იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

18/7/2025

მედიკამენტის მიღება ორსულობის პერიოდში

Read Now
 
ორსულმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვას მედიკამენტების მიღების დროს. სპეციალისტის დანიშნულების გარეშე მიღებულმა მედიკამენტმა შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი გამოიღოს როგორც ორსულისთვის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის;

ყოველივედან გამომდინარე, გაითვალისწინეთ შემდეგი:
​

- მხოლოდ თქვენი მეან-გინეკოლოგი, რომელიც კარგად იცნობს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მედიკამენტის მიღების შესახებ.

- დაუშვებელია თვითმკურნალობა. არ მოიტყუოთ თავი თითქოსდა უვნებელი ბალახეული პრეპარატებით, რადგან "ნატურალური" "უსაფრთხოს" სინონიმი არ არის.

- არ აჰყვეთ სხვების რჩევებს; ,,მე ორსულად რომ ვიყავი ამ წამალმა მიშველა" - ასეთ რჩევას ხშირად მოისმენთ, მაგრამ არასდროს არ ისარგებლოთ აღნიშნული რჩევით.

- ჰკითხეთ თქვენ ექიმს, რომელი პრეპარატის მიღება შეიძლება თავის ტკივილის, მაღალი ტემპერატურის, სეზონური ალერგიის, არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში, ტოქსიკური ჩიყვის ან შაქრიანი დიაბეტის დროს. ექიმი შეგირჩევთ პრეპარატის ეფექტურ დოზას და მკურნალობის მაქსიმალურად მოკლე კურსს.
​
- დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის ან უსიამოვნო შეგრძნების შესახებ, თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ის მიღებულმა პრეპარატმა გამოიწვია.
​

- ნებისმიერ შემთხვევაში დანიშნულება ექიმმა უნდა მოგცეთ. ის შეგირჩევთ მკურნალობის ფორმას, რომელიც არ ავნებს განვითარებად ნაყოფს ან არ წაგართმევთ ძუძუთი კვების უფლებას.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი