იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

სამშობიაროდან გაწერის შემდეგ

Read Now
 
სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, პირველ რიგში, საჭიროა სრულფასოვანი კვება. ნუ იჩქარებთ დიეტის დაწყებას, სასურველ ფორმაში ნელ-ნელა ჩადგებით.

ლოგინობის ხანის დამთავრების შემდეგ, 2 თვეში, ქალს შეუძლია დაიწყოს ფიზიკური აქტივობა, ფორმაში ჩადგომა.

აუცილებელია, რომ ყურადღება მიაქციოთ სისხლიან გამონადენს საშოდან, რომელიც 8 კვირის განმავლობაში შეიძლება იყოს, შემდეგ კი - აღარ.

სასურველია მელოგინე ქალმა თავი შეიკავოს ძლიერი ფიზიკური აქტივობისგან. კატეგორიულად აკრძალულია სიმძიმის აწევა. რეკომენდებულია მსუბუქი, სუნთქვითი ვარჯიშები. ექიმის რეკომენდაციით საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ბანდაჟი. 

ძირითადი ჩივილები

  • ჩივილი ხშირ შემთხვევაში, ძუძუს წოვების დროს
  • არის ჭარბი რაოდენობის სისხლიანი გამონადენი საშოდან
  • ასევე, ტკივილი მუცლის ქვედა არეში (ძუძუს წოვების დროს საშვილოსნოს შეკუმშვის გამო)
  • ტკივილი მკერდში
  • ტემპერატურის მომატება
  • შარდის შეკავება მშობიარობის შემდგომ 8 საათის განმავლობაში
  • ასევე დეფეკაციის ჩივილები

თუ პაციენტს არ აღენიშნება მოშარდვის სურვილი, არ აქვს კუჭის მოქმედება, აუცილებელია მიმართოს ექიმს. მშობიარობის შემდგომ მესამე დღეს მკერდში რძის რაოდენობა იწყებს მომატებას, ეს გახლავთ მასტიტის განვითარების დიდი რისკი, სწორედ ამიტომ მელოგინე ინფორმირებული უნდა იყოს ძუძუთი სწორი კვების შესახებ. სასურველია წყლის მიღების შემცირება 1,2-2 ლიტრამდე.

სწორად წარმართული ლოგინობის ხანა იძლევა საშუალებას თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა საშვილოსნოს ანთება - ენდომეტრიტი. მკერდის პრობლემებიდან უხშირესია - მასტიტი.

კვება

მშობიარობის შემდეგ, პირველ თვეს სასურველია ქალი იკვებებოდეს შემდეგი პროდუქტებით: არაგაზირებული წყალი, შავი ჩაი, მაწონი, ყველი, პიურე, წყალზე მომზადებული ფაფა, მოხარშული ჭარხლის სალათი, მოთუშული ბოსტნეული, უცხიმო სუფები, მოხარშული თევზის ფილე, შემწვარი ვაშლი, დღეში 1 ცალი ბანანი.

მშობიარობის მეორე თვე: კვერცხი, ოლადები, მურაბა, თაფლი, ნიგოზი, რძე 2,5%, კარაქი, დღეში 1 ლიტრი სითხე, ხოლო თუ რძისთვის არ გაქვთ საკმარისი რძე - 2,5 ლიტრი დღეში.

პროდუქტები, რომლებიც იკრძალება ლოგინობის ხანაში: ხილის ნატურალური წვენები, შოკოლადი, ყავა, რძე, ნამცხვარი, ცომეული, ხახვი, ნიორი, ბალი, ალუბალი, მარწყვი, მარილიანი პროდუქტები, შემწვარი და მოხრაკული კერძები, შებოლილი პროდუქტები, უმი ბოსტნეული, პომიდორი, კიტრი.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ  ექიმს

მელოგინემ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს, თუ აქვს ძლიერი სუნიანი, სისხლიანი გამონადენი საშოდან, ტემპერატურა 38 და მეტი, გამაგრებული მკერდი.

ოჯახის წევრებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მელოგინე დედას. მისთვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება, აბაზანა, ძილი, მსუბუქი ვარჯიშები, დასვენება.

მშობიარობიდან 6 კვირაში სასურველია, რომ ესტუმროთ გინეკოლოგს, რათა მიიღოთ ინფორმაცია მშობიარობის შემდეგ, ლოგინობის ხანაში თავის მოვლის, სქესობრივი ცხოვრების დაწყების, არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების და სხვა აქტუალური საკითხების თაობაზე. ​

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი