იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

სამშობიარო მოქმედების გადაცდომები

Read Now
 
სამშობიარო მოქმედების გადაცდომების სახეებს მიეკუთვნება: სამშობიარო მოქმედების სისუსტე, გადაჭარბებული სამშობიარო მოქმედება, დისკოორდინირებული სამშობიარო მოქმედება.

სამშობიარო მოქმედების სისუსტე

ხასიათდება მიომეტრიუმის შეკუმშვის ძალისა და ხანგრძლივობის უკმარისობით, ჭინთვებს შორის პაუზების გადიდებით. განასხვავებენ პირველად და მეორად სისუსტეს.პირველადი სისუსტე ვითარდება სამშობიარო აქტის დასაწყისში და შესაძლებელია გაგრძელდეს მშობიარობის როგორც მე-2, ასევე მე-3 პერიოდში. მეორადი სისუსტე ვითარდება ნორმალური ჭინთვების ფონზე, მშობიარობის პირველ ან მეორე პერიოდში.

სამშობირო მოქმედების პირველადი სისუსტის მიზეზებია: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის გადაძაბვა, ენდოკრინოპათიები, მენსტრუალური ციკლის მოშლილობები, ინფანტილიზმი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, საშვილოსნოს განვითარების მანკები, სასქესო ორგანოებში მიმდინარე ანთებითი პროცესები, საშვილოსნოს გადაძაბვა (წყალუხვობა, მრავალნაყოფიანობა, დიდი ნაყოფი) და სხვ. პირველადი სისუსტის განვითარებას ხელს უწყობს მშობიარობამდელი წყლების დაღვრა. მეორადი სისუსტის მიზეზები, გარდა ზემოთ აღწერილისა, არის მშობიარის გადაღლა მშობიარობის დროს, კლინიკურად ვიწრო მენჯი, ნაყოფის განივად მდებარეობა, საშვილოსნოს ყელის რიგიდულობა, მშობიარობის მასტიმულირებელი პრეპარატების უსისტემო დანიშვნა.

სამშობიარო მოქმედების სისუსტე ვლინდება ჭინთვების შემოკლებითა და მათ შორის პაუზების გადიდებით. ეს იწვევს მშობიარობის გახანგძლივებას, ნაყოფის ჰიპოქსიას, აღმავალი ინფექციის განვითარებას, (ქორიოამნიონიტი), სისხლდენას მშობიარობის შემდგომ და ადრეული მშობიარობის შემდგომ პერიოდებში და მშობიარობის შემდგომი დაავადებების განვითარებას.

დიაგნოზის დადგენა ხდება დინამიკური დაკვირვების საფუძველზე – სუსტი, ხანმოკლე ჭინთვები, მათ შორის ხანგრძლივი პაუზები, საშვილოსნოს ყელის დაგვიანებული გახსნა; კვლევის დამატებითი მეთოდებია გარეთა ჰისტეროგრაფია და სხვ.

გადაჭარბებული სამშობიარო მოქმედება

განპირობებულია საშვილოსნოს ჰიპერტონუსით და კლინიკურად გამოიხატება ძალიან ხშირი ჭინთვებით, მათ შორის ინტერვალების შემოკლებით. მშობიარობა მთავრდება საკმაოდ სწრაფად (ელვისებურად), ამასთან ვითარდება საშვილოსნო-პლაცენტის სისხლმიმოქცევის დარღვევები და ნაყოფის ჰიპოქსია. ხშირად ბავშვი იბადება ქალაშიდა სამშობიარო ტრავმის მოვლენებით.

დისკოორდინირებული სამშობიარო მოქმედება

ხასიათდება საშვილოსნოს ნაწილების უსისტემო შეკუმშვებით (ფსკერისა და ქვედა სეგმენტის). ჭინთვები რეგულარულია, მაგრამ ძალიან მტკივნეული და არაეფექტურია; საშვილოსნოს ყელის გახსნა შენელებულია, მიუხედავად რიგიდულობის არარსებობისა. ნაყოფის წინმდებარე ნაწილის წინსვლა არ ხდება, ირღვევა შარდზე გასვლა, თუმცა შარდის ბუშტზე ზეწოლის ნიშნები არ აღინიშნება. ხშირად ვითარდება ნაყოფის მუცელშიგა ჰიპოქსია, საშვილოსნო-პლაცენტის სისხლმიმოქცევის დარღვევის შედეგად.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი