იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

22/5/2025

პლაცენტა

Read Now
 
​პლაცენტა თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს ბავშვის ზრდა-განვითარებაში. პლაცენტა და სანაყოფე ბუშტი წარმოქმნილია სანაყოფე გარსებით – ქორიონითა და ამნიონით.

პლაცენტა ყალიბდება ტროფობლასტის უჯრედებისგან, რომლებიც ქორიონს შეიცავს. ეს უჯრედები ვითარდება საშვილოსნოს სისხლძარღვთა კედლებში. თუმცა, დედისა და ნაყოფის სისხლის ერთმანეთში შერევა არ ხდება, რადგან სისხლის ორივე ნაკადი გვერდიგვერდ ცირკულირებს.

საქმე ისაა, რომ ისინი ერთმანეთისგან პლაცენტური ბარიერით არის გამიჯნული. გარდა ამისა, ჩვენ საკმაოდ დაწვრილებით ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ ნაყოფის წონა როგორ იცვლება კვირიდან კვირამდე. იზრდება პლაცენტას ზომაც, თანაც – საკმაოდ სწრაფად. მაგალითად ორსულობის მე-10 კვირას იგი 20 გრამს იწონის.

ათი კვირის შემდეგ, ანუ მეოცე კვირას, მისი წონა 170 გრამს აღწევს, 30-ე კვირას კი – 430 გრამს.

მშობიარობის წინ პლაცენტა დაახლოებით 650 გრამს იწონის.

პლაცენტა ორსულობის დაწყებიდან მე-2 და მე-3 კვირებს შორის პერიოდში წარმოიქმნება.

მე-3 კვირის განმავლობაში ქორიონის ხაოები უკვე მყარად არის ჩანერგილი საშვილოსნოს კედელში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხაოები შლის საშვილოსნოს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც საშვილოსნოს კედელზე დიდი რაოდენობით წარმოიქმნება სისხლიანი ბუდობები.

მათი მეშვეობით ხაოები დედის სისხლიდან იღებენ საკვებსა და ჟანგბადს. ხაოები ერთმანეთშია გადახლართული და დაკავშირებულია ჭიპლარის ვენასთან.

ამ ვენიდან მიეწოდება ნაყოფს საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი. ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები კი გადადის ჭიპლართან გამავალ არტერიაში და ხვდება დედის სისხლში.

პლაცენტის მეშვეობით ნაყოფი სუნთქავს (მიეწოდება ჟანგბადი და უკან გამოაქვს ნახშირორჟანგი), იკვებება და თავიდან იცილებს გადამუშავებული ნივთიერებების ნარჩენებს.

თუმცა, პლაცენტის ფუნქციები მხოლოდ ამით არ ამოიწურება.

პლაცენტა ასევე ითავსებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციებს: გამოიმუშავებს ჰორმონებს.

ზემოთ ვახსენეთ კიდეც ერთ–ერთი მათგანი: ქორიონული გონადოტროპინი. სწორედ მისი მეშვეობით განსაზღვრავენ ფეხმძიმობას ადრეულ ეტაპზე.

​საქმე ისაა, რომ ეს ჰორმონი ქალის ორგანიზმში დაორსულებიდან მე–10 დღეს ჩნდება. მე–7–8 კვირას პლაცენტა გამოიმუშავებს კიდევ ორი სახის ჰორმონს: ესტროგენსა და პროგესტერონს. ​

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი