იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

გულძმარვა და მჟავე გემო ორსულებში

Read Now
 
ხშირ შემთხვევაში, ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე გულძმარვა და პირის ღრუში მჟავე გემო დიდ დისკომფორტს უქმნის ორსულებს.

გულძმარვისა და მჟავე გემოს წარმოქმნის მიზეზია ჰორმონალური ცვლა, რომელიც ორსულობის პერიოდში ხდება. კერძოდ, განსაკუთრებით იზრდება ჰორმონის პროგესტერონის გამოყოფა. ეს ჰორმონი აუცილებელია კუნთების ტონუსის შესამცირებლად, აგრეთვე საშვილოსნოს აგზნებადობის შესამცირებლად, რაც გამოწვეულია ნაყოფის ზრდით. თუმცა, იგივე ჰორმონი ანალოგიურ ზემოქმედებას ახდენს სფინქტერზე, კუჭზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზოგადად

ამის გარდა, მზარდი საშვილოსნო ზემოთ აწვება და ავიწროვებს ყველა ორგანოს, ასეთ დროს წარმოიქმნება კუჭის შიგთავსიდან არსებული ნარჩენების გამოძევების პირობები, რის შედეგადაც წარმოიქმნება გულძმარვა, პირის ღრუში კი მომჟავო გემო.

ამ შეგრძნებებისაგან გათავისუფლების ყველაზე ეფექტური საშუალებაა კვების რეჟიმის დაცვა; კერძოდ, საკვები უნდა მიიღოთ დღეში 7-8 ჯერ მცირე პორციებით, ხოლო დღის ბოლოს საკვების მიღება რეკომენდირებულია ძილამდე 3-4 საათით ადრე.

გულძმარვისა და მჟავე გემოს საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა რძე, რომელიც უნდა სვათ დღის განმავლობაში მცირე ყლუპებით.ასევე კარგ შედეგს იძლევა კისელი და მცირე დოზებით ახლადმომზადებული კარტოფილის წვენი.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი