იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

ნაადრევი მშობიარობა

Read Now
 
ნაადრევი მშობიარობა იწყება, როცა რეგულარული შეკუმშვების გამო საშვილოსნოს ყელი იხსნება ორსულობის 37–ე კვირამდე. სრული ორსულობა დაახლოებით 40 კვირას უნდა გაგრძელდეს.

ორსულობის ვადების მიხედვით, ნაადრევი მშობიარობა იყოფა სამ ჯგუფად: 
  • ძალიან ადრეული - ნაადრევი მშობიარობა ხდება 22-27-ე კვირებში
  • ადრეული - ნაადრევი მშობიარობა ხდება 28-33-ე კვირებში
  • გვიანი - ნაადრევი მშობიარობა ხდება 34-37-ე კვირებში

​ნაადრევ მშობიარობის დროს შეტევებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნებისმიერ პერიოდში - 22-დან 37 კვირის ჩათვლით.

ასეთი შეტევები შეიძლება იყოს ხანმოკლე, შეიძლება გახშირდეს, გაგრძელდეს შეუჩერებლად, ჰქონდეს რეგულარული ხასიათი და გამოიწვიოს დიდი დისკომფორტი.

თუ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ შეამჩნევთ უჩვეულო სიმტომებს, სასწრაფოდ საჭიროა ექიმ-გინეკოლგთან ვიზიტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას რისი გაკეთებაა საჭირო.

ნაადრევი მშობიარობის ძირითადი სიმტომებია:

• სპაზმები და გაჭიანურებული ტკივილები მუცლის ქვემოთ, რომელიც ძალიან წააგავს მენსტრუაციის ტკივილებს;
• სიმძიმე მუცლის ქვემოთ, როცა გეჩვენებათ, რომ შარდის ბუშტსა და საშვილოსნოს რაღაც ძლიერ აწვება;
• გაძლიერებული ვაგინალური გამონადენი;
• შეტევისმაგვარი ტკივილები, რომელიც გრძელდება 30 წამზე მეტი (მხოლოდ ნუ შეგეშლებათ ცრუ სამშობიარო შეტევებში, როცა ადგილი ქვს საშვილოსნოს შესამჩნევ, მაგრამ არარეგულარულ შეკუმშვას);
• გამჭვირვალე, მოვარდისფრო, მოყავისფერო ან სისხლოვანი გამონადენი საშოდან;
• ვეღარ გრძნობთ ნაყოფის მოძრაობას;

ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შესაძლოა შემოგთავაზოთ ჰოსპიტალიზაცია სამშობიარო სახლში.

პანიკა საჭიროა არ არის, რადგან ექიმებს უმეტეს შემთხვევაში შეუძლიათ შეაჩერონ სამშობიარო მოქმედება წოლითი რეჟიმის, პრეპარატების, ფსიქოთერაპიის, საშვილოსნოს ელექტრო რელაქსატორის, ნემსით რეფლექსო თერაპიის (აკუპუნქტურა) და ა.შ... საშუალებით

ცრუ სამშობიარო შეტევები - წინა კვირების მიმოხილვაში (შემდეგშიც) ავღნიშნეთ, რომ მე-3 ტრიმესტრში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცრუ სამშობიარო შეტევებს (მეცნიერულად - ბრეკსტონ-ჰიკსის შეტევები).

ცრუ სამშობიარო შეტევების სიმტომები განსხვავდება ნაადრევი მშობიარობის სიმტომებისგან სიხშირით, ძალით და ხანგრძლივობით.

ცრუ სამშობიარო შეტევები შეიძლება იგრძნობოდეს, როგორც საშვილოსნოს საერთო დაჭიმულობა - თითქოს საშვილოსნო იკუმშება ბურთივით, ან თითქოსდა ბავშვი გადაბრუნდა მუცლის შიგნით.

ჩვეულებრივ, ცრუ სამშობიარო შეტევები უმტკივნეულოა და თითქმის არასდროს გრძელდება ერთ საათზე მეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ცრუ სამშობიარო შეტევები აქვს ყველა ორსულს, მას შეიძლება ყველანი ვერ გრძნობდნენ, განსაკუთრებით პირველი ორსულობის დროს. 

ამიტომ, არ ღირს ნერვიულობა ამგვარი შეტევების  შემთხვევაში, რადგან ეს არ არის ნაადრევი მშობიარობის სიმტომი, უბრალოდ საშვილოსნო იზრდება, იწელება და „ვარჯიშდება“ ბავშვის დაბადების წინ, რაც ბუნებრივია და მიიჩნევა ნორმად.

ორსული ქალების დაახლოებით 10%-ს ემართება ნაადრევი მშობიარობისთვის დამახასიათებელი შეტევები, რომელიც სამშობიარო შეტევებისგან განსხვავებით ნამდვილ შეტევებს წარმოადგენს და ნიშნავს, რომ მშობიარობა დაიწყო ნაყოფის არასაკმარისად მომწიფებამდე.

 ნაადრევი მშობიარობის მიზეზები შეიძლება იყოს:

•  საშვილოსნოს განვითარების მანკები (მაგალითად გაორებული საშვილოსნო, უნაგირისებრი და ორრქიანი საშვილოსნო);
•  ძალიან დიდი საშვილოსნო მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს;
•  ჭარბწყლიანობა;
•  ტოქსიკოზი/პრეეკლამფსია;
•  პლაცენტის აშრევება;
•  პლაცენტის წინამდებარეობა;
•  სანაყოფე გარსის ნაადრევი დარღვევა;
•  საშვილოსნოს ყელის უკმარისობა;
•  ნაყოფის განვითარების მანკები;
•  ნაყოფის დაღუპვა;
•  ჩატოვებული საშვილოსნოს შიდა სპირალი;
•  გადატანილი (ორი და მეტი) აბორტი;
•  დედის სერიოზული დაავადებები (მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის, თირკმლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა);
•  ორსულობა 16 წლამდე და 35 წლის შემდეგ;
•  ჰესტაციური ასაკის (გესტაციური ასაკი) არასწორი განსაზღვრა;
•  მძიმე შრომა,
•  არასწორი ცხოვრების წესი (ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები);

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, ნაადრევი მშობიარობის მიზეზი შეიძლება იყოს მთელი რიგი ინფექციები.

საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი ანთებითი პროცესის გამო საშვილოსნო შეიძლება გახდეს არასრულფასოვანი, ამიტომ ორსულობა გრძელდება მანამდე, სანამ საშვილოსნოს კედელი ელასტიურია და შეუძლია გაიწელოს. ამის შემდეგ ორგანიზმი ცდილობს გარეთ გამოაძევოს ნაყოფი.

ამიტომ არ ღირს დროის, ძალისხმევისა და ფინანსების დაზოგვა, როცა საქმე ეხება გამოკვლევების ჩატარებას რაიმე სახის ინფექციის გამოვლენის მიზნით.

იდეალში კი უმჯობესია თითეულმა მომავალმა დედა ორსულობამდე ჩაიტაროს გამოკვლევები გინეკოლოგთან, ან ვიწრო სპეციალისტებთან პოტენციური რისკის ფაქტორების გამოსარიცხად.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანი გამოკვლევები ინფექციური დაავადებების არსებობაზე. განსაკუთრებით ისეთ ინფექციებზე, რომლებიც მიმდინარობს უსიმპტომოდ: ქლამიდიური, ურეაპლაზმური, მიკოპლაზმური, ტოქსოპლაზმური ინფექციები. აგრეთვე მარტივი ჰერპესის ვირუსის, ციტომეგალოვირუსის არსებობის შემთხვევაში.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ქალები, რომელთა ანამნეზში (ავადმყოფობის ისტორია) არსებობს:

• სექსუალური ინფანტილიზმი (სექსუალური განვითარების შეფერხება);

• მენსტრუაციული ციკლის დარღვევები;

• საშვილოსნოს დანამატების (საშვილოსნოს მილები და საკვერცხეები) ქრონიკული ან მწვავე ანთებები;

• ენდომეტრიოზი ( საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება);

• აბორტი/აბორტები;

• დიაგნოსტიკური ამოფხეკა;

• ორსულობის თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევები.

• ენდოკრინოპათია (შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლა);

• Rh უარყოფითი სისხლის ჯგუფი;

• ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (ხელოვნური განაყოფიერება - IVF);

ამგვარი ინფექციების და სხვა პრობლემების არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობა ბავშვის ჩასახვამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი გართულებები (ჩვენს  შემთხვევაში ნაადრევი მშობიარობა).

თუ ორსულობამდე გარკვეული მიზეზების გამო ანალიზები არ იქნა გაკეთებული, ორსულობის დიაგნოზის დასმის შემდეგ საჭიროა აუცილებელი სამედიცინო შემოწმების გავლა (და შემდგომშიც რეგულარული კონტროლი).

რაც უფრო ადრე იქნება გამოვლენილი ქალის ორგანზმში მიკრობები, რომელთაც შეუძლიათ ნაადრევი მშობიარობის გამოწვევა ან ნაყოფისთვის ზიანის მიყენება, მით უფრო ადვილად მოხდება მათი გაუვნებელყოფა.

ასევე რეკომენდებულია საშვილოსნოს ყელის დეფექტების მკურნალობა ორსულობამდე, რათა შემდგომში არ შეიქმნას რაიმე სახის პრობლემები.

თანამედროვე მედიცინა ფლობს ისეთი საშუალებების მნიშვნელოვან არსენალს, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის დაინფიცირების რისკი.

არის შემთხვევები, როცა ნაადრევი მშობიარობის მიზეზების დადგენა შეუძლებელია და იგი უცნობი რჩება.

ზოგიერთ ორსულს, ნაადრევი სამშობიარო მოქმედება ეწყება „ჩუმად“, ისეთი აღიარებული და შემაშფოთებელი სიმტომების გარეშე, როგორიცაა - წინასამშობიარო შეტევები, სისხლდენა, სანაყოფე გარსის დარღვევა, ტკივილი ზურგის გარეშე და გახშირებული შეტევებიც კი.

აქედან გამომდინარე, შეუძლებელია განისაზღვროს რა ზომების მიღებაა საჭირო, რომ მოხდეს ნაადრევი მშობიარობის შეჩერება.

იმისათვის, რომ ნაადრევი მშობიარობა თავიდან იქნას აცილებული, ძალიან მნიშვნელოვანია დადგენილი იქნას მისი ზუსტი მიზეზი, რათა მკურნალმა ექიმმა შეარჩიოს სწორი ტაქტიკა და განსაზღვროს:
  • სწორად არის თუ არა გამოთვლილი ორსულობის ვადები;
  • ნამდვილად აქვს თუ არა ადგილი ნაადრევ მშობიარობას;
  • გაგრძელდეს ორსულობა თუ საჭიროა ნაადრევი მშობიარობა;

ამიტომ, მცირე ეჭვის გაჩენის შემთხვევაშიც კი, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნაადრევ მშობიარობას, საჭიროა დაუყონებლივ ექიმთან ვიზიტი და მისი საქმის ყურში ჩაყენება.

ექიმ-გინეკოლოგის ხშირი კონტროლის შემთხვევაში, პრობლემების რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი