სასარგებლო სერვისები
Custom Feed Display
Picture
შეტყობინების გაგზავნა თქვენსავე მობილურის ნომერზე

​არჩეული ციფრული პროგრამის მიხედვით დააკლიკეთ შესაბამის ღილაკს:

Send SMS
ნაყოფის განვითარება
Picture

პირველი თვე
​განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ემაგრება საშვილოსნოს კედელს. 
მისი ზოგიერთი უჯრედებიდან ხდება ნაყოფის, ხოლო დანარჩენი უჯრედებიდან პლაცენტის ფორმირება.
ზედა და ქვედა კიდურები იწყებენ ფორმირებას.
თავისა და ზურგის ტვინი იწყებს ჩამოყალიბებას.
გული და ფილტვები ყალიბდება და იწყებენ განვითარებას. პირველი თვის ბოლოს ნაყოფის გული იწყებს ფუნქციონირებას.
Picture

მეორე თვე
​ქუთუთოები ყალიბდება, მაგრამ რჩება დახურული.
განვითარებას იწყებს შიგნითა ყური.
ჩნდება ძვლები.
ყალიბდება ზედა და ქვედა კიდურების მტევნები, ხელის გულები, ტერფები და თითები.
მეორე თვის ბოლოს ძირითადი ორგანოები და სისტემები ჩამოყალიბებულია და იწყებენ ფუნქციონირებას.
Picture

მესამე თვე
​ჩნდება ოცი კბილბუდე მომავალი კბილებისათვის.
ყველა შინაგანი ორგანოს დეტალი ჩამოყალიბებულია მაგრამ არასრულად.
ზედა და ქვედა კიდურები აგრძელებენ ზრდას, რბილი ფრჩხილები იწყებენ ფორმირებას.
ძვლები და კუნთები იწყებენ ზრდას.
ხდება ნაწლავების ფორმირება.
ხერხემალი რბილია და შეიძლება მოიხაროს.
კანი თითქმის გამჭვირვალეა.
ხელები უფრო მეტად განვითარებულია და დიდია ზომაში ვიდრე ფეხები.
Picture

მეოთხე თვე
​ყალიბდება წარბები, წამწამები და ფრჩხილები.
ხელებსა და ფეხებს შეუძლიათ მოძრაობა.
კანი დანაოჭებულია და დაფარულია საცხით და წვრილი თმიანი საფარველით.
პლაცენტა სრულად ფორმირებულია.
გარეთა ყური იწყებს ფორმირებას.
ნაყოფს შეუძლია გადაყლაპოს და მოსმინოს.
ყალიბდება კისერი.
ყალიბდება გარეთა სასქესო ორგანოები.
თირკმელები იწყებენ ფუნქციონირებას და გამოიმუშავებენ შარდს.
Picture

მეხუთე თვე
​ნაყოფს უვითარდება წოვის რეფლექსი. თუ ხელი მოხვდა პირთან ახლოს, ნაყოფს შეუძლია დაიწყოს ცერა თითის წოვა.
ნაყოფი ხდება უფრო აქტიური. ორსული ქალი აქტიურად გრძნობს ნაყოფის მოძრაობას.
ნაყოფს ძინავს და იღვიძებს რეგულარულად.
ფრჩხილები იძრდება თითების ბოლომდე.
ნაღვლის ბუშტი იწყებს რეგულარულად ნაღველის გამოყოფას, რომელიც საჭიროა საკვები ნივთიერებების გადასამუშავებლად.
მდედრობითი სქესის ნაყოფის სათესლე ჯირკვლები გარდაიქმნება საკვერცხეებად.
მამრობითი სქესის ნაყოფის ჯირკვლები მუცლის ღრუდან იწევს ქვემოთ და ჩამოდის სათესლე პარკში.
Picture

მეექვსე თვე
​იწყება ნამდვილი თმების ზრდა.
თავის ტვინი იწყებს აქტიურ განვითარებას.
ნაყოფი იწნებს თვალების გახელას.
ხელისა და ფეხის თითებზე ჩანს ანაბეჭდები.
ფილტვები ბოლომდე ჩამოყალიბებულია, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებს.
Picture

მეშვიდე თვე
​ნაყოფს შეუძლია გაახილოს და დახუჭოს თვალები და რეაგირებს სინათლის სიკაშკაშეზე.
ქრება წვრილი თმიანი საფარველი(ლანუგო).
ნაყოფი ამოძრავებს ფეხებს აქტიურად და იზმორება.
ნაყოფს შეუძლია მოახდინოს რეაგირებს ხმებზე.
Picture

მერვე თვე
​ჩამოყალიბების პროცესის ძირითადი ეტაპები დამთავრებულია და ნაყოფი სწრაფად იმატებს წონაში.
ძვლები მაგრდება, მაგრამ თავის ქალა რჩება რბილი და დრეკადი.
ყალიბდება თავის ტვინის ზოგიერთი უბანი.
ნაყოფს უვითარდება გემოვნების რეცეპტორები. შეუძლია გაარჩიოს ტკბილი და მჟავე გემო.
ნაყოფს შეუძლია სლოკინი.
Picture

მეცხრე თვე
​ნაყოფი იცვლის მდებარეობას და უმეტეს შემთხვევაში ტრიალდება თავით ქვემოთ.
კანი ნაკლებად დანაოჭებულია.
ფილტვები მომწიფებელია და მზადაა დამოუკიდებელი სუნთქვისათვის.
ჩამოყალიბებული აქვს ძილის ქცევის წესი.
ამ თვეში ნაყოფი ყოველკვირეულად იმატებს წონაში.
დღის თემები
Random Link with Unique ID
Random Link with Unique ID
Random Link with Unique ID
Random Link with Unique ID
Random Link with Unique ID
Random Link with Unique ID
დღის თემები
Send SMS
Picture
Picture
კონსილიუმი ბუკა კობეშავიძესთან
Symmetrically Aligned Image Display
ყოველ ოთხშაბათს, 12:00 საათზე
კონსილიუმი ბუკა კობეშავიძესთან
თუ გაქვთ შეკითხვა, გახსენით უჯრა და გამოგვიგზავნეთ სამშაბათის ჩათვლით; პასუხს მოისმენთ გადაცემის LIVE მიმდინარეობის დროს
შეკითხვის გამოგზავნა
*

*


მიმართულებები
მოწონების ღილაკი
Picture
Picture
Picture
Picture
ორსაოთხუპაშაკვ
Picture

ავტორიზაცია

პირადი ნომერი:
მობილურის ნომერი:
Random ads, right to your screen

Picture
Picture
Picture
დაათვალიერე და დარწმუნდი
Share on Facebook
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC