იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2025

ორსულის წონა

Read Now
 
ორსულის წონა მნიშვნელოვან მაჩვენებლად ითვლება. თითქმის ყველა ორსული ღელავს წონაში საგრძნობი მომატების გამო.

ორსულობის პერიოდში წონის მატება ინდივიდუალურია - თუ ორსულობამდე ქალის წონა ნორმაზე მცირე იყო, ასეთ შემთხვევაში ორსულობის პერიოდში ასეთი ქალი ჩვეულებრივ 12-18 კილოგრამის ფარგლებში იმატებს.

თუ ქალს ნორმალური წონა ჰქონდა, ორსულობის პერიოდში იგი 11,5-16 კილოგრამს იმატებს. დიდწონიანი ქალები ორსულობისას 7-11,5 კილოგრამს იმატებენ, ხოლო ორი ნაყოფის შემთხვევაში ორსულის წონის მატება 16-21 კილოგრამს შეადგენს

ორსულობის პერიოდში წონის მატება ხდება შემდეგი მიზეზებით:
  • საშვილოსნო - 1 კგ.
  • ბავშვის წონა - 3-4,5 კგ.
  • სანაყოფე სითხე - 1 კგ.
  • პლაცენტა - 500 გრამი
  • მკერდის მოცულობის ზრდა - 500 გრ.
  • სისხლის დამატებითი მოცულობა - 1,5 კგ
  • ორსულის დამატებითი წონა - 3-4 კგ.
  • წყალი - 1,5-2 კგ

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქალს ორსულობის დროს მეტი ეკუთვნის საკვები. ეს ნაწილობრივ მართალია, ქალის სხეული ორსულობის პროცესში მეტ ენერგიას ხარჯავს და, შესაბამისად, მეტსას მოითხოვს, მაგრამ ორისთვის კვება არ ნიშნავს ორის მაგივრად კვებას. დასაწყისისთვის აღვნიშნოთ, რომ ქალი ორსულობაში საშუალოდ იმატებს 12-15 კგ-მდე. ქალის კონსტიტუციის გათვალისწინებით ზოგი იმატებს მეტს, ზოგი ნაკლებს. მთავარი სამიზნე ამ დროს არის თანდათანობითი მატება.

ორსულობაში ქალის მომატებული წონის (იგუილისხმება მომატებული 12-15 კგ) 5% მოდის პლაცენტაზე და არანაკლებ 6% - ამნიონურ სითხეზე. გარდა ამისა, ორსულობის დროს სისხლის მოცულობა იმატებს 50%. ამ ყველაფერს ემატება ბავშვის წონა, რომელიც მინიმუმ 1,6 კგ მაინც არის (დროული ახალშობილის შემთხვევაში), დედის ორსულობისა და მშობიარობისთის აუცილებელია კალორიების ბუნებრივი მარაგი - 3-5 კგ ცხიმი. საშუალოდ ეს ყველაფერი 12 კგ გამოდის.

ორსული ქალის დღიური მოთხოვნილება სულ რაღაც 300-500 კკალ-ით მეტია ჩვეულებრივი ნორმისგან და საშუალოდ 2400 კკალ შეადგენს. წონის თანდათანობითი მატება აუცილებელია ქალის ნორმალური თვითგრძნობისთვის. ამის გაკონტროლებით ქალი არა მხოლოდ კარგად გრძნობს თავს, არამედ უკეთაც გამოიყურება.

​წონის ზომიერი მატება ხელს უწყობს მშობიარობის შემდეგ ფორმაში სწრაფად ჩადგომას, გარდა ამისა გაჭიმული კანი და სტრიები იქნება ნაკლები. ჩაიწერეთ თქვენი წონა მთელი ორსულობის განმავლობაში. ამისთის გამოიყენეთ დღიური, ან კალენდარი. პირველი ნიშნული გააკეთეთ დაორსულებისთანავე და შემდეგ ყოველ კვირა აიწონეთ დილით უზმოზე და ჩაიწერეთ წონა.

​შეგიძლიათ თვალსაჩინოებისთვის ააგოთ გრაფიკიც. ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ იქნება წონაში შესამჩნევი მატება. მეორე ტრიმესტრიდან იზრდება სწრაფად და ქალი იწყება მატებას კვირაში დაახლოებით 400 გრ ოდენობით. ჭარბწონიანი ქალები  უნდა ეცადონ, რომ პირველ ტრიმესტრში მოიმატონ საშუალოდ 300 გრ თვეში, მეორე ტრიმეტრში დაახლოებით 300 გრ კვირაში და მესამე ტრიმესტრში - დაახლოებით 200 გრ კვირაში.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი