იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

ტანსაცმელი ორსულობის თვეების მიხედვით

Read Now
 
Picture
 ორსულობის პერიოდში ქალის ფიგურა მუდმივად იცვლება, შესაბამისად საჭირო ხდება გარდერობის შეცვლა. ეს ეხება როგორც ზედა ტანსაცმელს, ასევე კაბებს ორსულებისთვის, შარვლებს, ქვედაბოლოებს, საცვლებს, კოლგოტკებს, ასევე ფეხსაცმელებს. ქვემოთ მოყვანილი ,,კალენდარი“ დაგეხმარებათ ოპტიმალურად შეარჩიოთ საჭირო ტანსაცმელი და თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები.

ორსულობის პირველი და მეორე თვე

აპ პერიოდში არ არის საჭირო მაღაზიებში სიარული და ,,სპეციალური“ ტანსაცმლის ძებნა – ჯერ კიდევ ადრეა. ორსულობის ადრეულ პერიოდში დაწყებული ჰორმონალური ცვლილებები სარძევე ჯირკვლების მხოლოდ უმნიშვნელო ზრდას იწვევს. ამიტომ, მაქსიმუმი რაც ამ პერიოდისათვის დაგჭირდებათ – ორსულის თეთრეულის ახალი კომპლექტია.

ორსულობის მესამე და მეოთხე თვე

ჯერ კიდევ შეგიძლიათ უარი არ თქვათ ყოველდღიურ, ჩვეულებრივ ტანსაცმელზე. ორსულობის მეორე ტრიმესტრიდანაც ნუ იჩქარებთ თქვენი გარდერობის მთლიანად შეცვლას. ამ პერიოდშიც შეგიძლიათ იხმაროთ ე. წ. ,,გარდამავალი ტანსაცმელი“ – თავისუფალი კაბები, ჰაროვანი ბლუზები და ა. შ.
და თუკი მაინც გადაწყვეტთ რაიმე ახლის შეძენას, საუკეთესო არჩევანი იქნება შარვალი ორსულებისთვის. ოპტიმალურია – სპეციალური ჯინსები რბილი ელასტიკური ქამრით., ასევე შორტები;

ორსულობის მეხუთე თვე

ამ პერიოდში მკერდი იზრდება და საჭირო ხდება ორსულთა ბიუსჰალტერის შეძენა. მთავარია ის კარგად იკავებდეს სარძევე ჯირკვლებს და ამავდროულად არ იყოს ზედმეტად მჭიდრო და მოჭერილი. ბიუსჰალტერის შეძენისას გახსოვდეთ – საუკეთესოა ბამბისა და ელასტიკური მასალისაგან დამზადებული თეთრეული; ბიუჰალტერს არ უნდა ჰქონდეს ჩადგმული სიმაგრეები. მკერდი ორსულობის მატებასთან ერთად იზრდება და ამიტომ აირჩიეთ მოდელი მრავალდონიანი შესაკრავით. თუკი მომავალ დედას პატარა ზომის მკერდი აქვს, კარგი ალტერნატივაა ბამბის ქსოვილისაგან დამზადებული (ელასტიკური ბოჭკოებით) ტოპი.

ორსულობის მეექვსე თვე

გადახედეთ ფეხსაცმლის კარადას. ორსულის ფეხსაცმელი უნდა იყოს დაბალი, მყარ ქუსლზე. მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილები ზურგის არეში, გარდა ამისა მაღალია წაქცევისა და ტრავმირების რისკი. ორსულის ფეხსაცმელი დამზადებული უნდა იყოს რბილი ტყავისაგან (სასურველია ნატურალური), ზომით – ფართო, თავისუფალი, ვინაიდან ხშირად ფეხები შეშუპებულია.

ორსულობის მეშვიდე თვე

ორსულობის მე-7 თვიდან უმეტეს დროს სახლში ატარებთ და აუცილებლად დაგჭირდებათ მოხერხებული საშინაო ტანსაცმელი. ცხადია, სახლშიც ლამაზად და მომხიბვლელად უნდა გამოიყურებოდეთ. მომავალი დედების საშინაო ტანსაცმლის ასორტიმენტი საკმაოდ მრვალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს როგორ ფაქიზი, მაქმანიანი, ასევე მოხერხებული სპორტული ტანსაცმელი, გაითვალისწინეთ ასევე ღამის პერანგები და პიჟამოები.

ორსულობის მერვე თვე

ამ პერიოდში ორსულის მუცელი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. შესაბამისად მატულობს დატვირთვა ზურგისა და პრესის კუნთებზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მშობიარობამდელი ბანდაჟის ტარება. არსებობს ასეთი ბანდაჟების რამოდენიმე ტიპი. ყველაზე მოხერხებული და მარტივია ქამრის ტიპის მოდელები. იცმევა ქვედა საცვლის ზევიდან და ამდენად იგი ჰიგიენურია.

ორსულობის მეცხრე თვე

გადაწყვიტეთ, რომელი ტანსაცმელი უნდა წაიღოთ სამშობიაროში და რა უნდა ჩაიცვათ სამშობიაროდან გამოწერისას. მშობიარობის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით მოხერხებულია თავისუფალი, ღრმად ამოჭრილი ზედატანი, რომელიც ხელს არ შეგიშლით ბავშვის კვებისას. დაგჭირდებათ ასევე ხალათი, ან სპორტული ტანსაცმელი.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი