იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

21/7/2025

წონის მატება ორსულობის პერიოდში

Read Now
 
ფეხმძიმობის დროს წონაში მატება სავსებით ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია.

სხვადასხვა აღნაგობის ორსულისთვის წონის მატების სხვადასხვა ხარისხია დასაშვები.

ნაყოფი წონაში მატულობს, სისხლის მოცულობა იზრდება, იმატებს პლაცენტის მასა - ეს და სხვა ცვლილებებიც მომავალი დედის წონაში საგრძნობ მატებას იწვევს.

მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად ორსულისთვის წონის მატების მეტ-ნაკლებად ოპტიმალური სქემა იქნა შემუშავებული.

მასში გათვალისწინებულია ორსულობამდელი წონა, ფეხმძიმობის ვადა, მისი კვების რეჟიმი და ცხოვრების წესი.

თუ ორსულობამდელი წონა მცირეა, ბუნება ასეთ ორგანიზმს პირველსავე ტრიმესტრში მოამატებინებს - ეს აუცილებელია, რათა ორგანიზმი ნაყოფის ტარებისთვის მოამზადოს.

სხვადასხვა აღნაგობის ქალისთვის წონის მატების სხვადასხვა ხარისხია დასაშვები.

გამხდრებისთვის 18-19,
სრულებისთვის - მაქსიმუმ 12 კილოგრამი.

თუ ფეხმძიმობამდე სხეულის მასის ინდექსი 19-25 ერთეული იყო, 18 კილომდე მომატება დასაშვებია. (სხეული მასის ინდექსის გამოსათვლელი ფორმულა - m/h2. m არის სხეულის მასა, h - სიმაღლე).

მომატებული წონა სხეულში ასე ნაწილდება:

- ნაყოფი - 3-3,6 კგ

- სარძევე ჯირკვ;ები - 1 კგ

- საშვილოსნო - 1 კგ

- სანაყოფე სითხე - 1 კგ.

- პლაცენტა -0,7 კგ

- სისხლი - 1,4-1,8 კგ

- სხეულის სითხე - 1,4-1,8 კგ

- ცხიმის ფენა - 2,7 - 3,6
​

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
იმედის კლინიკა

Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი