იმედის კლინიკაში“ მოქმედებს შეღავათიანი მშობიარობის პროექტი ,,ერთგულება";

პროექტი ,,ერთგულება" ვრცელდება იმ მომავალ დედებზე, რომლებიც ორსულობის პირველივე ვიზიტს და ყველა დანარჩენ ვიზიტს ახორციელებენ ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში;

ამავე დროს, პროექტში ჩასართავად აუცილებელია ორსულმა ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა პატრონაჟის შიდა პროგრამის ფარგლებში განახორციელოს მინიმუმ 5 სრულფასოვანი ფასიანი ვიზიტი მაინც;

ჩვენთვის პატივია თითოეული ორსულის მხრიდან გამოცხადებული ის ნდობა, რაც გამოიხატება ორსულობის ცხრავე თვეს ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში ვიზიტებით;

ორსულები გვენდობიან, გვანდობენ თავიანთ და შვილის ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და მომავალს;

,,იმედის კლინიკა" ასეთ ორსულებს პასუხობს პროექტით ,,ერთგულება", რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურების პარალელურად საგრძნობი შეღავათებით სამეანო მომსახურებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში:


ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
  • 2 ადგილიანი პალატა - 170 ლარი (ნაცვლად 250 ლარისა)
  • VIP პალატა - 600 (ნაცვლად 780 ლარისა)

ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
  • 2 ადგილიანი პალატა - 670 ლარი (ნაცვლად 750 ლარისა)
  • VIP პალატა - 1100 ლარი (ნაცვლად 1280 ლარისა)

საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
  • 2 ადგილიანი პალატა - 70 ლარი (ნაცვლად 170 ლარისა)
  • VIP პალატა - 520 ლარი (ნაცვლად 700 ლარისა)

საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
  • 2 ადგილიანი პალატა - 870 ლარი (ნაცვლად 970 ლარისა)
  • VIP პალატა - 1320 ლარი (ნაცვლად 1500 ლარისა)
ორსულობა - სრულად
გაზიარება

Share

Comments
Details

    Author

    Write something about yourself. No need to be fancy, just an overview.

    Archives

    January 2021
    June 2020
    February 2020
    October 2019
    September 2019
    June 2019
    May 2019

    Categories

    All

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • სადირექტორო პატრონაჟის პროექტი >
      • თვითდინებით შემოსული მშობიარეებისთვის
      • უფასო გინეკოლოგიური კონსულტაცია
      • რა გაფეხებს?
      • სტუმრად დავით კობეშავიძესთან
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • კომპასი
    • გაიგე მეტი
  • კონტაქტი