იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

27/5/2025

მკერდის მოვლა ორსულობის პერიოდში

Read Now
 
სწორად შეარჩიეთ თეთრეული, ფეხმძიმობის დროს თქვენმა მკერდი შეიძლება გახდეს ერთი ან ით ან მეტი კილოგრამით მძიმე, შესაბამისად გაიზრდება ბიუსჰალტერის ზომაც.

აირჩიეთ სპეციალური ბიუსჰალტერები მომავალი დედებისთვის, ფართო ბრეტელებზე და დრეკადი, ოვალური მავთულების გარეშე.

დარწმუნდით, რომ ბიუსჰალტერის ზომა სწორად არის შერჩეული.

ისარგებლეთ სპეციალური, ბიუსჰალტერის საფენებით, რომელიც შედგება რამდენიმე შრისგან და თავსდება ბიუსჰალტერის შიგნით.

საქმე იმაშია, რომ ორსულობის მე - 4 თვიდან, თქვენი სარძევე ჯირკვლებიდან შესაძლოა დაიწყოს ეგრეთ წოდებული ხსენის გამოყოფა, რომლითაც უნდა იკვებოს თქვენმა პატარამ დაბადებიდან პირველი დღეების განმავლობაში.

ასეთ შემთხვევაში სამოსის სისუფთავის შენარჩუნების თვალსაზრისით, ბიუსჰალტერის საფენები ძალიან გამოგადგებათ ბავშვის მკერდით კვების პერიოდში (თუ რძე გარეთ გამოვიდა, საფენი შეიწოვს მას და არ მისცემს საშუალებას ტანსაცმლის ზედაპირი დაისვაროს).

დაიცავით მკერდის ჰიგიენა, სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან მკერდი გრილი წყლით ჩამოიბანოთ, რადგან ცხელი წყალი აშრობს კანს. იგივე მიზეზით, შეიკავეთ თავი საპნის გამოყენებისგან და უპირატესობა რბილ შხაპის გელებს მიანიჭეთ.

 ყოველი შხაპის მიღების დროს, რამდენიმე წუთი დაუთმეთ წყლის ჭავლით მკერდის მსუბუქ მასაჟს. ამ დროს წყლის ჭავლის მოძრაობა უნდა იყოს წრიული, მიმართული იღლიების ჩაღრმავებისკენ; მეტად მოსახერხებელია შხაპი დრეკადი, მოქნილი მილით.

კონტრასტული შხაპი და აუზზე ცურვა აგრეთვე ძალიან უწყობს ხელს მკერდის ქსოვიულების გამაგრებას.

გაიკეთეთ მკერდის მასაჟი ხელით, ეს ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას და იწვევს სისხლის გაძლიერებული ნაკადის მიმართვას მკერდის ჯირკვლებისკენ, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მისი კუნთების გამაგრებას. ასეთი მასაჟი ფორმას შეუნარჩუნებს თქვენს მკერდს. გახსოვდეთ, რომ ისეთი მგრძნობიარე ზონის მასაჟმა, როგორიც ძუძუს კერტებია, შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.

 მკერდზე კანის სტრიების პროფილაქტიკისათვის და მკერდის სიმკვრივის შენარჩუნებისთვის გამოიყენეთ სპეციალური კრემები და ზეთი, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული ფეხმძიმე ქალბატონებისთვის.

თუ აპირებთ ბავშვი მკერდით კვებოთ, უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური კოსმეტიკა, რომელიც ამაღლებს ძუძუს თავების (კერტების) ქსოვილების ელასტიურობასა და სიმკვრივეს.

იგივე საშუალებები გამოგადგებათ ბავშვის დაბადების შემდეგაც, რადგან მკერდით კვების დროს ეფექტურად ებრძვიან ძუძუს კერტებზე ნაპრალების (ნახეთქების) წარმოქმნას, ამას გარდა გააჩნიათ ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები.
​
გახსოვდეთ, რომ ყველა კოსმეტიკური თუ სპეციალური საშუალება, რომელიც საჭიროა მკერდის კანის მოსავლელად, აუცილებლად შეათანხმეთ ექიმთან, რომელიც აკონტროლებს თქვენი ფეხმძიმობის პროცესს.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი