იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

სისხლიანი გამონადენი მშობიარობის შემდეგ

Read Now
 
მშობიარობის შემდგომი სისხლნარევი გამონადენი შეიძლება გაგრძელდეს ექვს კვირამდე, თუმცა უმრავლეს შემთვევაში ეს დრო არ აღემატება სამ-ოთხ კვირას.

ასეთი გამონადენი უფრო ძლიერია პირველი კვირის განმავლობაში და პირველი სამი დღის მანძილზე შეიძლება ერთეულ სისხლის კოლტებსაც შეიცავდეს, რომლებიც სხეულის პოზიციის შეცვლის გამო წამოდგომისას გამოიდევნება საშვილოსნოს ღრუდან.

სისხლიანი გამონადენი თავიდან მუქი წითელია, თანდათან ის იცვლის ფერს და ხდება ღია ვარდისფერი ან ღია მოყავისფრო-მოვარდისფრო და ლორწოვანი. გამონადენის სუნი ისეთივე უნდა იყოს, როგორიცაა მენსტრუალური სისხლდენის დროს.

თუ სისხლდენა იმდენად ძლიერია, რომ იძულებული ხართ იცვალოთ ჰიგიენური საფენი ყოველ ნახევარ საათში-საათში ორჯერ, ასეთი სისხლდენა ითვლება ჭარბად და აუცილებლად მოითხოვს ექიმის ჩარევას.

არ შეიძლება ტამპონების გამოყენება, საშოს გამორეცხვა თვითნებურად.

ქალების უმრავლესობას მშობიარობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნება ყრუ ტკივილი მცირე მენჯის ღრუს არეში. ეს ტკივილი ნორმალური მოვლენაა და თან ახლავს საშვილოსნოს შეკუმშვებს, რომლებიც ამცირებენ საშვილოსნოს ზომას და სისხლიანი გამონადენის რაოდენობას.

ასეთი ტკივილი უფრო მეტად იგრრძნობა მეორე-მესამე მშობიარობის შემდეგ. მტკივნეულობა განსაკუთრებით იგრძნობა ძუძუთი კვების მომენტებში (ამ დროს გამოიყოფა ჰორმონი – ოქსიტოცინი, რომელიც კუმშავს საშვილოს), თუმცა ის გაივლის ხოლმე ერთ-ორი დრის შემდეგ.

ზოგიერთ ქალს სიამოვნებს საშვილოსნოს მიდამოში პატარა ბალიშის დადება ან მუცელზე წოლა. ამ დროს მოსალოდნელია ტკივილის გაძლიერება დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ კი- სრული გაყუჩება. შისხლიანი გამონადენის რაოდენობა თანდათან შემცირდება.

აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ თავს იჩენს ინფექციაზე მიმანიშნებელი სიმპტომები:
  • მუცელი შებერილია, ქვემო არეში ხელის ზეწოლით მტკივნეული ან მგრძნობიარე
  • მაღალია ტემპერატურა
  • საშოდან გამონადენი ზედმეტად სისხლნარევია, უჩვეულოდ ჭარბი და არასასიამოვნო სუნის მქონე.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი