იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

ორსულობის მეცხრე თვე

Read Now
 
Picture
მეცხრე თვის სიმპტომები
​
  • უკეთ სუნთქვის შესაძლებლობა – ბავშვი იცვლის მდგომარეობას მუცელში (უფრო ქვემოთ ჩადის) და ნაკლები წნეხი ადგება ფილტვებს, ამიტომაც თქვენ უკეთ ისუნთქებთ.
  • დისკომფორტი მუცელში – უკეთ სუნთქავთ, იმის ხარჯზე, რომ პატარამ ქვემოთ გადმოინაცვლა და მეტ ზეწოლას გრძნობთ მუცლის ქვედა არეში.
  • ძილის პრობლემა – გაღვიძება დილის 3-ზე ან 5-ზე ჩვეულებრივი მოვლენა არის, შეეცადეთ მოეშვათ და მაქსიმალურად რელაქსირებული იყოთ.
  • “იჟოგა” – საჭმლის მომნელებელი სისტემა, არ მუშაობს ისე გამართულად, როგორც ორსულობამდე პერიოდში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენეთ ანტაციდები, მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმი მოგცემთ ამის უფლება. გარდა ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად უნდა იკვებოთ სწორად: ამოიღეთ რაციონიდან ციტრუსები, ცხარე და ცხიმიანი საკვები.
  • ტერფების და ფეხების შეშუპება – მცირე შეშუპება ნორმალურია 9 თვის ორსულობისას, თუმცა თუ სერიოზული ტკივილები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
  • სტრიები – ორსულობის მე-9 თვეში შესაძლოა ყოველ კვირეულად ახალი სტრიები გაგიჩნდეთ მუცელზე, სვით მეტი წყალი და წაისვით შესაბამისი გელები.
  • შეკუმშვები – 37-38 კვირეებში შეკუმშულობა ნორმალური მოვლენაა, მალე ხომ ბავშვი გეყოლებათ, შესაბამისად მშობიარობის პროცესი გიახლოვდებათ. რეალური მშობიარობის დაწყებისგან განსხვავებით ასეთ შეკუმშვები ქრება თუ დაჯდებით ან წამოწვებით.
  • ვაგინალური გამონადენი – ასე ქვია სქელ გამონადენს, რომელიც მე-9 თვისთვის არის დამახასიათებელი, რაც უფრო მეტია ასეთი გამონადენი, მით უფრო ახლოს ხართ მშობიარობასთან.
  • მუცლის ქავილი – მაქსიმალურად გაჭიმულია თქვენი მუცლის კანი, რაც მას უფრო სენსიტიურს ხდის. ამ დროს ქავილი ნორმალური მოვლენაა, თუ იგი ზედმეტად არ გაწუხებთ.
  • აღელვებულობა – ბუნებრივია გეუფლებათ აღელვებულობის გრძნობა, მალე ორსულობა დამთავრდება და დედა გახდებით. მით უფრო სასიხარულოა ეს ამბავი, თუ რთული ორსულობა გქონდათ, რომელსაც წარმატებით გაართვით თავი.

ზომები

წარმოგიდგენთ საშუალო სიგრძესა და წონას ორსულობის მე-9 თვეში (36-40 კვირები)
  • ორსულობის 36-ე კვირაში ბავშვი პაპაიას ზომისაა, მისი სიგრძე 47.5 სანტიმეტრია, ხოლო წონა 2.6 კილოგრამი.
  • ორსულობის 37-ე კვირაში ბავშვის სიგრძე 48.5 სანტიმეტრია, ხოლო წონა 2.8 კილოგრამი.
  • ორსულობის 38-ე კვირაში ბავშვის სიგრძე 50 სანტიმეტრია, ხოლო წონა 3 კილოგრამი.
  • ორსულობის 39-ე კვირაში ბავშვი გოგრის ზომისაა, მისი სიგრძე 51 სანტიმეტრია, ხოლო წონა 3.3 კილოგრამი.
  • ორსულობის მე-40 კვირაში ბავშვი საზამთროს ზომისაა, მისი სიგრძე 51.5 სანტიმეტრია, ხოლო წონა 3.4-3.6 კილოგრამი.

რჩევები
​
  • მოემზადეთ ახალშობილის ძუძუთი კვებისთვის;
  • იყავით მაქსიმალურად ინფორმირებულები მშობიარობის ნიუანსების შესახებ;
  • მოამზადეთ ახალშობილის ტანსაცმელი და მისი განთავსების გარემო;
  • ბოლო თვეში უფრო მჭიდრო კავშირი იქონიეთ ექიმთან, ჩაიტარეთ ყველა საჭირო ანალიზი;
  • მოემზადეთ ფსიქოლოგიურად დედობისთვის!

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი