|
მთვლელის საშუალებით დაადგენთ რამდენი უნდა იყოს ერთი თვიდან სამ წლამდე ბავშვის ოპტიმალური სიმაღლე და წონა.
მთვლელის საშუალებით დაადგენთ ჩასახვისათვის უსაფრთო დღეებს.
სიზუსტესთან მიახლოებული მონაცემის მისაღებად, აუცილბელია ზუსტად ჩაწეროთ ციკლის ხანგრძლივობა (უმეტესად 28-29 დღე, იშვიათ შემთხვევაში 21-22 ან 34-35 დღე)
მთვლელი საშუალებით შეგიძლიათ დაადგინოთ ბავშვის ჩასახვის თარიღი;
სიზუსტესთან მიახლოებული მონაცემის მისაღებად, აუცილბელია ზუსტად ჩაწეროთ ბოლო მენსტრუაციის პირველი დღის თარიღი და ასევე, ზუსტად მიუთითოთ ციკლის ხანგრძლივობა (უმეტესად 28-29 დღე, იშვიათ შემთხვევაში 21-22 ან 34-35 დღე) გახსოვდეთ - მთვლელი იძლევა მხოლოდ სიზუსტესთან მიახლოებულ შედეგს! საკეისრო კვეთის ოპერაცია ტარდება მაშინ, როცა პაციენტსა და ექიმს მიაჩნიათ, რომ საკეისრო კვეთის შემთხვევაში მოსალოდნელია დედისა და ნაყოფის გამოსავლები გაუმჯობესება საშოსმხრივ მშობიარობასთან (ფიზიოლოგიური მშობიარობა) შედარებით.
საკეისრო კვეთის ჩვენებები 1. პარტოგრამით დადასტურებული მშობიარობის პროგრესის შეფერხება: - სამშობიარო მოქმედების სისუსტე, - კლინიკურად ვიწრო მენჯი. 2. ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა 3. ნაყოფის არასწორი მდებარეობა და წინმდებარე ნაწილის არასწორი ჩადგმა: - ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა, როდესაც ნაყოფის წონა < 2500 - 3600 >გრ , - ნაყოფის ჯდომით წინმდებარეობა, როდესაც ნაყოფის წონა არის <2500- 3600> გრ და თავის გაშლითი მდგომარეობა დადასტურებულია ექოსკოპიურად, - ტერფით ან მუხლით წინმდებარეობა, - ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა. 4. პათოლოგიური პლაცენტაცია: - პლაცენტის წინმდებარეობა (მე-3 ან მე-4 ხარისხი), - პლაცენტის მიხორცება, - vasa previa. 5. დედის ინფექცია (პირველადი გენიტალური ჰერპესი, აივ ინფექცია): - მწვავე გენიტალური ჰერპესი (HSV) ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რომლის პირველი ეპიზოდი გამოვლინდა მშობიარობის დროს ან მოსალოდნელ მშობიარობის ვადამდე 6 კვირის მანძილზე; - აივ ინფექცია: თუ ორსული ქალი არ იტარდებდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობას ან ვირუსული დატვირთვა შეადგენს ≥ 400 ასლ/მლ; - კოინფექცია C ჰეპატიტითა და აივ-ით, ვინაიდან გეგმიური სკ-ის დროს მცირდება C ჰეპატიტისა და აივ-ის დედიდან ბავშვზე გადაცემის რისკი. 6. მრავალნაყოფიანი ორსულობა: - როცა არ აღინიშნება პირველი ნაყოფის თავით წინმდებარეობა, - მონოქორიონული მონოამნიონური ტყუპი ფეტო-ფეტალური ტრანსფუზიის სინდრომის არსებობისას; 7. ჭიპლარის წინმდებარეობა ან მარყუჟის გამოვარდნა; 8. სამშობიარო გზების მექანიკური დაბრკოლება: - საშვილოსნოს დიდი ზომის მიომა, - დიდი ზომის წვეტიანი კონდილომა, - მენჯის მოტეხილობა ცდომით, - ნაყოფის ანომალია, როგორიცაა, მწვავე ჰიდროცეფალია; 9. დიდი ზომის ნაყოფი (ნაყოფის სავარაუდო წონა ≥ 4 500გრ); 10. ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა, როცა დედისა და ნაყოფის მდგომარეობის გამო მშობიარობის ბუნებრივი გზით დამთავრება შეუძლებელია; 11. არასრულფასოვანი საშვილოსნოს კედელი, რომელიც გამოწვეულია: - მიომექტომიის დროს საშვილოსნოს კედლის დაზიანებით, - საშვილოსნოს პერფორაციით, - საშვილოსნოს პლასტიკური ოპერაციით, - ექტოპიური ორსულობის დროს საშვილოსნოს კუთხის ამოკვეთით, - გადატანილი საკეისრო კვეთით; 12. ანამნეზში ერთზე მეტი გადატანილი საკეისრო კვეთა; 13. მძიმე პრეეკლამფსია და ეკლამფსია რომელიც არ იძლევა ვაგინალური მშობიარობის ჩატარების საშუალებას; 14. ქსოვილების დაზიანების გაზრდილი რისკი, რომელიც გამოწვეულია შემდეგი გართულებებით: - საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბო, - რექტოვაგინალური ფისტულის ან სასქესო ორგანოების პროლაფსის გამო გადატანილი ოპერაცია; 15. ხელოვნური განაყოფიერება ხანგრძლივი უნაყოფობითა და დამძიმებული სამენო- გინეკოლოგიური ანამნეზით; 16. დედის ექსტრაგენიტალური დაავადებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დედის ჯანმრთელობას და დადასტურებულია შესაბამისი სპეციალისტის დასკვნით (მაგალითად: ექსტრაგენიტალური სიმსივნე, ცერებრული ჰემორაგიული ინსულტი ან ანევრიზმა, გულის ხელოვნური სარქველი, გადანერგილი თირკმელი). 17. დედის უეცარი სიკვდილი ცოცხალი ნაყოფის არსებობის დროს; 18. რამდენიმე რისკ-ფაქტორის არსებობა, რომელიც ცალკე არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას, მაგრამ რამდენიმე მათგანის კომბინაცია რეალურ საფრთხეს უქმნის ნაყოფს ბუნებრივი გზით მშობიარობის შემთხვევაში. საკეისრო კვეთა დედის მოთხოვნით - დედის მოთხოვნა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჩვენებას საკეისრო კვეთისათვის. ასეთ შემთხვევაში ექიმი ვალდებულია დაწვრილებით განიხილოს ორსულთან და მის ახლობლებთან ერთად ბუნებრივი გზით მშობიარობის უპირატესობები და საკეისრო კვეთის მოსალოდნელი გართულებები. - ორსულს უნდა აეხსნას, რომ ყოველი მომდევნო საკეისრო კვეთის შემდეგ იზრდება პლაცენტის წინმდებარეობის, პლაცენტის ჩაზრდის (ჭეშმარიტი მიხორცების) და საკეისრო კვეთის დროს ჰისტერექტომიის საჭიროების რისკი. - ექიმს უფლება აქვს უარი განაცხადოს ქალის მოთხოვნით საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარებაზე. თუმცა, მშობიარობის გზის არჩევა კვლავ რჩება დედის უფლებად. - თუ პაციენტს აქვს მშობიარობის შიში, მისთვის ხდება ეფექტური გაუტკივარების შეთავაზება. მოქმედებს თუ არა თქვენთან სახელმწიფო დაზღვევა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა) და თუ მოქმედებს, როგორ მოვიქცე, რომ ამ პროგრამით ვისარგებლო? ჩვენთან სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს (იხილეთ მომსახურების ტარიფები და გადახდის წესი ამ პროგრამის ფარგლებში), თუ თქვენ სარგებლობთ საყოველთაო დაზღვევით. თქვენ არ მოგეთხოვებათ რაიმე სახის საბუთის წარმოდგენა, თან უნდა იქონიოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა ორსულობის რომელ კვირაზე უნდა დავდგე აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში? სასურველია მე-8 კვირიდან რა საბუთები უნდა ვიქონიო ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომის მომენტში? საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა როგორ და როდის უნდა ავიღო ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმიფო ვაუჩერი? ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის ასაღებად დაგჭირდებათ ექოსკოპიური კვლევა (5 დღის ვადაში ჩატარებული) და ექიმის კონსულტაცია. სახელმწიფო ვაუჩერის დარეგისტრირება ხდება კლინიკაში ელექტრონულად და კლინიკაშივე ხდება მისი გაცემა. გახსოვდეთ, რომ სახელმწიფო ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ 13 კვირის ორსულობის ვადამდე აუცილებელია ორსულობის ვადის დასადასტურებლად ექოსკოპიის დასკვნა თქვენთან ავიღო? არა, აუცილებელი არ არის. თუ ექოსკოპიურ გამოკვლევას სხვაგან ჩაიტარებთ ჩვენთან აღრიცხვაზე დასადგომათ მოტანილი დასკვნა უნდა იყოს არაუმეტეს 5 დღის ვადის როდესაც სხვა კლინიკაში ვარ აღრიცხვაზე და ერთი ან/და რამდენი უფასო ვიზიტი ჩაიტარე იმ კლინიკაში, და მსურს თქვენს კლინიკაში გადმოსვლა და დარჩენილი უფასო ვიზიტი/ები მსურს რომ თქვენთან ჩავიტარო, ასეთ შემთხვევაში როგორ ვიქცევი? საჭიროა იქონიოთ გაცვლა-გამოცვლის ბარათი და პირადობის მოწმობა, თქვენი გადმომისამართება მოხდება ელექტრონულად პირადობის მოწმობის მეშვეობით. შესაძლებელია თუ არა ორსულობის პერიოდში დამჭირდეს 4 ვიზიტზე მეტი და ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება მომსახურების ანაზღაურება? სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ ქალთა კონსულტაციაში 4-ზე მეტი ვიზიტი დაგჭირდეთ. ეს აიხსნება იმით, რომ განხორციელდეს თქვენი და ნაყოფის მრავალმხრივი მონიტორინგი და ორსულობის პერიოდი წარიმართოს სრული პატრონაჟის ფონზე. როდესაც ორსული ჩვენთან დგება აღრიცხვაზე, მას ეძლევა ორსულის სამახსოვრო ბარათი, სადაც კვირეების მიხედვით ჩამოწერილია, თუ რომელი კვლევებია სასურველი, რომ ორსულმა ჩაიტაროს და იქვე მითითებული აღნიშნული კვლევების ტარიფებიც. ორსულობის პერიოდში მარტო გინეკოლოგები მომემსახურებიან? არა, ორსულობის სრულფასოვანი პატრონაჟისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით თქვენ მოგემსახურებიან ექიმი-თერაპევტი, ექიმი-ენდოკრინოლოგი და სხვა სპეციალისტები (საჭიროების მიხედვით) თუ ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში არ ვარ აღრიცხვაზე მექნება თუ არა საშუალება, რომ თქვენთან ვიმშობიარო? დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა მშობიარობის მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით უკეთესია თუ თავიდანვე ჩვენთან გექნებათ კონტაქტი, მაგრამ ასევე შესაძლებელია სხვაგან ჩაიტაროთ კონსულტაციები და უკვე 34-35 კვირის ვადაზე მომართოთ ჩვენს კლინიკას. თან უნდა იქონიოთ გაცვლა-გამოცვლის ბარათი და პირადობის მოწმობა. რა უნდა მქონდეს თან სამშობიაროდ თქვენთან მოსვლისას? პირადი მოხმარების საგნები, მეძუძური ქალის ლიფი, ჰიგიენური საფენები რა არის საჭირო ახალშობილისთვის? ,,იმედის კლინიკის” ნეონატალური განყოფილება უზრუნველყოფილია ახალშობილისათვის საჭირო ყველა ნივთით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნივთების მოტანას მაინც გადაწყვეტთ - დაგჭირდებათ: - პლედი - ბოდი - შარვალი - წინდა (ბუნებრივი მასალის) - ქუდი - გარედან ჩასაცმელი სამოსი გაყვანის დღეს დაგჭირდებათ ახალშობილის ტანსაცმელი ექნებათ თუ არა საშუალება ჩემს მეუღლეს და ოჯახის წევრებს დაესწრონ მშობიარობას? ფიზიოლოგიურ მშობიარობას შეუძლია დაესწროს მხოლოდ მეუღლე. საკეისრო კვეთის ოპერაციაზე თანმხლები პირის დასწრება არ არის მიღებული. საკეისრო კვეთის ოპერაციის დროს შესაძლებელია ახალშობილის მამის გულზე დაწვენა. მშობიარობის შემდგომ დაახლოებით რამდენი დღე მომიწევს თქვენთან ყოფნა?
ყველაფერი დამოკიდებულია როგორ ჩაივლის მშობიარობის შემდგომი პერიოდი აქვთ თუ არა ახლობლებს მელოგინეობის პერიოდში ჩემი და ახალშობილის ნახვის უფლება? ახლობლებს თქვენი ნახვა შეუძლიათ მელოგინეობის პერიოდში ყოველდღე 18.00 საათიდან 21.00 საათამდე
მთვლელი დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში მორიგი ვიზიტის თარიღი
გაიგეთ ორსულ ქალთა კონსულტაციაში კონკრეტული ვიზიტის არსი და შინაარსი; ამისთვის, აირჩიეთ ვიზიტი, შემდეგ ,,ნახვა"
აირჩიეთ რა გაწუხებთ და შემდეგ ,,ნახვა".
ყურადღება! ქვემოთ მოცემულია მხოლოდ სავარაუდო დიაგნოზები; თუ გაწუხებთ გინეკოლოგიური პრობლემა აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს!
მთვლელი საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ ნაყოფის ასაკი ორსულობის მოცემულ მომენტში.
სიზუსტესთან მიახლოებული მონაცემის მისაღებად, აუცილებელია ზუსტად ჩაწეროთ ბოლო მენსტრუაციის პირველი დღის თარიღი და ასევე, ზუსტად მიუთითოთ ციკლის ხანგრძლივობა (უმეტესად 28-29 დღე, იშვიათ შემთხვევაში 21-22 ან 34-35 დღე)
მთვლელი საშულებას მოგცემთ სიზუსტესთან მიახლოებით განსაზღვროთ ორსულობის ყოველი კვირის თარიღი; ამავე მთვლელის გამოყენებით დაადგეთ შემდეგ მონაცემებსაც:
გახსოვდეთ - მთვლელი იძლევა მხოლოდ სიზუსტესთან მიახლოებულ შედეგს!
თუ ზუსტად არ გახსოვთ ჩასახვის თარიღი - ისარგებლეთ ჩასახვის თარიღის დასადგენი მთვლელით.
სიზუსტესთან მიახლოებული მონაცემის მისაღებად, აუცილბელია ზუსტად ჩაწეროთ ბოლო მენსტრუაციის პირველი დღის თარიღი და ასევე, ზუსტად მიუთითოთ ციკლის ხანგრძლივობა (უმეტესად 28-29 დღე, იშვიათ შემთხვევაში 21-22 ან 34-35 დღე)
მთვლელი საშუალებას გაძლევთ დაადგინოთ როდის იმშობიარებთ და რომელ რიცხვში გახდებით დედა;
სიზუსტესთან მიახლოებული მონაცემის მისაღებად, აუცილბელია ზუსტად ჩაწეროთ ბოლო მენსტრუაციის პირველი დღის თარიღი და ასევე, ზუსტად მიუთითოთ ციკლის ხანგრძლივობა (უმეტესად 28-29 დღე, იშვიათ შემთხვევაში 21-22 ან 34-35 დღე) გახსოვდეთ - მთვლელი იძლევა მხოლოდ სიზუსტესთან მიახლოებულ შედეგს!
მთვლელის საშუალებით დაადგენთ ბავშვის იდეალურ წონას; ამისთვის, საკმარისია ზუსტად შეიყვანოთ ბავშვის სიმაღლე.
მთვლელი სიზუსტით აჩვენებს ბავშვის იდეალურ წონას თუ მისი სიმაღლე მერყეობს შუალედში 60.96-დან 152.4 სანტიმეტრამდე.
გაიგეთ რა ფერის თვალები ექნება თქვენ პატარას; ამისთვის, აირჩიეთ ორივე მშობლის თვალის ფერი.
გახსოვდეთ - მთვლელი იძლევა მხოლოდ სიზუსტესთან მიახლოებულ შედეგს!
მთვლელის საშუალებით დაადგენთ მოცემულ მომენტში თქვენი ორსულობის ასაკს.
მთვლელით სარგებლობისთვის ზუსტად ჩაწერეთ ბოლო მენსტრუაციის პირველი დღე და ციკლის ხანგრძლივობა (უმეტესად 28-29 დღე, იშვიათ შემთხვევაში 21-22 ან 34-35 დღე) 23/8/2023 შეღავათიანი სერვისი - მშობიარობის შემდგომი გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკაRead Now ,იმედის კლინიკა" ახორციელებს მშობიარობის შემდგომი გართულებების პრევენციის უფასო პროგრამას, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ,,იმედის კლინიკაში" ნამშობიარები უკლებლივ ყველა მელოგინე.
პროგრამა ითვალისწინებს ლოგინობის 40 დღის განმავლობაში შესაძლო გართულებების აცილებას ან წარმოქმნილი ასეთი გართულებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას (ამბულატორიული, სტაციონარული) მელოგინისათვის სრულიად უფასოდ! მშობიარობის შემდგომი გართულების შემთხვევაში ,,იმედის კლინიკა“ უზრუნველყოფს:
|
RSS Feed