იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

16/11/2024

,,იმედის კლინიის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომა

Read Now
 
როგორ და როდის უნდა დადგეთ აღრიცხვაზე ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში -

​წაიკითხეთ შესაბამისი განმარტებები:


,,იმედის კლინიკის“ ორსულ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომა სასურველია ორსულობის 13 კვირამდე;

ამისთვის, აუცილებელია მობრძანდეთ ,,იმედის კლინიკაში“, ჩაიტაროთ ექოსკოპიური გამოკვლევა, გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია;
რის შემდეგაც, პირადობის მოწმობის საფუძველზე გადმოგეცემათ ორსულობის სახელმწიფო ვაუჩერი; 

ვაუჩერის საფუძველზე შეძლებთ უფასო ვიზიტების განხორციელებას ,,იმედის კლინიკის“ ქალთა კონსულტაციაში;

სურვილის შემთხვევაში თქვენ ჩაერთვებით ,,იმედის კლინიკის“ ორსულობის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის  მრავალკომპონენტიან და ეფექტურ პროგრამაში.

გადმოსვლა სხვა კონსულტაციიდან

სხვა ქალთა კონსულტაციიდან ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში გადმოსვლისა და აღრიცხვაზე დადგომისთვის უნდა მობრძანდეთ და წარმოადგინოთ პირადობის მოწმობა; 

მოხდება ელექტრონულად თქვენი გადმომისამართება ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; შესაბამისად, დარჩენილ უფასო ვიზიტებს გაივლით ჩვენ ბაზაზე;

სხვა ქალთა კონსულტაციიდან ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში გადმოსვლის შემთხვევაშიც, თუ გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ ჩაერთოთ ,,იმედის კლინიკის" ორსულობის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალკომპონენტიან და ეფექტურ პროგრამაში.

სადაზღვევო პოლისი

​თუ ორსულს გააჩნია კერძო სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო პოლისი და სურს აღრიცხვაზე დადგეს ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში - სასურველია მან წარმოადგინონ მომართვა, რომელიც გაცემულია სადაზღვევო კომპანიის მიერ, ასევე პირადობის მოწმობა და ბარათი

ამ კატეგორიის ორსულებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ჩაერთონ ,,იმედის კლინიკის" ორსულობის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალკომპონენტიან და ეფექტურ პროგრამაში.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი