მშობიარობისა და საკეისრო კვეთის პრეისკურანტი შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
- საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე ორსულები;
- მშობიარობა და საკეისრო კვეთა VIP სერვისებით მოსარგებლეებისთვის;
- მშობიარეები, რომლებიც არ სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევით;
- „იმედის კლინიკაში“ ექიმის აყვანის მსურველები.

საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე ორსულებისთვის
- მშობიარობა და საკეისრო კვეთა სტანდარტულ პალატაში (2 ადგილიანი): უფასო
პირობები: 2 ადგილიანი პალატა, ეპიდურალური ან სპინალური ანესთეზია, სრული სამედიცინო მომსახურება, სამჯერადი კვება.

მშობიარობა VIP სერვისებით მოსარგებლეებისთვის
- მშობიარობა: 1650 ₾
პირობები: გაუტკივარება, ლუქს-პალატა, სრული სამედიცინო მომსახურება, ექიმის აყვანა, სამჯერადი კვება.

საკეისრო კვეთა VIP სერვისებით მოსარგებლეებისთვის
- საკეისრო კვეთა: 1850 ₾
პირობები: გაუტკივარება, ლუქს-პალატა, სრული სამედიცინო მომსახურება და ექიმის აყვანა, სამჯერადი კვება

მშობიარეები, რომლებიც არ სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევით
- მშობიარობა: 1250 ₾
- საკეისრო კვეთა: 1400 ₾
პირობები: 2 ადგილიანი პალატა, გაუტკივარება, სრული სამედიცინო მომსახურება, სამჯერადი კვება.

- ექიმის აყვანა: 400 ₾
,,იმედის კლინიკა" გთავაზობთ წყალში მშობიარობის ნოვაციურ მეთოდს.
,,იმედის კლინიკაში" წყალში მშობიარობის მიმართულების ხელმძღვანელი -
ნოდარ კობეშავიძე - ,,იმედის კლინიკის" დირექტორის მოადგილე, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
წყალში მშობიარობა მშობიარობის ერთ-ერთი ალტერნატიული მეთოდია, რომელიც დიდ პოპულარობას იძენს.
- წყალი ხელს უწყობს სამშობიარო ტკივილის უფრო ადვილად გადატანას, ხელს უწყობს მთელი სხეულის კუნთების მოდუნებას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
- ითვლება, რომ ახალშობილი წყალთან დაბადებისას ნაკლებ სტრესს განიცდის.
- წყალში მშობიარობა მიზანეწონილი არ არის ორსულობის პერიოდში ისეთი გართულების შემთხვევაში, როგორიცაა პრეეკლამფსია, ნაყოფის ჰიპოქსია, ნაყოფის სხვა პათოლოგიები, მსხვილი ნაყოფი, კლინიკურად ვიწრო მენჯი, ორსულის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სხვა გართულებები, რაზეც ექიმი კონსულტაციის დროს მოგახსენებთ,
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ:
577 30-92-88

მშობიარობისთვის მზადებას ორსულის ორგანიზმი რამოდენიმე ხნით ადრე იწყებს. თუმცა, მშობიარობის წინა პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშნები ყოველთვის შესამჩნევი არ არის.
მშობიარობის დაწყების შესაძლო ნიშნებია:
თქვენი სხეული შესაძლოა შესივდეს, შეშუპდეს. ეს სისხლის გაზრდილი მოცულობით ხდება. მშობიარობისას თქვენ შესაძლოა სისხლი დაკარგოთ და ამისათვის ორგანიზმი წინასწარ ემზადება და სისხლს იმარაგებს თქვენს ქსოვილებში
შესაძლოა მკერდიდან გამოჟონოს ყვითელი ფერის სქელმა სითხემ, ეს თქვენი პატარას პირველი საკვებია, რომელიც მეტად საასრგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული და მას პირველ დღეებში ესაჭიროება
შესაძლოა დაგეწყოთ წელის ტკივილი, ხერხემლის ქვედა ნაწილში, რომელსაც თან ახლავს მენსტრუაციის წინა ტკივილების მსგავსი შეგრძნებები
შესაძლოა იგრძნოთ საშვილოსნოს გახშირებული შეკუმშვა, რომელიც ასევე უფრო ხანგრძლივი ხდება – ე.წ. მოვლითი ტკივილები
ქალების ნაწილი გრძნობს საცობის ჩამოვარდნის მომენტს. ეს გასქელებული ლორწოვანი მასის, ნაცრისფერი ფერის საცობია, რომელიც თქვენი საშვილოსნოს ყელს იცავდა ამ ხნის განმავლობაში. მისი ჩამოვარდნა მიანიშნებს, რომ ყელის გახსნა დაწყებულია, თუმცა ეს რამდენიმე კვირით ადრეც შესაძლოა მოხდეს
საშვილოსნოს ყელის გახსნის კიდევ ერთი ნიშანი არის სისხლნარევი გამონადენი, რომელიც შესაძლოა საცვალზე შენიშნოთ
შობიარობის დაწყებაზე მიანიშნებს სანაყოფე წყლების დაღვრაც. სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს, თუ წყლები დაღვარეთ
შესაძლოა აღგენიშნოთ ჭარბი გამონადენი საშოდან;
თუ პირველი ორსულობაა, მუცელი მშბიარობის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაგეწევათ. მეორე და მომდევნო ორსულობისას კი ეს შუალედი გაცილებით ხანმოკლე ხდება, და შესაძლოა რამდენიმე საათიც კი იყოს. მუცლის დაწევისას იგრძნობთ, რომ სუნთქვა გაგიადვილდათ და ასევე მეტი საკვების მიღებაც შეგიძლიათ. თუმცა გიჭირთ სიარული, რადგან თქვენი პატარას თავი უკვე თქვენს მენჯებშია მოქცეული.
ამ სიმპტომებს თან ახლავს დაძაბული ემოციური ფონი, რაც გარკვეულ წილად თქვენი შინაგანი შფოთვით არის გამოწვეული. ასევე, შესაძლოა გაგიჩნდეთ შინაგანი მოუსვენრობა, სახლის დალაგების აუხსნელი სურვილი.
მოვლითი ტკივილები მშობიარობის დასაწყისის ყველაზე საიმედო ინდიკატორია.
როდესაც მოვლითი ტკივილები ხდება, დაახლოებით 4 წუთიანი ინტერვალებით და 1 წუთს მაინც გრძელდება, ნიშნავს რომ პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე მშობიარობის პირველი ეტაპი აქტიურ ფაზაში გადავა.
ამიტომაც, უნდა შეეხმიანოთ თქვენს ექიმს და აუხსნათ თქვენი მდგომარეობა, მისგან მიიღოთ ზუსტი ინსტრუქციები;
ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის აღმოჩენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მშობიარობა სწრაფად დაიწყება, ამიტომ მოერიდეთ პანიკას. დაუკავშირდით თქვენ მეანს და მიიღეთ კონსულტაცია, თუ როდის მოხვიდეთ ,,იმედის კლინიკაში".
მშობიარობის დაწყების შესაძლო ნიშნებია:
- სხეული შეშუპება
თქვენი სხეული შესაძლოა შესივდეს, შეშუპდეს. ეს სისხლის გაზრდილი მოცულობით ხდება. მშობიარობისას თქვენ შესაძლოა სისხლი დაკარგოთ და ამისათვის ორგანიზმი წინასწარ ემზადება და სისხლს იმარაგებს თქვენს ქსოვილებში
- გამონადენი მკერდიდან
შესაძლოა მკერდიდან გამოჟონოს ყვითელი ფერის სქელმა სითხემ, ეს თქვენი პატარას პირველი საკვებია, რომელიც მეტად საასრგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული და მას პირველ დღეებში ესაჭიროება
- ტკივილი წელის არეში
შესაძლოა დაგეწყოთ წელის ტკივილი, ხერხემლის ქვედა ნაწილში, რომელსაც თან ახლავს მენსტრუაციის წინა ტკივილების მსგავსი შეგრძნებები
- საშვილოსნოს გახშირებული შეკუმშვა
შესაძლოა იგრძნოთ საშვილოსნოს გახშირებული შეკუმშვა, რომელიც ასევე უფრო ხანგრძლივი ხდება – ე.წ. მოვლითი ტკივილები
- გასქელებული ლორწოვანი მასის გამოყოფა
ქალების ნაწილი გრძნობს საცობის ჩამოვარდნის მომენტს. ეს გასქელებული ლორწოვანი მასის, ნაცრისფერი ფერის საცობია, რომელიც თქვენი საშვილოსნოს ყელს იცავდა ამ ხნის განმავლობაში. მისი ჩამოვარდნა მიანიშნებს, რომ ყელის გახსნა დაწყებულია, თუმცა ეს რამდენიმე კვირით ადრეც შესაძლოა მოხდეს
- სისხლნარევი გამონადენი
საშვილოსნოს ყელის გახსნის კიდევ ერთი ნიშანი არის სისხლნარევი გამონადენი, რომელიც შესაძლოა საცვალზე შენიშნოთ
- სანაყოფე წყლების დაღვრა
შობიარობის დაწყებაზე მიანიშნებს სანაყოფე წყლების დაღვრაც. სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს, თუ წყლები დაღვარეთ
- ჭარბი გამონადენი საშოდან
შესაძლოა აღგენიშნოთ ჭარბი გამონადენი საშოდან;
- მსუბუქი დიარეა
- მუცლის დაწევა
თუ პირველი ორსულობაა, მუცელი მშბიარობის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაგეწევათ. მეორე და მომდევნო ორსულობისას კი ეს შუალედი გაცილებით ხანმოკლე ხდება, და შესაძლოა რამდენიმე საათიც კი იყოს. მუცლის დაწევისას იგრძნობთ, რომ სუნთქვა გაგიადვილდათ და ასევე მეტი საკვების მიღებაც შეგიძლიათ. თუმცა გიჭირთ სიარული, რადგან თქვენი პატარას თავი უკვე თქვენს მენჯებშია მოქცეული.
ამ სიმპტომებს თან ახლავს დაძაბული ემოციური ფონი, რაც გარკვეულ წილად თქვენი შინაგანი შფოთვით არის გამოწვეული. ასევე, შესაძლოა გაგიჩნდეთ შინაგანი მოუსვენრობა, სახლის დალაგების აუხსნელი სურვილი.
მოვლითი ტკივილები მშობიარობის დასაწყისის ყველაზე საიმედო ინდიკატორია.
როდესაც მოვლითი ტკივილები ხდება, დაახლოებით 4 წუთიანი ინტერვალებით და 1 წუთს მაინც გრძელდება, ნიშნავს რომ პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე მშობიარობის პირველი ეტაპი აქტიურ ფაზაში გადავა.
ამიტომაც, უნდა შეეხმიანოთ თქვენს ექიმს და აუხსნათ თქვენი მდგომარეობა, მისგან მიიღოთ ზუსტი ინსტრუქციები;
ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის აღმოჩენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მშობიარობა სწრაფად დაიწყება, ამიტომ მოერიდეთ პანიკას. დაუკავშირდით თქვენ მეანს და მიიღეთ კონსულტაცია, თუ როდის მოხვიდეთ ,,იმედის კლინიკაში".
განმარტავს
დავით კობეშავიძე
,,იმედის კლინიკის" დამფუძნებელი, პროფესორი, თბილისის სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ექიმი მეან- გინეკოლოგი

მინდა სრული პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ ,,იმედის კლინიკაში" არ არის აუცილებელი გყავდეთ ე.წ. აყვანილი ექიმი, რადგან ნებისმიერ ექიმს თუ მორიგე ბრიგადას ძალუძს ყველა სირთულის დაძლევა;
თუმცა, ექიმის აყვანა თქვენი პრეროგატივაა;
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ექიმს აქვს უფლება დაგთანხმდეთ ან უარი გითხრათ აყვანაზე;
პირადად მე მიმაჩნია, რომ აყვანილი ექიმი არის ის, ვინც ჩასახვიდან მშობიარობის ჩათვლით მართავს პაციენტის მდგომარეობას;
მსმენია ასეთიც, ექიმი ჰყავდა აყვანილი და მაინც გაურთულდა მდგომარეობაო;
სამწუხაროდ, ექიმის აყვანა არ გახლავთ მშობიარობის ან საკეისროს გართულების პრევენცია.

საინფორმაციო ფილმი ,,მშობიარობა და ლოგინობის ხანა იმედის კლინიკაში" განკუთვნილია მომავალი დედებისთვის. ფილმში მონაწილეობენ ,,იმედის კლინიკის" პროფესიონალები.
,,იმედის კლინიკის" სამშობიარო ბლოკი - ულამაზესი გარემო და სრული კომფორტი; მშობიარობის მართვის უსაფრთხო მეთოდები და ადგილი, სადაც თქვენ დედა გახდებით.
ბუნებრივი მშობიარობის პროცესი შეგვიძლია სამ ძირითად ეტაპად დავყოთ. ესენია:
მშობიარობის პირველი ეტაპი: საშვილოსნოს ყელის გახსნა
მშობიარობის პირველი ეტაპი, თავის მხრივ იყოფა ორ ფაზად. პირველი, ადრეული ფაზა შედარებით მსუბუქი მოვლითი ტკივილებით ხასიათდება, რომლებიც ჯერ იმდენად ძლიერი და მტკივნეული არ არის, რომ ლაპარაკში და მოქმედებებში ხელი შეგიშალოთ.
თუ ამის უკუჩვენება არ არსებობს, ექიმები ამ ფაზის სახლში გატარებას გირჩევენ და როდესაც მოვლითი ტკივილების ხანგრძლივობა 1 წუთს გასტანს და ყოველ 5 წუთში რეგულარულად გაგიმეორდებათ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, უკვე დროა რომ ექიმს მიაშუროთ. ძალიან მალე მშობიარობის პირველი ეტაპი მის მეორე, აქტიურ ფაზაში გადავა.
ყელის გახსნის აქტიური ეტაპის დროს საშვილოსნოს ყელი უფრო ინტენსიურად და ძლიერად იწყებს გახსნას. მოვლითი ტკივილები უფრო ხშირი და ძლიერია. ისე, რომ უკვე მათ დროს ლაპარაკი არ შეგიძლიათ. ეს ეტაპი საშვილოსნოს ყელის სრულ (10 სმ დიამეტრზე) გახსნამდე გაგრძელდება.
მოვლითი ტკივილები ახლა დაახლოებით 2-3 წუთში ერთხელ გაქვთ. ტკივილებს შორის დასვენება და სიარულიც შეგიძლიათ. ეს ფაზა დაახლოებით 4-8 საათი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. აქტიური ფაზის ბოლო ნაწილში ხდება საშვილოსნოს ყელის 8-დან 10 სანტიმეტრამდე გახსნა, ეს მშობიარობის ყველაზე ინტენსიური ფაზაა, მის დასასრულში თქვენ უკვე იგრძნობთ, რომ პატარა მენჯებისკენ წამოვიდა. შესაძლოა აგაკანკალოთ ან ჟრჟოლა დაგეწყოთ. ყელი ბოლომდე გახსნილია და ამით მშობიარობის პირველი ეტაპი დასრულებულია.
მშობიარობის მეორე ეტაპი: ჭინთვები და ბავშვის დაბადება
მშობიარობის მეორე ეტაპის დროს ხდება ნაყოფის დაშვება თქვენს მენჯის ღრუში და დაბადება. მოვლითი ტკივილები ახლა წინა ეტაპთან შედარებით გაიშვიათებულია, ეს ჭინთვებს შორის მომზადების და დასვენების საშუალებას მოგცემთ.
საშვილოსნოს შეკუმშვა ნაყოფს გამოსასვლელისკენ უბიძგებს, და როდესაც ის საკმარისად დაეშვება, თქვენ გაჭინთვის სურვილი მოგეძალებათ. თუ მშობიარობა ბუნებრივად მიდის, მიყევით თქვენი სხეულის მოთხოვნებს და მაშინ გაიჭინთეთ, როდესაც ამის აუცილებლობას იგრძნობთ. უმეტეს სამშობიაროებში კი მიღებული პრაქტიკაა, რომ ბებიაქალმა გიკარნახოთ გაჭინთვის დრო და ეს ყოველი მოვლითი ტკივილის, ანუ საშვილოსნოს შეკუმშვის დროს მოხდეს. ამით მშობიარობის პროცესი უფრო სწრაფად მიდის.
პატარას გამოსვლა თანდათან მოხდება.
საშვილოსნოს ყოველი შეკუმშვისა და თქვენი ჭინთვის ზემოქმედებით ის წინ მოიწევს, მაგრამ საშვილოსნოს კუნთების მოდუნებისას ნაწილობრივ ისევ უკან იხევს.
იპოვნეთ თქვენთვის მოსახერხებელი პოზიცია ამ ეტაპისთვის, ზურგზე წოლა უნივერსალური და ყველასათვის მოსახერხებელი პოზა სულაც არ არის.
გარკვეულ ეტაპზე იგრძნობთ რომ შორისი ძლიერ დაგეჭიმებათ. ამ მომენტში გამოჩნდება თქვენი პატარას თავი, რაც საკმაოდ ამაღელვებელი მომენტია. ჭინთვების საჭიროება სულ უფრო ხშირია და ყოველი გაჭინთვით თქვენი პატარას თავის სულ ეფრო მეტი ნაწილი მოჩანს. შორისის დაჭიმულობა სულ უფრო ძლიერი ხდება, შესაძლოა წვის შეგრძნება გაგიჩნდეთ ამ ადგილას.
გარკვეულ ეტაპზე თქვენი ბებიაქალი გირჩევთ რომ ცოტა ხნით არ გაიჭინთოთ ან ნაკლები ძალით მიაწვეთ ნაყოფს. კარგი იქნება თუ შორისის კუნთების მოდუნებას შეძლებთ ამ მომენტში, რომ პატარას თავმა რბილად და ძლიერი ხახუნის გარეშე გამოიკვლის გზა და გაგიფართოვოთ საშო. საკმაოდ ძნელია გაჭინთვისგან თავი შეიკავოთ, იმიტომ რომ ამას თავად ორგანიზმი გთხოვთ.
პატარას თავი თანდათან გამოვა, და როდესაც მისი ყველაზე განიერი მხარე გამოჩნდება, ძალიან მალე მას სრულად თავი, სახე და კისერი. მას პირსა და ცხვირს გაუსუფთავებენ, მოსინჯავენ მის კისერს, რომ ჭიპლარი არ ჰქონდეს შემოხვეული და თუ ასეა, მაშინ განასკვავენ და გადაჭრიან მას.
ამასობაში თქვენი პატარას სხეული თქვენს მენჯენში მობრუნდები, რომ ამჯერად სათითაოდ მისი მხრები გამოვიდეს. და აი თქვენი პატარა უკვე გარეთაა. მას ისევ გაუთავისუფლებენ სასუნთქ გზებს თუ ამის საჭიროებაა, გაასუფთავებენ და შეახვევენ რომ არ გადაცივდეს. თუ გართულებები არ გაქვთ შესაძლოა მუცელზე დაგიწვინონ, რადგან თქვენს სხეულთან კონტაქტი ახლა მისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
მის ჭიპლარს ორ ადგილას მომჭერებს გაუკეთებენ და როდესაც ჭიპლარში პულსაცია შეწყდება გადაჭრიან, ეს მის სხეულს დამატებით მოამარაგებს ჟანგბადით, სანამ მისი სუნთქვა დარეგულირდება.
მაშასადამე, ეს მეტად ემოციური მომენტია, თქვენი პატარა სამყაროს მოევლინა და ახლა თქვენთანაა.
მშობიარობის მეორე ეტაპიც ინდივიდუალურია და შესაძლოა რამდენიმე წუთიდან, რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს. საშუალოდ პირველად მშობიარეები ერთ საათს ანდომებენ ამ ეტაპს, მეორე და შემდეგ ჯერზე კი 20 წუთში პატარა გარეთაა.
მშობიარობის მესამე ეტაპი: პლაცენტის გამოდევნა
ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წუთში თქვენი საშვილოსნო ისევ იწყებს შეკუმშვას. ამ შეკუმშვების დროს პლაცენტა შორდება საშვილოსნოს კედელს. ბებიაქალი გირჩევთ, როდის გაიჭინთოთ მის გამოსადევნად. ჩვეულებრივ ერთი მსუბუქი გაჭინთვით პლაცენტა გამოდის და მშობიარობის მესამე, ფინალური ეტაპიც 5-10 წუთი გრძელდება.
ამის შემდეგ
პლაცენტის გამოდევნის შემდეგ თქვენი საშვილოსნო ძლიერად შეიკუმშება და გამაგრდება. ამით შეწყდება სისხლდენა თქვენს საშვილოსნოში, პლაცენტის მიმაგრების ადგილას. დაახლოებით ჭიპის არეში იგრძნობთ საშვილოსნოს შეკუმშულ ბოლოს. თუ საშვილოსნო არ მაგრდება, შესაძლოა მასაჟი გაგიკეთონ ან სპეციალური მედიკამენტით დააჩქარონ მისი შეკუმშვა.
საშვილოსნოს შეკუმშვას ასევე ეხმარება ძუძუთი კვება, ასე რომ მოაწოვეთ თქვენს პატარას, ეს მისთვისაც მეტად სასარგებლოა. მშობიარობის შემდეგ რამდენიმე შეკუმშვას იგრძნობთ, რაც ძლიერ გავს მენსტრუაციის წინა ტკივილს, მხოლოდ უფრო ძლიერია. ბებიაქლი შეამოწმებს პლაცენტას, რომ დარწმუნდეს, რომ ის სრულად აშრევდა და გამოიდევნა გარეთ. შეამოწმებს თქვენს შორისსაც, და თუ საჭიროა ნაკერებს დაგადებთ.
მშობიარობა დასრულებულია, თქვენი პატარა თქვენს გვერდითაა და თუ მისი მდგომარეობა არ მოითხოვს საპირისპიროს, დრო მასთან გაატარეთ.
- პირველი ფაზა, რომლის დროსაც იხსნება საშვილოსნოს ყელი;
- მეორე ფაზა, იგივე ჭინთვების ფაზა, რომლის დროსაც იბადება ბავშვი;
- მესამე ფაზა, რომლის დროსაც საშვილოსნოდან გამოიდევნება პლაცენტა;

საკეისრო კვეთის ოპერაცია ტარდება მაშინ, როცა პაციენტსა და ექიმს მიაჩნიათ, რომ საკეისრო კვეთის შემთხვევაში მოსალოდნელია დედისა და ნაყოფის გამოსავლები გაუმჯობესება საშოსმხრივ
მშობიარობასთან (ფიზიოლოგიური მშობიარობა) შედარებით.
საკეისრო კვეთის ჩვენებები
1. პარტოგრამით დადასტურებული მშობიარობის პროგრესის შეფერხება:
- სამშობიარო მოქმედების სისუსტე,
- კლინიკურად ვიწრო მენჯი.
2. ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა
3. ნაყოფის არასწორი მდებარეობა და წინმდებარე ნაწილის არასწორი ჩადგმა:
- ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა, როდესაც ნაყოფის წონა < 2500 - 3600 >გრ ,
- ნაყოფის ჯდომით წინმდებარეობა, როდესაც ნაყოფის წონა არის <2500- 3600> გრ და თავის
გაშლითი მდგომარეობა დადასტურებულია ექოსკოპიურად,
- ტერფით ან მუხლით წინმდებარეობა,
- ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა.
4. პათოლოგიური პლაცენტაცია:
- პლაცენტის წინმდებარეობა (მე-3 ან მე-4 ხარისხი),
- პლაცენტის მიხორცება,
- vasa previa.
5. დედის ინფექცია (პირველადი გენიტალური ჰერპესი, აივ ინფექცია):
- მწვავე გენიტალური ჰერპესი (HSV) ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რომლის პირველი
ეპიზოდი გამოვლინდა მშობიარობის დროს ან მოსალოდნელ მშობიარობის ვადამდე 6
კვირის მანძილზე;
- აივ ინფექცია:
თუ ორსული ქალი არ იტარდებდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობას ან
ვირუსული დატვირთვა შეადგენს ≥ 400 ასლ/მლ;
- კოინფექცია C ჰეპატიტითა და აივ-ით, ვინაიდან გეგმიური სკ-ის დროს მცირდება C
ჰეპატიტისა და აივ-ის დედიდან ბავშვზე გადაცემის რისკი.
6. მრავალნაყოფიანი ორსულობა:
- როცა არ აღინიშნება პირველი ნაყოფის თავით წინმდებარეობა,
- მონოქორიონული მონოამნიონური ტყუპი ფეტო-ფეტალური ტრანსფუზიის სინდრომის
არსებობისას;
7. ჭიპლარის წინმდებარეობა ან მარყუჟის გამოვარდნა;
8. სამშობიარო გზების მექანიკური დაბრკოლება:
- საშვილოსნოს დიდი ზომის მიომა,
- დიდი ზომის წვეტიანი კონდილომა,
- მენჯის მოტეხილობა ცდომით,
- ნაყოფის ანომალია, როგორიცაა, მწვავე ჰიდროცეფალია;
9. დიდი ზომის ნაყოფი (ნაყოფის სავარაუდო წონა ≥ 4 500გრ);
10. ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა, როცა დედისა და ნაყოფის
მდგომარეობის გამო მშობიარობის ბუნებრივი გზით დამთავრება შეუძლებელია;
11. არასრულფასოვანი საშვილოსნოს კედელი, რომელიც გამოწვეულია:
- მიომექტომიის დროს საშვილოსნოს კედლის დაზიანებით,
- საშვილოსნოს პერფორაციით,
- საშვილოსნოს პლასტიკური ოპერაციით,
- ექტოპიური ორსულობის დროს საშვილოსნოს კუთხის ამოკვეთით,
- გადატანილი საკეისრო კვეთით;
12. ანამნეზში ერთზე მეტი გადატანილი საკეისრო კვეთა;
13. მძიმე პრეეკლამფსია და ეკლამფსია რომელიც არ იძლევა ვაგინალური მშობიარობის ჩატარების
საშუალებას;
14. ქსოვილების დაზიანების გაზრდილი რისკი, რომელიც გამოწვეულია შემდეგი გართულებებით:
- საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბო,
- რექტოვაგინალური ფისტულის ან სასქესო ორგანოების პროლაფსის გამო გადატანილი
ოპერაცია;
15. ხელოვნური განაყოფიერება ხანგრძლივი უნაყოფობითა და დამძიმებული სამენო-
გინეკოლოგიური ანამნეზით;
16. დედის ექსტრაგენიტალური დაავადებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დედის
ჯანმრთელობას და დადასტურებულია შესაბამისი სპეციალისტის დასკვნით (მაგალითად:
ექსტრაგენიტალური სიმსივნე, ცერებრული ჰემორაგიული ინსულტი ან ანევრიზმა, გულის
ხელოვნური სარქველი, გადანერგილი თირკმელი).
17. დედის უეცარი სიკვდილი ცოცხალი ნაყოფის არსებობის დროს;
18. რამდენიმე რისკ-ფაქტორის არსებობა, რომელიც ცალკე არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას, მაგრამ რამდენიმე მათგანის კომბინაცია რეალურ საფრთხეს უქმნის ნაყოფს
ბუნებრივი გზით მშობიარობის შემთხვევაში.
საკეისრო კვეთა დედის მოთხოვნით
- დედის მოთხოვნა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჩვენებას საკეისრო კვეთისათვის. ასეთ
შემთხვევაში ექიმი ვალდებულია დაწვრილებით განიხილოს ორსულთან და მის
ახლობლებთან ერთად ბუნებრივი გზით მშობიარობის უპირატესობები და საკეისრო კვეთის
მოსალოდნელი გართულებები.
- ორსულს უნდა აეხსნას, რომ ყოველი მომდევნო საკეისრო კვეთის შემდეგ იზრდება პლაცენტის წინმდებარეობის, პლაცენტის ჩაზრდის (ჭეშმარიტი მიხორცების) და საკეისრო კვეთის დროს
ჰისტერექტომიის საჭიროების რისკი.
- ექიმს უფლება აქვს უარი განაცხადოს ქალის მოთხოვნით საკეისრო კვეთის ოპერაციის
ჩატარებაზე. თუმცა, მშობიარობის გზის არჩევა კვლავ რჩება დედის უფლებად.
- საკეისრო კვეთის მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტთან კიდევ ერთხელ დაწვრილებით
განიხილეთ ამ მოთხოვნის მიზეზები.
• თუ პაციენტს აქვს მშობიარობის შიში, მისთვის ხდება ეფექტური გაუტკივარების შეთავაზება.