იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

ტკივილი სექსუალური ურთიერთობის დროს

Read Now
 
მტკივნეული სქესობრივი კავშირი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, როგორც სტრუქტურული, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემებით. მრავალ ქალს აქვს მსგავსი ეპიზოდი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც. 

ტკივილს სქესობრივი კავშირის დროს სამედიცინო ტერმინით დისპარეუნია ეწოდება. დისპარეუნია განიმარტება, როგორც პერსისტირებადი ან განმეორებითი გენიტალიური ტკივილი, რომელიც სქესობრივი კავშირის დაწყებამდე, დროს, ან დასრულების შემდეგ ვითარდება.

სექსუალური აქტის დროს ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ვაგინიზმი
გარეთა სასქესო ორგანოების კუნთების სპაზმი, მათი მომატებული მგრძნობელობის გამო. ვაგინიზმი ხშირად ვითარდება იმ ქალებში, რომელთაც პირველი სქესობრივი აქტის დროს ძლიერი ტკივივლი ჰქონდათ და ქვეცნობიერად დარჩათ შიში და უსიამოვნო განცდა, რომელიც ყოველი სქესობრივი კონტაქტის დროს იჩენს თავს კუნთების სპაზმის სახით. ეს ფსიქოლოგიური პრობლემა უფროა, ვიდრე გინეკოლოგიური და სექსოლოგის დახმარებაა საჭირო.

  • საშოს ლორწოვანის ანთება
ასეთ ანთებას ინფექციური პათოლოგიები იწვევს, ამიტომ კარგი იქნება ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი. ამ დროს სქსობრივი აქტის დროს სიხლდენაცაა დამახასიათებელი. 

  • ანთების შემდგომ განვითარებული შეხორცებები
​
  • მშობიარობის შემდგომი ნახეთქები, ტრავმები, ნაკერები
​
  • ენდომეტრიოზი
მისი ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტუაციის წინ და მენსტრუაციის დამთავრებისთანავე გაივლის. აგრეთვე ახასიათებს გამონადენი. 

  • მენჯის ნერვების ნევრალგია
​
  • ვენური შეგუბება
როცა სქესობრივი ცხოვრება არარეგულარულია, სასქესო ორგანოებისადმი სისხლი გამუდმებით მიედინება, უკუდინება კი არ ხდება, ამიტომ ქალს მუდმივად აქვს სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი სქესობრივი აქტის შემდეგ - ამის წამალი რეგულარული სქესობრივი თანაცხოვრებაა.

  • ბართოლონის სეკრეტის არასაკმარისად გამოყოფა
როცა ქალს არ სურს სქესობრივი ურთიერთობა, აქვს ბართოლინის ჯირკვლის პათოლოგია, ან დარღვეული აქვს ჰორმონული ფონი, შესაძლოა სეკრეტი, რომელიც სქესობრივი კონტაქტისათვის აუცილებელია, არასაკმარისად გამოიყოფოდეს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება.

თუ სქესობრივი კავშირის დროს ან შემდეგ პერიოდში ტკივილი გაწუხებთ - მიმართეთ ,,იმედის კლინიკის" გინეკოლოგიურ დეპარტამენტს.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი