იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

წინასამშობიარო გამონადენი

Read Now
 
იმ ორსულებისთვის, ვინც პირველად მშობიარობს, მშობიარობის დაწყების პირველი ნიშანი შეიძლება გახდეს ლორწოვანი საცობის მოცილება ცერვიკალური არხიდან, რომელიც კეტავს საშვილოსნოს ყელს.

ამ დროს, სამშობიარო მოქმედებამდე 2-3 დღით ადრე, იწყებს გამოყოფას თეთრი, ყვითელი ან ყავისფერი სქელი ლორწო, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლის მინარევებს (რაც აბსოლიტურად უსაფრთხოა). ამ პროცესს ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს მცირეოდენი ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

ხოლო ქალბატონებისთვის, რომლებმაც ადრე უკვე იმშობიარეს და ბოლო მშობიარობიდან გარკვეული დროა გასული, ლორწოვანი საცობის მოცილება ნაკლებად შესამჩნევი ხდება, ან შესაძლოა საერთოდ არც მოხდეს.

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ეს მომენტი, ყურადღებით უნდა მიადევნოთ თვალყური ვაგინალურ გამონადენს.

უმჯობესია ამ დროს გამოიყენოთ საფენები (უმჯობესია არა ქარხნული, არამედ თეთრი ფერის, ბამბის რამდენიმე ფენად დალაგებული), რადგან მშობიარობის მოახლოების ნიშანი ლორწოვანი გამონადენის გარდა სანაყოფე წყლები გამოყოფაცაა, რომელიც შეიძლება გამოიყოს გადიდებული საშვილოსნოს დაწოლის შედეგად.
​
სანაყოფე წყლებს არა აქვს ფერი და სუნი, როგორც წესი იგი სუფთა და გამჭვირვალეა, თუმცა შესაძლოა ქონდეს მწვანე შეფერილობაც, თუ დროდადრო ჩნდება ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობა) რისკი.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი